imedi /  09 ივლისი 2018, 19:39 / სანდო წყარო

აშშ-ის საელჩოსთან სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი გაიმართება

სმიტების ოჯახი

სმიტების ოჯახი

დღეს, 9 ივლისს აშშ-ის საელჩოსთან ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი გაიმართება. სამძიმრის შესახებ ღონისძიება Facebook-ით დაანონსდა.

"ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ სამძიმარის გამოსახატად შევიკრიბოთ დღეს 20:00 საათიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე და თანაგრძნობა, წუხილი, სამძიმარი და მონანიებაც გამოვუცხადოთ სმიტების ოჯახის ახლობელბსა და ნათესავებს", - წერია Facebook-ზე გაკეთებული ღონისძიების ანონსში.

ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავა. საქმე გადაკვალიფიცირდა როგორც განზრახ მკვლელობა. ამერიკელთა ოჯახის წევრების მკვლელობისთვის 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება. მას შეურაცხადობაზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

დაკავებულის ოჯახის წევრები  გამორიცხავენ, რომ მალხაზ კობაურს დანაშაულთან კავშირი ჰქონდეს.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. დღეს იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ. 

არქივი

21 სექტემბერი 2018, 10:32

ვიდეო

ტურიზმი რეგიონებში

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2018, 10:22

ეკონომიკა

დონალდ ტრამპმა OPEC-ს ნავთობზე ფასის დაწევა მოსთხოვა

„ჩვენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ვიცავთ, ისინი ვერ იქნებოდნენ უსაფრთხოდ ჩვენ გარეშე და მაინც ცდილობენ ნავთობზე მაღალი ფასის შენარჩუნებას. OPEC-ის მონოპოლიამ ფასები ახლა უნდა დასწიოს!“ – წერს ტრამპი.

21 სექტემბერი 2018, 10:22

ვიდეო

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ მიერ მხარდამჭერთა გაყალბებულ სიებს პროკურატურა სწავლობს

21 სექტემბერი 2018, 10:17

ვიდეო

პრემიერი, მისი ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს სრული უპასუხიმგებლობაა

21 სექტემბერი 2018, 10:15

ვიდეო

ჰიზერ ნაუერტმა, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ აშშ ის მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა

პუტინის და ტრამპის მატრიოშკა

21 სექტემბერი 2018, 10:12

ტაბლოიდი

Time-ის ახალი ნომრის გარეკანზე პუტინი და ტრამპი „მატრიოშკები“ არიან

ჟურნალი Time-ის რედაქტორმა დენ სტიუარტმა ოქტომბრის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახულნი არიან აშშ-ის პრეზიდენტეი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი.

21 სექტემბერი 2018, 10:09

ვიდეო

მამუკა ბახტაძისა და მაიკლ პომპეოს შეხვედრაზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პერსპექტივა განიხილეს

მემორანდუმი

21 სექტემბერი 2018, 10:08

ეკონომიკა

საქართველომ დასაქმების სფეროში მემორანდუმი ლიეტუვასთან გააფორმა

ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო და ხელოსანთა პალატის ოფიციალური დელეგაცია პრეზიდენტ სიგიტას ლონავიჩუსის ხელმძღვანელობით, 5-დღიანი საქმიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში და მათ დამსაქმებელთა ასოციაცია მასპინძლობს.

21 სექტემბერი 2018, 09:50

სპორტი

შერკინების წინ მაკგრეგორმა და ნურმაგომედოვმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს

ნიუ-იორკში შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავებმა კონორ მაკგრეგორმა და ჰაბიბ ნურმაგომედოვმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს. მაკგრეგორი, როგორც მას სჩვევია ხოლმე, შეურაცხყოფას აყენებდა მეტოქეს - კერძოდ მან გაიხსენა აპრილში მომხდარი კონფლიქტი და დაღესტნელს ჩეჩნეთის ლიდერთან რამზან კადიროვთან ურთიერთობის გამო დასცინა.

21 სექტემბერი 2018, 09:34

კულტურა

პირველი ქალი Doctor Who-ს ტრეილერი გამოქვეყნდა

გასული წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ პირველად არსებობის ისტორიაში, BBC-ს საკულტო სერიალის, Doctor Who-ში, მთავარ როლს ქალი მსახიობი, ჯოდი ვაიტეკერი შეასრულებდა. ერთი წლის შემდეგ კი სერიალის ტრეილერი გამოქვეყნდა.

ვიეტნამის პრეზიდენტი

21 სექტემბერი 2018, 09:17

მსოფლიო

ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი გარდაიცვალა

62 წლის ვიეტნამის პრეზიდენტი ჩან დაი კუანგი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს. ის ადგილობრივი დროით 10:05 საათზე გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

21 სექტემბერი 2018, 09:08

მსოფლიო

აშშ-მა ჩინეთს რუსული სამხედრო თვითმფრინავების შეძენისთვის სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ახლახანს რუსეთისან Су-35-ის C-400 სისტემები იყიდა, რის გამოც აშშ-მა სანქციები დააწესა ჩინეთის ჯარების მომზადების დეპარტამენტსა და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოზე და მის ხელმძღვანელზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 სექტემბერი 2018, 08:58

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა მეორე წრეში ფრანგი უგო ჰუმბერტი მძიმე ბრძოლაში 6:7, 7:6 , 6:3 დაამარცხა. დაძაბული ბრძოლა 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, სადაც ერთადერთი ბრეიკი ბასილაშვილმა შეასრულა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

21 სექტემბერი 2018, 08:49

მსოფლიო

სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

1990 წლის 21 სექტემბერს, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობის 94-მა პროცენტმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

21 სექტემბერი 2018, 08:45

საქართველო

ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად სინჯებს სპეციალური მოწყობილობით აიღებენ

ამჯერად თბილისში, სინჯებს სპეციალური მოწყობილობით - ასპირატორის საშუალებით აიღებენ, აღებული სინჯები შედგომი ანალიზისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნება. მიღებული შედეგები კი, ყოველკვირეულად , სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ხორავას ქუჩა

21 სექტემბერი 2018, 08:30

საქართველო

ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე სხდომას პარლამენტი დღეს განაახლებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მსჯელობას პარლამენტი დღეს, პლენარულ სხდომაზე განაახლებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა თქმით, დასკვნას აკლია არგუმენტები.

პოლიცია

21 სექტემბერი 2018, 08:20

ძალოვნები

ფალიაშვილის ქუჩაზე 25 წლამდე ახალგაზრდები დაჭრეს

ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილთა ასაკი 25 წლამდეა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

21 სექტემბერი 2018, 08:15

საქართველო

საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვია

დღეს საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი ეწვევა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანი საქართველოს პრეზიდენტს, ვიცეპრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდება.

21 სექტემბერი 2018, 08:05

საქართველო

მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს შეხვდა

„ჩემთვის სასიამოვნო იყო მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა. მე მას მივულოცე საქართველოს კარგი პროგრესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილ რეფორმებში და მისი ერთგულება, განაგრძოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობა და განათლების განვითარება, ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად“, – წერს კრისტინ ლაგარდი.

მაიკ პომპეო და 
მამუკა ბახტაძე

21 სექტემბერი 2018, 01:09

საქართველო

მამუკა ბახტაძისა და მაიკ პომპეოს შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება

მამუკა ბახტაძესა და მაიკ პომპეოს შორის გამართულ შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა გააკეთა.