imedi /  13 თებერვალი 2018, 21:28 / სანდო წყარო

ბათუმში ძროხები ნაგავსაყრელზე იკვებებიან

ბათუმის ნაგავსაყრელზე ყოველღიურად ათობით მსხვილფეხა პირუტყვი იკვებება. მათი მეპატრონეები ამბობენ, რომ ნაგავსაყრელზე ძროხებს თავად უშვებენ, რადგან ქალაქში საძოვრები არაა და ამასთან, ტერიტორიაც ამ დრომდე არავის შემოუღობავს. ინფორმაციას tv25 ავრცელებს.

ადგილობრივები კი შიშობენ, რომ ნაგავსაყრელზე გამოკვებილი ძროხის რძე ჯანმრთელობისთვის მავნებელია, რადგან ამ ძროხების რძით ქალაქის რამდენიმე მაღაზია მარაგდება.

მათივე თქმით, ისინი რამდენიმე წელია, ნაგავსაყრელის შემოღობვას უშედეგოდ ითხოვენ. 

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, Cenn-ის წარმომადგენლის, კახაბერ გუჩმანიძის თქმით, გადაუმუშავებელი ნარჩენებით საქონლის კვება საშიშია თავად პირუტყვისთვის და უარყოფითად აისახება მისგან მიღებული რძის ხარისხზეც.

ნაგავსაყრელისთვის გამოყოფილი ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. უწყებამ 33 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ბათუმმის მერიას წლების წინ, დროებით სარგებლობაში გადასცა.

უწყებაში მოსახლეობის პასუხიმგებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პრობლემა არა შემოუღობავ ნაგავსაყრელში, არამედ მოსახლეობის უყურადღებობაშია.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

Tesla

22 ოქტომბერი 2018, 20:42

ტექნოლოგიები

Tesla-ს ავტომობილებს თამაშები და „ძაღლის რეჟიმი“ დაემატება

რეჟიმის ამოქმედებისას კარები და ფანჯრები დახურული იქნება, თუმცა მუშაობას გააგრძელებს აუდიოსისტემა და კლიმატ-კონტროლი, მულტიმედიური კომპლექსის ეკრანზე კი წარწერა „ყველაფერი რიგზეა, ჩემი პატრონი მალე დაბრუნდება“ გამოჩნდება. ამ რეჟიმის წყალობით ძაღლის ავტომობილში დატოვება სიცხეშიც იქნება შესაძლებელი.

22 ოქტომბერი 2018, 20:34

ვიდეო

მთავრობამ, ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ, მასშტაბური პროექტი წამოიწყო

ჯარისკაცი

22 ოქტომბერი 2018, 20:32

მსოფლიო

ავღანეთში თავდასხმას ნატოს მისიის ჯარისკაცი ემსხვერპლა

გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეს ცეცხლი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა გაუხსნა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. უცნობია დაღუპული სამხედროს ეროვნება.

22 ოქტომბერი 2018, 20:30

ვიდეო

გიორგი კახიანი: ხელისუფლება მოწადინებულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ყველა პოლიტიკური ჯგუფისათვის სამართლიანი იყოს

22 ოქტომბერი 2018, 20:21

ვიდეო

მიხეილ ბენიძე: იმედი მაქვს, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და ექსესების გარეშე

22 ოქტომბერი 2018, 20:16

ვიდეო

არჩევნებამდე 6 დღე დარჩა, კანდიდატები მოსახლეობასთან და საზოგადოებასთან შეხვედრებს განაგრძობენ

სმარტფონი

22 ოქტომბერი 2018, 20:15

ტექნოლოგიები

2018 წლის საუკეთესო სმარტფონების ათეული გამოვლინდა

TOP 10-ში პირველ ადგილს სმარტფონების მწარმოებელი ჩინური გიგანტი Huawei, ახლადწარდგენილი MATE 20 PRO-თი იკავებს. წამყვან პოზიციას არ თმობს Samsung-იც. მესამე ადგილს Apple-ი iPhone XS MAX/XS-ით დასჯერდა. ათეულში მოხვდა Google-ი, LG-ი, Sony-ი და ONEPLUS-ი.

22 ოქტომბერი 2018, 20:12

ვიდეო

"ევროპული საქართველოს" ბრალდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ

22 ოქტომბერი 2018, 19:59

ვიდეო

ვიდეო-ჩანაწერში ლევან ყიფიანი, სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ, თავად ჰყვება

საქართველოში ინვესტიციები

22 ოქტომბერი 2018, 19:58

ეკონომიკა

Fear Group-ის დამფუძნებელი ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებას ურჩევს

სტივენ ფეარი მოუწოდებს საერთაშორისო ბიზნესმენებს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განახორცილონ საქართველოში, რადგან სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების წყალობით, საქართველოს 2,3 მილიარდიან ბაზარზე აქვს წვდომა.

აზერბაიჯანი პოლიცია

22 ოქტომბერი 2018, 19:43

მსოფლიო

აზერბაიჯანში მოკლეს კაცი, რომელიც ნათესავის ცოლთან ერთად გაიქცა

21 ოქტომბერს ქალის მამამ და ნათესავებმა ისინი იპოვეს და უკან დააბრუნეს. ქალი პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად წავიდა, 26 წლის კაცი კი თავის სოფელში დასასჯელად წაიყვანეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შედეგად ის მიყენებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

შტორმი და ძლიერი ქარი

22 ოქტომბერი 2018, 19:31

მსოფლიო

მექსიკის სანაპიროსთან ტროპიკული შტორმი „უილლა” გაძლიერდა

ტროპიკული შტორმი „უილლა” მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა. შტორმის მაქსიმალური სიჩქარე საათში 250 კილომეტრამდეა. მეტეოროლოგები მექსიკის სანაპიროზე ძლიერ წვიმას, მაღალ ტალღებს და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას ვარაუდობენ.

მხედველობა

22 ოქტომბერი 2018, 19:29

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც სიბრმავისგან იცავს

როგორც გაირკვა, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ 100-დან 142 მილიგრამამდე ნიტრატებს ბოსტნეულიდან, (მაგალითად, ჭარხალს, ისპახსა და მწვანე სალათს), მაკულოდისტროფიის დიაგნოზს 35%-ით იშვიათად უდგენდნენ.

ებრაელი კაცი

22 ოქტომბერი 2018, 19:25

მსოფლიო

აშშ-ში ტაქსის მძღოლი ებრაელი კაცის ცემისთვის გაასამართლეს. ვიდეო

ინციდენტი საავტომობილო გზის გზაგამყოფ ხაზზე მოხდა. ტაქსის მძღოლი სიძულვილით ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლეს. ირკვევა, რომ 37 წლის ტაქსის მძღოლი თავდასხმისას სიტყვებს „ალაჰ“ და “ისრაელი“ სკანდირებდა. უცნობია თავდასხმის მოტივი.

22 ოქტომბერი 2018, 19:18

ვიდეო

თამარ იარაჯული: ცენტრის მშენებლობისთვის ჩამოყალიბდა ფონდი, სადაც ჩართულია საზოგადოება და ბიზნესი

მწვადი

22 ოქტომბერი 2018, 19:12

ტაბლოიდი

ორთაჭალაში მწვადის შეწვისას დაკვამლიანების გამო მეხანძრეები გამოიძახეს

საცხოვრებელ სახლში მისულ მეხანძრეებს ხანძრის ნაცვლად მწვადი დახვდათ. 112-ში შესული ზარით უწყებას შეატყობინეს, რომ კორპუსის მერვე სართულიდან დაკვამლიანება შეინიშნებოდა. მას შემდეგ, რაც მეხანძრეები ადგილზე მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ დაკვამლიანება შემწვარი მწვადის გამო იყო.

ელექტროსიგარეტი

22 ოქტომბერი 2018, 18:56

ტექნოლოგიები

ნიკოტინის მარილის შემცველი ელექტროსიგარეტები სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა

სპეციალისტებმა ეს ზიანი ადამიანის მიერ ტოქსიკური ნივთიერებების დალევას შეადარეს. კერძოდ კვლევისას ისინი დაინტერესდნენ ისეთი ელექტროსიგარეტით, რომელიც ნიკოტინის მარილებს შეიცავს, რომელიც თამბაქოს შემადგენელი ნაწილია.

პოლ ბიია

22 ოქტომბერი 2018, 18:51

მსოფლიო

პოლ ბიია კამერუნის პრეზიდენტი მეშვიდედ გახდა

კამერუნის საკონსტიტუციო საბჭოს ინფორმაციით, აფრიკის ყველაზე ხანდაზმულმა ლიდერმა, პოლ ბიიამ 7 ოქტომბრის არჩევნებზე ხმათა 71% მოიპოვა, მისმა მოწინააღმდეგემ, მაურისე კამრომ კი 14%-ის მოპოვება შეძლო. პოლ ბიია 85 წლისაა. ის ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას 1982 წლიდან იკავებს. იქამდე, 1975-1982 წლებში ის ქვეყნის პრემიერი იყო.

მამონტი

22 ოქტომბერი 2018, 18:45

ტექნოლოგიები

ინგლისში 130 ათასი წლის ბეწვიანი მამონტის ძვლები იპოვეს

ძუძუმწოვრის ნაკვალევს არქეოლოგებმა კემბრიჯსა და ჰანთინგდონს შორის არსებულ ერთ-ერთ გზატკეცილზე მიაგნეს. სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ადგილი, სადაც ბეწვიანი მამონტის ძვლები იპოვეს უძველესი მდინარე იყო.

ბიძინა ივანიშვილი

22 ოქტომბერი 2018, 18:43

საქართველო

ცნობილია სამივე წამყვანი, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ხვალ ინტერვიუს მისცემს

23 ოქტომბერს, 22:00 საათიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაცემის წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს. ბოლო ინფორმაციით, ყოფილ პრემიერმინისტრს შეკითხვებს დაუსვამენ ირაკლი ჩიხლაძე, დიანა ტრაპაიძე და ეკა კვესიტაძე.