imedi /  11 ივლისი 2018, 12:01 / სანდო წყარო

ეკოლოგი ასახელებს პროდუქტებს, რომლებშიც ნიტრიტები და ნიტრატები დაშვებულ ნორმას სამჯერ აღემატება

ეკოლოგმა, გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალიამ სეზონური პროდუქტების დაბინძურების თემაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ექსპერტმა ის სეზონური პროდუქტები დაასახელა, რომლებშიც ნიტრატები დაშვებული ნორმის მაქსიმუმს სამჯერ აღემატება. ეს პროდუქტებია საზამთრო და ნესვი.

ეკოლოგის თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ მხრივ ცვლილებები და პროგრესი არ შეინიშნება. ვინაიდან ამგვარმა პროდუქტმა შესაძლებელია რთული ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, საჭიროა მოსახლეობამ ქუჩისა და ღია ბაზრობების ნაცვლად, პროდუქტი ხარისხის კონტროლირებად მაღაზიებში და ბაზარში შეიძინონ.

ნესვი და საზამთრო ისეთი ბაღჩეული კულტურებია, რომლებსაც დაბინძურებული მიწის გასასუფთავებლად იყენებენ ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ნესვი და საზამთრო ძალიან მარტივად ითვისებს ყველაფერს, რაც მიწაშია.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში“ შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი პროგრესი ფერმერულ მეურნეობაში არ შეინიშნება.

სისხლის შემცველობაში არის ჰემოგლობინი, რომელიც ჟანგბადს ითვისებს და ჩვენს ორგანიზმს ჟანგბადით კვებავს. როგორც კი ნიტრიტებით გაჯერებულ პროდუქციას იღებს ადამიანი, ჟანგბადს ანაცვლებს ნიტრიტი და სისხლი ხდება უჟანგბადო. ეს იწვევს ანემიას, ანემიისგან გამომდინარე ხდება იმუნური სისტემის დაქვეითება, გონებრივი ჩამორჩენა. თუ ღრმად წავალთ, ვნახავთ, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემებთან მიგვიყვანს,“ - განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეკოლოგი სეზონური პროდუქტების გაკონტროლებაში ხედავს: „ ფერმერულმა მეურნეობებმა თავადვე უნდა იფიქრონ ხარისხის გაუმჯობესებაზე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამკაცრდეს ფიტოსანიტარული და სანიტარული ნორმები", - აცხადებს ახალაია.

ასევე გაეროს ექსპერტი აღნიშნავს, რომ შსს-მ უნდა აკრძალოს ქუჩაში ღია პროდუქტის გაყიდვა. ქუჩაში ხშირად იჭრება გაურეცხავი საზამთრო და ბინძურდება პროდუქტის შიგთავსი. აქ შესაძლოა საქმე გვქონდეს მიკრობიოლოგიურ დაბინძურებასთან.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ელვის პრესლი

17 ნოემბერი 2018, 01:17

კულტურა

ელვის პრესლის აშშ-ის პრეზიდენტის უმაღლესი ჯილდო მიენიჭა

როკ-ენ-როლის მეფედ აღიარებული არტისტს გარდა თეთრ სახლში დანარჩენი ექვსი ადამიანიც დააჯილდოვეს. მათ შორის იყვნენ ბეისბოლის ლეგენდა ბეიბ რუთი და 1986 წელს რონალდ რეიგანის წარდგენით დანიშნული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, კონსერვატორი ანტონი სკალია.

ბაზა

17 ნოემბერი 2018, 00:55

ტექნოლოგიები

მონაცემთა ბაზის ორმაგი ავტორიზაციის მილიონობით კოდი ინტერნეტში გასაჯაროვდა

როგორც აღმოჩნდა, სერვერი, სადაც ბაზა ინახება, პაროლით დაცული არ იყო. როგორც TechCrunch-ი წერს, ბაზის შეტყობინებებს შორის აღმოჩნდა Google-ს სააღრიცხვო ჩანაწერების ორმაგი ავტორიზაციის კოდები და ინტერნეტ-ბანკინგის დროებითი პაროლები.

კოკაიანი

17 ნოემბერი 2018, 00:30

მსოფლიო

ახალი ზელანდიის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 190 კილოგრამი კოკაინი იპოვა

$25 მილიონის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება ქალაქ ოკლენდში, ბანანებით დატვრთულ კონტეინერებში იპოვეს. ახალი ზელანდიის პოლიციის განმარტებით, 41 წლის ეჭვმიტანილი პოლიციამ ავსტრალიის საზღვართან ახლოს დააკავა.

დონალდ ტრამპი

17 ნოემბერი 2018, 00:18

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა სპეცპროკურორის კითხვებს წერილობით უპასუხა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეზე სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის კითხვებს უპასუხა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მან კითხვებს წერილობით, ადვოკატების გარეშე გასცა პასუხი, თუმცა მიულერისთვის ჯერ არ გადაუგზავნიათ.

კალიფორნია ხანძარი

17 ნოემბერი 2018, 00:01

მსოფლიო

კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრის გამო შტატის ჰაერი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულია

როგორც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ჯგუფი Purple Air-ი განმარტავს, კალიფორნიაში ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი იმაზე ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ინდოეთისა და ჩინეთის ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებშია. ხანძრის გამო კალიფორნიაში სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

ლევან გიგინეიშვილი

16 ნოემბერი 2018, 23:48

საქართველო

ლევან გიგინეიშვილი: როგორ შეიძლება ის 9 წელი დაივიწყო

მისივე თქმით, ყველას ვალდებულებაა ახსოვდეს ეს პერიოდი და არავინ გაიმეოროს. „აუცილებლად უნდა გაიხსენო ყველაფერი. მით უმეტეს, გრიგოლ ვაშაძე ცდილობს ნაციონალურ მოძრაობას გზა გაუკვალოს“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.

16 ნოემბერი 2018, 23:20

საქართველო

დავით უსუფაშვილი: გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება არასწორია

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება არასწორია. „თუმცა ასევე არასწორი იქნება, თუ ხელისუფლება ყველა გზით შეეცდება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და ნაციონალურ მოძრაობას ხელში ჩაუგდებს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

16 ნოემბერი 2018, 23:00

ძალოვნები

გორის პარკში პოლიცია სავარაუდოდ 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის ცხედარს ეძებს

ცხედრის ადგილსამყოფელი გატაცების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა. ადგილზე არიან გატაცებული ბავშვის ოჯახის წევრებიც. იაგო ნებიერიძე გორში 8 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

ემბერ რუდი

16 ნოემბერი 2018, 22:41

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთს შრომის ახალი მინისტრი ჰყავს

ემბერ რუდმა ესტერ მაკვეი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 15 ნოემბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება გამოაქვეყნა. დღესვე გაირკვა Brexit-ის საკითხებში ახალი მინისტრის ვინაობა. სტივენ ბარკლიმ დომინიკ რააბი შეცვალა.

თეიმურაზ გორჯესტანი

16 ნოემბერი 2018, 22:35

საქართველო

თეიმურაზ გორჯესტანი: დედაჩემი არის ქალი, რომელმაც საქართველოდან რუსეთის ჯარი გაიყვანა

„დედაჩემი არის ქალი, რომელიც წითელი არმიის გამო ემიგრაციაში მოხვდა, რომელიც 80-იან წლებში საფრამგეთის დიოლომატიაში იყო და იბრძოდა თავისუფლებისთვის, როდესაც სხვა კანდიდატი იყო საბჭოთა კავშირში და იყო ამაყი საბჭოთა კავშირის დიპლომატიით. ის იყო ქალი, რომელმაც საქართველოდან გაიყვანა რუსული ჯარი"- განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

16 ნოემბერი 2018, 22:33

ძალოვნები

ვანში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ვანის სოფელ ბზვანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის ქალბის სოცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის შედეგად 50 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

უილიამ გოლდმენი

16 ნოემბერი 2018, 22:04

კულტურა

ამერიკელი მწერალი უილიამ გოლდმენი 87 წლისა გარდაიცვალა

გოლდმენის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ისეთ ნამუშევრებს, როგორებიც „ბაჩ კესიდი და სანდენს კიდი“ და „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ არის. უილიამ გოლდმენი 1931 წელს ილინოისში დაიბადა. მან კარიერა როგორც ნოვესლიტმა დაიწყო, მოგვიანებით კი ფილმების სცენარების წერასაც მიჰყო ხელი.

16 ნოემბერი 2018, 21:55

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ჰააგის გრან პრის გამარჯვებულია

ვაჟა მარგველაშვილი ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე გრან პრის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ისრაელელი ბარუხ შმაილოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

როსა-მარია დე კრუზი

16 ნოემბერი 2018, 21:47

მსოფლიო

საფრანგეთში დააკავეს ქალი, რომელიც ბავშვს ავტომობილის საბარგულში მალავდა

50 წლის როსა-მარია დე კრუზი პარტნიორს ბავშვის არსებობას თავისი ფეხმძიმობის დროსაც უმალავდა. პარტნიორმა კაცმა არ იცოდა ქალის დანარჩენი სამი ბავშვის შესახებაც. შვიდი წლის სერენა, რომელიც შშმ პირია მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მოზარდი არ ლაპარაკობს და სოციალიზაცია უჭირს.

16 ნოემბერი 2018, 21:30

მსოფლიო

სტამბოლის აეროპორტში ტერაქტში ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

საქმეზე ბრალი სხვადასხვა მუხლით სულ 45 ადამიანს აქვს წარდგენილს. მათ შორის არიან თურქეთის, რუსეთის, ალჟირის, ტუნისის, ეგვიპტისა და სირიის მოქალაქეები.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა

16 ნოემბერი 2018, 21:20

საქართველო

გრიპის საწინააღმდეგო აცრა ნოემბერში ერთი დღე უფასო იქნება

ამირან გამყრელიძის განმარტებით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ პაციენტები უფასო პროცედურის ჩატარებას. ვაქცინაციის ფასი 30-დან 50 ლარამდე მერყეობს. აცრა მხოლოდ იმუნიზაციას სახელმწიფო რისკჯგუფებში შემავალ პირებს უფინანსდებათ.

16 ნოემბერი 2018, 21:15

კულტურა

ლათინური გრემის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლას-ვეგასში ლათინური გრემის მფლობელები მეცხრამეტედ გამოავლინეს. დაჯილდოება ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ურუგვაელი ხორხე დრექსლერისთვის. პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო მომღერალმა სამ ნომინაციაში აიღო. მისი სიმღერა „ტელეფონია“ კი წლის ჰიტად აღიარეს.

16 ნოემბერი 2018, 21:07

ეკონომიკა

პრემიერი კასპში „ჰაიდელბერგ-ცემენტის“ ქარხნის მოდერნიზაციის პროექტს გაეცნო

ორგანიზაციის მენეჯმენტის ინფორმაციით, ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, რაც, მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო ხარჯებს და გაზრდის ენერგოეფექტურობას.

16 ნოემბერი 2018, 20:52

საქართველო

ნიუტონის სკოლის მოსწავლეებს ალკოჰოლის მოხმარების გამო გარიცხვა ემუქრებათ

მე-11 კლასელები პასუხისმგებლობას არ გაურბიან, თუმცა ამბობენ, რომ სასჯელი ზედმეტად მკაცრია. სკოლის დირექტორის ცნობით კი, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

სტივენ ბარკლი

16 ნოემბერი 2018, 20:51

მსოფლიო

ბრიტანეთში Brexit-ის საკითხებში ახალი მინისტრის ვინაობა ცნობილია

ბარკლი Barclays Bank-ის ყოფილი დირექტორია. 15 ნოემბერს, Brexit-ის საკითხებში მინისტრმა დომინიკ რააბმა თანამდებობა ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების თაობაზე უკმაყოფილების გამო დატოვა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე სხვა მინისტრმაც.