imedi /  02 მარტი 2017, 15:10 / სანდო წყარო

რუსთავი 2-ის მხარდამჭერები მოსამართლეებს მიმართავენ

უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. "ღია მიკროფონის" ფარგლებში სიტყვით გამოდიან ტელევიზიის თანამშრომლები, მხარდამჭერები, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცნობილი სახეები.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია: "9 მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ან ხელს მოაწერს კანონიერებას, სამართლიანობას, სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას, ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, ოქროს ასოებით შეიტანს თავს ისტორიაში ან მიიღებს უკანონო, უსამართლო, საკუთრების უფლების და სიტყვის თავისუფლების შემლახავ გადაწყვეტილებას, შეუქცევად ზიანს მიაყენებს ქვეყნის მომავალს, შავი ასოებით შეიტანს თავს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილები მოთხრილი ხეებით მიდიან და მოდიან, საქართველო რჩება. ბარების და ნიჩბების როლის შესრულება თუ სურთ, ეს გახდება მათი განაჩენი. ხელისუფლებამ ქიბარ ხალავში ჩამოათრია. ყველა დროის იუდავ, ივანიშვილის მონავ, ქიბარ ხალვაშო, საქართველოს, თავისუფალ სიტყვას, ევროინტეგრაციას არავინ გაგაჩერებინებს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია: "საქართველოსთვის მიყენებული ზიანი 100-ჯერ დიდი იქნებოდა "რუსთავი 2"-ს ხელისუფლების მრავალი შეცდომა რომ არ გაეშუქებინა. ეს უნდა ესმოდეს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა. მოსამართლე, თუნდაც ზეწოლის ქვეშ, სამარცხვინო ნაბიჯს თუ გადადგამს, ხელს მოაწერს ქვეყნის საფრთხეში ჩაგდებას "რუსთავი 2-ის ჩახშობით, საზოგადოებრივი იარლიყით იცხოვრებს".

დავით ბაქრაძე: "ეს არ არის "რუსთავი 2"-ის დაცვის დღე. ვიცავ საქართველოსნ მომავალს, პერსპექტივას, რომ არსებობდეს განსხვავებული აზრი, კრიტიკული და თავისუფალი მედია. რუსთავი 2"-ის გაჩუმებით ჩუმდება მთავარი არხი, რომელიც საუბრობს პრობლემებზე, გაჭირვებაზე, როგორ იტყუება მთავრობა, იწყობს ცხოვრებას პრემიებით, დანამატებით და არ ზრდის პენსიას, არ ასრულებს დაპირებებს. 15 წლის წინ გამარჯვებული ხალხის ტელევიზია დღეს გაჭირვებული ხალხის ტელევიზიაა".

მედიაექსპერტი ნინია კაკაბაძე: "ბიძინა ივანიშვილს "რუსთავი 2" დისკომფორტს უქმნის, ნერვებს უშლის. ის ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ფეოდალია, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს. არ არის ის ადამიანი, რომელიც რაღაცას დათმობს. აქ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, დაკვეთა. ქიბარ ხალვაში კი, რიგითი ჯარისკაცია".

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა "რუსთავი 2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს ბოლო ინსტანციაა - მისი გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოში შეუძლებელია.

ცნობილია მოსამართლეების ვინაობა: თოდუა, გვენეტაძე, როინიშვილი, გასიტაშვილი, ქათამაძე, ალავიძე, ვაჩაძე, ძლიერეიშვილი, შავლიაშვილი.

სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეების დაუსწრებლად ტარდება.

ორივე მხარე მოსამართლეების აცილებას ითხოვს. 

ტელეკომპანის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია და უწყვეტი მაუწყებლობა გუშინ დააანონსა.

ტელეკომპანიის დამფუძნებლები კი "რუსთავი 2"-ის დაბრუნებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აცხადებენ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

ტელეკომპანიის წილებზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია "ნაციონალური მოძრაობის" ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს "რუსთავი 2"-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით.

მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს და არხს მიზანმიმართული კამპანიებით სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეებზე ზეწოლისთვის იყენებს.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2019, 21:50

თემა

იცით თუ არა, რა კრიტერიუმებით განასხვავებენ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს?

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განვითარების დონის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალს სისტემატურად აქვეყნებს. მსგავს კვლევებს სხვა საერთაშორისო გაერთიანებებიც ატარებენ, თუმცა კრიტერიუმები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. რა უდევს საფუძვლად ქვეყნების ტიპოლოგიას? რა კრიტერიუმებით აკუთვნებენ მათ ამა თუ იმ კატეგორიას? რას ნიშნავს განვითარებული, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა?

აშშ კაპიტოლიუმი

05 დეკემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

აშშ-მა რუს ჰაკერებს ბრალი წარუდგინა და სანქციები დაუწესა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ისინი ჰაკერული დაჯგუფება Evil Corp-ის წევრები არიან, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით ბანკებიდან სულ ცოტა 100 მილიონი დოლარი მოიპარა. სანქციები შვიდ რუსულ კომპანიასაც შეეხო. უწყების ინფორმაციით, მათი ხელმძღვანელი Evil Corp-ის სავარაუდო წევრი დენის გუსევია.

პეტრე ცაავა

05 დეკემბერი 2019, 21:22

საქართველო

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ონლაინგამოცემის შექმნას აპირებს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ონლაინგამოცემის დაფუძნებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. ეს ცნობა თავად პეტრე ცაავამაც დაადასტურა. პეტრე ცაავას ვებგვერდის შექმნაში იღუმენია თამარ გამყრელიძეც დაეხმარება, რომელმაც ეპარქია მასთან ერთად დატოვა.

ბატუტზე ხტომა

05 დეკემბერი 2019, 21:19

სპორტი

ქართულმა წყვილმა ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა

ბატუტზე სინქრონულ ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა 11-12 წლამდე გოგონათა შორის შეჯიბრში კვალიფიკაციაში 44.710 ქულა მოაგროვეს და მხოლოდ იაპონელებს ჩამორჩნენ, ფინალში კი, 44.340 ქულით ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს.

ნინო ბურჯანაძე

05 დეკემბერი 2019, 20:48

საქართველო

რუსეთის საგარეო უწყება ბურჯანაძის რუდენკოსთან შეხვედრის შინაარსს აქვეყნებს

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

ნიკოლოზ მაქარაშვილი

05 დეკემბერი 2019, 20:29

საქართველო

ბერი ნიკოლოზი მრევლს ასლარიანებს ურიგებს. ვიდეო

დღეს გავრცელებული, 29 ნოემბრით დათარიღებული ვიდეოს მიხედვით, ზემოფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზი მრევლს 100-ლარიანებს ურიგებს. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ მაქარაშვილს, საპატრიარქოს განცხადებით, უკვე 20 წელია, მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს.

იტალია

05 დეკემბერი 2019, 20:22

სპორტი

იტალიური სპორტული გამოცემა რასისტული ნომრის გამო სკანდალში გაეხვია

მთელი დღის განმავლობაში სოციალური ქსელის საშუალებით „კორიერეს“ ყველა აკრიტიკებს და აცხადებენ, რომ სერია A-ში, სადაც რასიზმის პრობლემა ყოველთვის იყო, გულშემატკივრები შავკანიან ფეხბურთელებს მატჩების დროს ამის შემდეგ უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებენ.

პოლიცია

05 დეკემბერი 2019, 20:12

ძალოვნები

რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 100-ზე მეტი ცხვარი ემსხვერპლა. ვიდეო

რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა. „ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა, რომელსაც ცხვრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

სასამართლო პროცესი

05 დეკემბერი 2019, 20:01

ძალოვნები

თანამშრომლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარემ ბრალდებულ ბესიკ ფიფიას მიმალვის საფრთხის გამო მოითხოვა. ფიფიამ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს გაიმართება.

ქეთევან ციხელაშვილი

05 დეკემბერი 2019, 19:56

საქართველო

ციხელაშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დღის წესრიგში ოკუპაცია პრიორიტეტული უნდა იყოს

„ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დღის წესრიგში ეს თემა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს. კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ დავეხმაროთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს, შევძლოთ ერთიანად და ქმედითად ვუპასუხოთ მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს“

ჯორჯ ციმერმანი

05 დეკემბერი 2019, 19:41

მსოფლიო

ამერიკელი მის მიერ მოკლული მოზარდის ოჯახს უჩივის

ჯორჯ ციმერმანი, რომელმაც 2012 წელს შავკანიანი მოზარდი ტრეივონ მარტინი მოკლა, მის ოჯახს სასამართლოში უჩივის. ციმერმანი ამტკიცებს, რომ მარტინებმა მთავარ მოწმეს - ტრეივონის შეყვარებულ ბრიტანი დაიმონდ იუჯინს, რომელიც მკვლელობამდე მარტინს ტელეფონით ესაუბრებოდა, ცრუ ჩვენება მიაცემინეს.

დავით ზალკალიანი

05 დეკემბერი 2019, 19:33

საქართველო

ზალკალიანი ეუთოში: ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანებმა შესაძლოა საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა ბედი გაიზიარონ

ადგილობრივებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და მათ თავიანთ სახლებთან, სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რელიგიურ ნაგებობებთან, სასაფლაოებთან და წყლის რესურსებთან წვდომა არ გააჩნიათ. საოკუპაციო ძალები კვლავ იტაცებენ ადგილობრივებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და ექიმებსაც კი.

ახალგორი

05 დეკემბერი 2019, 19:06

საქართველო

დეფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე მოქალაქეს „გამშვები პუნქტის“ გადაკვეთის საშუალება მისცა

დეფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეებს ე.წ. გამშვები პუნქტების გადაკვეთის და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის საშუალება მისცა. 79 წლის ქალს, რომელიც სამედიცინო მომსახურებას საჭიროებდა, ე. წ. გამშვებ პუნქტი ფეხით გადაკვეთა. ადგილზე მას სასწრაფო დახმარების ჯგუფი დახვდა.

ირანი რაკეტა

05 დეკემბერი 2019, 19:02

მსოფლიო

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანს ბირთვული ბალისტიკური რაკეტების შექმნაში ადანაშაულებენ

ევროპულმა სახელმწიფოებმა შესაბამისი წერილით გაეროს მიმართეს. დოკუმენტში საუბარი რაკეტა „შაჰაბ-3“-ზეა, რომლის ახალ ვარიანტს თეირანი ტესტირებისთვის იყენებს. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ტექნიკურად რაკეტას ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. აღნიშნულია, რომ ასეთი რაკეტების შექმნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეწინააღმდეგება.

ნენსი პელოსი

05 დეკემბერი 2019, 18:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპს იმპიჩმენტის მიზნით ბრალდებებს წარუდგენენ

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსიმ შესაბამის დოკუმენტაციის მომზადებას პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯერი ნედლერს დაავალა. მისი თქმით, ამერიკაში კანონზე მაღლა არავინ დგას, პრეზიდენტმა კი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.

Sea Launch-ის სადგური

05 დეკემბერი 2019, 18:10

ტექნოლოგიები

რუსული S7 Space სარაკეტო კოსმოსურ კომპლექსს აშშ-დან შორეულ აღმოსავლეთში გადაიტანს

S7 Space-ში აცხადებენ, რომ მცურავი კოსმოდრომის დისლოკაციის გეგმაზე თანხმობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გასცა. კომპლექსს შორეულ აღმოსავლეთში 2020 წელს გადაიტანენ და Sea Launch-ი დროებით სლავიანკას პორტში განთავსდება. S7 Space-მა სარაკეტო კოსმოსური კომპლექსიდან პირველი გაშვება 2017 წელს განახორციელა.

ინდოეთი ძალადობა

05 დეკემბერი 2019, 17:56

მსოფლიო

ინდოეთში ძალადობაში ეჭვმიტანილებმა მსხვერპლს ცეცხლი წაუკიდეს

ქალი რკინიგზის სადგურისკენ მიდიოდა, როცა რამდენიმე კაცი თავს დაესხა, შემდეგ კი ახლომდებარე მინდორში წაიყვანეს და ცეცხლი წაუკიდეს. ქალს სხეულის 90%-ის მძიმე დამწვრობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 5 კაცი დააკავა. 2 მათგანს დაზარალებული ძალადობაში ადანაშაულებდა.

ვადამდელი არჩევნები აზერბაიჯანში

05 დეკემბერი 2019, 17:42

მსოფლიო

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 თებერვალს ჩატარდება

აზერბაიჯანის პარლამენტმა 2 დეკემბერს თვითდათხოვნის გადაწყვეტილებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ წარმოდგენილი რეფორმების მხარდასაჭერად შესაბამისი ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიმართა. აზერბაიჯანის პარლამენტი 125 დეპუტატისგან შედგება.

ძაღლი

05 დეკემბერი 2019, 17:26

საქართველო

წნორში ერთ-ერთ სახლში მძიმე პირობებში გამომწყვდეული ძაღლები აღმოაჩინეს

სოფელ წნორში ერთ-ერთ სახლში გამომწყვდეული ძაღლები აღმოაჩინეს. შესაბამისი კადრები Facebook-ზე გავრცელდა. ვიდეოს ავტორი ნინო გურგენიძე წერს, რომ სახლსა და სარდაფში 30-მდე ცხოველია გამოკეტილი. როგორც გურგენიძემ imedinews-ს განუცხადა, სახლის მეპატრონე მ.ს.-ს ძაღლებზე მზრუნველი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა.

ორსულობა

05 დეკემბერი 2019, 17:22

მსოფლიო

ევროპულმა სასამართლომ ქალს გარდაცვლილი შვილის სპერმის გამოყენების უფლება არ მისცა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ქალს არ აქვს უფლება გამოიყენოს გარდაცვლილი შვილის სპერმა იმისთვის, რომ მისი უკანასკნელი სურვილი შეასრულოს და შვილიშვილი იყოლიოს. საქმე პეტითორი ლანცმანის საქმეს შეეხება, რომელიც ფრანგი კინორეჟისორის კლოდ ლანცმანის ქვრივია.