imedi /  24 მაისი 2018, 18:14 / სანდო წყარო

ევროსაბჭოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფში ქართველი კანდიდატიც აარჩიეს

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა (GREVIO) ახალი წევრები, მათ შორის  საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი, ვლადიმერ მკერვალიშვილი აარჩია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

2018 წლის 24 მაისს, ევროპის საბჭოში ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის (სტამბოლის კონვენცია) შესახებ მხარეთა კომიტეტის მე-5 შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) 5 წევრის არჩევნები.

ექსპერტთა ჯგუფში ასარჩევი კანდიდატურები წარმოდგენილი ჰყავდა 8 ქვეყანას: გერმანია, კვიპროსი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საქართველო და შვედეთი. არჩევნების შედეგად შეირჩა კანდიდატები 5 ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, შვედეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2017 წელს მოახდინა.  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) მიზანია სტამბოლის კონვენციის მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

GREVIO შედგება 15 წევრისაგან, რომლებიც  4 წლის ვადით აირჩევიან. ვლადიმერ მკერვალიშვილი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მუშაობას  მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება. 

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) კანდიდატთა წარდგენა შიდა კონკურსის საფუძველზე მოხდა, რომლის ჩატარებაც უზრუნველყო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ჯორჯ ბუში

19 იანვარი 2019, 18:51

მსოფლიო

ჯორჯ ბუშმა უხელფასოდ მომუშავე დაცვის თანამშრომლებს პიცა მიუტანა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსი) აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერების გამო უხელფასოდ მომუშავე დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პიცა მიუტანა. მას თან მეუღლე, ლორა ბუშიც ახლდა.

ტომი რობინსონი

19 იანვარი 2019, 18:46

ტექნოლოგიები

YouTube-მა ანტიისლამისტური ჯგუფის ყოფილი ლიდერის გვერდზე რეკლამები დაბლოკა

YouTube-ის განმარტებით, რობინსონის გვერდზე რეკლამის შეჩერების მიზეზი ვებგვერდის შინაგანაწესის დარღვევა გახდა. ტომი რობინსონის გვერდს YouTube-ზე 270 ათასი გამომწერი ჰყავს. ანტიისლამისტური ჯგუფის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, რომ თავის გვერდზე სიძულვილის შემცველი ვიდეოები არ გამოუქვეყნებია.

პოლონეთი

19 იანვარი 2019, 18:26

მსოფლიო

გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი დაკრძალეს

ათასობით პოლონელმა ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი, რომელიც გასულ კვირას სასიკვდილოდ დაჭრეს, უკანასკნელ გზაზე გააცილა. ცერემონიას პოლონეთის პრეზიდენტი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაესწრნენ.

Bird Box

19 იანვარი 2019, 18:21

ტექნოლოგიები

Bird Box-ის გამო Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

2018 წლის ბოლოს Netflix-ის გამომწერთა რაოდენობამ 139 მილიონს გადააჭარბა. ბოლო სამ თვეში მაჩვენებელი 8.8 მილიონით გაიზარდა. მხოლოდ Bird Box-ს კინოგაქირავებაში ჩაშვებიდან ოთხ კვირაში 80-მა მილიონმა, Elite-ს კი დროის ამავე პერიოდში 20-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.

19 იანვარი 2019, 18:19

ძალოვნები

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. imedinews-ის ცნობით, ცხედარი თხრილში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ იმ ადგილას მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ჩაიყოლა.

მექსიკა

19 იანვარი 2019, 18:13

მსოფლიო

მექსიკაში გაზსადენზე აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

მექსიკის ცენტრალურ ნაწილში გაზსადენზე მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა ათობით ადამიანი კი დაშავდა. აფეთქება სავარაუდოდ გაზსადენიდან ნავთობის მოპარვის მცდელობისას მოხდა.

ვაქცინაცია

19 იანვარი 2019, 18:09

მსოფლიო

რუმინეთში გრიპის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ ჰქონდა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. გასულ კვირას რუმინეთში რესპირატორული ინფექცია 90 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.

გერმანია

19 იანვარი 2019, 18:04

მსოფლიო

ბერლინის პროკურატურა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით საქმეს სწავლობს

საქმე ეხება მინისტრის მიერ კომპანია Accenture-თან საკონსულტაციო მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებით გაფორმებულ შეთანხმებას და ამის ფარგლებში უფლება-მოსილების შესაძლო გადაჭარბებას.

19 იანვარი 2019, 17:51

ტაბლოიდი

Instagram-ზე პოპულარული კვერცხის ფოტო „გაიბზარა“

Instagram-ექაუნთზე მანამდე გამოჩნდა კვერცხის ფოტო, რომელმაც რეკორდული რაოდენობის ლაიქები დააგროვა, თუმცა ამავე ექაუნთზე კიდევ ერთი ფოტო ატვირთეს, ოღონდ ამჯერად ბზარის მქონე კვერცხის ფოტო.

Huawei

19 იანვარი 2019, 17:46

ტექნოლოგიები

სკანდალის გამო გერმანიამ შეიძლება Huawei-ს პროდუქცია დაბლოკოს

Huawei-ს აშშ და სხვა რამდენიმე ქვეყანა იმაში ადანაშაულებს, რომ თითქოს კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა სხვა ქვეყნების სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს. ბრალდებებს კომპანიის ხელმძღვანელი უარყოფს.

აფეთქება დიღომში

19 იანვარი 2019, 17:30

საქართველო

დიდ დიღომში აფეთქების გამო დაზარალებულებს მერიამ ბინის ქირის გადახდა შესთავაზა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობას პირადი ნივთები გააქვს. კორპუსის ექსპერტიზა და შესაბამისად, რეაბილიტაციის პროცესი სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება. მერიამ მათ ქირის გადახდა შესთავაზა.

19 იანვარი 2019, 17:27

ტაბლოიდი

#10 Year Challenge-მა კლიმატური პრობლემები გამოაშკარავა

სოციალური ქსელის თითქმი ყველა პლატფორმაზე ბოლო დღეების განმავლობაში შეამჩნევდით ჰეშთეგს #10YearChallenge, რომლის ქვემოთ მომხმარებლები ათი წლის წინანდელ და დღევანდელ ფოტოებს დებენ.

ვლადიმერ პუტინი

19 იანვარი 2019, 17:26

ტაბლოიდი

ვლადიმერ პუტინი ნათლისღების დღესასწაულზე ყინულიან წყალში ჩავიდა

წელსზევით შიშველი ვლადიმერ პუტინის ფოტოები და ვიდეო კადრები რუსულმა მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტოები ვერ ასახელებენ ამჯერად რომელი ტერიტორია აირჩია რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიციული რიტუალისთვის.

ქუთაისის აეროპორტი

19 იანვარი 2019, 17:05

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალი აშენდება

მშენებლობისთვის თანხა ევროკავშირმა გამოყო, ჯამში 61 მილიონი ევროს ოდენობით. დღეს საქართველოში ავიატვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს. ქუთაისის აეროპორტი 2018 წელს 617,342 მგზავრს მოემსახურა.

19 იანვარი 2019, 16:51

ტექნოლოგიები

ჰაკერი Instagram-ბლოგერების ექაუნთს ტეხს და სანაცვლოდ ფულს ითხოვს

24 წლის ლინდსი კომერფორდი ინფლუენსერია. ასე უწოდებენ პოპულარულ ბლოგერებს, რომლებსაც ბრენდები რეკლამას უკვეთავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ აქვთ გამომწერებზე გავლენის მოხდენის უნარი. კომერფორდს 41 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა „ინსტაგრამზე“, მაგრამ დეკემბერში მისი ექაუნთი გატეხეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტი

19 იანვარი 2019, 16:48

ეკონომიკა

ოქსფორდის უნივერსიტეტი Huawei-სგან დაფინანსების მიღებაზე უარს ამბობს

მიზეზი საერთაშორისო სკანდალებია. Huawei-ს აშშ და სხვა რამდენიმე ქვეყანა იმაში ადანაშაულებს, რომ თითქოს კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა სხვა ქვეყნების სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს. ბრალდებებს კომპანიის ხელმძღვანელი უარყოფს.

Twitter

19 იანვარი 2019, 16:37

ტექნოლოგიები

Twitter-ის ტექნიკურმა ხარვეზმა მომხმარებლები დააზარალა

როგორც Twitter-მა განაცხადა, ტექნიკური ხარვეზის გამო პირადი ტვიტები საჯარო მაშინ გახდა, როცა ექაუნთზე გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. ლაპარაკია მათზე ვინც ანგარიშში შესასვლელი ელ-ფოსტა 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის იანვრამდე განაახლა.

აფეთქება დიღომში

19 იანვარი 2019, 16:34

ძალოვნები

ადვოკატი: დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" დაკავებული თანამშრომლების, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანის ადვოკატი თამარ ჯაფარიძე ამბობს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

19 იანვარი 2019, 16:24

ტაბლოიდი

„მსოფლიოს ყველაზე საყვარელი“ ძაღლი მოკვდა

სოციალური ქსელის ვარსკვლავი 12 წლის პომერანიული ძაღლი ბუუ მოკვდა. მისი მფლობელი ამბობს, რომ მას გულთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა, მას შემდეგ რაც მისი „საუკეთესო მეგობარი“, ძაღლი სახელად ბადი, 2017 წელს მოკვდა.

წყალტუბოს საკრებულო

19 იანვარი 2019, 16:22

საქართველო

წყალტუბოს ბაღების გაერთიანების უფროსს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ხელმძღვანელი წყალტუბოს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. მას ქალაქის ვიცემერმა უპასუხა.