imedi /  16 მაისი 2018, 12:28 / სანდო წყარო

გახარიამ პარლამენტს სესიის ფორმატში მოსმენის მოთხოვნით მიმართა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

პარლამენტს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წერილობითი მოთხოვნა წარედგინა 18 მაისის სხდომაზე მოსმენის შესახებ. ინფორომაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

საკითხები, რაზეც მინისტრი მოსმენას ითხოვს, შემდეგია: 2018 წელს შს სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები, უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და 12 მაისს კლუბ “ბასიანსა“ და “გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. 

18 მაისის სესიაზე მინისტრის მოსმენა პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის შესაბამისად გაიმართება.

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, მინისტრის მიმართვის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი, შემდეგ დამაზუსტებელი გამოსვლები, ამის შემდეგ დეპუტატები უმრავლესობის, უმცირესობის და ფრაქციების ფორმატში გამოვლენ, რის შემდეგაც დასკვნითი სიტყვით პარლამენტს კვლავ მინისტრი მიმართავს. 

რეგლამენტის ნორმა, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა, მასთან პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

შსს

21 ოქტომბერი 2018, 10:05

ძალოვნები

შსს კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე ინფორმაციას ავრცელებს

"გაფრთხილებების მიუხედავად, დედა ენის ბაღში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის გასაღების და მოხმარების მიზნით, შეიკრიბნენ გირჩის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, თუმცა, დედა ენის ბაღში შეკრებილებმა ვერ შეძლეს ე.წ. ფესტივალის გამართვა,"- წერია განცხადებაში.

კანაფი

21 ოქტომბერი 2018, 09:51

ეკონომიკა

კანადაში კანაფის გაყიდვებიდან შესულმა თანხამ 1,4 მილიონი დოლარი შეადგინა

17 ოქტომბერს, კანადა, ურუგვაის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც კანაფის მოხმარება-გაყიდვა ლეგალური გახდა. კანონის თანახმად, 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა კანადელს უფლება ექნება პირადი მოხმარებისთვის საკუთარ სახლში გაზარდოს კანაფის მაქსიმუმ 4 მცენარე და თან იქონიოს 30 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა.

ჯამალ ჰაშაღი

21 ოქტომბერი 2018, 09:34

მსოფლიო

ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაზე Amnesty International-ი დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს

„Amnesty International-მა სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ერთად გაეროს დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიების ჩატარების ინიციტივით მივმართეთ. ნეიტრალური იმიტომ, რომ საუდის არაბეთის მიერ მიმდინარე გამოძიება ბევრ კითხვას ბადებს და საკმაოდ საეჭვოა,“- განაცხადა რავია რაგეჰმა მიკრობლოგის საშუალებით.

Google

21 ოქტომბერი 2018, 09:25

ტექნოლოგიები

ეფექტური მეთოდები, რომლითაც Google-ში ინფორმაციის მოძიება წამებშია შესაძლებელი

ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ეპოქაში ვირტუალურად ინფორმაციის მოძიება ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი. თუმცა, ზოგჯერ საჭიროა ეფექტური მეთოდების ცოდნა, რომლითაც Google-ში ინფორმაციის მოძიება წამებშია შესაძლებელი.

ანგელა მერკელი

21 ოქტომბერი 2018, 09:11

მსოფლიო

საუდის არაბეთი გერმანიიდან იარაღს სავარაუდოდ ვეღარ მიიღებს

„მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტის საკითხი დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა. მანამდე, საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტის შეჩერება გერმანიის ბუნდესტაგში მოითხოვეს.

კრემლი

21 ოქტომბერი 2018, 08:57

მსოფლიო

მოსკოვი: აშშ რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად საბაბს ეძებს

რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ელენა ჰუსაინოვასთვის წაყენებული ბრალდებით, ის ხელმძღვანელობს ოპერაცია „პროექტ ლახტას“, რომელსაც აფინანსებს კრემლთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. პრიგოჟინს კი უფრო ადრე წაუყენეს ბრალდება აშშ-ში.

დონალდ ტრამპი

21 ოქტომბერი 2018, 08:47

მსოფლიო

ტრამპი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთის ვერსიით უკმაყოფილოა

დონალდ ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებთან ამ თემაზე საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. პრეზიდენტის განმარტებით, რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. მანამდე საუდის არაბეთმა ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად აღიარა. მომხდართან დაკავშირებით 18 ადამიანია დაკავებული.

მიგრანტები

21 ოქტომბერი 2018, 08:37

მსოფლიო

მექსიკამ აშშ-სკენ მიმავალი მიგრანტები შეიფარა

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დახმარება გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვა, რათა ჰონდურასის, გვატემალისა და სალვადორის ხელისუფლებებმა ერთობლივად მიიღონ ზომები. ჰონდურასის და გვატემალის საზღვრები 15 ოქტომბერს დაახლოებით 3000-მა მიგრანტმა გადაკვეთა. ისინი ჩრდილოეთით, მექსიკისკენ მიემართებიან. მოგვიანებით მათ კიდევ 1300 ადამიანი შეუერთდა.

დონალდ ტრამპი

21 ოქტომბერი 2018, 08:27

მსოფლიო

ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს

"ჩვენ ამ იარაღის შექმნა მოგვიწევს. წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ არ აწარმოებდა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ობამა ან რატომ არ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს უფლებას, შეთანხმება დაარღვიოს. რუსეთი შეთანხმებას არღვევდა, ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენ მისი შეწყვეტა და შეთანხმებიდან გასვლა მოგვიწევს“, - განაცხადა ტრამპმა.

ოპერა

21 ოქტომბერი 2018, 08:18

კულტურა

ოპერის „ქეთო და კოტე“ კლავირის ახალი ბეჭდური ვერსია გამოიცა

პარალელურად, ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ სცენაზე ბრუნდება. სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ნაციონალური ბალეტი.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

21 ოქტომბერი 2018, 08:09

ტაბლოიდი

ბერამ თავის ახალ კლიპში ნანუკა გუდავაძე გადაიღო. ვიდეო

როგორც ბერა წერს, ვიდეოს სრული ვერსია 22 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. სიმღერის სახელწოდებაა „დროის მანქანა.“ კლიპის თიზერში, ბერა„მერსედესის“მარკის მანქანაში ნანუკა გუდავაძესთან ერთად ზის.წყვილმა ნიშნობის შესახებ სექტემბერში განაცხადა და ქორწილსაც გეგმავენ.

21 ოქტომბერი 2018, 07:57

სპორტი

გელა ზაალიშვილი ბაჰამის კუნძულებზე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრაში ავსტრიელი სტეფან ჰეგუი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ონისე სანებლიძე, რომელმაც კანადელი ელნაჰასი დაამარცხა. დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველობის გამარჯვებული გამოვლინდება.

ზურაბ ჯაფარიძე

21 ოქტომბერი 2018, 07:48

ძალოვნები

გირჩი: კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს

"და ბოლოს, დადგა მომენტი, როცა ყველანი თავისუფლები ვართ. საპატიმრო დატოვეს აჩო ხაჩიძემ და დავით გაბუნიამ. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დღეს ყველანი საკუთარ სახლებში დავიძინებთ და კიდევ უფრო #ჯაფარაპრეზიდენტად,"- წერია განცხადებაში.

21 ოქტომბერი 2018, 00:34

კულტურა

The Beatles-ის სიმღერის აკუსტიკური ჩანაწერი გავრცელდა ▶️

The Beatles-ის “თეთრი ალბომი” 1968 წელს გამოვიდა. Rolling Stone-მა გამოაქვეყნა აქამდე უცნობი ჩანაწერი სიმღერისა “While My Guitar Gently Weeps”, რომელიც ამ ალბომისთვის აკუსტიკურადაა ჩაწერილი.

მოგზაურობა

21 ოქტომბერი 2018, 00:30

ეკონომიკა

მოგზაურობისთვის ყველაზე იაფი ევროპული ქვეყნები დასახელდა

საბერძნეთში საკურორტე ზონები საბერძნეთში ბევრია და მოგზაურობის მსურველებსაც ფართო არჩევანი აქვს. რაც მთავარია, ამ ქვეყანაში დასვენება მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია, რადგან ამჟამად, საბერძნეთის ტურის ღირებულება 1 ადამიანისთვის 450 ლარიდან იწყება.

21 ოქტომბერი 2018, 00:14

კულტურა

ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლონდონში Wildlife Photographer of the Year-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ეს არის ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკოკურსი, რომელსაც ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი ატარებს.

შშმ პირები

21 ოქტომბერი 2018, 00:05

საქართველო

ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

პრეზენტაცია 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების კონცეფციას ეხებოდა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთათვის სანაპირო ზოლზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

სამეფო ოჯახი

20 ოქტომბერი 2018, 23:35

ტაბლოიდი

5 აკრძალვა, რომელსაც სამეფო ოჯახი არღვევს

BBC-მ სამეფო ოჯახის წევრებზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ეტიკეტით აკრძალულ ქცევები აღწერა. კოდექსი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების საჯარო სივრცეში ქცევებს არეგულირებს, დაუწერელი კანონია, მაგრამ მას რამდენიმე ასწლეულია, ტრადიციებისამებრ, იცავენ.

დაცული ტერიტორიები

20 ოქტომბერი 2018, 23:33

ეკონომიკა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 9 თვეში 974 827 ვიზიტორი ეწვია

დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი უცხოელი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. 9 თვის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი, თბილისის ეროვნული პარკი.

ონოკოლოგიური პაციენტი

20 ოქტომბერი 2018, 23:02

საქართველო

ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის პირობების გაუმჯობესებას გეგმავს

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ის შეშფოთებულია, რომ დღეს ონკოლოგიური პაციენტები საქართველოდან ისევ საზღვარგარეთ მიდიან და მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არის. მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკიტხი იქნება, რომლის მოგვარებაზეც იზრუნებს.