imedi /  19 მარტი 2018, 23:27 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძემ იან კელის 4-წლიანი დიპლომატიური მისიისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძე
იან კელი

ირაკლი კობახიძე
იან კელი

აშშ-ის ელჩი იან კელი დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ის საქართველოს მარტის ბოლოს დატოვებს. დღეს კი იან კელის საქმიანობის ვადის დასრულებასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა.

მიღებაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან ელჩს 4-წლიანი დიპლომატიური მისიის განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, მადლობა გადავუხადო ბატონ ელჩს მის მიერ გაწეული სამუშაოსათვის მისი 4 წლიანი მისიის განმავლობაში საქართველოში. მე ვიტყოდი, რომ მისი ელჩობის პერიოდი კიდევ ერთი გამორჩეული ისტორიული ეტაპი იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაღრმავების მხრივ და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის წვლილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში და ასევე დიდად ვაფასებთ ბატონი ელჩის პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამტკიცებაში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამართულ გამოსამშვიდობებელ მიღებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე ბევრს არ ვისაუბრებ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მხოლოდ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნისათვის არსებითი მნიშვნელობისაა, რომ ჰყავს ასეთი ძლიერი მხარდამჭერი, რადგან ამ მხარდაჭერის გარეშე, ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ძლიერი სახელმწიფოს შენარჩუნება და კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ელჩს, რამეთუ იგი ჭეშმარიტად შესანიშნავი წარმომადგენელი იყო თავის ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების და შესანიშნავი ელჩი იყო საქართველოსათვის და მე გული მწყდება, რომ იგი ტოვებს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მას საქართველოში უამრავი მეგობარი ჰყავს. იგი საქართველოს ერთგული მეგობარია და ჩვენ მადლიერი ვართ მისი ქართველი ხალხისა და საქართველოსადმი გულთბილი დამოკიდებულებისათვის. მე მსურს ბატონ ელჩს წარმატება ვუსურვო მის მომავალ საქმიანობაში ჩიკაგოში და კიდევ ერთხელ გადავუხადო მას მადლობა,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და საქართველოსთან მეგობრობისათვის, თანამშრომლობისათვის, მასპინძლობისათვის და გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა.

„მე ჩემს საქართველოში ყოფნის დროსა და მისიას ერთ ფრაზაში ჩავატევდი: თქვენი გააკეთეთ სუვერენული არჩევანი, გახდეთ დასავლური სამყაროს წევრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ბედი დაკავშირებულია დასავლურ სამყაროსთან,“-განაცხადა იან კელიმ.

მან საქართველოსა და ქართველ ხალხს კეთილდღეობა, მშვიდობა და განვითარება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ კურსს შეინარჩუნებს და მტკიცედ იდგება საკუთარი სუვერენიტეტის სადარაჯოზე.

მიღებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2015 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა. პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ იან კელისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ ის საქმიანობას შეუდგა. მარტის ბოლოს იან კელი საქართველოდან ჩიკაგოში გაემგზავრება ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს. როგორც კელიმ თქვა, ის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის სწავლებით დაკავდება. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ბოთლიყლაპია

19 იანვარი 2019, 21:10

საქართველო

კიკვიძის ბაღში მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვები ბოთლიყლაპია აპარატი დააზიანეს. ვიდეო

გასული წლის დეკემბერში, თბილისში რამდენიმე ადგილზე მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატები დაიდგა. მათგან ერთ-ერთი, კიკვიძის პარკში დღეს უკვე დაზიანებულია.

გრიგოლ ლილუაშვილი

19 იანვარი 2019, 20:57

ძალოვნები

სუსის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა

გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

19 იანვარი 2019, 20:47

ტაბლოიდი

დეპუტატმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მინერალური სასუქი კარბამიდი შეჭამა

დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მინერალური სასუქი ''კარბამიდი'' შეჭამა. ამით ამტკიცებს, რომ პორტში ტერმინალის მშენებლობა უსაფრთხოა.

19 იანვარი 2019, 20:35

საქართველო

სემეკი გაზის აფეთქებაზე: თუ საქმე გვაქვს შეცდომასთან ეს არის ადამიანური შეცდომა

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების შესახებ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მისი თქმით ყაზტრანსგაზის ქმედებაში სისტემური პრობლემა არ გამოვილინდა.

ირაკლი ხმალაძე

19 იანვარი 2019, 20:32

საქართველო

ვიცემერმა დაასახელა ფაქტორები, რომლითაც დიდი დიღმისნაირი ტრაგედიის არიდებაა შესაძლებელი

თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ დიდ დიღომში, აფეთქებისას დაზიანებულ კორპუსზე ლაბორატორიული და ექსპერტული კვლევები დასრულდა. შედეგად დადგინდა, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია.

თხილამური

19 იანვარი 2019, 20:00

სპორტი

ბაკურიანში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა

მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს: ბავშვები I, დაბადების წელი 2005-2006; ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004; მოზრდილები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

რესტორანი

19 იანვარი 2019, 19:52

ტაბლოიდი

ნიუ-იორკში მდიდრულმა რესტორანმა ქალებს ბართან ჯდომა აუკრძალა

ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთმა მდიდრულმა რესტორანმა, "Nello", პროსტიტუციასთან ბრძოლის ფარგლებში, ქალებს ბართან ჯდომა აუკრძალა. ამის შესახებ ღია წერილი ბრიტანელმა კლემენტინა კროუფორდმა გამოაქვეყნა.

19 იანვარი 2019, 19:47

მსოფლიო

თეთრმა სახლმა კონგრესმენებს მივლინებები აუკრძალა

თეთრმა სახლმა აშშ-ს კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენელს აუკრძალა სამთავრობო ავიაციის გამოყენება საზღვარგერეთის მივლინებებისთვის. ასევე, აუკრაძალა მათ საბიუჯეტი სახსრების ხარჯვა.

19 იანვარი 2019, 19:36

მსოფლიო

ამერიკული სამხედრო ხომალდი Donald Cook-ი შავ ზღვაშია

შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი Donald Cook-ი შევიდა. სამხედრო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას ოპერაციებში, რომელიც შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში სტაბილურობის გამტკიცებას ისახავს მიზნად.

19 იანვარი 2019, 19:36

ტაბლოიდი

როგორი უნდა იყოს ქალი 2019 წელს. რჩევები

როგორ დავრჩეთ მუდმივად ქალად და მთავარია, როგორ ქალად? ამ თემას 21-ე საუკუნეში განსაკუთრებული აქტუალურობა შესძინა ქალების აქტივობამ და კერძოდ #MeToo მოძრაობამ, რომელიც ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობას ებრძვის.

აშშ

19 იანვარი 2019, 19:27

მსოფლიო

ნიუ-იორკის სასტუმროები „შათდაუნის“ გამო ამერიკელ მოხელეებს ნომრებს უფასოდ სთავაზობენ

აშშ-ის საჯარაო სამსახურში მომუშავე პირებს, რომლებსაც აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება შეეხოთ, ნიუ-იორკში მდებარე სასტუმროებით უფასოდ ისარგებლებენ. 280 სასტუმრო მათ მისაღებად მზაობას გამოთქვამს.

ტერეზა მეი

19 იანვარი 2019, 19:03

ტაბლოიდი

რა რეაქცია აქვს ტერეზა მეის სამსახურში მისვლისას. კრეატივ კომპანიამ სარეკლამო რგოლი გადაიღო

კრეატივ კომპანია "Studio YES"-მა ორიგინალური ვიდეორგოლი დაამზადა, რომლითაც ახალი თანამშრომლების მოზიდვას ცდილობს. ვიდეოში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი "მონაწილეობს".

ჯორჯ ბუში

19 იანვარი 2019, 18:51

მსოფლიო

ჯორჯ ბუშმა უხელფასოდ მომუშავე დაცვის თანამშრომლებს პიცა მიუტანა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსი) აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერების გამო უხელფასოდ მომუშავე დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პიცა მიუტანა. მას თან მეუღლე, ლორა ბუშიც ახლდა.

ტომი რობინსონი

19 იანვარი 2019, 18:46

ტექნოლოგიები

YouTube-მა ანტიისლამისტური ჯგუფის ყოფილი ლიდერის გვერდზე რეკლამები დაბლოკა

YouTube-ის განმარტებით, რობინსონის გვერდზე რეკლამის შეჩერების მიზეზი ვებგვერდის შინაგანაწესის დარღვევა გახდა. ტომი რობინსონის გვერდს YouTube-ზე 270 ათასი გამომწერი ჰყავს. ანტიისლამისტური ჯგუფის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, რომ თავის გვერდზე სიძულვილის შემცველი ვიდეოები არ გამოუქვეყნებია.

პოლონეთი

19 იანვარი 2019, 18:26

მსოფლიო

გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი დაკრძალეს

ათასობით პოლონელმა ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი, რომელიც გასულ კვირას სასიკვდილოდ დაჭრეს, უკანასკნელ გზაზე გააცილა. ცერემონიას პოლონეთის პრეზიდენტი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაესწრნენ.

Bird Box

19 იანვარი 2019, 18:21

ტექნოლოგიები

Bird Box-ის გამო Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

2018 წლის ბოლოს Netflix-ის გამომწერთა რაოდენობამ 139 მილიონს გადააჭარბა. ბოლო სამ თვეში მაჩვენებელი 8.8 მილიონით გაიზარდა. მხოლოდ Bird Box-ს კინოგაქირავებაში ჩაშვებიდან ოთხ კვირაში 80-მა მილიონმა, Elite-ს კი დროის ამავე პერიოდში 20-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.

19 იანვარი 2019, 18:19

ძალოვნები

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. imedinews-ის ცნობით, ცხედარი თხრილში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ იმ ადგილას მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ჩაიყოლა.

მექსიკა

19 იანვარი 2019, 18:13

მსოფლიო

მექსიკაში გაზსადენზე აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

მექსიკის ცენტრალურ ნაწილში გაზსადენზე მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა ათობით ადამიანი კი დაშავდა. აფეთქება სავარაუდოდ გაზსადენიდან ნავთობის მოპარვის მცდელობისას მოხდა.

ვაქცინაცია

19 იანვარი 2019, 18:09

მსოფლიო

რუმინეთში გრიპის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ ჰქონდა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. გასულ კვირას რუმინეთში რესპირატორული ინფექცია 90 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.

გერმანია

19 იანვარი 2019, 18:04

მსოფლიო

ბერლინის პროკურატურა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით საქმეს სწავლობს

საქმე ეხება მინისტრის მიერ კომპანია Accenture-თან საკონსულტაციო მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებით გაფორმებულ შეთანხმებას და ამის ფარგლებში უფლება-მოსილების შესაძლო გადაჭარბებას.