imedi /  16 აპრილი 2018, 19:02 / სანდო წყარო

აფხაზი ექიმების თბილისში სასწავლებლად ჩამოსვლას ოკუპირებულ რეგიონში სკანდალი მოჰყვა

სოხუმი

აფხაზი ექიმები თბილისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში თანამედროვე რეანიმობილის აღჭურვილობის მუშაობის პრინციპის შესახებ სწავლების კურსს გადიან. როგორც გამოცემა JAMnews-ი წერს, აფხაზი ექიმების შესახებ ოფიციალური ცნობა არ ყოფილა, ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალური ქსელებიდან გაიგეს, რასაც სკანდალი მოჰყვა. 

ტრენინგის ორგანიზატორი ზურაბ ლაკერბაია (საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჰუმანიტარულ საკითხებში აფხაზეთის წარმომადგენელი) ამბობს, რომ ტრენინგი ჰოლანდიურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების ნაწილი იყო. ლაკერბაიას თქმით, ეს ჰოლანდიური ორგანიზაცია მზად არის აფხაზეთს  სასწაფო დახმარების თანამედროვე მანქანა აჩუქოს, მაგრამ საჭიროა, ექიმებმა მისი სწორად გამოყენება იცოდნენ.

ლაკერბაიას თქმით, აფხაზეთში არ არიან სპეციალისტები, რომლებიც ასეთ აღჭურვილობას იცნობენ.

"ჰოლანდიელებმა წამოაყენეს პირობა, რომ ჩვენს ექიმებს ჯერ სპეციალური ტრენინგი უნდა გაევლოთ და მანქანა აფხაზეთში  მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდოდა. ჯერჯერობით კი რეანიმობილი საქართველოში, სპეციალიზებულ ცენტრშია, სადაც ამ აღჭურვილობის მოქმედებაში კარგად გათვითცნობიერებული სპეციალისტები მუშაობენ. ასევე საქართველოში სამკურნალოდ იმყოფებოდა „სასწრაფო დახმარების“ აფხაზეთიდან ჩასული ექიმი. ამიტომ სამი ექთანი და მძღოლიც მოვიწვიე, რათა ამ სპეციალიზებულ ცენტრში ჩამოსულიყვნენ და აღჭურვილობას გასცნობოდნენ, რის შემდეგაც ისინი აფხაზეთში დაბრუნდნენ“, - თქვა ზურაბ ლაკერბაიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა.

"ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის დეკემბერში “დიპლომის შემდგომი სწავლების რუსეთის სამედიცინო აკადემიასთან” ხელშეკრულება დადო, რომელიც  სამედიცინო პერსონალის განათლებას და მომზადებას იტვალისწინებს. სხვა ტრენინგებთან დაკავშირებით აფხაზეთს მოთხოვნა არ წამოუყენებია, მით უფრო, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის მტრულ ქვეყნებში", - ამბობენ დეფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები ()

არქივი

25 აპრილი 2018, 16:14

მსოფლიო

ერევანში მომიტინგეებმა ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი ჩაკეტეს. ვიდეო

სომხეთის დედაქალაქში პროტესტის ტალღა იზრდება. მომიტინგეებმა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმავალი მაგისტრალი ჩაკეტეს. აქციის მონაწილეებს ასევე ჩაკეტილი აქვთ ერევნის სხვადასხვა ქუჩა.

25 აპრილი 2018, 16:09

ვიდეო

“იმედში” შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე ერეკლე კოდუა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

25 აპრილი 2018, 16:09

ტექნოლოგიები

Amazon-ი სახლის რობოტის შექმნაზე მუშაობს

გაიდვების ტექნოლოგიურმა გიგანტმა გუნდის დაკომპლექტება უკვე დაიწყო და საბოლოო პროდუქტი ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდება. გავრცელებული ინფორმაციით, რობოტ Vesta-ს არა სახლის საქმეების შესრულება, არამედ ადამიანისთვის დახმარების გაწევა დაევალება.

25 აპრილი 2018, 16:06

ძალოვნები

კასპში მომხდარ ყაჩაღობაზე კიდევ ერთი პირი იძებნება

დაკავებულები სოფელ აღაიანში მცხოვრები ჯუმბერ ფეიქრიშვილი და ზურაბ ბეჟუაშვილია. ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევია და 2013 წლის ამნისტიით არიან გათავისუფლებული. ბეჟუაშვილის ოჯახისთვის უცნობია რისთვის დააკავეს ის.

25 აპრილი 2018, 16:05

ეკონომიკა

ონში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება

ამუშაოების დასრულების შედეგად, ონის მოსახლეობის ნაწილი, ამინდების გაუარესების პერიოდში, სასმელ წყალს გაუმჯობესებული, ხოლო 70% -ი 20-24 საათიანი გრაფიკით მიიღებს.

25 აპრილი 2018, 16:03

საქართველო

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადის შესწავლა იწყება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მგზავრთნაკადების შესწავლის შედეგად განისაზღვრება დღის განმავლობაში მოქალაქეთა ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მარშრუტები, მანძილები, ინტენსივობა და მოთხოვნები.

25 აპრილი 2018, 15:59

ეკონომიკა

ბათუმის იახტკლუბის განვითარებაში $3 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია "რივიერამ" 9 თვეში უნდა შეიმუშაოს იახტკლუბის განვითარების პროექტი (ნავსაყუდელი, იახტკლუბი რესტორნით, პლაჟი, მშრალი დოკი, სახელოსნო, მცურავი საშუალებების (ნავი, იახტა და ასე შემდეგ) ტიპი, კლასი და რაოდენობა).

25 აპრილი 2018, 15:48

საქართველო

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

შენობების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 715 305 ლარია განსაზღვრული. სამუშაოები 18 თვეში დასრულდება. რეაბილიტაცია 18 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება. სახლებს უკვე ხარაჩოებში სვამენ.

25 აპრილი 2018, 15:42

ტექნოლოგიები

ნიდერლანდებში გადამუშავებული საღეჭი რეზინით კეტები დაამზადეს

ნიდერლანდურმა კომპანიებმა Gumdrop-მა, Explicit Wear-მა და Iamsterdam-მა გამოუშვეს კეტები, რომელთა ლანჩი გადამუშავებული საღეჭი რეზინით დამზადდა. ფეხსაცმლის საწარმოებლად საღეჭი რეზინები ამსტერდამის ქუჩებში შეგროვდა. მისგან მზადდება სინთეტიკური კაუჩუკი, რომელსაც გრანულებად უშვებენ. შემდეგ მას ფეხსაცმლის ლანჩად ადნობენ.

25 აპრილი 2018, 15:42

კულტურა

10 წლის ქუთაისელი მოსწავლე პარიზში გამოფენაზე მიიწვიეს

10 წლის მოსწავლე ქუთაისიდან, თამარ ნოზაძე პარიზში გამოფენაზე მიიწვიეს. ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაციის თქმით, თამარ ნოზაძე Club De Chance ორგანიზაციის პროექტის “Draw Me Peace” გამარჯვებულია.

25 აპრილი 2018, 15:40

საქართველო

ვინ არის სამეფო ოჯახის ძიძა, რომელსაც მერი პოპინსს" უწოდებენ

მარიამ მომზადება ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში, ნორლენდში გაიარა. კოლეჯი ბათში მდებარეობს და მაღალი სტანდარტებითაა ცნობილი. ძიძა სამეფო წყვილს პატარა პრინცის გაზრდაშიც დაეხმარება.

25 აპრილი 2018, 15:34

ძალოვნები

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება

სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს.

25 აპრილი 2018, 15:33

საქართველო

რუსთაველზე 43 ძირი ახალი ხე დაირგვება

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეების დარგვას გეგმავს. პარლამენტისა და მაგთის შენობის წინ მდებარე თარგებში ჯამში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა კულტივარი და 9 ძირი ფოტინია კულტივარი დაირგვება.

25 აპრილი 2018, 15:27

საქართველო

სოფიო ქაცარავა: საკანონმდებლო ცვლილებები ვიზალიბერალიზაციის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის

"ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ. ეს არის დროული და მნიშვნელოვანო ცვლილება. მოქალაქეს ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა ახლა უკვე საზღვრის გადაკვეთამდე მოუხდება. ამ ნაბიჯით ვიზალიბერალიზაციის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გახდება,"- აცხადებს ქაცარავა.

25 აპრილი 2018, 15:27

საქართველო

პროტოპრესვიტერი ზვიადაძე: საპატრიარქო არ თვლის, რომ კანონმდებლობის გამკაცრებაა საჭირო

რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ეხმიანება. მისი თქმით, აუცილებელია საპატრიარქოს პოზიცია ზედმიწევნით ზუსტად გამოიკვეთოს, ვინაიდან ეს საპატრიარქოს ინიციატივაა.

25 აპრილი 2018, 15:15

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა საზღვარზე ე.წ ფილტრის აღმართვის წინააღმდეგია

"ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, ადამიანი დასარჩენად მიდის თუ არა სხვა ქვეყანაში. ბარიერების აღმართვა და სასაზღვრო ფილტრის აღმართვა არის დაუშვებელი. ეს შეასაძლოა იყოს გამოყენებული კორუფციული ან პოლიტიკური მიზნებისთვის. საჭიროა უფრო გონივრული წინადადებების შემუშავება"-აცხადებს რომან გოცირიძე.

25 აპრილი 2018, 15:08

ვიდეო

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” პასუხისგებაში მიცემის ინიციატივას შეფასებები მოჰყვა

25 აპრილი 2018, 15:07

ძალოვნები

სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმეზე ლიპარტელიანს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

2016 წელს გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურში ერთ-ერთ სასრიალო ტრასაზე შეეჯახა, რის შედეგადაც გოგო ადგილზე დაიღუპა.

25 აპრილი 2018, 14:59

საქართველო

ქუთაისში ტაქსის მძღოლების პროტესტმა ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლა

მესამე დღეა ქუთაისში ტაქსის მძღოლების პროტესტი მიმდინარეობს. კომპანია "მაქსიმში" დასაქმებულები ტარიფის 30 თეთრით გაზრდას ითხოვენ. გაფიცულები ამ წუთებში ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

25 აპრილი 2018, 14:56

მსოფლიო

ევროპაში უვიზოდ გასამგზავრებლად, ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა სავალდებულო ხდება

როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, ევროპაში გასამგზავრებლად ავტორიზაციის მისაღებად, ონლაინ ანკეტის შევსება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ.