imedi /  20 მაისი 2018, 21:36 / სანდო წყარო

რუსეთმა აგვისტოს ომის დროს გორში ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა

რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა სათათბიროდ გავა.

ასობით მტკიცებულებით დგინდება, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა, რასაც საერთაშორისო სასამართლო კრძალავს. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ რუსეთმა ორი ტიპის ბალისტიკური რაკეტა რამდენჯერმე, აკრძალულ ზონაში - დასახლებულ პუნქტში გამოიყენა. ერთ-ერთი ფაქტი 12 აგვისტოს, გორში მოხდა - მაშინ საქართველოს ცეცხლის შეწყვეტაზე განაცხადი უკვე გაკეთებული ჰქონდა და ჯარი თბილისთან იდგა, გორში კი მხოლოდ სამოქალაქო პირები და ჟურნალისტები იყვნენ. 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქართველო სასამართლოში რადარის ჩანაწერებს წარადგენს, რომლებზეც ასახულია, რამდენად აკონტროლებდა რუსეთის ფედერაცია საქართველოს საჰაერო სივრცეს, მათ შორის ნაჩვენები იქნება რუსეთის სამხედრო საჰაერო თვითმფრინავების საქართველოში შემოფრენები. ეს ნიშნავს, რომ ის რაც მაშინ საქართველოში მოხდა, რუსეთი პასუხისმგებელია იმ მოვლენებზე.

23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ღია განხილვა გაიმართება. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლები თავიანთი გუნდური მუშაობის შედეგებს დაიცავენ. 

არქივი

18 ივნისი 2018, 22:38

საქართველო

მოსკოვში ფეხბურთელ სოლომონ კვირკველიას სახლში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

რუსეთში, საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივში" მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის სოლომონ კვირველიას სახლში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, გადაცვლილი კაცი პასპორტის საშუალებით ამოიცნეს.

18 ივნისი 2018, 22:27

კულტურა

ამერიკული კინოინდუსტრია კრიპტოვალუტაზე ფილმს გადაიღებს

Crypto - ასე ერქმევა კრიპტოვალუტის ჰოლივუდურ ეკრანიზაციას, რომელშიც მთავარ როლებს ალექსის ბლიდელი, კურტ რასელი და ბოუ კრისტიან ნაპი ითამაშებენ. სიუჟეტის მთავარი გმირი ფედერალური აგენტია. ის ქალაქში ბრუნდება, რათა კორუფციისა და თაღლითობის საქმე გამოიძიოს.

18 ივნისი 2018, 22:08

ტექნოლოგიები

რობოტმა მარსზე ქარიშხლის მოახლოებისას სელფი გადაიღო

მარსმავალმა "ქიურიოსითიმ", რომელიც გეილის კრატერში მუშაობს შტორმის ფონზე "სელფი" გადაიღო. მის "კოლეგას" კი რომელიც პლანეტის მეორე მხარეს მუშაობს, ნაკლებად გაუმართლა, რადგან შტორმმა დააზიანა.

18 ივნისი 2018, 22:03

ტაბლოიდი

ნეიმარის ახალი ვარცხნილობა სოცქსელში მაკარონს შეადარეს

17 ივნისს, მექსიკასთან დამარცხების გარდა მუნდიალზე სპორტსმენის ახალი ვარცხნილობა მაკარონს შეადარეს. აღსანიშნავია, რომ ნეიმარი ვარცხნილობას ბოლო პერიოდში არც თუ ისე იშვიათად იცვლის. ჯერ კიდევ მარტში, ტრავმირებულ კოჭზე ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელი დრედებით მოგვევლინა.

18 ივნისი 2018, 21:51

ვიდეო

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე ქუჩა დატბორა

18 ივნისი 2018, 21:49

საქართველო

გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ. კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ.

18 ივნისი 2018, 21:45

ვიდეო

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, უვადოდ გამწესების მსურველ 7 მოსამართლესთან გასაუბრება შედგა

18 ივნისი 2018, 21:45

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 18 ივნისი, 2018 წელი

18 ივნისი 2018, 21:43

ვიდეო

სამი თვის წინ დაანონსებული პროექტის "ღამის ეკონომიკის" კონცეფცია, ამ დრომდე არ არსებობს

18 ივნისი 2018, 21:40

ვიდეო

მერია თბილისელებს ვანდალიზმთან ერთად ბრძოლას სთავაზობს

18 ივნისი 2018, 21:38

საქართველო

ძლიერი წვიმის გამო ახმეტელის მეტროს ტერიტორია დაიტბორა

თბილისში ძლიერი წვიმის გამო, გლდანში, ახმეტელის მეტროს შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ წყალი დაგუბდა. დაიტბორა მეტროსთან მდებარე მიწისქვეშა ჩასასვლელიც.

18 ივნისი 2018, 21:36

სპორტი

ბელგიამ პანამა 3:0 დაამარცხა

მეორე ტაიმში ანგარიში ბელგიამ 47-ე წუთზე გახსნა და მცველების მიერ მოგერიებული ბურთი პანამელთა კარში მოხვდა. დამატებითი გოლები ბელგიამ 69-ე და 75-ე წუთებზე გაიტანა მოწინააღმდეგის კარში. საფეხბურთო მატჩს სოჭში 43 257 მაყურებელი ესწრებოდა.

18 ივნისი 2018, 21:34

ვიდეო

„ქართული ოცნების“ განათლების პოლიტიკა

18 ივნისი 2018, 21:31

ტექნოლოგიები

Microsoft: კომპიუტერული თამაშების დეველოპერებს სრულ თავისუფლებას ვაძლევთ

როგორც კომპანიის სტუდიის ხელმძღვანელი განმარტავს, ახალი გუნდის შესაქმნელად Microsoft-ი მათთან მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებს. საუბარია სრულ შემოქმედებით თავისუფლებაზე, რომელიც Microsoft-ის თქმით, კრეატიული პროდუქციის შექმნას შეუწყობს ხელს. მანამდე Microsoft-მა გეიმერებს E3-ზე სიახლეები წარუდგინა.

18 ივნისი 2018, 21:13

ტექნოლოგიები

ტრამპმა მთვარეზე ასტრონავტებამდე შეიძლება რობოტები გააგზავნოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 2019 წლის დასაწყისში მთვარეზე რობოტი მკვლევრების გაგზავნა სურს. ამასთან, ტრამპს შემდეგი 10 წლის განმავლობაში უნდა, რომ მთვარეზე კოსმონავტები გაემგზავრნონ. ამის შესახებ NASA-ს პრესსპიკერმა განაცხადა.

18 ივნისი 2018, 21:11

საქართველო

დუშეთში ძლიერი წვიმის გამო სარდაფები და ქუჩები დაიტბორა

დუშეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სულ 22 შეტყობინებაა შესული. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და წყალს ტუმბავენ.

18 ივნისი 2018, 21:07

ვიდეო

ოზურგეთში აქციის მონაწილეები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ცემაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ

18 ივნისი 2018, 21:06

საქართველო

ნარკოდანაშაულის შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

მოქმედი კანონმდებლობით ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულს საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ, 3 წლით გარკვეული შეზღუდვები უწესდება. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სწორედ ამ კანონის გაუქმებას ითხოვს.

18 ივნისი 2018, 20:50

კულტურა

Euronews: სვეტიცხოველი - საქართველოს ცოცხალი სვეტი

რეპორტაჟის ავტორი ყვება, რომ სვეტიცხოველს ტურისტები ხშირდ სტუმრობენ. ჟურნალისტის თქმით, ტაძარი არაერთ უძველეს ტრადიციასა და ლეგენდას ინახავს. მანამდე Euronews-მა ჯვრის მონასტერის, ბაგრატის ტაძარის, ხინკლის მომზადებისა და მისი დაგემოვნების ტექნიკაზეც გამოაქვეყნა სიუჟეტი.

18 ივნისი 2018, 20:43

მსოფლიო

სირიაში ასადის პოზიციების დაბომბვას 50-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა

გამოცემის ინფორმაციით, ავიაიერიში ქალაქ აბუ ქემალის სამხრეთ აღმოსავლეთით, სირია-ერაყის საზღვრის მახლობლად განხორციელდა. ერთ-ერთი ვერსიით დაღუპულთა შორის 30 ირანელი დაქირავებული ჯარისკაცია. პენტაგონში აცხადებენ, რომ ავიადარტყმების შესახებ განკარგულება არ გაცემულა.