imedi /  16 აპრილი 2018, 18:33 / სანდო წყარო

ქუთაისში პოლონურ-ქართული კვლევითი ცენტრი იხსნება

ქუთაისი

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნება. ამით პოლონეთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში. ამის შესახებ kutaisipost-ი წერს.

ცენტრს ცნობილი პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის სახელი მიენიჭა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის პალეოლითის ხანის საქართველოს შესწავლაში. ჭიათურის მახლობლად, გამოქვაბულში, მან პირველმა აღმოაჩინა უძველესი ადამიანის კვალი.

"კრუკოვსკის სახელობის მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის პრიორიტეტს, ამ ეტაპზე, ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის კვლევა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო", - განმარტავენ კულტურის სამინისტროში. 

კვლევები საფუძველს ქმნიან მომავალ წლებში განისაზღვროს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და პოლონელი ექსპერტების დახმარებით დაიწყოს მუშაობა მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.

ცენტრი 17 აპრილს გაიხსნება, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, ქართულ-პოლონური საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარე მალგორზატა გოსიევსკა, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

არქივი

23 ივლისი 2018, 13:36

მსოფლიო

ტრამპის რეიტინგი იზრდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი იზრდება. სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად The Wall Street Journal-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ტრამპის მოღვაწეობას დადებითად რესპოდენტთა 45 პროცენტი აფასებს, რაც გასული თვის მაჩვენებელს 1 პროცენტით აღემატება.

23 ივლისი 2018, 13:34

ძალოვნები

ხელვაჩაურში მშენებარე სახლის ჩამოშლისას 4 მუშა დაშავდა

ინციდენტი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოხდა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა. ოთხივე მათგანი უკვე კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

23 ივლისი 2018, 13:33

საქართველო

ანატოლი ბიბილოვი სირიაში ბაშარ ასადს შეხვდება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო დელეგაცია დამასკოში უკვე გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ანატოლი ბიბილოვისა და ბაშარ ასადის შეხვედრაა დაგეგმილი. ხელი მიეწერება შეთანხმებას სირიასა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ.

23 ივლისი 2018, 13:21

საქართველო

კალაძე: ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ არის

„ბევრი საინტერესო და ღირსეული კანდიდატი განიხილება, რომელსაც პირველივე ტურში აქვს გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოზე მოხდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა კახა კალაძემ.

23 ივლისი 2018, 13:19

საქართველო

ეკა ბესელია: ივანიშვილის წარდგენას საპრეზიდენტო კანდიდატად მხარს დავუჭერდი

ბესელიას თქმით, მმართველ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებულია. „არ ვაგვიანებთ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას და არც პრეზიდენტს ველოდებით. ჩვენ ვთათბირობთ და ვფიქრობ, მალე ჩვენს პოზიციას გავახმოვანებთ“, - განაცხადა ბესელიამ.

23 ივლისი 2018, 13:12

ტაბლოიდი

ტურისტებმა ინდოეთში სპილოს წამება ვიდეოზე დააფიქსირეს

ინდოეთში, გოას შტატის აღმოსავლეთით, Kulem-ში ბრიტანელმა ტურისტებმა გადაიღეს ვიდეო, როგორ აწამებენ სპილოს. ცხოველს, იმისთვის, რომ ტურისტებს ხორთუმიდან წყლის ჭავლის გამოფრქვევა აჩვენონ, გრძელ ჯოხებს ურჭობენ, რათა ის გააღიზიანონ.

23 ივლისი 2018, 13:12

საქართველო

ტყიბულელი მეშახტეების აქცია ხვალ გაგრძელდება

ტყიბულელი მეშახტეების აქცია დასრულდა, თუმცა ისინი ხვალ 12 საათზე კვლავ შეიკრიბებიან. მეშახტეების თქმით, მათ შეუერთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.

23 ივლისი 2018, 13:12

ვიდეო

აღმოსავლეთ საქართველოს სამ ქალაქში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

23 ივლისი 2018, 13:07

ვიდეო

საქართველოში ევროპარლამენტის მომხსენებელი, ანდრის მამიკინსი იმყოფება

23 ივლისი 2018, 12:58

მსოფლიო

ნევადაში მორმონების ეკლესიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

48 წლის კაცი ეკლესიაში შეიჭრა და სროლა ატეხა. ამ დროს ეკლესიაში 50 ადამიანი იმყოფებოდა. სროლის შემდეგ კაცმა ინციდენტის ადგილი მშვიდად დატოვა და სახლში წავიდა. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა. თავდამსხმელი ეკლესიის მრევლის წევრი ჯონ ო კონერი აღმოჩნდა.

23 ივლისი 2018, 12:56

საქართველო

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ანგარიშს მოამზადებს

კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრის მამიკინს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებული რეზოლუციისთვის, რითაც ევროპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კიდევ ერთხელ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა.

23 ივლისი 2018, 12:49

საქართველო

აუდიტის სამსახურმა იუსტიციის საბჭოში პრემიების გაცემის პოლიტიკა შეამოწმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2015-2016 წლებში განხორციელებული შესყიდვებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საბჭოში 2015-2016 წლებში 1 397 300 ლარის პრემია გაიცა

23 ივლისი 2018, 12:46

მსოფლიო

საფრანგეთში პარკინგით გამდიდრებული სოფლის მოსახლეობა გადასახადებისგან გათავისუფლდა

საფრანგეთში, სოფელ Le Perthus-ს მოსახლობა გადასახადებისგან გაათავისუფლეს. მიზეზი ისაა, რომ სოფელი საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზეა. დასახლებამ ერთ წელიწადში, მხოლოდ საზღვარზე გადამსვლელთა მიერ საპარკინგე გადასახადით, შემოსავლის სახით £700 ათასი მიიღო.

23 ივლისი 2018, 12:45

ძალოვნები

თემურ აბაზოვის ადვოკატები შალვა თადუმაძეს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები მთავარ პროკურორს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ. გაგი მოსიაშვილის თქმით, ბრალდების მხარე 6 აგვისტოს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს და ვადის გადაწევას 20 სექტემბრამდე მოითხოვს.

23 ივლისი 2018, 12:44

მსოფლიო

იაპონიაში მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა

განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ქალაქ კუმაგაიაში. მთელი ქვყენის მასშტაბით, ძლიერი სიცხე უკვე რამდენიმე კვირაა ნარჩუნდება. ამ პერიოდში მაღალ ტემპერატურას 41-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

23 ივლისი 2018, 12:36

კულტურა

ჯორჯ მაიკლის შეყვარებული ამბობს, რომ მუსიკოსმა თავი მოიკლა

ჯორჯ მაიკლი 2016 წლის 25 დეკემბერს ბრიტანეთში, ოქსფორდშირის საგრაფოში, თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მის სახლში მისული პოლიციის წარმომადგენლების ცნობით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

23 ივლისი 2018, 12:35

ეკონომიკა

გარემოს დაცვის სამინისტრო: აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი შემცირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ამბობს, რომ აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი თითქმის მინიმუმადეა შემცირებული. ნოზაძემ ამის შესახებ აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული სხდომაზე განაცხადა.

23 ივლისი 2018, 12:32

ვიდეო

მეშახტეების მოთხოვნებო "საქნახშირის" ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა

23 ივლისი 2018, 12:31

ვიდეო

ქრონიკა 11:00 საათზე - 23 ივლისი, 2018 წელი

23 ივლისი 2018, 12:29

ვიდეო

სასამართლო რეფორმის განხილვა გრძელდება