imedi /  11 ივლისი 2018, 12:59 / სანდო წყარო

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პოსტზე იანოშ ჰერმანს კარლ ჰარცელი შეცვლის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, იანოშ ჰერმანს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მთავარი მრჩეველი კარლ ჰარცელი შეცვლის, – ამის შესახებ 1tv წერს.

შვედი დიპლომატი კარლ ჰარცელი დონალდ ტუსკის კაბინეტში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. მისი საქმიანობის სფეროში შედიოდა ცენტრალური აზიის და ევროკავშირის არაწევრი ევროპის ქვეყნების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თემატიკა.

კარლ ჰარცელი საქართველოში სექტემბრის დასაწყისში, მას შემდეგ ჩამოვა, რაც იანოშ ჰერმანს, აგვისტოს ბოლოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უფლებამოსილება ამოეწურება და საქართველოს დატოვებს.

იანოშ ჰერმანი საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს ასრულებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში იანოშ ჰერმანი 2014 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. ჰერმანმა ამ თანამდებობაზე ფილიპ დიმიტროვი შეცვალა.

საქართველოში ევროკომისიის  წარმომადგენლობა 1995 წელს თბილისში გაიხსნა. თბილისის წარმომადგენლობა  ერთ-ერთია იმ 130 წარმომადგენლობას შორის, რომელიც ევროკავშირს აქვს მთელს მსოფლიოში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მანდატი შემდეგ საქმიანობას მოიცავს: საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა სამთავრობო უწყებებს შორის ფართომასშტაბიანი კავშირების ხელშეწყობის გზით.

ასევე, ევროკავშირის ცნობადობის, მისი ინსტიტუტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზრდა; ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი; საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირის განვითარების შესახებ; ევროკავშირის პოლიტიკის ცალკეული  მიმართულების განმარტება და დაცვა; ევროკავშირის დახმარების პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა.

ყველა სიახლე

17 თებერვალი 2019, 14:32

საქართველო

ზალკალიანმა ბუნდესტაგს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გერმანიის ბუდენსტაგის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

ქარი

17 თებერვალი 2019, 14:30

საქართველო

საქართველოში უამინდობა 20 თებერვლამდე შენარჩუნდება

მოთოვს შიდა ქართლში. 18-19 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით ტემპერატურა 0,+5 გრადუსი იქნება, დღისით +4,+9,მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -5, 0 გრადუსი იქნება, დღისით +1, +6;

17 თებერვალი 2019, 14:23

მსოფლიო

ამსტერდამში „წითელი ფანრების უბანს“ სტატუსს შეუცვლიან

ამსტერდამში ყველაზე პოპულარული „წითელი ფანრების უბნის“ რეფორმირება იგეგმება. ინიციატორი ქალაქის მერია. მისი თქმით კვარტალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა აღარ უნდა იყოს, რადგანაც ეს ქალაქისთვის დამამცირებელი გახდა.

აქცია

17 თებერვალი 2019, 14:17

საქართველო

ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

მათი თქმით, თუკი არ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ, შიმშილობას დაიწყებენ, ტერიტორიაზე ტექნიკას არ შეუშვებენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.

17 თებერვალი 2019, 14:04

მსოფლიო

უამინდობამ დენვერში მასშტაბური ავარია გამოიწვია. ვიდეო

ქალაქის საერთაშოსისო აეროპორტთან ახლოს ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 49 ავტომობილი შეეჯახა. ავარიისას 17 ადამიანი დაშავდა. თუმცა გავრცელებული ცნობით არც ერთი მათგანის ტრავმა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

მაშველები

17 თებერვალი 2019, 13:58

ძალოვნები

20-დღიანი ძებნის შემდეგ ფოთში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა.

17 თებერვალი 2019, 13:50

ძალოვნები

წარსულში ნასამართლევი ორი კაცისგან პოლიციამ იარაღი ამოიღო

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის ჩხრეკისას, “ბროკოვა სტრელას” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

17 თებერვალი 2019, 13:34

საქართველო

მამუკა ბახტაძე: „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავეთ

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. ამ თემაზე პრემიერმინისტრმა მიუნხენში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი

17 თებერვალი 2019, 13:26

ტაბლოიდი

ორლანდო ბლუმმა კეტი პერის $5 მილიონად შეფასებული ბეჭედი აჩუქა

ბეჭდის შუაგულში ვარდისფერი ბრილიანტია და გარშემო კიდევ თეთრი ბრილიანტის ქვებითაა გარშემორტყმული. კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის რომანი 2016 წელს დაიწყო.

ილია მეორე

17 თებერვალი 2019, 13:20

საქართველო

ილია მეორე: მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა. ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმიდისა",- ბრძანა პატრიარქმა.

17 თებერვალი 2019, 13:15

ტაბლოიდი

ვენეციაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო

ვენეციაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო. 2019 წელს კარნავალი 16 თებერვლიდან 5 მარტამდე გაგრძელდება. კარნავალის მთავარი თემა მთვარეა.

ვიზა

17 თებერვალი 2019, 13:05

საქართველო

რომელი ქვეყნის მოქალაქეები არ შემოუშვეს საქართველოში. სტატისტიკა

შსს-ს ინფორმაციით, საზღვრის კვეთა ვერ შეძლო აზერბაიჯანის 124-მა, თურქეთის 116-მა, თურქმენეთის 72-მა მოქალაქემაც. 10-ზე მეტი უარი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებზე: რუსეთი (58), სომხეთი (50), უზბეკეთი (44), პაკისტანი (28), ეგვიპტე (16), ერაყი (15), ყირგიზეთი (13), ყაზახეთი (11).

გზა

17 თებერვალი 2019, 13:03

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

17 თებერვალი 2019, 12:54

ძალოვნები

ტურისტებად ჩასული ქართველები კიევში ქურდობისთვის დააკავეს. ვიდეო

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში ტურისტებად ჩავიდნენ და ჰოსტელში ცხოვრობდნენ, პოლიციამ გვიან ღამით დააკავა. დაკავებულთაგან სამი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ერთის განცხადებით კი, მას თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება. დაკითხვისას კაცებმა ბრალდებები უარყვეს.

აქცია

17 თებერვალი 2019, 12:43

საქართველო

დეკანოზის ოჯახი პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს

"ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და არის მისი უწმინდესობის მღვდელი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ პატრიარქს, რომ შეასრულოს "მწყემსი კეთილობა". იმედი მაქვს უფლის და იმედი მაქვს, რომ ღმერთი გაუნათებთ გონებას და გადადგამენ იმ ნაბიჯსმ რისთვისაც არიან მოვლენილი ამ ქვეყანაზე,"- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

17 თებერვალი 2019, 12:39

ტექნოლოგიები

მეცნიერება ავსტრალიაში დინოზავრის გიგანტური ნაფეხური იპოვეს

ავსტრალიელმა პალეონთოლოგებმა, კვისლენდში სამი სახეობის დინოზავრის გაქვავებული ნაფეხური იპოვეს. სვინბურნის ტექნოლოგიური უნივერსტეტის ცნობით, აღნიშნული აღმოჩენა ავსტრალიაში ყველაზე დიდი და ძველია.

აეროპორტი

17 თებერვალი 2019, 12:25

საქართველო

შსს: ისრაელში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებიდან ყოველ მეათეს უკან აბრუნებენ

უწყების ცნობით, 2019 წლის იანვარში ისრაელში საქართველოს 1320 მოქალაქე გაემგზავრა, ქვეყანაში შესვლა კი 141-მა ვერ შეძლო. ისრაელიდან იანვარში საქართველოს 82 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

17 თებერვალი 2019, 12:05

ეკონომიკა

მალაიზია პლასტიკური ნაგვის იმპორტში მსოფლიო ლიდერია

მალაიზია პლასტიკური ნაგვის იმპორტში მსოფლიო ლიდერი გახდა. ქვეყნის ერთ-ერთ პროვინციაში რად გორში პლასტიკური ნაგვის რაოდენობამ 17 ათასი ტონა შეადგინა,

გუდაური

17 თებერვალი 2019, 11:57

ეკონომიკა

უამინდობის გამო კურორტი გუდაური დაიკეტა

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განაცხადეს. რომ ამ დროისთვის, გუდაურში მხოლოდ პირველმა საბაგირომ დაიწყო ფუნქციონირება, რომელსაც მეტეოროლოგიური პირობები ნაკლებ საფრთხეს უქმნიდა.

17 თებერვალი 2019, 11:38

მსოფლიო

აშშ-ში უცნობმა პირმა მძევლები აიყვანა

ბოროტმოქმედს მძევლად რამდენიმე ადამიანი საცხოვრებელ სახლში 12 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა არ სახელდება.