imedi /  11 ივლისი 2018, 20:29 / სანდო წყარო

ქართული ოცნების ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე თანაგუნდელებს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას აცნობს.

სხდომას არც ბიძინა ივანიშვილი და არც პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან.

მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივლისს 09:00 საათზე დასახელდება.

მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერმინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. 

ამ დროისთვის საქართველოს დროებითი მთავრობა ჰყავს, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

ყველა სიახლე

პოლიცია

24 აპრილი 2019, 13:56

ძალოვნები

მარნეულში ნაციონალების წარმომადგენელსა და „ქართული ოცნების“ წევრს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც მმართველი გუნდიდან მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ გუშინ ოლქიდან გამოვიდა რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” დროებითი კომისიის წევრი ლაშა ქველაძე მიუახლოვდა და ცალკე საუბარი მოსთხოვა, ამის შემდეგ მას ქველაძე ფიზიკურად გაუსწორდა.

სასამართლო

24 აპრილი 2019, 13:32

ძალოვნები

ორ ნიგერიელს ჯგუფური გაუპატიურებისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის ბრალდებულები, ნიგერიის მოქალაქეები ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო.

ბენ აფლეკი

24 აპრილი 2019, 13:20

კულტურა

ბენ აფლეკი ფილმს იღებს

ბენ აფლეკი Universal Pictures-ის ახალ პროექტში ჩაერთო. ფილმის სახელწოდებაა Ghost Army და ის აშშ-ის არმის საიდუმლო ქვედანაყოფზეა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში მოქმედებდა. ბენ აფლეკი ფილმში ერთ-ერთ როლსაც შეასრულებს.

საპროტესტო აქციები ლონდონში

24 აპრილი 2019, 13:06

მსოფლიო

„გასაბერ ტრამპს“ ლონდონში ისევ გაუშვებენ

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს ადგილობრივი აქტივისტები ჰაერში დონალდ ტრამპის ფორმის გიგანტურ ბუშტს ისევ გაუშვებენ. დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი 3-5 ივნისს გაიმართება.

მეტრო

24 აპრილი 2019, 12:45

საქართველო

აღდგომას მეტრო და ავტობუსები უფასო იქნება

„ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მმართულებით ავტობუსები. სულ 8 მარშრუტია. 28 აპრილს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო",- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

24 აპრილი 2019, 12:45

საქართველო

პანკისში პოლიციის დროებით საგუშაგოს ამონტაჟებენ

ადგილზე მეოთხე დღეა რჩება დაცვის 50-მდე პოლიციელი. ისინი 24-საათიანი რეჟიმით პოლიციურ კონტროლს ახორციელებენ. მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ყვითელი ლენტით ისევ შემოსაზღვრულია.ადგილზე რჩება სამშენებლო კომპანია "ფერის" კუთვნილებაში არსებული ტრაქტორი, რომელიც დაპირისპირების დღეს მოსახლეობამ ცეცხლი წაუკიდა.

არჩევნები ინდონეზიაში

24 აპრილი 2019, 12:38

მსოფლიო

ინდონეზიაში არჩევნებზე გადაღლილობისგან გარდაცვლილთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში არჩევნებზე მუშაობის დროს გადაღლილობისგან გარდაცვლილი საარჩევნო კომისიების წევრების რიცხვი 139-მდე გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პოლიტიკისა, იუსტიციის და უსაფრთხოების მინისტრმა ვირანტომ განაცხადა.

საბაგირო

24 აპრილი 2019, 12:31

საქართველო

ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათის მიმართულებით საბაგიროების აშენება იგეგმება

"5 თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. სამივე მიმართულებაზე ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და დარწმუნებული ვარ, საბაგიროს პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ისეთი შესაძლებლობა, როგორც მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსებია“, – განაცხადა კალაძემ.

24 აპრილი 2019, 12:25

საქართველო

როგორი სანიტარიული მდგომარეობაა აგრარულ ბაზრებში წინასააღდგომოდ

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. კონტროლდება როგორც ბაზრებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე მაღალი რისკის სურსათის: ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

დასაქმება

24 აპრილი 2019, 12:14

საქართველო

მერია გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციას იწყებს

„ისწავლე და დასაქმდი“- მერია გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერიის თქმით, რეგისტრაცია დღეს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, სასწავლო კურსი კი 3 თვეს გრძელდება. მისივე თქმით, შარშან 1000 ადამიანი გადაამზადეს და მათი 80% დასაქმებულია.

ნინო სალუქვაძე

24 აპრილი 2019, 12:14

სპორტი

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ პირველივე ჯერზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ქალთა ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ლიზი კილაძე 563 ქულით მე-60 ადგილზე გავიდა. ნინო სალუქვაძისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კარიერაში მე-9 იქნება.

24 აპრილი 2019, 12:13

საქართველო

კახა კალაძე: ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეფერხებული მოძრაობის პრობლემა მოგვარდება

ქალაქის მერის თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე მეტროს შახტთან დაკავირებული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორია რკინის ჯებირებითაა შემოღობილი, რაც ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას ხელს უშლის.

პატრიცია ჰილი და ფრენკ ჰილი

24 აპრილი 2019, 12:07

ტაბლოიდი

აშშ-ში 69 წლის ქალმა მეუღლე პორნოარხის ყურების გამო მოკლა

აშშ-ის არკანზასის შტატში 69 წლის ქალს ასამართლებენ, რომელმაც 65 წლის მეუღლე პორნოარხის ყურების გამო მოკლა. საქმის მასალების მიხედვით, წყვილს სატელიტური ტელევიზიის ყურებისთვის გაზრდილი გადასახადი მოუვიდა, რამაც პატრიციას გაღიზიანება გამოიწვია. როდესაც მან ქვითარი შეისწავლა, აღმოჩნდა, რომ ფრენკმა კვლავ ჩართო პორნოარხი, რომელიც მანამდე პატრიციამ გაათიშინა.

24 აპრილი 2019, 11:59

ტექნოლოგიები

Instagram-ს ქვიზების სტიკერი დაემატა

ახალი ფუნქცია iOS-ისა და Android -ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. სიახლის საშუალებით, Instagram-ის "სთორებში" შეკითხვის დასმა და აუდტორიისთვის სავარაუდო პასუხების შეთავაზებაა შესაძლებელი.

კალაძე

24 აპრილი 2019, 11:58

საქართველო

კახა კალაძე მოადგილეებისა და ვიცემერის ხელფასების ზრდას უარყოფს

„როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობებს ვხედავ, ვალდებული ვარ, განმარტებები და შედარებები გავაკეთო. წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მოსახლეობამ ინფორმაცია უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს კიდეც ცხრილი, 2013 წელს რამდენი იყო მერის მოადგილეების ხელფასები და დღეს რამდენია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

24 აპრილი 2019, 11:55

საქართველო

ბათუმის ბულვარი შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლებს შეიძენს

სსიპ "ბათუმის ბულვარის" მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ადაპტირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის 5 საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლს შეიძენენ.

კახი კალაძე

24 აპრილი 2019, 11:46

საქართველო

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

თბილისის მერის კახი კალაძის გადაწყვეტილებით, 1500 მძღოლს, რომლებმაც დადგენილ ვადაში ვაუჩერები ვერ აიღეს, ეს ვადა 15 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდებათ. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შრი-ლანკა

24 აპრილი 2019, 11:38

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების საქმეზე 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიის საქმეზე 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარემ განცხადა. ლაკშმან კირიელას თქმით, დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა 100-მდე გაიზარდოს. ბოლო მონაცემებით, თავადასხმებს 359 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 39 უცხოეთის მოქალაქეა.

24 აპრილი 2019, 10:59

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭომ სექსუალური ძალადობის საკითხზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ სამხედრო კონფლიქტების დროს სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის შესახებ გერმანიის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. დოკუმენტს მხარი 13-მა ქვეყანამ დაუჭირა, რუსეთმა და ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

ტარიელ ონიანი

24 აპრილი 2019, 10:33

მსოფლიო

ესპანეთმა რუსეთისგან ტარიელ ონიანის ექსტრადირება მოითხოვა

ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რუსეთს ტარიელ ონიანის გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა. როგორც Deutsche Welle-სთვის გახდა ცნობილი, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ონიანი კრიმინალური სამყაროს ცნობილი მოღვაწეა, რომელსაც „კანონიერი ქურდის“, „ტაროს“ სახელით იცნობენ.