imedi /  13 თებერვალი 2018, 22:56 / სანდო წყარო

ბოკერია: სააკაშვილი უსამართლო დევნის მსხვერპლია

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის ყოფილი თანაგუნდელი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემები, როლებიც მოგვიანებით უკრაინაში გაგრძელდა, საქართველოში დაიწყო, როცა ის აღმოჩნდა დევნილობაში. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “პირისპირ“ განაცხადა.

“ის რაც ხდება იქ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს არის მძიმე შეცდომაც და დანაშაულიც, რადგან როცა პოლიტიკური ოპონენტი ხდება ადამიანი, ამის შემდეგ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და პოლიტიკური დევნა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის ცუდი საქართველოსთვის, ცუდი - უკრაინისთვის

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ არჩევანებს, ვთქავათ, როდესაც მან აირჩია ოდესის გუბერნატორობა, მე ამის მომხრე არ ვიყავი, მე არ ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გუნდს უამრავ დღეს მიმდინარე საკითხებში, მაგრამ ახლა სალაპარაკო თემა არის ის ძალიან უსამართლო პოლიტიკური დევნა, რასაც მიხეილ სააკაშვილი განიცდის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა ანუ ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა.

მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი და პოლიტიკური პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, უკრაინაში "დამატებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის" სტატუსის მოპოვებას ცდილობდა, რაზეც უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა. სააკაშვილმა საიმიგრაციო სამსახურთან ბრძოლა უკრაინულ სასამართლოში განაგრძო, მაგრამ ყველა ინსტანციაში დამარცხდა.

მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მიგრანტები

21 ოქტომბერი 2018, 08:37

მსოფლიო

მექსიკამ აშშ-სკენ მიმავალი მიგრანტები შეიფარა

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დახმარება გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვა, რათა ჰონდურასის, გვატემალისა და სალვადორის ხელისუფლებებმა ერთობლივად მიიღონ ზომები. ჰონდურასის და გვატემალის საზღვრები 15 ოქტომბერს დაახლოებით 3000-მა მიგრანტმა გადაკვეთა. ისინი ჩრდილოეთით, მექსიკისკენ მიემართებიან. მოგვიანებით მათ კიდევ 1300 ადამიანი შეუერთდა.

დონალდ ტრამპი

21 ოქტომბერი 2018, 08:27

მსოფლიო

ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს

"ჩვენ ამ იარაღის შექმნა მოგვიწევს. წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ არ აწარმოებდა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ობამა ან რატომ არ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს უფლებას, შეთანხმება დაარღვიოს. რუსეთი შეთანხმებას არღვევდა, ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენ მისი შეწყვეტა და შეთანხმებიდან გასვლა მოგვიწევს“, - განაცხადა ტრამპმა.

ოპერა

21 ოქტომბერი 2018, 08:18

კულტურა

ოპერის „ქეთო და კოტე“ კლავირის ახალი ბეჭდური ვერსია გამოიცა

პარალელურად, ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ სცენაზე ბრუნდება. სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ნაციონალური ბალეტი.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

21 ოქტომბერი 2018, 08:09

ტაბლოიდი

ბერამ თავის ახალ კლიპში ნანუკა გუდავაძე გადაიღო. ვიდეო

როგორც ბერა წერს, ვიდეოს სრული ვერსია 22 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. სიმღერის სახელწოდებაა „დროის მანქანა.“ კლიპის თიზერში, ბერა„მერსედესის“მარკის მანქანაში ნანუკა გუდავაძესთან ერთად ზის.წყვილმა ნიშნობის შესახებ სექტემბერში განაცხადა და ქორწილსაც გეგმავენ.

21 ოქტომბერი 2018, 07:57

სპორტი

გელა ზაალიშვილი ბაჰამის კუნძულებზე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრაში ავსტრიელი სტეფან ჰეგუი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ონისე სანებლიძე, რომელმაც კანადელი ელნაჰასი დაამარცხა. დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველობის გამარჯვებული გამოვლინდება.

ზურაბ ჯაფარიძე

21 ოქტომბერი 2018, 07:48

ძალოვნები

გირჩი: კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს

"და ბოლოს, დადგა მომენტი, როცა ყველანი თავისუფლები ვართ. საპატიმრო დატოვეს აჩო ხაჩიძემ და დავით გაბუნიამ. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დღეს ყველანი საკუთარ სახლებში დავიძინებთ და კიდევ უფრო #ჯაფარაპრეზიდენტად,"- წერია განცხადებაში.

21 ოქტომბერი 2018, 00:34

კულტურა

The Beatles-ის სიმღერის აკუსტიკური ჩანაწერი გავრცელდა ▶️

The Beatles-ის “თეთრი ალბომი” 1968 წელს გამოვიდა. Rolling Stone-მა გამოაქვეყნა აქამდე უცნობი ჩანაწერი სიმღერისა “While My Guitar Gently Weeps”, რომელიც ამ ალბომისთვის აკუსტიკურადაა ჩაწერილი.

მოგზაურობა

21 ოქტომბერი 2018, 00:30

ეკონომიკა

მოგზაურობისთვის ყველაზე იაფი ევროპული ქვეყნები დასახელდა

საბერძნეთში საკურორტე ზონები საბერძნეთში ბევრია და მოგზაურობის მსურველებსაც ფართო არჩევანი აქვს. რაც მთავარია, ამ ქვეყანაში დასვენება მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია, რადგან ამჟამად, საბერძნეთის ტურის ღირებულება 1 ადამიანისთვის 450 ლარიდან იწყება.

21 ოქტომბერი 2018, 00:14

კულტურა

ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლონდონში Wildlife Photographer of the Year-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ეს არის ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკოკურსი, რომელსაც ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი ატარებს.

შშმ პირები

21 ოქტომბერი 2018, 00:05

საქართველო

ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

პრეზენტაცია 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების კონცეფციას ეხებოდა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთათვის სანაპირო ზოლზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

სამეფო ოჯახი

20 ოქტომბერი 2018, 23:35

ტაბლოიდი

5 აკრძალვა, რომელსაც სამეფო ოჯახი არღვევს

BBC-მ სამეფო ოჯახის წევრებზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ეტიკეტით აკრძალულ ქცევები აღწერა. კოდექსი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების საჯარო სივრცეში ქცევებს არეგულირებს, დაუწერელი კანონია, მაგრამ მას რამდენიმე ასწლეულია, ტრადიციებისამებრ, იცავენ.

დაცული ტერიტორიები

20 ოქტომბერი 2018, 23:33

ეკონომიკა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 9 თვეში 974 827 ვიზიტორი ეწვია

დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი უცხოელი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. 9 თვის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი, თბილისის ეროვნული პარკი.

ონოკოლოგიური პაციენტი

20 ოქტომბერი 2018, 23:02

საქართველო

ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის პირობების გაუმჯობესებას გეგმავს

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ის შეშფოთებულია, რომ დღეს ონკოლოგიური პაციენტები საქართველოდან ისევ საზღვარგარეთ მიდიან და მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არის. მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკიტხი იქნება, რომლის მოგვარებაზეც იზრუნებს.

სიცივე

20 ოქტომბერი 2018, 22:48

ტექნოლოგიები

სპეციალისტები განმარტავენ, რატომ ვკანკალებთ სიცივეში

სპეციალისტების შეფასებით, ადამიანის ორგანიზმი ძალიან ჭკვიანი მექანიზმია. ხშირად ადამიანებმა არ ვიცით, რატომ გვემართება უცნაური მოვლენები. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ექიმების“ ეთერში სპეციალისტებმა ისაუბრეს, რა მოსდის ადამიანის ორგანიზმს სხვადსხვა სიტუაციაში.

ჯაფარიძე

20 ოქტომბერი 2018, 22:26

ძალოვნები

ზურაბ ჯაფარიძე მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლეს

დედა ენის ბაღში, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლდა. პოლიციის სამმართველოს შენობა მან რამდენიმე წუთის წინ ადვოკატთან ერთად დატოვა.

თუშეთი

20 ოქტომბერი 2018, 22:11

საქართველო

თუშეთის საავტომობილო მაგისტრალი გაზაფხულამდე დაიკეტა

ახემტის მერის მოადგილის განცხადებით, ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა. თუშეთში გადადგილება ამიერიდან მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. როგორც იცით გასული წლიდან მოქმედებს თუშეთის მიმართა ავიერესები, რითაც ადგილობრივები და მესაზღვრეები სარგებლობენ

20 ოქტომბერი 2018, 22:02

ძალოვნები

მთავარ სამმართველოში სამი დაკავებული რჩება, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე

დიღმის მთავარი სამმართველო "გირჩის" რამდენიმე წევრმა იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა დატოვა. მათი თქმით სამართალდამცველები ძირითადად კითხვებს იმის შესახებ უსვამდნენ, გააჩნდა თუ არა ზურაბ ჯაფარიძეს მარიხუანა.

20 ოქტომბერი 2018, 22:00

ინტერვიუ

„9 წელს კი არა, 90 წელს გაგრძელდება ლაპარაკი, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის უბედურება“

რამ მისცა ბიძგი ბადრი პატარკაციშვილის საქმის გამოძიებას

პიტერ დინკლეიჯი

20 ოქტომბერი 2018, 21:52

კულტურა

პიტერ დინკლეიჯმა თავისი პერსონაჟის ბედის შესახებ მინიშნება გააკეთა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობმა პიტერ დინკლეიჯმა საზოგადოებას თავისი პერსონაჟის ტირიონ ლანისტერის სიკვდილთან დაკავშირებით მინიშნება მისცა. ამის შესახებ მან გამოცემა Vulture-სთან ინტერვიუს დროს თქვა.

20 ოქტომბერი 2018, 21:39

ვიდეო

„ძალა ერთობაშიას“ სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ