imedi /  13 ივნისი 2018, 16:08 / სანდო წყარო

პატრიოტთა ალიანსმა საგამოძიებო კომისია დატოვა

პატრიოტთა ალიანსი

„პატრიოტთა ალიანსმა“ ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა,- ამის შესახებ კომისიის სხდომაზე ფრაქციის „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ადა მარშანიამ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და სურვილი, რომ კომისიას ასევე შეეძლოს სხვა გახმაურებული საკითხების გამოძიება. 

„ვითხოვ პასუხს, ვაფართოვებთ თუ არა ჩვენ საკითხთა წრეს და შევძლებთ თუ არა უმძიმესი დანაშაულებების გამოძიებას, მოგვყავს თუ არა წესდება ისეთ მდგომარეობაში და მივმართავთ თუ არა პარლამენტს სხვა საქმეებით დავკავდეთ?“-განაცხადა ადა მარშანიამ. 

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ კომისიის დაკომპლექტება რეგლამენტის წესების დარღვევით მოხდა და იმ კომისიაში სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმრავლესობით არიან წარმოდგენილი, ის ვერ იმუშავებს“.

„მინდა განვაცხადოთ კიდევ ერთხელ, რომ რეგლამენტის დარღვევით მოხდა კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება. ეს შეგნებულად მოხდა. კენჭისყრა საერთოდ უპრეცენდენტო იყო. უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ეს კომისია ვერ ხედავს, რომ სხვა საქმეებითაც უნდა იყვნენ დაკავებულები. ნუ მოიშველიებთ არგუმენტად რეგლამენტს. მე შევალ პარლამენტში ინიციატივით, რომ შეიქმნას ამდაგვარი კომისა და ვნახავთ როგორ დაუჭერთ მხარს. აქედან გამომდინარე, იმ კომისიაში სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით ზის, ჩვენ ვერ ვიმუშავებთ და არაფერი გვესაქმება. ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი“, - განაცხადა ადა მარშანიამ. 

ადა მარშანიას კითხვის საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ მას განუმარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი საკითხი კომისიის კომპეტენციაში არ შედის, რის შემდეგაც ადა მარშანიამ სხდომა დატოვა. მისი განმარტებით, კომისია დატოვა „პატრიოტთა ალიანსმა“.

დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა ოპოზიციას, „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს. ამავე პარტიის წევრია კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძეც.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნასაც პარლამენტმა 6 ივნისს უყარა კენჭი, 17 წევრისგან შედგება.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატის და უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

არქივი

18 ივნისი 2018, 22:38

საქართველო

მოსკოვში ფეხბურთელ სოლომონ კვირკველიას სახლში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

რუსეთში, საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივში" მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის სოლომონ კვირველიას სახლში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, გადაცვლილი კაცი პასპორტის საშუალებით ამოიცნეს.

18 ივნისი 2018, 22:27

კულტურა

ამერიკული კინოინდუსტრია კრიპტოვალუტაზე ფილმს გადაიღებს

Crypto - ასე ერქმევა კრიპტოვალუტის ჰოლივუდურ ეკრანიზაციას, რომელშიც მთავარ როლებს ალექსის ბლიდელი, კურტ რასელი და ბოუ კრისტიან ნაპი ითამაშებენ. სიუჟეტის მთავარი გმირი ფედერალური აგენტია. ის ქალაქში ბრუნდება, რათა კორუფციისა და თაღლითობის საქმე გამოიძიოს.

18 ივნისი 2018, 22:08

ტექნოლოგიები

რობოტმა მარსზე ქარიშხლის მოახლოებისას სელფი გადაიღო

მარსმავალმა "ქიურიოსითიმ", რომელიც გეილის კრატერში მუშაობს შტორმის ფონზე "სელფი" გადაიღო. მის "კოლეგას" კი რომელიც პლანეტის მეორე მხარეს მუშაობს, ნაკლებად გაუმართლა, რადგან შტორმმა დააზიანა.

18 ივნისი 2018, 22:03

ტაბლოიდი

ნეიმარის ახალი ვარცხნილობა სოცქსელში მაკარონს შეადარეს

17 ივნისს, მექსიკასთან დამარცხების გარდა მუნდიალზე სპორტსმენის ახალი ვარცხნილობა მაკარონს შეადარეს. აღსანიშნავია, რომ ნეიმარი ვარცხნილობას ბოლო პერიოდში არც თუ ისე იშვიათად იცვლის. ჯერ კიდევ მარტში, ტრავმირებულ კოჭზე ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელი დრედებით მოგვევლინა.

18 ივნისი 2018, 21:51

ვიდეო

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე ქუჩა დატბორა

18 ივნისი 2018, 21:49

საქართველო

გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ. კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ.

18 ივნისი 2018, 21:45

ვიდეო

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, უვადოდ გამწესების მსურველ 7 მოსამართლესთან გასაუბრება შედგა

18 ივნისი 2018, 21:45

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 18 ივნისი, 2018 წელი

18 ივნისი 2018, 21:43

ვიდეო

სამი თვის წინ დაანონსებული პროექტის "ღამის ეკონომიკის" კონცეფცია, ამ დრომდე არ არსებობს

18 ივნისი 2018, 21:40

ვიდეო

მერია თბილისელებს ვანდალიზმთან ერთად ბრძოლას სთავაზობს

18 ივნისი 2018, 21:38

საქართველო

ძლიერი წვიმის გამო ახმეტელის მეტროს ტერიტორია დაიტბორა

თბილისში ძლიერი წვიმის გამო, გლდანში, ახმეტელის მეტროს შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ წყალი დაგუბდა. დაიტბორა მეტროსთან მდებარე მიწისქვეშა ჩასასვლელიც.

18 ივნისი 2018, 21:36

სპორტი

ბელგიამ პანამა 3:0 დაამარცხა

მეორე ტაიმში ანგარიში ბელგიამ 47-ე წუთზე გახსნა და მცველების მიერ მოგერიებული ბურთი პანამელთა კარში მოხვდა. დამატებითი გოლები ბელგიამ 69-ე და 75-ე წუთებზე გაიტანა მოწინააღმდეგის კარში. საფეხბურთო მატჩს სოჭში 43 257 მაყურებელი ესწრებოდა.

18 ივნისი 2018, 21:34

ვიდეო

„ქართული ოცნების“ განათლების პოლიტიკა

18 ივნისი 2018, 21:31

ტექნოლოგიები

Microsoft: კომპიუტერული თამაშების დეველოპერებს სრულ თავისუფლებას ვაძლევთ

როგორც კომპანიის სტუდიის ხელმძღვანელი განმარტავს, ახალი გუნდის შესაქმნელად Microsoft-ი მათთან მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებს. საუბარია სრულ შემოქმედებით თავისუფლებაზე, რომელიც Microsoft-ის თქმით, კრეატიული პროდუქციის შექმნას შეუწყობს ხელს. მანამდე Microsoft-მა გეიმერებს E3-ზე სიახლეები წარუდგინა.

18 ივნისი 2018, 21:13

ტექნოლოგიები

ტრამპმა მთვარეზე ასტრონავტებამდე შეიძლება რობოტები გააგზავნოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 2019 წლის დასაწყისში მთვარეზე რობოტი მკვლევრების გაგზავნა სურს. ამასთან, ტრამპს შემდეგი 10 წლის განმავლობაში უნდა, რომ მთვარეზე კოსმონავტები გაემგზავრნონ. ამის შესახებ NASA-ს პრესსპიკერმა განაცხადა.

18 ივნისი 2018, 21:11

საქართველო

დუშეთში ძლიერი წვიმის გამო სარდაფები და ქუჩები დაიტბორა

დუშეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სულ 22 შეტყობინებაა შესული. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და წყალს ტუმბავენ.

18 ივნისი 2018, 21:07

ვიდეო

ოზურგეთში აქციის მონაწილეები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ცემაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ

18 ივნისი 2018, 21:06

საქართველო

ნარკოდანაშაულის შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

მოქმედი კანონმდებლობით ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულს საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ, 3 წლით გარკვეული შეზღუდვები უწესდება. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სწორედ ამ კანონის გაუქმებას ითხოვს.

18 ივნისი 2018, 20:50

კულტურა

Euronews: სვეტიცხოველი - საქართველოს ცოცხალი სვეტი

რეპორტაჟის ავტორი ყვება, რომ სვეტიცხოველს ტურისტები ხშირდ სტუმრობენ. ჟურნალისტის თქმით, ტაძარი არაერთ უძველეს ტრადიციასა და ლეგენდას ინახავს. მანამდე Euronews-მა ჯვრის მონასტერის, ბაგრატის ტაძარის, ხინკლის მომზადებისა და მისი დაგემოვნების ტექნიკაზეც გამოაქვეყნა სიუჟეტი.

18 ივნისი 2018, 20:43

მსოფლიო

სირიაში ასადის პოზიციების დაბომბვას 50-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა

გამოცემის ინფორმაციით, ავიაიერიში ქალაქ აბუ ქემალის სამხრეთ აღმოსავლეთით, სირია-ერაყის საზღვრის მახლობლად განხორციელდა. ერთ-ერთი ვერსიით დაღუპულთა შორის 30 ირანელი დაქირავებული ჯარისკაცია. პენტაგონში აცხადებენ, რომ ავიადარტყმების შესახებ განკარგულება არ გაცემულა.