imedi /  13 თებერვალი 2018, 20:34 / სანდო წყარო

მარტვილის საკრებულოში გაუქმებულ კომისიას საწვავით ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ

მარტვილის საკრებულოში, ფრაქციისა და კომისიის გაუქმების შემდეგ, მათ ყოფილ თავმჯდომარეებს ბიუჯეტის ხარჯით შეძენილ საწვავს აძლევდნენ. საწვავი ასევე გაიცა შვებულებაში მყოფი 7 საჯარო მოსამსახურის კერძო ავტომანქანებზე. ინფორმაციას აუდიტის სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით, regininfo ავრცელებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, მარტვილის საკრებულოში შექმნილმა მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ 2016 წლის 21 ივლისს ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება და აქტივობა საერთოდ აღარ გაუგრძელებია. (არ ჩატარებულა სხდომები, კომისიის წევრები არ გასულან ობიექტების დასათვალიერებლად), იმავე წლის 9 აგვისტოს კი კომისია ოფიციალურად გაუქმდა. მიუხედავად ამისა, კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, მისი ყოფილი თავმჯდომარის კუთვნილ ავტომანქანაზე გაიხარჯა ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი 201.6 ლიტრი საწვავი.

2016 წლის 4 ივლისს გაუქმდა საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, თუმცა, 5, 9 და 10 ივლისს, გაუქმებული ფრაქციის თავმჯდომარის ავტომანქანაზე გაიხარჯა 30 ლიტრი საწვავი.

გარდა ამისა, 2016 წლის განმავლობაში, 7 საჯარო მოსამსახურეს, შვებულებაში ყოფნის დროს, კერძო საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისთვის მისცეს 323 ლიტრი საწვავი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მუნიციპალიტეტის მიერ ამგვარად გაცემული საწვავი არამიზნობრივ ხარჯს წარმოადგენს. მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით, მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი ფუნქციების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6 სამორიგეო ავტომანქანა. რეალურად, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 5 სამორიგეო და ცალკეული საჯარო მოსამსახურეების საკუთრებაში არსებული 59 - 61 ავტომანქანით. საერთო ჯამში, 2016 წელს მუნიციპალიტეტის მიერ ავტომანქანებზე 117 400 ლარის ღირებულების საწვავი გაიხარჯა.

კომენტარები ()

არქივი

19 თებერვალი 2018, 13:03

საქართველო

ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები აქციას განაგრძობენ

ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს. ისინი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მუშაობისთვის შესაბამის პირობებს ითხოვენ.

19 თებერვალი 2018, 13:01

ვიდეო

ამოქმედდება თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი

19 თებერვალი 2018, 12:56

სპორტი

კანადელმა წყვილმა ფიონჩანგში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ფიგურულ ციგურაობაში საცეკვაო წყვილმა ტესა ვირტუმ და სკოტ მოირმა მოკლე პროგრამისთვის 83.67 ქულა მიიღო, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. მეორეზე გავიდნენ ფრანგები, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონები გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ სიზერონი.

19 თებერვალი 2018, 12:52

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: ბიტკოინის წარმოებით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია

მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში ამ ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდნენ. მსოფლიო ბანკის მისია სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორში გამართავს შეხვედრებს, სადაც blockchain-ის ტექნოლოგიები არის დანერგილი.

19 თებერვალი 2018, 12:46

სპორტი

ევროპის ღია ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქრო მოიპოვა

ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამართული ევროპის ღია ტურნირი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩემპიონები ონისე სანებლიძე და ონისე ბუღაძე გახდნენ.

19 თებერვალი 2018, 12:44

საქართველო

,,ქინძმარაულის" ხელმძღვანელობა თანამაშრომლებს დავალიანების გადახდას დაჰპირდა

“კომპანია ,,ქინძმარაულის", თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებები დღეს ან ხვალ ჩაერიცხება”- ამის შესახებ განცხადება კომპანიის წარმოების დირექტორმა გააკეთა.ბესიკ სესიაშვილის თქმით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს და ხელფასების დაგვიანება ამ მიზეზით მოხდა.

19 თებერვალი 2018, 12:44

კულტურა

ანიტა რაჭველიშვილი სადებიუტო ალბომს გამოუშვებს

ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, თავის სადებიუტო ალბომს გამოუშვებს. ამაში მას 1927 წელს დაფუძნებული ამერიკული ხმის ჩამწერი კომპანია, Sony Classical დაეხმარება. ანიტას პირველი ალბომი ონლაინ 2018 წლის 2 მარტს გამოვა, CD-ის სახით კი მისი შეძენა 13 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

19 თებერვალი 2018, 12:40

საქართველო

ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაციით 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ვიზიტები ძირითადად ტურისტულ მიზნებს, ბიზნეს კავშირებსა და კულტურული კავშირების გაღრმავებას, თუ სხვა მოკლევადიანი მიზნებს ემსახურებოდა.მინისტრის თქმით, არის გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც ითხოვეს თავშესაფარი.

19 თებერვალი 2018, 12:40

საქართველო

ანა დოლიძის თქმით, მოსამართლეთა გამოცდები ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს

საკითხი დღის წესრიგითაა გათვალისწინებული, თუმცა ანა დოლიძე ინიციატივის წარმოდგენას გეგმავს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ გამჭვირვალობისთვის და სანდოობის გაზრდისთვის უმჯობესი იქნება მოსამართლეთა გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს.

19 თებერვალი 2018, 12:32

საქართველო

დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველობებში უნებართვო მშენებლობებზე განსხვავებული რეჟიმი იმოქმედებს

დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველობებში უნებართვო მშენებლობებსა და ნებართვის პირობების დარღვევაზე განსხვავებული რეჟიმი იმოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა

19 თებერვალი 2018, 12:30

მსოფლიო

ჩინეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა "ბირთვული ჩემოდნის" გამო იჩხუბეს

როგორც გამოცემა Axio-ს წყარო აცხადებს, როდესაც ტრამპი სახალხო კრების სახლს ეწვია, ჩინეთის პარლამენტის დაცვის სამსახურის წევრებმა ამერიკელი პრეზიდენტის დამხმარე არ შეუშვეს. მას "ბირთვული ჩემოდნის" ტრანსპორტირება ევალებოდა.

19 თებერვალი 2018, 12:27

ეკონომიკა

იაპონიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო.: დისტრიბუტორები, იმპორტიორები, სომელიეები, რესტორატორები და ა.შ.

19 თებერვალი 2018, 12:21

საქართველო

„მეღვინეობა ხარებამ“ საერთაშორისო გამოფენაზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

"მეღვინეობა ხარებამ" მოსკოვში, საერთაშორისო გამოფენა "პროდექსპო 2018"-ზე სადეგუსტაციო კონკურსის ფარგლებში, სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ,,ვარსკვლავი’’ მოიპოვა. კონკურსზე სხვადასხვა ქვეყნის ალკოჰოლური დარგის ლიდერი კომპანიები მონაწილეობდნენ.

19 თებერვალი 2018, 12:16

საქართველო

ანა დოლიძე გვრიტიშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს

"ეს არგუმენტი არის პირდაპირი გაგრძელება ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაჟღერებული სიცრუისა. ორგანიზაცია რომელთანაც ვთანამშრომლობდი არის ჰოლანდიაში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის ამოცანა არის და იყო რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის,"- აღნიშნა დოლიძემ.

19 თებერვალი 2018, 12:09

ვიდეო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თავდაცვის მდივნისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

19 თებერვალი 2018, 12:06

ეკონომიკა

ბილ გეიტსი: ჩემნაირი ადამიანები უფრო მეტ გადასახადს უნდა იხდიდნენ

Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ ყველაზე მდიდარი ადამიანები, სხვებზე მეტ გადასახადებს უნდა იხდიდნენ. ამის შესახებ გეიტსმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუს დროს თქვა, სადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ საგადასახადო რეფორმაზე მსჯელობდა.

19 თებერვალი 2018, 12:04

ვიდეო

მიხეილ ჯანელიძე დიასპორისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრებს

19 თებერვალი 2018, 12:02

საქართველო

აბაშიშვილი: ამ ეტაპზე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკი არ არსებობს

როგორც აბაშიშვილმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში განაცხადა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ვიზალიბერალიზაცია ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

19 თებერვალი 2018, 11:55

ვიდეო

ქრონიკა 11:00 საათზე - 19 თებერვალი, 2018 წელი

19 თებერვალი 2018, 11:54

საქართველო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულეს

"ჩვენ გვიჩნდება კითხვა და ალბათ საზოგადოებასაც უჩნდება კითხვა, ამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის მოსამართლეების დანიშვნა" - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.