imedi /  26 თებერვალი 2018, 17:37 / სანდო წყარო

ბრიტანეთის საელჩო: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგი აუცილებელია

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო არჩილ ტატუნაშვილის სამხრეთ ოსეთში გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი დაშვების აუცილებლობას სამხრეთ ოსეთის დეფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქის ბატონი არჩილ ტატუნაშვილის სამხრეთ ოსეთში დაკავების პერიოდში გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას.

მოლოდინი გვაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება უზრუნველყოფს სრულ, ღია და გამჭვირვალე გამოძიებას მისი სიკვდილის მიზეზის დასადგენად. ასევე, უზრუნველყოფს ბატონ ტატუნაშვილთან ერთად საქართველოს ორი მოქალაქის, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყონებლივ დაბრუნებას.

ეს ტრაგიკული შემთხვევა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს და ადამიანურ ტკივილს, რომელიც გამოწვეულია საქართველოში არსებული კონფლიქტებით და კიდევ ერთხელ ცხადყოფს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი დაშვების აუცილებლობას სამხრეთ ოსეთის დეფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს უკანასკნელი შემთხვევა ხაზს უსვამს დამატებითი ზომების აუცილებლობას, რომლებიც მიმართული იქნება მეტი გამჭვირვალობისა და ნდობის აღდგენისკენ.

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-  წერს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

ყველა სიახლე

კახა კალაძე

21 მარტი 2019, 14:10

საქართველო

კახა კალაძე: ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქალაქის უძველესი ტრადიციაა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. მისი განცხადებით, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური მრავალფეროვნება და მისი პატივისცემა ჩვენი ქალაქის უძველესი ტრადიციაა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

საპრეზიდენტო არჩევნები

21 მარტი 2019, 13:59

საქართველო

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის 42 რეკომენდაცია წარადგინა

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გასულ არჩევნებზე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა გასცდა კონსტიტუციული თანამშრომლობის ჩარჩოებს და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის არეალად იქცა. "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში შესულია 42 რეკომენდაცია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

21 მარტი 2019, 13:50

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში 30 სასტუმროს დამსვენებლებს პორნოფილმებში ფარულად იღებდნენ

სამხრეთ კორეის პოლიციამ 4 ადამიანის ვინაობა დაადგინა, რომლებიც 30-მდე სასტუმროს ვიზიტორს ფარულად უღებდნენ. დამნაშავეების მსხვერპლთა რაოდენობა დაახლოებით 1600-ია. ამის შესახებ გამოცემა The Korea Herald-ი წერს.

თბილისის მერია

21 მარტი 2019, 13:36

საქართველო

თბილისში ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერები დამონტაჟდება

ვიდეოკამერები უკვე მონტაჟდება შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე, ასევე რობაქიძის გამზირსა და ბარათაშვილის აღმართზე. ამ დროისთვის უკვე დამონტაჟებულია 19 ვიდეოკამერა. აგრეთვე იგეგმება ისეთი შუქნიშნების დამონტაჟება, რომლებიც უპირატესობას ჯერ ავტობუსს მისცემს და შემდეგ ავტომობილებს.

ადა მარშანია

21 მარტი 2019, 13:24

საქართველო

მარშანია: პატიოსან ქვეყანაში ხალხი ყველას გაგვყრიდა

დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე კრიტიკული განცხადებები გააკეთა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე დღეა გრძელდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც იუსტიციის მინისტრს უსმენენ. დღეს სხდომა დეპუტატების საპასუხო გამოსვლებით გრძელდება.

ხანძარი

21 მარტი 2019, 13:22

ძალოვნები

წალენჯიხაში ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ჯერ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მთელ სახლს მოედო. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა.

მამუკა ბახტაძე

21 მარტი 2019, 13:18

საქართველო

მამუკა ბახტაძემ მარნეულელებს ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანულად მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად დღეს მარნეულში იყო.

ტოჩინოშინი

21 მარტი 2019, 13:13

სპორტი

ტოჩინოშინი ზედიზედ მესამედ დამარცხდა

მიუხედავად იმისა, რომ ლევანმა სახელგანთქმულ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ჰაკუჰომ, იორიკირის ილეთის გამოყენებით, ტოჩინოშინი დოჰიოდან გაიყვანა. ამ დროისთვის ტოჩინოშინ 6 გამარჯვება და ამდენივე მარცხი აქვს. ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად,

სალომე ზურაბიშვილი

21 მარტი 2019, 13:04

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი აფრიკის ქვეყნებში ციკლონის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ციკლონის შედეგად დაღუპულებისა და მათი ოჯახებისთვის ლოცულობს. პრეზიდენტი წერს, რომ ქვეყნები, რომლებსაც თავს დაატყდა ტრაგიკული ციკლონი, ისევ დადგებიან ფეხზე. სალომე ზურაბიშვილმა სამძიმრის შესახებ განცხადება Twitter-ზე დაპოსტა.

21 მარტი 2019, 12:51

საქართველო

უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. „შავ სიაში“ მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ოლეგ არშბა.

ტაქსები

21 მარტი 2019, 12:49

საქართველო

რომელია ტაქსის მძღოლებში ყველაზე გავრცელებული სახელი. სტატისტიკა

22 მარტი ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც საქართველოს 7 ქალაქს მოიცავს, ტაქსის მძღოლების პოპულარული სახელები, ავტომობილები და ასაკობრივი აქტივობა გამოვლინდა. ტაქსის მძღოლებს შორის ყველაზე გავრცელებული სახელი არის გიორგი.

ეკონომიკა

21 მარტი 2019, 12:42

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა შარშან 4.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. შარშან საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებამ 41 მილიარდ 77 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. ერთ მოსახლეზე ეს რიცხვი 16,207 ლარია, ნომინალურად კი 4,345 დოლარს შეადგენს.

ასტანა

21 მარტი 2019, 12:36

მსოფლიო

ასტანისთვის ნურსულთანის დარქმევის მოწინააღმდეგეები დააკავეს

ყაზახეთის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის დედაქალაქს ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი უნდა დაერქვას.

შალვა შავგულიძე

21 მარტი 2019, 12:24

საქართველო

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მათი საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.

ბრიჯიტ ბრინკი

21 მარტი 2019, 12:24

მსოფლიო

ბრიჯიტ ბრინკი სლოვაკეთში აშშ-ის ელჩი იქნება

ბრიჯიტ ბრინკი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილეა. ამერიკელ დიპლომატს საგარეო სამსახურში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ბრიჯოტ ბრინკს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

არსენ ავაკოვი

21 მარტი 2019, 12:21

მსოფლიო

არსენ ავაკოვი: სააკაშვილის უკრაინაში ჩამოსვლა 300 დოლარიანი პიარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, რადგან მას უკრაინაში შესვლა სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვს აკრძალული.

შავი ზღვა

21 მარტი 2019, 12:18

საქართველო

საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განისაზღვრება სწორი მიმართულებები და შემუშავდება გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და დარგის მდგრად განვითარებას.

ბავშვებზე ძალადობა

21 მარტი 2019, 12:16

ძალოვნები

შსს: 2018 წელს ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის 12% სექსუალურ ძალადობაზე მოდის

რა ვითარებაა საქართველოში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის თვალსაზრისით და როგორ ასრულებს ქვეყანა ლანსაროტეს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც, სწორედ ამ მიმართულებებს ეხება, ამ თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს.

აბულფაზლ გადიანი

21 მარტი 2019, 12:06

მსოფლიო

ირანელ დისიდენტს სამი წიგნის გადაწერა მიუსაჯეს

დამნაშავე 74 წლის აბულფაზლ გადიანია, რომელიც რეფორმატორული ორგანიზაცია "ირანის ისლამური რევოლუციის მოჯაჰედების" დამფუძნებელია. მან აიათოლას დესპოტი უწოდა და მისი მმართველობის დასასრულებლად, მოსახლეობას მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა.

21 მარტი 2019, 12:02

ტაბლოიდი

ავსტრალიელ კაცს ავტომობილში კოალა დახვდა 🐨 ვიდეო

ავსტრალიელ ტიმ უიტროუს საკუთარ ავტომობილში კოალა დახვდა. უიტროუ თავის ძაღლთან ერთად ვენახების სანახავად იყო წასული და მანქანა ღია დატოვა, რათა ძაღლს ავტომობილიდან გადასვლა შეძლებოდა. როდესაც ავსტრალიელი დაბრუნდა, უკანა სავარძელზე კოალა იპოვა.