imedi /  10 მარტი 2017, 22:15 / სანდო წყარო

იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლების სამსახურში აღდგენას გაასაჩივრებს

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

იუსტიციის სამინისტროს "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ორი თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლებაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სამსახურიდან დათხოვნა სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გუშინ ცნო.

"ორმა ყოფილმა თანამშრომელმა სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" წინააღმდეგ შრომითი დავა წამოიწყო და განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა მოითხოვა. 2017 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და "დანაშაულის პრევენციის ცენტრს" მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა. სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მას საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ორი თანამშრომლის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო. 

ყველა სიახლე

ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

29 თებერვალი 2020, 17:30

საქართველო

ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან საქართველოს სამ მოქალაქეს თბილისში, საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან საქართველოს სამ მოქალაქეს თბილისში, საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ. „ქრონიკის“ ინფორმაციით სამივე სატვირთო მანქანის მძღოლია, რომლებმაც ირანის საზღვარი 22 თებერვალს გადაკვეთეს და დღეს საქართველოში დაბრუნდნენ.

29 თებერვალი 2020, 17:24

მსოფლიო

BBC: აშშ-მ და „თალიბანმა“ ავღანეთში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-ისა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა. მისი მიხედვით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებენ. ამის შესახებ BBCიტყობინება. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის შეთანხმება ყატარში გაფორმდა.. მხარეებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტი ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

ბათუმი

29 თებერვალი 2020, 17:12

საქართველო

არდადეგები ბათუმის ბაგა-ბაღებშიც გამოცხადდა

ამის შესახებ ბათუმის მერიამ განცხადება გავრცელა,რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციიით მიიღეს. სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დამატებით, გენერალური დეზინფექცია-დასუფთავება ჩატარდება.

კორონავირუსი

29 თებერვალი 2020, 17:04

საქართველო

თბილსის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონა მოეწყობა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადაკეთდება. ამ საავადმყოფოში მოათავსებენ იმ ადამიანებს რომლებსაც შესაძლოა კორონავირუსი აღმოაჩნდეთ.

ქუთაისის აეროპორტი

29 თებერვალი 2020, 16:52

საქართველო

ქუთაისში იტალიიდან ჩაფრენილი ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი აცხადებს, ერთი პირი სამხედრო იყო და ის გორში გადაიყვანეს, რადგან იმყოფებოდა ბოლონიაში, რისკ-ზონაში. მას ტემპერატურა არ ჰქონდა და მის გადაყვანაზე რეკომენდაცია არ გაუციათ და ის სამხედროებმა წაიყვანეს. მეორე პაციენტის კი ტემპერატურა დაუფიქსირდა 37,5 და უსაფრთხოების მიზნით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კორონავირუსი

29 თებერვალი 2020, 16:46

მსოფლიო

აზერბაიჯანმა ირანთან კორონავირუსის გამო საზღვარი ორი კვირით ჩაკეტა

აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ შტაბზე დაყრდნობით წერს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზღვარი ორი კვირით იკეტება.

ამერიკელი სამხედროები ავღანეთი

29 თებერვალი 2020, 16:41

მსოფლიო

აშშ-ის და „თალიბანის“ შეთანხმების მიხედვით ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 14 თვის განმავლობაში დატოვებენ

შესაბამისი განცხადება აშშ-სა და ავღანეთის მიერ გავრცელებულ დეკლარაციაში წერია, რომელიც შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის შეთანხმებას ხელს დღეს, ყატარში მოაწერენ. მხარეებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტი ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

კორონავირუსი

29 თებერვალი 2020, 16:22

საქართველო

ქუთაისის აეროპორტში მილანი-ქუთაისის მიმართულების მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით კიდევ ერთი ფრენა შესრულდა. მგზავრები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და საზღვრებზე ორივე მიმართულებით კონტროლი გამკაცრებულია.

მიხეილ ჩხენკელი

29 თებერვალი 2020, 15:55

საქართველო

განათლების სამინისტრო უმაღლეს და პროფსასწავლებლებს რეკომენდაციით მიმართავს, საჭიროების შემთხვევაში სწავლის დაწყების თარიღი თავად განსაზღვრონ

„პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ტადაჰარუ უეჰარა

29 თებერვალი 2020, 15:54

საქართველო

იაპონიის ელჩი თბილისის აეროპორტში დოჰიდან ჩამოსულ იაპონიის მოქალაქეებს დახვდა

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტადაჰარუ უეჰარა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დოჰა თბილისის რეისს დახვდა, რომლითაც საქართველოში იაპონიის მოქალაქეები ჩამოვიდნენ. იაპონიის ელჩი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პერიოდში, საზღვრის მართვის კონტროლის მექანიზმებსაც გაეცნო.

ბაგა-ბაღი

29 თებერვალი 2020, 15:44

საქართველო

2-დან 16 მარტამდე არდადეგები თბილისის ბაგა-ბაღებშიც გამოცხადდა

2-დან 16 მარტამდე არდადეგები თბილისის ბაგა-ბაღებშიც გამოცხადდა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. სკოლების მსგავსად, ბაგა-ბაღებში პროფილაქტიკის მიზნით დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

ამირან გამყრელიძე

29 თებერვალი 2020, 15:35

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ინფექციური საავადმყოფო სტრატეგიული ობიექტია და მის პერსონალს მუშაობის უფლება უნდა მივცეთ

ყველას გთხოვთ, დავმშვიდდეთ და მივცეთ ექიმებს უფლება, თავიანთ ადგილზე იმუშაონ. ვიმეორებ, ინფექციური საავადმყოფო ქვეყნის სტრატეგიული ობიექტია, სადაც ყველაზე უფრო პროფესიონალი კადრები მუშაობენ და მათ უნდა მივცეთ უფლება იმუშაონ, მოარჩინონ ადამიანები, - ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ ბოიკოტის გამოცხადებას ეხებოდა.

აეროპორტი თბილისი მგზავრები

29 თებერვალი 2020, 15:25

საქართველო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგარეო უწყება მოგზაურებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

„24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ, სადაც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში მოგზაურობის მსურველები იღებენ ინფორმაციას საქართველოში მგზავრობის და აუცილებელი პრევენციული ზომების შესახებ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სირიელი მიგრანტები

29 თებერვალი 2020, 15:17

მსოფლიო

თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი გაუხსნა

თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი გაუხსნა. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ ევროპასთან საზღვარი 18 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა, დღეს კი ამ რიცხვმა შესაძლოა 30 ათასს მიაღწიოს. ერდოღანის განცხადებით, ანკარა მიგრანტებს საზღვარს აღარ ჩაუკეტავს.

სამხრეთ კორეა ექიმები კორონა

29 თებერვალი 2020, 15:11

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ერთ დღეში კორონავირუსის 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი (657) ქალაქ დეგუში დაფიქსირდა, სადაც „სინჩხონჯის იესოს ეკლესია“ მდებარეობს. სწორედ ამ სექტის წარმომადგენელი ითვლება ქვეყანაში ვირუსის მთავარ გამავრცელებლად. 61 წლის კაცი, რომელმაც ჩინეთში იმოგზაურა და კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა საავადმყოფოში ტესტირებაზე უარი განაცხადა და რამდენიმე წირვას დაესწრო, სადაც 1000-ზე მეტ ადამიანთან ახლო კონტაქტი დაამყარა.

სასწრაფო დახმარების მანქანა

29 თებერვალი 2020, 14:49

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: მედპერსონალი დაცვის ყველა საჭირო საშუალებით არის აღჭურვილი

უწყების ცნობით, რისკ-ჯგუფში მყოფ პაციენტთა შემოწმება და ტრანსპორტირება ხდება C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმლით, სამედიცინო ნიღბებითა და ასევე პერსონალური დაცვის სათვალეებით აღჭურვილი მედიკოსების​ მიერ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

29 თებერვალი 2020, 14:46

საქართველო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით.

მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი 

29 თებერვალი 2020, 14:29

მსოფლიო

ირანის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

დეპუტატი, რომელსაც ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, შაბათს, დილით დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებულია დაავადების 593 შემთხვევა. თუმცა BBC ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 210 ადამიანი გარდაიცვალა.

ტომ კრუზი

29 თებერვალი 2020, 14:09

კულტურა

ტომ კრუზი ვენეციაში საკარანტინო სივრცეში მოათავსეს

ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი და ფილმ „შეუსრულებელი მისიის“ მეშვიდე ნაწილის გადამღები ჯგუფის სხვა წევრები კარანტინში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტომ კრუზი ვენეციაში ფილმის რამდენიმე სცენის გადასაღებად ჩავიდა, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაღებები შეწყდა, მსახიობები კი საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

29 თებერვალი 2020, 13:40

საქართველო

საჩხერის საკარანტინო ზონაში დარჩენილ პაციენტებს ვირუსის ნიშნები არ აქვთ

საქართველოში, ჩინეთიდან ევაკუირებული 34 მოქალაქიდან საჩხერის სასტუმროში კარანტინის რეჟიმში ამ დროისათვის 31 მოქალაქე რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. ვირუსის ნიშნები არცერთ პაციენტს არ აღენიშნება.