imedi /  27 ივნისი 2018, 13:04 / სანდო წყარო

ცხინვალის რეჟიმი თრუსოს ხეობასა და კობის ქვაბულზე პრეტენზიას აცხადებს

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ბოლშევიკების გადაწყვეტილება საქართველოსთვის ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილის გადაცემის შესახებ, უკანონოა და ანექსიას წარმოადგენს.“ ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლება „აღმოსავლეთ ოსეთად“ მიიჩნევს თრუსოს ხეობას და კობის ქვაბულს, რომლებიც „ოსი ხალხის ნების გარეშე ბოლშევიკებმა უკანონოდ მოგლიჯეს ახლადშექმნილი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სასარგებლოდ.“

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აუცილებელია საუბარი საბჭოთა საქართველოს მიერ ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილის ანექსიაზე.

 „ოსეთის ტერიტორიის მიღმა დარჩა ოსების კომპაქტური დასახლებები მეზობელ დუშეთის რაიონშიც“ და „აღმოსავლეთ ოსეთი, რომელიც ავტონომიიის და შემდეგ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მოექცა, იოლი ნადავლი გახდა ქართული ექსპანსიისთვის,“- წერია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ოსეთიდან გადმოსახლებული ოსებისთვის სამშობლო იქცა მიუწვდომელ უცხოეთად, ხალხს წართმეული აქვს საკუთრების, გადაადგილების და რელიგიის თავისუფლების უფლებები და ცალსახაა, რომ ოსები არასდროს აღიარებენ ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით ბოლშევიკების მიერ 1921 წელს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გასულ კვირაში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 44-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ ქართული მხარისგან მოითხოვა ოსი სპეციალისტების დაშვება „აღმოსავლეთ ოსეთში მდებარე ოსური ისტორიულ-კულტურული ძეგლების“ მდგომარეობის შესასწავლად.

ისტორიკოსმა მალხაზ ვახტანგაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა განსახლების და ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აღმოსავლეთ ოსეთი არ არსებობს.

„ძალიან მაინტერესებს, რომელი ოსი ისტორიკოსი იტყვის და გამოიყენებს ტერმინს, აღმოსავლეთ ოსეთს და რომელ ოსურ ძეგლებზეა საუბარი. არანაირი ოსური კვალი არ არსებობს არათუ დუშეთის და არაგვის ხეობაში, არამედ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. რა თქმა უნდა, ისტორიულ ჭრილში ოსებს არ აწყობთ, რომ ეს პაექრობა შედგეს, რადგან არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ, მაგრამ ცდილობენ რუსეთის დახმარება გამოიყენონ და მაქსიმალურად მეტი ტერიტორია მიითვისონ“ - განმარტა მალხაზ ვახტაგნაშვილმა.

20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალში ე.წ. საზღვრის დემარკაციის მიზნით კომისია იქმნება.

არქივი

მოდელები

23 სექტემბერი 2018, 10:00

ტაბლოიდი

ჟურნალმა Vogue წვერიანი მოდელების ფოტოები დაბეჭდა

ჟურნალის გარე ყდაზე ამერიკელი მოდელი ჟინევ ვან სინუსი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ფოტოები 1981 წელს იტალიელმა მომღერალმა მინა მაძინიმ გადაიღო.

თბილისი

23 სექტემბერი 2018, 09:45

საქართველო

თბილისი 327 ქალაქს შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით მეთექვსმეტე ადგილზეა

რეიტინგის ლიდერები უსაფრთხოების თვალსაზრისით აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), დოჰა (ყატარი), ბაზელი (შვეიცარია), სინგაპური და კვებეკი (კანადა) არიან. რაც შეეხება ყველაზე საშიშ ქალაქებს, Numbeo-ს მონაცემებით, ესენია: სან-პედრო-სულა (ჰონდურასი), კარაკასი (ვენესუელა), პორტ-მორბსი (პაპუა-ახალი გვინეა), ფორტალეზა (ბრაზილია) და დურბანი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

აიათოლა ალი ხამენეი

23 სექტემბერი 2018, 09:32

მსოფლიო

ირანმა მომხდარ ტერაქტში სპარსეთის ყურის ქვეყნები დაადანაშაულა

სპარსეთის ყურის ამ ქვეყნებს აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის მარიონეტები უწოდა. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თქვა, რომ გარე ძალები ირანის დესტაბილიზაციას ცდილობენ.ირანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომხდარი ტერაქტის გამო, ევროპის 3 ქვეყნიდან ელჩები გაიწვია.

რეფერენდუმი

23 სექტემბერი 2018, 09:17

მსოფლიო

შვეიცარიაში საკვები პროდუქტების წარმოების სტანდარტებზე რეფერენდუმი დღეს იმართება

ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანაში პროდუქტების წარმოება უმკაცრესი ეკოლოგიური ნორმების გათვალისწინებით და უმაღლესი სოციალური სტანდარტების დაცვით უნდა ხდებოდეს. ეს პუნქტი შრომის სამართლიან პირობებს და ცხოველებისადმი ჰუმანურ მოპყრობას ითვალისწინებს. ამასთანავე ინიციატივა იმპორტზე შეზღუდვების დაწესებასაც ითვალისწინებს.

რუპერტ მერდოკი

23 სექტემბერი 2018, 09:00

ეკონომიკა

რუპერტ მერდოკმა ბრიტანული Sky-ს შეძენა ვერ შეძლო

როგორც გაირკვა, ახლა ტელეარხის ნაწილი ამერიკის სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Comcast-ის საკუთრებაა. Comcast-მა Sky News-ის სანაცვლოდ 38,8 მილიარდი დოლარი გადაიხადა.აუქციონი 3 რაუნდად 21-23 სექტემბერს გაიმართა.

23 სექტემბერი 2018, 08:54

ძალოვნები

შსს-მ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 3,1204 გრამი ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 13 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

არჩევნები

23 სექტემბერი 2018, 08:43

მსოფლიო

მალდივის რესპუბლიკაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის აბდულა იამინი, რომელიც ქვეყანას 2013 წლის შემდეგ მართავს და იბრაჰიმ მოჰამედ სოლიჰი, რომელიც ოპოზიციური კოალიციის კანდიდატია. არჩევნებს დააკვირდებიან ჩინეთი და ინდოეთი, ხოლო ევროპის ქვეყნები და აშშ მალდივის რესპუბლიკას არჩევნებისას დემოკრატიული პრინციპების დარღვევის შემთხვევაში სანქციებით ემუქრებიან.

23 სექტემბერი 2018, 08:38

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ სუპერთასი მოიგო

„რეალის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი სერხიო იული იყო 15 ქულით. 13-13 ქულა დაგროვეს პრეპელიჩმა და კამპაცომ. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 17 წუთსა და 22 წამში 12 ქულა და 3 მოხსნა იყო.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

23 სექტემბერი 2018, 08:17

მსოფლიო

ირანმა ტერაქტის გამო 3 ევროპული ქვეყნიდან ელჩები გაიწვია

ლაპარაკია ნიდერლანდებზე, დანიასა და დიდ ბრიტანეთზე. როგორც თეირანში აცხადებენ, ეს ქვეყნები იმ პირების დაკავებას აფერხებენ, რომელთაც ირანი ტერორისტებად მიიჩნევს, კონკრეტულად ვისზე ან რა დაჯგუფებაზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 სექტემბერი 2018, 08:10

კულტურა

The Black Eyed Peas-მა ახალი კლიპი გადაიღო

9-წუთიანი ვიდეო, რომელიც გაფრთხილებით იწყება, სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული მსხვერპლის, ძალადობისა და იმიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მოგვითხრობს.

ჯულიან ასანჟი

23 სექტემბერი 2018, 07:49

მსოფლიო

Reuters: ეკვადორი ცდილობდა ასანჟი რუსეთში ელჩად დაენიშნა

ლაპარაკია 2017 წელზე. გადაწყვეტილება 19 დეკემბერს ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ მიიღო. თუმცა, ასანჟმა დიპლომატიური სამსახური რუსეთში მას შემდეგ ვერ მიიღო, რაც დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა მისი დიპლომატიური იმუნიტეტის აღიარებაზე.

სტრასბურგი

23 სექტემბერი 2018, 00:56

ძალოვნები

სამოქალაქო აქტივისტმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სტრასბურგში საქმე მოიგო

როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს, კოტე კემულარიამ ჯიშკარიანი ისე დაადანაშაულა კორუფციაში, რომ არ იყო დასრულებული მისი საქმის მოკვლევა. მინისტრს არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია ჯიშკარიანის შესაძლო უკანონო ქმედებაზე.

23 სექტემბერი 2018, 00:41

კულტურა

შერიმ ABBA-ს სიმღერების ქავერები ჩაწერა

ამერიკელმა მომღერალმა შერიმ, შვედური ჯგუფის ABBA-ს საკულტო სიმღერა SOS შეასრულა და კლიპი გადაიღო. 28 სექტემბერს, შერი ალბომს უშვებს სახელად Dancing Queen, რომელშიც შვედური ჯგუფის სიმღერების ქავერები შევა.

23 სექტემბერი 2018, 00:28

ტექნოლოგიები

რობოტები ასტეროიდზე პირველად დაფრინდნენ და ფოტოები გადაიღეს

ორი იაპონური მინირობოტი MINERVA-II1A და MINERVA-II1B ასტეროიდ რიუგუზე წარმატებულად დაფრინდნენ. ორივე კარგ მდგომარეობაში იმყოფება და ასტეროიდიდან ინფორმაციას და ფოტოებს აგზავნიან. ამის შესახებ იაპონიის კვლევითი ცენტრი JAXA აცხადებს.

კოღო

23 სექტემბერი 2018, 00:00

საქართველო

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დასავლეთ ნილოსის ვირუსზე ინფორმაციას ავრცელებს

დღემდე არ არსებობს დასავლეთ ნილოსის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დოკუმენტირებული დადასტურება - უსაფრთხო კონტაქტისას და ასევე სამედიცინო პერსონალის დაავადებისა პაციენტთან ურთიერთობისას, როდესაც დაცულია ინფექციის კონტროლის სტანდარტული ზომები.

ქრისტინე ბლეიზი ფორდი 
ბრეტ კავანო

22 სექტემბერი 2018, 23:46

მსოფლიო

აშშ-ის უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის წინააღმდეგ ჩვენებას შემდეგ კვირას მიცემენ

ქალი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატი ბრეტ კავანო სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, შემდეგ კვირას მიწ წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ხიდი

22 სექტემბერი 2018, 23:30

საქართველო

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე ცალხმრივად შეზღუდულია. მიმდინარე სამუშაოები, 10-12 დღეში დასრულდება.

საგამოცდო ცენტრი

22 სექტემბერი 2018, 23:21

საქართველო

რა შეღავათით სარგებლობენ სტუდენტები მართვის მოწმობის გამოცდაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის გამოცდაზე, სტუდენტები, რომლებიც სტუდენტის ID ბარათს წარადგენს, 55 ლარის ნაცვლად, 15 ლარს გადაიხდის. თუ სტუდენტი პირველ გამოცდაზე ჩაიჭრება, მას შემდეგ მცდელობაზე, ჩვეულებრივ, 55 ლარის გადახდა მოუწევს.

22 სექტემბერი 2018, 23:08

ეკონომიკა

მედია: რუსეთი მზადაა „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობა თავისი ხარჯებით დაასრულოს

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ დაფინანსება მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს. ამის შესახებ Süddeutsche Zeitung-ის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

კოლხეთი -1913

22 სექტემბერი 2018, 23:04

სპორტი

სპორტულმა ტრიბუნალმა „კოლხეთი 1913“-ს სანქცია დაუმატა

სპორტული ტრიბუნალის თავმჯდომარემ, ზურაბ ბიწაძემ, არ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი, უცვლელი დატოვა კლუბისთვის დაკისრებული სანქციები ჯარიმისა და სატურნირო ცხრილში ქულების დაკლების ნაწილში და ამასთანავე კლუბს დამატებით დაუწესა პირობითი სპორტული სანქცია.