imedi /  16 მაისი 2018, 09:57 / სანდო წყარო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი სამორინეებსა და სიგარ-ბარებში მოწევის აკრძალვას ითხოვს

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პარლამენტს მიმართავს და სამორინეებსა და სიგარ-ბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს.

„ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს იღებდა, სამწუხაროდ, ჩვენმა ალიანსმა ვერ შეძლო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში მყოფ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტებს მორეოდა. სწორედ მათი გავლენითა და აქტიურობით, ახალი კანონის იმ მუხლში, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევას კრძალავს, გამონაკლისის სახით სამორინეებში (კაზიონებში) და სიგარ-ბარებში (მხოლოდ სიგარის) მოწევა დაიშვა. დღემდე ვაცხადებდით, რომ ჩვენ არ შევეგუებოდით მსგავს გამონაკლისს, რომელსაც თავიდანვე პროვოკაციული დანიშნულება ჰქონდა. კერძოდ, მოსალოდნელი იყო ის, რაც ორი დღის წინ მოხდა. ააიპ „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პარლამენტს განცხადებით მიმართა, დაიშვას შესწორება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მეათე მუხლში, სადაც „ე“ ქვეპუნქტით მოწევა მხოლოდ სამორინეში შეიძლება. აღნიშნული ასოციაცია კანონის ასეთ დეფინიციას ტექნიკურ შეცდომად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ მოწევა დაიშვას სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით, არამხოლოდ სამორინეებში, არამედ ტოტალიზატორებში, აზარტულ კლუბებში და სათამაშო აპარატების სალონში. 

ასოციაციის განცხადებით, დღევანდელი კანონი სამორინეებს თითქოს მონოპოლიურ უფლებას აძლევს და სათამაშო ბიზნესის სხვა სუბიექტებს გაკოტრებით ემუქრება. თუ მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, გამოსავალი მარტივია, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში უნდა გაუქმდეს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებში და სიგარა-ბარებში, რაც სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მიერ დასახელებულ მონოპილიის საფრთხესაც მოხსნის და სამორინეებში და სიგარ-ბარებში დასაქმებულ პერსონალსაც დაიცავს მწეველი სტუმრების მიერ მოხმარებული თამბაქოს კვამლისგან. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, თამბაქოს ალიანსი მზად არის ამხილოს თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები, რომლებიც ამჯერად საკანონმდებლო ხელისუფლებაში აქტიურობენ. მოვითხოვთ სამართალდამცველებმა გამოიკვლიონ კონკრეტულ პარლამენტართა კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში. 

1 მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში.

მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა. კანონის აღსრულებას საქართველოს მასშტაბით 2 000 პოლიციელი აკონტროლებს.

არქივი

20 აგვისტო 2018, 12:41

მსოფლიო

ავღანეთში თალიბების მიერ გატაცებულების ნაწილი გაათავისუფლეს

ჯერჯერობით გათავისუფლებულია მხოლოდ 149 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, 21 კი კვლავ ტყვეობაში რჩება. მოძრაობა თალიბანის წევრებმა ავღანეთში კუნდუზის რეგიონში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად დღეს გაიტაცეს.

სოზარ სუბარი

20 აგვისტო 2018, 12:37

საქართველო

სოზარ სუბარი: მერაბ ჭანუყვაძე სახელმწიფო სამსახურში რჩება

2 კვირის წინ იყი თხოვნა რომ გარკვეული პერიოდი დარჩენილიყო თანამდებობაზე. გუშინ კი მერაბ ჭანუყვაძე პრემიერმინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჭანუყვაძე გადმოვა თბილისში. ის რჩება ჩვენს გუნდში და გააგრძელებს საქმიანობას სახელმწიფო უწყებაში", - განაცხადა სუბარმა.

აზია არჯენტო

20 აგვისტო 2018, 12:31

კულტურა

მედია: #MeToo-ს ლიდერმა აზია არჯენტომ არასრულწლოვანზე იძალადა და დუმილისთვის ფული გადაუხადა

იტალიელმა მსახიობმა, აზია არჯენტომ, რომელმაც კანის რიგით 71-ე კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 1997 წელს პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა გააუპატიურა, არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურად იძალადა და შემდეგ, სიჩუმის სანაცვლოდ, მას $380 ათასი გადაუხადა.

20 აგვისტო 2018, 12:16

ვიდეო

რა გავლენას მოახდენს ახალი რეგულაცია ბიზნესსა და ლომბარდებზე?

20 აგვისტო 2018, 12:13

ვიდეო

ამერიკის კონგრესის აპარატის თანამშრომლები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან

20 აგვისტო 2018, 12:12

ვიდეო

ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა

20 აგვისტო 2018, 12:08

საქართველო

კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ მაია ცქიტიშვილს მიმართავს

კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მიმართავს და იმ პრიორიტეტებს სთავაზობს, რომელიც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტში უნდა აისახოს. კოალიციის წევრთა თქმით, უმთავრესი საკითხი ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციაა.

20 აგვისტო 2018, 12:00

ვიდეო

პრემიერ-მინისტრმა შვიდ რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა

მაიკლ კოენი

20 აგვისტო 2018, 11:43

მსოფლიო

მაიკლ კოენის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

გამოძიების ინფორმაციით, კოენმა ტაქსების საკუთარი კომპანიის აქტივების ღირებულება გააყალბა, იმისთვის, რომ ორი ფინანსური ისტიტუტისგან, Sterling National Bank-დან და Melrose Credit Union-დან ჯამში $20 მილონამდე სესხი მიეღო.

20 აგვისტო 2018, 11:34

საქართველო

თურქეთში ავარიის დროს დაშავებულების შესახებ საკონსულო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ორი მოქალაქე ქალი გაეწერება ტრაპიზონის კლინიკებიდან და სარეაბილიტაციო კურსს გააგრძელებენ ბათუმის კლინიკებში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება და გადის ინტენსიურ მკურნალობას ერთი დაზარალებული კაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

20 აგვისტო 2018, 11:30

საქართველო

თბილისში მიგრაციის და ინტეგრაციის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსია გაიმართება

თბილისში პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის მიგრაციის და ინტეგრაციის საკითხებზე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიმართება. ღონისძიება დღეს იწყება და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ნინო ვიბლიანი

20 აგვისტო 2018, 11:18

საქართველო

ჭუბერის თემის გამგებელი ნინო ვიბლიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორების წარდგენისას განაცხადა. ნინო ვიბლიანი ჭუბერის თემის გამგებელი იყო.

20 აგვისტო 2018, 11:01

საქართველო

პრემიერმინისტრმა ახალი გუბერნატორები წარადგინა

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

20 აგვისტო 2018, 10:45

საქართველო

ვაჟა-ფშაველაზე სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა

თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი სკვერში ე.წ. სკეიდბორდით სრიალებდა. მიწის ჩავარდნას ისინი ძლიერ წვიმას უკავშირებენ. 12 წლის მოზარდი გუშინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

20 აგვისტო 2018, 10:42

ეკონომიკა

ე.წ კერძო გამსესხებლები მასშტაბურად შეიზღუდებიან

კერძო გამსესხებელს აღარ შეუძლია მსესხებლისგან დამატებითი ქონების მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ გირაოში ჩადებული ქონებით არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება. ეროვნული ბანკის რეგულირებაში მოქცეული სუბიექტებისთვის კი, განსხვავებული ან დამატებითი წესის შემოღება მარეგულირებლის პრეროგატივა გახდა.

 ვიტალი ვოლოვიჩი

20 აგვისტო 2018, 10:32

კულტურა

რუსი მხატვარი ვიტალი ვოლოვიჩი გარდაიცვალა

მას დიდება შუა საუკუნეების ლიტერატურის ილუსტრაციებმა მოუტანეს როგორებიცაა მაგალითად "რიჩარდ III", "ტრისტანი და იზოლდა". ბოლო დღეებში ვოლოვიჩი მუშაობდა რეტროსპექტულ გამოფენაზე. აღსანიშნავია, რომ ხელოვანი 90 წლის 3 აგვისტოს გახდა.

ბორჯომის ხეობა

20 აგვისტო 2018, 10:29

საქართველო

ბორჯომში ტყის აღდგენისთვის ახალ ნერგებს 144 ჰა ფართობზე დარგავენ

სააგენტოს ცნობით, პროექტის განხორციელებამდე ტყის მასივში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც ძირითადად, ხანძრით დაზიანებული და ძირნაყარი ხეები გააქვთ. მაისში პერიმეტრზე ღობის მთლიანობა აღადგინეს, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთდა და გაიწმინდა.

ჯასტინ ტრუდო

20 აგვისტო 2018, 10:18

მსოფლიო

ტრუდო 2019 წლის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერმინისტრია 2015 წლის 4 ნოემბრიდან, ის ასევე კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერია 2013 წლის 14 აპრილიდან. იგი არის კანადის ყოფილი პრემიერის პიერ ელიოტ ტრიუდოს უფროსი შვილი,

20 აგვისტო 2018, 10:16

ვიდეო

კოჯორში გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

20 აგვისტო 2018, 10:13

ვიდეო

პარიზის გარეუბანში, ობერვილეს კომუნაში ძლიერი ხანძრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა