imedi /  22 მაისი 2018, 12:17 / სანდო წყარო

ჩუგოშვილი ნარკოტიკების დოზებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს არ გამორიცხავს

თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

ნარკოტიკების მოხმარების დოზებთან დაკავშირებით კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

"წარმოუდგენლად მცირეა ზოგ შემთხვევაში ის დოზა, რაც მცირე დოზად ითვლება. თუმცა მეტ დეტალზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ჩვენ შესაძლებელია ძირითად ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებაში შევინარჩუნოთ ის მიდგომა, რაც არსებობს. თუმც შესაძლებალია გარკვეულ შემთხვევებში მკაცრ მიდგომებზეც ვიფიქროთ", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, რეფორმის განხილვები იმ ვადებში შედგება, რომელიც პარლამენტის თავჯდომარემ დაასახელა.

"რეფორმის დაჩქარებული წესით განხილვა ალბათ შეუძლებელი იქნება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მას სჭირდება მსჯელობა. საგაზაფხულო სესიის განავლობაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი განხილვის ფაზები გავიაროთ", - განმარტავს თამარ ჩუგოშვილი.

ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მმართველი გუნდი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობს. ამ შეხვედრას ესწრებიან კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატები და ასევე ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის ნარკოტიკიების მოხმარების დეკრიმინალიზება მიუღებელია.

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტში დოკუმენტის განხილვა 7 მაისს კიდევ ერთი თვით გადავადდა. ამასთან, 14 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე დაამტკიცებს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

13 დეკემბერი 2018, 08:32

კულტურა

ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა

მანამდე კი ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა. პრემიერამდე მსახიობებმა წითელი ხალიჩა გაიარეს. შთამბეჭდავი იყო ჯენიფერ ლოპესის იმიჯი. ის საზოგადოების წინაშე ღია ვარდისფერი კაბით წარდგა და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.

საგარეო უწყება

13 დეკემბერი 2018, 08:23

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება

"რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის - ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა. აღნიშნულ თემაზე დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები,"- წერია განცხადებაში.

რაკეტა

13 დეკემბერი 2018, 08:17

მსოფლიო

აშშ-მა შესაძლოა ირანს ბალისტიკურ რაკეტებზე შეზღუდვები აღუდგინოს

მაიკლ პომპეოს თქმით, ვაშინგტონი 15-წევრიან საბჭოსთან ერთად ირანისთვის ბალისტიკურ რაკეტებზე შეზღუდვების აღსადგენად გეგმას შეიმუშავებს. გარდა ამისა, პომპეომ დასძინა, რომ გაეროს მიერ თეირანისთვის იარაღზე დაწესებული ემბარგო ირანს 2020 წელს არ უნდა მოეხსნას.

ევროპარლამენტი

13 დეკემბერი 2018, 08:11

მსოფლიო

ევროპარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერს

დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვითარება შესაძლოა ღია კონფლიქტში გადაიზარდოს. 25 ნოემბერს აზოვის ზღვაში მომხდარის ინციდენტის შემდეგ ევროპელმა დეპუტატებმა რეზოლუციაში ცვლილებები შეიტანეს და მოსკოვს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენაც მოუწოდეს.

სტრასბურგი

13 დეკემბერი 2018, 08:02

მსოფლიო

მედია: სტრასბურგზე თავდასხმელმა საფრანგეთი სავარაუდოდ უკვე დატოვა

პარალელურად, საფრანგეთში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ქუჩებში გაძლიერდა დაცვა. საფრთხის შემცველ ადგილებში გაიზარდა იმ სამხედროების რიცხვი, რომლებიც „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ქუჩებში რეგულარულად პატრულირებდნენ.

ტერეზა მეი

13 დეკემბერი 2018, 07:56

მსოფლიო

ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პრემიერის პოსტი შეინარჩუნა

პრემიერმინისტრს ნდობა პარლამენტის 200-მა წევრმა გამოუცხადა. 117-მა კი მიიჩნია, რომ ტერეზა მეი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას სწორად არ ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ მოქმედ პრემიერს თანამდებობის შესანარჩუნებლად 159 ხმა, ანუ უბრალო უმრავლესობა ესაჭიროებოდა.

13 დეკემბერი 2018, 01:10

კულტურა

კვლევა: ფილმები, რომლებშიც მთავარ როლებს ქალები ასრულებენ, უფრო მომგებიანია

ფილმები, რომლებშიც მთავარ როლებს ქალები ასრულებდნენ უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე ფილმები მთავარ როლებში კაცების მონაწილეობით. საინტერესოა, რომ 2017 წელს წინა წლებთან შედარებით მთავარ როლებში ქალების მონაწილეობის მაჩვენებელი შემცირდა. ექსპერტები ურჩევენ რეჟისორებსა და პროდიუსერებს უფრო ხშირად დაამტკიცონ ქალები მთავარ როლებზე.

ყვითელი ჟილეტების პროტესტი

13 დეკემბერი 2018, 01:08

მსოფლიო

ყვითელი ჟილეტების მოძრაობა მიიჩნევს, რომ სტრასბურგის ტერაქტი ინსცენირებულია

შეთქმულების თეორიის მხარდამჭერებმა მტკიცებულებად თავდასხმის შესახებ Twitter-ზე ადგილობრივი პრეფექტურის მიერ გავრცელებული შეტყობინების სქრინშოთი დადეს, რომლის დრო თავდასხმის რეალურ დროს წინ უსწრებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

13 დეკემბერი 2018, 00:51

საქართველო

რუსეთის საგარეო უწყებამ 11-12 დეკემბრის ჟენევის დისკუსიებზე განცხადება გაავრცელა

რუსეთი „პროვოკაციულად განიხილავს ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს ნატო-ში საქართველოს წევრობის მხარდაჭერის შესახებ“. „სწორედ ასეთმა უპასუხისმგებლო დაპირებებმა უბიძგა თბილისს 2008 წლის აგვისტოში დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურისკენ“, – მიიჩნევენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

13 დეკემბერი 2018, 00:30

მსოფლიო

ტორონტოს მეტროში დააკავეს კაცი, რომელიც ნაჯახით მგზავრებს ემუქრებოდა

ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. პოლიციას ინფორმაცია მგზავრებმა მიაწოდეს. სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს. მომხდარის გამო მეტროსადგურის მუშაობა შეფერხდა..

13 დეკემბერი 2018, 00:06

ტაბლოიდი

Google-მა ყველაზე მოთხოვნადი საჭმელი დაასახელა

Google-მა 2018 წელს მომხმარებლების მიერ ყველაზე მოთხოვნადი საჭმელი დაასახელა. კატეგორიის ლიდერი unicorn cake-ი გახდა. ასეთ ტორტს სტილიზებული რქებით და ცისარტელის ფერებში კრემით რთავენ.

12 დეკემბერი 2018, 23:43

ტაბლოიდი

102 წლის ავსტრალიელი ბებო პარაშუტით გადმოხტა

აირონ ო‘ში ავსტრალიიდანაა. მას 11 შვილთაშვილი ჰყავს და ის პარაშუტით ხტება. პირველად ის იმ დღეს გადმოხტა, როცა 100 წლის გახდა, მაგრამ ამაზე არ შეჩერებულა. ახალმა ნახტომმა მას 12 ათასი დოლარი მოუტანა, რომელიც საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხა.

ზამთარი

12 დეკემბერი 2018, 23:22

ტექნოლოგიები

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში

თუ კანი მშრალია, ექიმების რჩევაა გამოიყენოთ ისეთი კრემები, რომელიც რძის მჟავას ან გლიცერინს შეიცავს. სასურველია თუ მათ კანზე შხაპის მიღების შემდეგ და დღეში რამდენჯერმე წაისვამთ. შეიძლება ვაზელინის გამოყენებაც, განსაკუთრებით თუ კანი სკდება.

მაიკ პომპეო

12 დეკემბერი 2018, 23:01

მსოფლიო

მაიკ პომპეომ გაეროს ირანის სარაკეტო პროგრამის შეჩერებისკენ მოუწოდა

ირანის სარაკეტო პროგრამა კონტროლიდან გავიდა. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ის უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. „ირანი გაეროს უსაფრთხოების რეზოლუციას სხვადასხვა სახით არღვევს. ის სისტემატურად ატარებს ცდებს. ეს უნდა შეჩერდეს“, - განმარტა მან.

12 დეკემბერი 2018, 22:40

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეებს ინტერნეტში პორნოგვერდების პოვნისთვის ფულს გადაუხდიან

ფულადი დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. პორნოს შემცველი ვებგვერდების აღმოჩენისთვის პირს 86 000 დოლარს გადაუხდიან, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რამდენი ასეთი ვებგვერდი უნდა გამოავლინოს პირმა. გავრცელებული ინფორმაციით, ბევრი კორეელი აპირებს სამსახურს თავი დაანებოს და დრო ინტერნეტში პორნო გვერდების მოძიებას დაუთმოს.

12 დეკემბერი 2018, 22:38

თემა

ფეისბუკმა სექსის შესახებ წერა აკრძალა. ეს სიმართლეა?

Facebook-მა სექსზე წერა ფაქტობრივად აკრძალა. ოქტომბერში სოცქსელმა თავის თანამეგობრობის ნორმებსსადავო კონტენტის ახალი კატეგორია - სექსუალური შევიწროება დაუმატა. თანამეგობრობის ნორმები - წესების კრებულია, რომლითაც ფეისბუკის მოდერატორები ხელმძღვანელობენ, წყვეტენ რა, რომელი ჩანაწერები დაბლოკონ და რომელი - არა. Facebook-მა ის ყალბ ახალ ამბებთან დაკავშირებული სკანდალების ფონზე, 2018 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა და მას შემდეგ პერიოდულად აახლებს. მართალია, ახალი კატეგორიის სათაურში ლაპარაკი მხოლოდ შევიწროებაზეა, თუმცა თავად აკრძალვებს ფეისბუკი უფრო ფართოდ განმარტავს: ჩვენ არ დავუშვებთ ისეთი კონტენტის გამოქვეყნებას, რომელიც ახალისებს სქესობრივ კონტაქტს ზრდასრულ ადამიანებს შორის, ხელს უწყობს მათ, ან შექმნილიაასეთი კონტაქტების ორგანიზების და კოორდინაციის მიზნით. კატეგორია სექსუალური შევიწროება მხოლოდ ახლა შეიქმნა, მაგრამ მოიცვა მანამდე გამოქვეყნებული აკრძალული კატეგორიების ნაწილი: ზრდასრულების სექსუალური ექსპლუატაცია და სექსუალური ხასიათის ქმედებების და შიშველი სხეულის გამოსახვა.

12 დეკემბერი 2018, 22:27

საქართველო

ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც აიკრძალა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. ამის გამო, გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. დღისით გუდაური-კობის მონაკვეთზე აიკრძალა მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბერლინი

12 დეკემბერი 2018, 22:20

მსოფლიო

ბერლინში საშობაო ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

ბერლინის პოლიციამ ქალაქის საშობაო ბაზრობებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ამის შესახებ Tagesspiegel-ი პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს ცნობა დამნაშავის ბერლინთან რამე კავშირის შესახებ, თუმცა ეს გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა პრევენციის მიზნით მაინც მიიღეს.

ჟენევა

12 დეკემბერი 2018, 21:50

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი რუსულმა დელეგაციამ ისევ დატოვა

სოფელ ატოცში მიმდინარე პროცესები, უკანონო ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგები დააყენა დღის წესრიგში ქართულმა დელეგაციამ ჟენევის 46-ე საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს.

მაიკლ კოენი

12 დეკემბერი 2018, 21:21

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

რობერტ მიულერის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყებმადე შეხვდა რუსს, რომელმაც მას რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობა შესთავაზა. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ადამიანი კოენს სთავაზობდა ტრამპის პუტინთან შეხვედრის ორგანიზებასაც.