imedi /  13 თებერვალი 2018, 13:16 / სანდო წყარო

ლევან იზორია: საქართველო ნატოს წევრი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით გახდება

ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკელი ექსპერტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ამერიკელ ექსპერტს ლუკ კოფის მანამდე ესაუბრა, ვიდრე საჯარო განცხადებას გააკეთებდა.

"მე ვესაუბრე ამ ტექსტის ავტორს განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე და ცალსახად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ქვეყნის განწყობა. ტერიტორიული მთლიანობა ამ ექსპერტის განცხადებაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით. ყველა ექსპერტს შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს ნატოში გაწევრიანების პექსპექტივზე. მე როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, პრინციპულად პოზიცია დავაფიქსირე",- განაცხადა ლევან იზორიამ.

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის ლუკ კოფის განცხადებით, არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატოსთან, რამდენიც საქართველოს. ამის შესახებ მიმომხილველმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ლუკ კოფიმ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოში შეიძლება გაწევრიანდეს განსაკუთრებული კომპრომისის - „დროებითი ღონისძიებების“ საფუძველზე. "ბევრს ეშინია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება აუცილებლად ნიშნავს რუსეთთან ომს. საქართველო შესაძლოა, მიიწვიონ 1949 წლის შეთანხმების მე-6 მუხლში შეტანილი შესწორების საფუძველზე. ეს შესწორება გულისხმობს, რომ მე-5 მუხლის მოქმედება დროებით არ გავრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ეს დროებითი ღონისძიება იმოქმედებს იქამდე, ვიდრე საქართველო მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებებით არ აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ნაბიჯი მოსკოვს გამოაცლის ბერკეტს, რომ მოახდინოს ზეგავლენა ქვეყნებზე, რომელთაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, თუმცა მათი ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული" -  თქვა ლუკ კოფიმ და მაგალითად 1951 წელს, ალიანსში საბერძნეთისა და თურქეთის გაწევრიანება დაასახელა.

ლუკ კოფი ამერიკული ფონდის Heritage Foundation-ის, დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორია. მან 8 თებერვალს თბილისში თავისი მოხსენების პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოში რუსეთის შემოჭრასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს მიეძღვნა. 

კომენტარები ()

არქივი

19 თებერვალი 2018, 13:46

საქართველო

ოპოზიცია ბათუმში საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასის გაზრდას ითხოვს

"მეექვსე წელია ხელისუფლება მომავალ დროში საუბრობს და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. არსებული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია რომ მოხდეს, საბავშვი ბაღების პედაგოგთა ხელფასი გაიზარდება. ხელფასის გასაზრდელად, მილიონ 400 ათასი ლარია საჭირო",- აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

19 თებერვალი 2018, 13:38

საქართველო

იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძე ტყუილების გაავრცელებაში დაადანაშაულეს

სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად საერთო სასამართლოებში საქმეების ელექტრონული სისტემით განაწილების საკითხი განიხილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული სატელევიზიო კომენტარების გამო “უსაყვედურეს”.

19 თებერვალი 2018, 13:31

საქართველო

საქალაქო სასამართლოში ჩაბუქის პროცესი იმართება

საქალაქო სასამართლოში დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის შესახებ პროცესი განახლდა. პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა ჩაბუქის საექსტრადიციო პატიმრობის 10 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე.

19 თებერვალი 2018, 13:29

საქართველო

ოპოზიცია ქუთაისის მერიასა და გუბერნიაში გაზრდილ ხელფასებს აპროტესტებს

საკრებულოს წევრის ნაციონალური მოძრაობიდან, ბესო ბრეგაძის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ხელისუფლება მხოლოდ ხელფასების გაზრდაზე ფიქრობს. გაირკვა, რომ ქუთაისის მერიის სახელფასო ფონდი 250 000 ლარით გაიზარდა და 3 460 000 ლარი გახდა.

19 თებერვალი 2018, 13:26

ძალოვნები

გორში, ხარების ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს

გორში, ხარების ეკლესიაში მრევლმა ხელყუმბარა იპოვა. ხელყუმბარა წერილთან ერთად იყო დატოვებული, რომელშიც უცნობი პირი წერს, რომ მას 2008 წლიდან ჰქონდა ეს ყუმბარა და მისი სამართალდამცველებისთვის გადაცემა ითხოვა.

19 თებერვალი 2018, 13:22

საქართველო

თბილისში მშენებლობაზე ნებართვები 6 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობზეა გაცემული

"არის შემთხვევები, როდესაც მართლაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულ ლოკაციაზე მშენებლობა, კონკრეტული პროექტის, რომელიც შეიძლება წლების წინ შეათანხმეს და დამტკიცებულია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით პროექტების განხორციელება შეუძლებელი და დამაზიანებელი იქნება ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

19 თებერვალი 2018, 13:11

ვიდეო

აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართავენ

19 თებერვალი 2018, 13:08

ძალოვნები

თბილისში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მძღოლის ვინაობა დადგენილია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

19 თებერვალი 2018, 13:03

საქართველო

ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები აქციას განაგრძობენ

ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს. ისინი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მუშაობისთვის შესაბამის პირობებს ითხოვენ.

19 თებერვალი 2018, 13:01

ვიდეო

ამოქმედდება თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი

19 თებერვალი 2018, 12:56

სპორტი

კანადელმა წყვილმა ფიონჩანგში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ფიგურულ სრიალში საცეკვაო წყვილმა ტესა ვირტუმ და სკოტ მოირმა მოკლე პროგრამისთვის 83.67 ქულა მიიღო, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. მეორეზე გავიდნენ ფრანგები, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონები გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ სიზერონი.

19 თებერვალი 2018, 12:52

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: ბიტკოინის წარმოებით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია

მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში ამ ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდნენ. მსოფლიო ბანკის მისია სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორში გამართავს შეხვედრებს, სადაც blockchain-ის ტექნოლოგიები არის დანერგილი.

19 თებერვალი 2018, 12:46

სპორტი

ევროპის ღია ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქრო მოიპოვა

ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამართული ევროპის ღია ტურნირი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩემპიონები ონისე სანებლიძე და ონისე ბუღაძე გახდნენ.

19 თებერვალი 2018, 12:44

საქართველო

,,ქინძმარაულის" ხელმძღვანელობა თანამაშრომლებს დავალიანების გადახდას დაჰპირდა

“კომპანია ,,ქინძმარაულის", თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებები დღეს ან ხვალ ჩაერიცხება”- ამის შესახებ განცხადება კომპანიის წარმოების დირექტორმა გააკეთა.ბესიკ სესიაშვილის თქმით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს და ხელფასების დაგვიანება ამ მიზეზით მოხდა.

19 თებერვალი 2018, 12:44

კულტურა

ანიტა რაჭველიშვილი სადებიუტო ალბომს გამოუშვებს

ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, თავის სადებიუტო ალბომს გამოუშვებს. ამაში მას 1927 წელს დაფუძნებული ამერიკული ხმის ჩამწერი კომპანია, Sony Classical დაეხმარება. ანიტას პირველი ალბომი ონლაინ 2018 წლის 2 მარტს გამოვა, CD-ის სახით კი მისი შეძენა 13 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

19 თებერვალი 2018, 12:40

საქართველო

ანა დოლიძის თქმით, მოსამართლეთა გამოცდები ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს

საკითხი დღის წესრიგითაა გათვალისწინებული, თუმცა ანა დოლიძე ინიციატივის წარმოდგენას გეგმავს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ გამჭვირვალობისთვის და სანდოობის გაზრდისთვის უმჯობესი იქნება მოსამართლეთა გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს.

19 თებერვალი 2018, 12:40

საქართველო

ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაციით 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ვიზიტები ძირითადად ტურისტულ მიზნებს, ბიზნეს კავშირებსა და კულტურული კავშირების გაღრმავებას, თუ სხვა მოკლევადიანი მიზნებს ემსახურებოდა.მინისტრის თქმით, არის გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც ითხოვეს თავშესაფარი.

19 თებერვალი 2018, 12:32

საქართველო

დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველობებში უნებართვო მშენებლობებზე განსხვავებული რეჟიმი იმოქმედებს

დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველობებში უნებართვო მშენებლობებსა და ნებართვის პირობების დარღვევაზე განსხვავებული რეჟიმი იმოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა

19 თებერვალი 2018, 12:30

მსოფლიო

ჩინეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა "ბირთვული ჩემოდნის" გამო იჩხუბეს

როგორც გამოცემა Axio-ს წყარო აცხადებს, როდესაც ტრამპი სახალხო კრების სახლს ეწვია, ჩინეთის პარლამენტის დაცვის სამსახურის წევრებმა ამერიკელი პრეზიდენტის დამხმარე არ შეუშვეს. მას "ბირთვული ჩემოდნის" ტრანსპორტირება ევალებოდა.

19 თებერვალი 2018, 12:27

ეკონომიკა

იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო.: დისტრიბუტორები, იმპორტიორები, სომელიეები, რესტორატორები და ა.შ.