imedi /  13 ივნისი 2018, 15:33 / სანდო წყარო

რა პროცედურაა საჭირო დეპუტატის დასაკავებლად

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულია, თუ როდის აქვს სამართალდამცავ ორგანოს დეპუტატის დაკავების უფლება. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, აზერ სულეიმანოვის მიმართ პროკურატურამ მოქალაქეზე ძალადობის ბრალდებით სამართლებრივი დევნა დაიწყო.

რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული დეპუტატი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

იმისთვის, რომ პროკურატურამ დეპუტატის წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეძლოს, მთავარმა პროკურორმა (აზერ სულეიმანოვის შემთხვევაში კი მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა), პარლამენტში წინადადება უნდა შეიტანოს. ამ წინადადებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 5 დღის ვადაში შეისწავლის და წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. ბიუროს კი ეს საკითხი პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გააქვს განსახილველად.

პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან პარლამენტში შემოსულ წერილთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე, განმარტება გააკეთა:

„ჩვენი პრეროგატივა არ არის არც ბრალის წაყენება, და მითუმეტეს, არც ვინმეს დადანაშაულება კონკრეტული დანაშაული ჩადენაში. როგორც უკვე მოგახსენეთ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის პარლამენტის წევრის მიმართ. მთავარი პროკურორი ვალდებულია შესაბამისი წერილით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და გააცნოს საქმის არსი. შესაბამისი წერილი შემოდის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. გამომდინარე იქედან, რომ ადრესატი არის არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პარლამენტი, მე ვალდებული ვარ კანონმდებლობის თანახმად ეს გაგაცნოთ თქვენ და სწორედ ვიმოქმედე კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის დამნაშავე და რა მოხდა, ამას ბუნებრივია დაადგენს გამოძიება და ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

კიმი რაიკონენი

22 ოქტომბერი 2018, 08:06

სპორტი

კიმი რაიკონენმა ფორმულა ერთში პირველი გამარჯვება მოიპოვა

კიმიმ ლუის ჰემილტონს გაუსწრო, რის შემდეგაც, გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ფინიშზე კიმის უპირატესობამ 1.2 წამი შეადგინა. მეორე ადგილზეა ფერსტაპენი , ჰემილტონი კი მესამეზე. 16 სექტემბერს ჰემილტონი სინგაპურის გრანპრის გამარჯვებული გახდა. 30-ში კი რუსეთის გრანპრი მოიგო.

მოდა

22 ოქტომბერი 2018, 07:55

კულტურა

თბილისის მოდის კვირეული დაიხურა

დიზაინერმა კოლექცია ბუნების დაცვის პოპულარიზაციას მიუძღვნა და ქსოვილების ფერებიც თავისი ინსპირაციის წყაროს, ბუნებისა და ეკოლოგიის მიხედვით შეარჩია. ქეთი ჩხიკვაძის კოლექციაში ძირითად ნათელ ფერებთან ერთად წითელი და შავი ფერის ორმოცამდე ლუქი იყო წარმოდგენილი.

ნარკობარონი ნარკოსი

22 ოქტომბერი 2018, 00:54

კულტურა

Netflix-მა „Narcos: Mexico“-ს ტრეილერი გამოაქვეყნა

ახალი სერიალის სახელწოდებაა "Narcos: Mexico" და მისი ოფიციალური ტრეილერი უკვე გამოქვეყნდა. სერიალში მთავარი როლების შემსრულებლები დიეგო ლუნა და მაიკლ პენა არიან. სერიალი ნამდვილ მოვლენებზე დაყრდნობით არის გადაღებული.

ჩაქოლვა

22 ოქტომბერი 2018, 00:47

მსოფლიო

ინდოეთში მაიმუნებმა კაცი აგურებით ჩაქოლეს

ხანდაზმული კაცი თავსა და მკერდში მიყენებული დაზიანებებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მაიმუნებმა აგურები დანგრეულ შენობაში მოაგროვეს და ხეებზე აიტანეს. მათ კაცს სულ 20 ცალი აგური ესროლეს.

კრიპტოვალუტა და ბიტკოინი

22 ოქტომბერი 2018, 00:38

ეკონომიკა

ბიზნესმენი მზად არის $16 მილიონის ღირებულების სახლი ბიტკოინებში გაყიდოს

ნიუ-იორკში მდებარე საცხოვრებელი სახლი აუქციონზე 15.9 მილიონ დოლარად ან მის ეკვივალენტ ბიტკოინებში იყიდება. სახლი ამერიკული ჰეჯფონდის RG Niederhoffer Capital Management-ის ხელმძღვანელს როი ნიდერჰოფერს ეკუთვნის.

რუსთავი ავარია

22 ოქტომბერი 2018, 00:26

ძალოვნები

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ჩქაროსნულ მაგისტრალზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა. 30 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 63 წლის კაცი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

თვითმმართველობის არჩევნები პოლონეთში

22 ოქტომბერი 2018, 00:19

მსოფლიო

პოლონეთში თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლები გამოქვეყნდა

ვარშავის მერის არჩევნებში პარტია "სამოქალამო პლატფორმის" კანდიდატი, ოპოზიციონერი რაფალ ტშასკოვსკი ლიდერობს. თუმცა მთლიანობაში თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია "კანონი და სამართლობის" კანდიდატები ლიდერობენ. პარტიას პოლონეთის მასშტაბით 32.3% აქვს.

გენო პეტრიაშვილი

22 ოქტომბერი 2018, 00:01

სპორტი

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა.

სკოლა და მოსწავლეები

21 ოქტომბერი 2018, 23:57

მსოფლიო

ფრანგ მოზარდს მასწავლებლისთვის სათამაშო იარაღის დამიზნების გამო ასამართლებენ

ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის გამოც მას ბრალი დაუმძიმდა. 15 წლის მოზარდის თქმით, ეს ხუმრობა იყო და თან არ იცოდა, რომ მას უღებდნენ. მასწავლებელმა იარაღის დამიზნების გამო მოზარდს გასულ კვირას უჩივლა.

ციგურაობა

21 ოქტომბერი 2018, 23:47

სპორტი

მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავემ ოქროს მედალი მოიპოვა

ირაკლი მაისურაძემ 10 ქვეყნის 15 მოციგურავე ვაჟს შორის იასპარეზა და მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინა. მაღალი კონკურენციის პირობებში მან 209, 14 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა, რაც სეზონის დასაწყისისათვის წარმატებული შედეგია.

ჯამალ ჰაშაღი

21 ოქტომბერი 2018, 23:37

მსოფლიო

მოკლული საუდელი ჟურნალისტის საცოლეს თურქეთში სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

თურქეთის ხელისუფლებამ მოკლული საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის საცოლეს ჰატიჩი ჯენგიზს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. ჰატიჯი ჯენგიზს 24 საათის განმავლობაში სტამბულის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაიცავენ.

ავთანდილ კენჭაძე

21 ოქტომბერი 2018, 23:34

სპორტი

ავთანდილ კენჭაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 74 კილოგრამი წონითი კატეგორიაში ქართველი სპორტსმენი რუს ზაურბეგ სიდაკოვს დაუპირისპირდა.

ცივი ომის დასასრული ბირთვული განიარაღება

21 ოქტომბერი 2018, 23:18

მსოფლიო

გორბაჩოვი ტრამპს ბირთვული შეთანხმებიდან შესაძლო გასვლის გამო აკრიტიკებს

საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის მიხელ გორბაჩოვის განცხადებით, თუ აშშ დატოვებს რუსეთთან ბირთვულ შეთანხმებას, ეს ბირთვულ განიარაღებაზე მიღწეული შეთანხმებისთვის დახარჯული ძალისხმევის უგულებელყოფა და ანულირება იქნება.

21 ოქტომბერი 2018, 23:07

ტაბლოიდი

გრიგოლ ვაშაძე: როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული

მისი თქმით, პირველად ის 18 წლისა დაქორწინდა და პირველი შვილისგან უკვე შვილიშვილიც ჰყავს. პრეზიდენტობის კანდიდატის შვილი, ნოდარ ვაშაძე ევროპაში ოჯახის ღვინის კომპანიის წარმომადგენელია. პოლიტიკოსის პირველი ცოლი ნატალია ალხიმოვა იყო.

21 ოქტომბერი 2018, 22:52

თემა

ტრამპი დაიმუქრა, რომ რუსეთთან ცივი ომისდროინდელ მთავარ შეთანხმებას გაწყვეტს. რატომ არის ეს საშიში?

აშშ-ის პრეზიდენტმანევადაში, თავის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს რუსეთი იმაში დაადანაშაულა, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში არღვევდა ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას (INF Treaty) და ასევე გააკრიტიკა ბარაკ ობამა, რომელსაც მისი თქმით, ხელშეკრულება ადრეც უნდა გაეწყვიტა.The New York Times-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტლება თეთრ სახლში ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ოფიციალურ ბრძანებას შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში მოეწეროს ხელი. 21 ოქტომბერს მოსკოვს ეწვევა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი. სავარაუდოდ, ამ ვიზიტის ფარგლებში გააცნობენ რუსეთის ხელისუფლებას ვაშინგტონის გადაწყვეტილებას.

21 ოქტომბერი 2018, 22:50

ძალოვნები

ბიზნესმენის შვილის გატაცების დღემდე უცნობი დეტალები

ბიზნესმენის შვილის გატაცების ორგანიზატორობაში ბრალდებული მოსკოვში მცხოვრები ცოლ-ქმარია, რომლებიც საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ. კაცი ამავე ბრალდებით წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია.

სექსთოჯინა სექსრობოტი

21 ოქტომბერი 2018, 22:42

ტაბლოიდი

გაცნობის ვებგვერდზე კაცები სექსრობოტმა დააინტერესა

რეჟისორი ჯიმი მეჰელი სექსმუშაკების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს, ფილმისთვის მან ექსპერიმენტი ჩაატარა და გაცნობის პლატფორმა Tinder-ზე სექსრობოტი სახელწოდებით "ჰარმონი" დაარეგისტრირა. რეგისტრაციიდან ორ საათში მასთან დაწყვილების სურვილი 92-მა ადამიანმა გამოთქვა.

აშშ სროლა

21 ოქტომბერი 2018, 22:29

მსოფლიო

აშშ-ში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, არიან დაჭრილები

ფლორიდის შტატში მდებარე ქალაქ ჯექსონვილში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა კაცმა სტადიონთან ახლოს რამდენიმე ადამიანი დაჭრა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

21 ოქტომბერი 2018, 22:06

ძალოვნები

ვინ არის მირზა სუბელიანი და რა აკავშირებს მას სოზარ სუბართან

მირზა სუბელიანი 26 მაისის აქციის დარბევის ერთ-ერთი ეპიზოდის საქმეზე პროკურორი იყო. 2013 წელს მირზა სუბელიანი პენიტენციური სისტემის გენერალური ინსპექციის უფროსად, სასჯელ-აღსრულების მაშინდელი მინისტრის სოზარ სუბარის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

ჯამალ ჰაშაღი

21 ოქტომბერი 2018, 21:53

მსოფლიო

საუდის არაბეთში ამ დრომდე არ იციან, სად არის მოკლული ჟურნალისტის ცხედარი

ადელ ალ-ჯუბეირის თქმით, მან არ იცის ზუსტად სად მოკლეს ჟურნალისტი და სად არის მისი ცხედარი. მინისტრის განმარტებით, მკვლელების ქმედებები საუდის არაბეთის პრინცთან შეთანხმებული არ ყოფილა. „ამის შესახებ დაზვერვის ხელმძღვანელობამაც არ იცოდა. ეს არასანქცირებული ოპერაცია იყო"- აღნიშნა ალ-ჯუბეირმა.