imedi /  21 მაისი 2018, 23:45 / სანდო წყარო

ავღანეთში დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი: ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვაშინგტონში, “ვოლტერ რიდის” ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მოინახულა. ბუაძე 2017 წლის სექტემბერში, ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თავდაპირველად, ივერი ბუაძეს გერმანიაში მკურნალობდნენ, ახლა კი რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში გადის.

"ვამაყობ, რომ გვყავს ასეთი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მოკავშირეებთან ერთად იცავენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მათთან ვალში ვართ და არასოდეს დავივიწყებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რომელიც, მჯერა, უშედეგოდ არ ჩაივლის. 

უზარმაზარი ენერგია და სტიმული მომცა ივერის სიტყვებმა, რომელიც მან დღეს კლინიკაში მითხრა:

“ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი - ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა”...

სრულად ვეთანხმები - ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ინსტიტუტია. მადლობა სამსახურისთვის! ჩვენ ისევ შევხვდებით, თბილისში", - წერს პრემიერმინისტრი Facebook-ზე.

სამი ქართველი მშვიდობისყოფელი ავღანეთში 2017 წლის 6 სექტემბერს იმ დროს დაშავდა, როცა ბაზასთან ახლოს თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. უფროსი ლეიტენტანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მას დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში ჰქონდა, მან მხედველობა დაკარგა. 

ყველა სიახლე

ჩხუბი საკრებულოში

27 იანვარი 2020, 11:05

ძალოვნები

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გამოკითხეს

ავთანდილ ცინცაძესთან სამართალდამცავებს კითხვები 24 იანვარს, საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტზე ჰქონდათ. დეპუტატის განცხადებით, ფაქტი ლევან ხაბეიშვილის მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაცია იყო. საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე გუშინ ლევან ხაბეიშვილიც გამოიკითხა.

დიდთოვლობა

27 იანვარი 2020, 11:02

საქართველო

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო შეწყვეტილი სწავლის პროცესი განახლდა

მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი დღეს განახლდა. დიდთოვლობის გამო 17 სკოლაში სწავლა შეწყვეტილი იყო. ხულოს რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება.

მიწისძვრა თურქეთში

27 იანვარი 2020, 10:56

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა

45 ადამიანი დანგრეული შენობებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ მეტ გადარჩენილ მოქალაქეს იპოვიან. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა. 42 სახლი სერიოზულად დაზიანდა, 425-ს კი მცირე ზიანი მიადგა.

ფოსტალიონი

27 იანვარი 2020, 10:34

მსოფლიო

იაპონელი ფოსტალიონი 24 ათას წერილს სახლში ინახავდა

გამოძიების ცნობით, საუბარია 24 ათასამდე წერილზე, რომელიც მან ადრესატს არ მიუტანა. როგორც ბრალდებული 61 წლის კაცი ამბობს, ბევრი წერილის დარიგება რთულია, მას კი არ სურდა, ახალგაზრდა ფოსტალიონებზე ნაკლები შესაძლებლობების წარმოჩენა.

ირაკლი შოთაძე

27 იანვარი 2020, 10:18

ძალოვნები

გენპროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დღეიდან იწყება

გასაუბრების შემდეგ პროცედურების სრული დაცვით შეირჩევა ის კანდიდატურა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. თავისი კანდიდატურა მოხსნა ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ, რომელმაც მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს გამოუცხადა, შესაძლოა, ანალოგიური გადაწყვეტილება, იურისტმა გელა ჩივაძემაც მიიღოს.

კობი ბრაიანტი

27 იანვარი 2020, 10:12

სპორტი

ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტს: ძალიან ადრე წახვედი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილს ეხმაურება. „ძალიან ადრე წახვედი. ძალიან ვწუხვარ. ძალიან ბევრს გაუტეხე გული და ატირე. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“, - წერს ფაჩულია.

სამხრეთ კორეა

27 იანვარი 2020, 09:55

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ყოფილი ციხის ტერიტორიაზე 250 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს

სამხრეთ კორეის ქალაქ კვანჯუში, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს, 250 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ცხედრები კრიმინალისტებმა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ისინი სულ მცირე 250 ადამიანს ეკუთვნის.

ბილი აილიში

27 იანვარი 2020, 09:40

კულტურა

ბილი აილიშმა „გრემის“ 5 ნომინაციაში გაიმარჯვა

აილიში წლის საუკეთესო ახალ შემსრულებლად დასახელდა, მისმა სიმღერამ Bad Guy საუკეთესო ჩანაწერისა და სიმღერის ნომინაციებში გაიმარჯვა, 18 წლის მომღერლის სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? კი საუკეთესო ალბომად დასახელდა.

კობი ბრაიანტი

27 იანვარი 2020, 09:17

საქართველო

საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის გარდაცვალებას ეხმაურება

„ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო შეძრა NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა კალიფორნიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად. კობი გვემახსოვრება თავისი დიდებული ნიჭისა და შეუდარებელი წვლილისთვის მოედანსა და მის მიღმა“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

სწორი კვება

27 იანვარი 2020, 09:00

ტექნოლოგიები

7 საკვები, რომელიც ცხიმის წვას და კუნთის მასის ზრდას უწყობს ხელს

სპეციალისტ გილერმო გომეს ვერასა და ნურია მონფულედას თქმით, კვერცხი სასარგებლოა იმით, რომ დიდი რაოდენობით ცილას და ლეიცინს შეიცავს, რაც კუნთებს სწრაფად ზრდაში ეხმარება. ეს ნივთიერებები ასევე დიდი რაოდენობით არის ქათმის ხორცში, რომელიც დიეტოლოგების აზრით, წითელი ხორცის კარგი ალტერნატივა შეიძლება იყოს.

ჩინეთი ვირუსი

27 იანვარი 2020, 08:40

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 80-ს მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსისგან უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2744-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ჩინური მედიის ცნობით, 300 ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ვირუსის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ საახალწლო არდადეგები კიდევ 3 დღით გაახანგრძლივა.

კობი ბრაიანტი ჯიანა მარია-ონორე ბრაიანტი

27 იანვარი 2020, 08:20

სპორტი

კობი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფას მისი 13 წლის ქალიშვილიც ემსხვერპლა

ამერიკელ კალათბურთელ კობი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფას მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა მარია-ონორე ბრაიანტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, კალიფორნიის ქალაქ კალაბასასში ჩამოვარდნილი კერძო ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 00:48

მსოფლიო

ჩინეთიდან ვირუსის გავრცელების შემთხვევა ლოს-ანჯელესშიც დაფიქსირდა

ლოს-ანჯელესის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა კორონავირუსის პირველი ოფიციალური შემთხვევის შესახებ განაცხადა. პირი, ვისაც ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩავიდა ლოს-ანჯელესში. მას სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.

დონალდ ტრამპი

27 იანვარი 2020, 00:37

მსოფლიო

ტრამპი ისრაელის პრემიერს და ოპოზიციის ლიდერს შეხვდება

ტრამპი მათთან შეხვედრის დროს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გეგმებთან დაკავშირებით მიიღებს ინფორმაციას. ამასთან, ტრამპი ჯერ ნეთანიაჰუს შეხვდება, შემდეგ კი ოპოზიციონერ ლიდერს. როგორ ნეთანიაჰუმ განაცხადა, „სამშაბათს მასთან ერთად [ტრამპთან], ისტორიას შევქმნით“.

კობი ბრაიანტი

27 იანვარი 2020, 00:23

მსოფლიო

Twitter-ზე კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ავიაკატასტროფის ადგილიდან ფოტოები გავრცელდა

ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც კალათბურთელ კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ავიაკატასტროფაა აღბეჭდილი. ფოტოები ლოს-ანჯელესის პოლიციამ Twitter-ზე გაავრცელა. 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

აშშ-ის საელჩო ბაღდადში

27 იანვარი 2020, 00:10

მსოფლიო

ერაყში აშშ-ის საელჩოსთან 5 რაკეტა ჩავარდა

ერაყის მთავრობის ცნობით, შედეგად არავინ დაშავებულა და არც საელჩოს ინფრასტრუქტურა დაზიანებულა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. 2 დღის წინ, ბაღდადში გამართულ დემონსტრაციაზე მომიტინგეებმა ქვეყნიდან ამერიკული ჯარის გაყვანა მოითხოვეს.

კობი ბრაიანტი

26 იანვარი 2020, 23:50

სპორტი

კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. გამოცემის ცნობით, კობი ბრაიანტი სულ ცოტა სამ ადამიანთან ერთად მგზავრობდა ვერტმფრენით. დადასტურებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას სულ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

მარკ რუტე

26 იანვარი 2020, 23:50

მსოფლიო

ნიდერლანდების პრემიერმა ჰოლოკოსტში ქვეყნის როლის გამო ბოდიში მოიხადა

შესაბამისი განცხადება რუტემ ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. ჰოლოკოსტს 6 მილიონი ებრაელი ემსხვერპლა. აქედან 120 000 ნიდერლანდების მოქალაქე იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნიდერლანდების მთვარობა მომხდარის გამო ბოდიშს იხდის.

26 იანვარი 2020, 23:34

საქართველო

კორონავირუსზე მგზავრებს ქუთაისის აეროპორტშიც ამოწმებენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტში სასწრაფოს ბრიგადის ექიმები კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრებს ამოწმებენ. ექიმების თქმით, ქუთაისიში მგზავრებს იქამდე შეამოწმებენ, სანამ ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს. კორონავირუსთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზის ნომერი.

კორონავირუსი

26 იანვარი 2020, 23:12

მსოფლიო

ჰონგ-კონგმა ჩინეთის პროვინცია ჰუბეიდან ვიზიტორების შესვლა აკრძალა

ჰონგ-კონგის მთავრობა მოქალაქეებს ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ჰონგ-კონგში ჩასვლას ორშაბათიდან აუკრძალავს. ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა, 56 ადამიანი კი დაიღუპა.