imedi /  13 ივნისი 2018, 09:48 / სანდო წყარო

მოგერინი: საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას მიუღებლად მივიჩნევთ

ფედერიკა მოგერინი

"ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას", – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

მისი თქმით, საქართველოში 2008 წლის ომიდან ათი წლის შემდეგ, ევროკავშირს მშვიდობისა და კონფლიქტის ნამდვილი გადაჭრისთვის მუშაობა არ შეუჩერებია. როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობას. მისი თქმით, ეს პარტნიორობა ღრმაა.

„ომის დროს ევროკავშირის შუამდგომლობამ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება მოახდინა და საბოლოოდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტით დასრულდა. მას შემდეგ ევროკავშირი კონფლიქტის შედეგების მართვაში ცენტრალური მოთამაშეა, რეგიონში ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი გადაწყვეტილების გამონახვაში.

ევროკავშირს სპეციალური როლი აკისრია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამო. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ვართ ადგილზე. მისიამ კონფლიქტით დაზარალებული ყველა მხარის სასარგებლოდ სიტუაციის სტაბილიზების აუცილებელი ფუნქცია შეასრულა. მისიას ჰყავს 200 სამოქალაქო ექსპერტი. მათი მანდატია არამარტო მონიტორინგი გაუწიონ ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციის პროცესს, არამედ ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას, დაძაბულობის შემცირებას და თავიდან აიცილონ სიტუაციის ესკალაცია“, – განაცხადა მოგერინიმ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და ასევე გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას.

„ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ემსახურება იმის კონსოლიდირებას, რასაც ის „ახალ რეალობას“ უწოდებს. ჩვენ ასევე მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში თანათავმჯდომარეობს ჟენევის მოლაპარაკებებს და აქცენტს აკეთებს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ასევე ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაზე, რაც გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე.

მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა არაღიარებისა და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩართულობის პოლიტიკაა, რაც ზუსტად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიდგომას

"დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს კონფლიქტი არ არის მივიწყებული. ეს ჩვენი პრიორიტეტია. თქვენ ახსენეთ და ეს მართალია, არის რისკი და საფრთხე ჩვენ გარშემო არსებული კონფლიქტებისა და შექმნილი კრიზისებიდან გამომდინარე. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობას. ეს პარტნიორობა ღრმაა“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.

არქივი

21 ივნისი 2018, 01:19

ტექნოლოგიები

Facebook-ის ჯგუფები შესაძლოა მალე ფასიანი გახდეს

სოცქსელი ჯგუფის ადმინისტრატორებს ნებას დართავს თანხა 4.99-დან 29.99 დოლარამდე განსაზღვრონ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ძველებურად იარსებებს უფასო ჯგუფებიც. მაგალითად, ბლოგერი, რომელიც მოდაზე წერს შესაძლოა მისსავე ჯგუფში გაწევრიანება ფასიანი გახადოს და მსურველს ყოველთვიურად 14,99 დოლარი დააწესოს.

21 ივნისი 2018, 00:39

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი შეაფასა

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების დროს რუსეთმა, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობების წარმომადგენლებმა რეგიონში ნატოს წარმომადგენლების გააქტიურებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს.

21 ივნისი 2018, 00:16

სპორტი

ესპანეთის ნაკრებმა ირანი დაამარცხა

ფეხბურთის მსოფლიო ჩემიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩი მინიმალური ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე დიეგო კოშტამ გაიტანა.

21 ივნისი 2018, 00:16

მსოფლიო

ტრამპმა მიგრანტების ოჯახის წევრთა დაშორება განკარგულებით აკრძალა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს მიგრანტების ოჯახის წევრების დაშორებას საზღვარზე. სავარაუდოდ, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დაკავებული მშობლები შესაბამის დაწესებულებაში შვილებთან ერთად იქნებიან.

20 ივნისი 2018, 23:59

ტექნოლოგიები

Instagram-მა ხანგრძლივი ვიდეოს ატვირთვის ფუნქცია დაამატა

ამისთვის Facebook-ის კუთვნილმა კომპანიამ აპლიკაციაში IGTV-ი შექმნა. IGTV Instagram-ის აპლიკაციაში, Explore განყოფილებაში იქნება ინტეგრირებული. მასში მომხმარებელი 4k რეზოლუციისა და 60 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოს ატვირთვას შეძლებს.

20 ივნისი 2018, 23:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ელისაბედ მეორეს 13 ივლისს შეხვდება

დედოფალთან შეხვედრის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისაც შეხვდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში აშშ-ის ელჩმა დაადასტურა. ტრამპა დიდ ბრიტანეთში გასულ წელსაც უნდა ჩასულიყო, თუმცა აუდიენცია მაშინ ჩაიშალა.

20 ივნისი 2018, 23:46

საქართველო

მარსზე შესაძლოა ქართული ვაზი გააშენონ

საკითხზე სპეციალურად შექმნილი საინიციატივო ჯფუფი მუშაობს. მარსის კოლონიზაციის პროექტის ფარგლებში ლაბორატორია სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობას და ვაზის სპეციალურ ჯიშებს გამოიყვანს. თემაზე პრეზენტაციას დღეს ჯანაშიას სახელობის მუზეუმმა უმასპინძლა.

20 ივნისი 2018, 23:43

ძალოვნები

გლდანში ქალი მე-7 სართულიდან გადავარდა

თბილისში შუახნის ქალი მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევა გლდანის მე-7 მკ/რნ-ში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

20 ივნისი 2018, 23:30

საქართველო

ხვალ პარლამენტში „ბავშვის კოდექსის“ განხილვა გაიმართება

კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, “ბავშვის კოდექსის“ მთავარი ხაზი არის ბავშვის უფლებების განმტკიცება ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

20 ივნისი 2018, 23:13

მსოფლიო

გერმანია რუსეთს ენერგოკომპანიებზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

როგორც ჰანს-გეორგ მასენმა განმარტა, გერმანიის ენეგროკომპანიებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის კვალს მიაგნეს. მასშტაბური კიბერთავდასხმა გერმანიაში 13 ივნისს მოხდა. ჰაკერებმა გერმანული ენერგოკომპანიის სისტემაში შეაღწიეს.

20 ივნისი 2018, 22:58

სპორტი

ცნობილი ამერიკელი რესტლერი ბიგ ვან ვეიდერი გარადაიცვალა

აშშ-ში ცნობილი რესტლერი ლეონ უაითი გარდაიცვალა, რომელიც ბიგ ვან ვეიდერის ფსევდონიმით იყო ცნობილი. სპორტსმენი 63 წლის იყო. რესტლინგის გარდა, ის ამერიკულ ფეხბურთშიც ასპარეზობდა.

20 ივნისი 2018, 22:47

მსოფლიო

ტერეზა მეიმ Brexit-თან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კენჭისყრაში გაიმარჯვა

დღეს დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში Brexit-ის დროს ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ვეტოს დადების უფლება ვერ მოიპოვეს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.

20 ივნისი 2018, 22:30

კულტურა

300 ფილმიდან ცეკვის სცენები ერთ ვიდეოში გააერთიანეს

ვიდეოში ისეთი ფილმების ეპიზოდები მოხვდა, როგორებიცაა "ლამაზმანი და ურჩხული“, „ტიტანიკი“, „კრიმინალური საკითხავი“, „ფართოდ დახუჭული თვალები“, „ლობსტერი“, „პიკის საათი“, „შრეკი“, „მექანიკური ფორთოხალი“ და სხვები.

20 ივნისი 2018, 22:12

კულტურა

გაერთიანების შემდეგ ABBA-მ პირველი ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა

შვედური მუსიკალური ჯგუფი წლის ბოლომდე ორ ახალ სიმღერას წარადგენს. უახლოეს მომავალში კი ABBA-ს მსოფლიო ტურნე გაიმართება, სადაც ჯფუფის წევრები ძველ და ახალ რეპერტუარს მაყურებელს ვირტუალურად წარუდგენენ. ამისთვის ისინი მანამდე „სილიკონ ველის“ ესტუმრნენ.

20 ივნისი 2018, 21:59

სპორტი

ურუგვაის გამარჯვებამ რუსეთის ნაკრებს ფლეიოფის საგზური მოუტანა

ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე ლუის სუარესმა გაიტანა. ურუგვაის გამარჯვებამ რუსეთის ნაკრებს ფლეიოფის საგზური მოუტანა. ეგვიპტის დამარცხების შემდეგ რუსებს ურუგვაის გამარჯვება ან ფრე სჭირდებოდა.

20 ივნისი 2018, 21:58

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 20 ივნისი, 2018 წელი

20 ივნისი 2018, 21:57

ვიდეო

დემოკრატები და რესპუბლიკელები ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან

20 ივნისი 2018, 21:53

ვიდეო

მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს

20 ივნისი 2018, 21:51

ვიდეო

წითელ პლანეტაზე მცენარეების კულტივაციით უკვე საქართველოც დაინტერესდა

20 ივნისი 2018, 21:49

ვიდეო

106 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველოსა და განაში ახალგაზრდები ხანშიშესულებზე უფრო რელიგიურები არიან