03 აგვისტო 2018, 16:28 / სანდო წყარო

ცნობილია, წელიწადის რომელ მონაკვეთში გზავნიან ქართველები ყველაზე მეტ SMS-ს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, საქართველოში მობილური ოპერატორების აბონენტებისგან 24 მილიარდზე მეტი ტექსტური შეტყობინებაა გაგზავნილი. ამავე პერიოდისა და 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით ირკვევა, რომ ყველაზე მეტი SMS იანვარსა და დეკემბერში იგზავნება, რაც, სავარაუდოდ, ახალ წელსა და მილოცვებს უკავშირდება. 

2013-2015 წლებში, იანვრის განმავლობაში 500 მილიონზე მეტი ტექსტური შეტყობინება იგზავნებოდა ხოლმე. ეს მონაცემები შეიცვალა 2016 წლიდან. ამ წლის 17 იანვრის მონაცემით, ერთ თვეში 465 149 635 გაგზავნილი SMS დაფიქსირდა.

ამის შემდეგ, ყოველი წლის იანვარში მცირდება წინა წლების პირველ თვეში გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა (თუმცა, წლის განმავლობაში, მაინც ეს თვე ლიდერობს გაგზავნილი SMS-ების რაოდენობის მხრივ). 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 401 898 592 შეადგინა, 2018 წლის იანვარში კი, მხოლოდ 295 714 354 გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა. 

ყველა სიახლე

მაია ზავრაშვილი

17 თებერვალი 2020, 17:15

ეკონომიკა

მაია ზავრაშვილი: წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი

პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, შემოსულ მომხმარებლებს შორის საქართველოს გარდა, მაღალი აქტივობა ფიქსირდება ამერიკიდან, ირლანდიიდან და თურქეთიდან.

რატი იონათამიშვილი

17 თებერვალი 2020, 17:04

საქართველო

რატი იონათამიშვილი ირაკლი შოთაძეს: რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს

რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და საჭიროებებს მოხმარდეს, - ამ კითხვით გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიმართა.

ლევან გოგიჩაიშვილი

17 თებერვალი 2020, 16:44

საქართველო

ლევან გოგიჩაიშვილი შოთაძეს: რამდენად ნორმალურია, დასაქმდეთ იმ კომპანიაში, რომლის წინააღმდეგ აღძრული საქმეც მანამდე დახურეთ?

რამდენად ნორმალურია, დასაქმდე იმ კომპანიაში, რომლის საქმესაც ფინანსურ პოლიციაში იძიებდით, შემდეგ პროკურატურაში მუშაობისას ეს საქმე დახურეთ და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ამ კომპანიაში დაიწყეთ მუშაობა, - ამ კითხვით პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მიმართა.

ლევან კობერიძე

17 თებერვალი 2020, 16:25

საქართველო

ლევან კობერიძე ირაკლი შოთაძეს: რით განსხვავდება „თბილავიამშენის“ საქმე წართმეული ქონების სხვა საქმეებისგან?

რატომღაც, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამარჯვება ახლა თქვენთან ასოცირდება, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ლევან კობერიძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს განუცხადა. კობერიძე დაინტერესდა, რატომ დაიხურა „თბილავიამშენის“ საქმე შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში და რით განსხვავდება ის წართმეული ქონების სხვა საქმეებისგან.

ზაზა ბოხუა

17 თებერვალი 2020, 16:20

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ თანამდებობა დატოვა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას, უწყების პრესსამსახური ადასტურებს.

კახა კალაძე

17 თებერვალი 2020, 16:09

საქართველო

კახა კალაძე: მერია ვაკის პარკში მშენებლობის მომხრე არ არის

რესტორნის აშენების შემოთავაზება მას შემდეგ განიხილება, რაც პროექტი შემუშავება, ზოგადად მერია აქ მშენებლობის მომხრე არ არის და ისევ ადგილმონაცვლეობის სახითხს განიხილავს.

პეპ გვარდიოლა

17 თებერვალი 2020, 16:05

სპორტი

პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლას არ აპირებს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მეგობრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის გუნდის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს 2 წელი ევროტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა, რისი მიზეზიც ლიცენზირების და სპონსორული შემოსავლების მიღების წესების უხეში დარღვევა გახდა.

17 თებერვალი 2020, 16:02

საქართველო

ესტონეთის საგარეო დაზვერვა: 2020 წელს რუსეთი ფოკუსირებული იქნება საქართველოს საპარლამენტო და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე

დოკუმენტში წერია, რომ რუსეთი ჩაერია დასავლეთში გამართულ არჩევნებში 2019 წელს და სავარაუდოდ, იმავეს გაიმეორებს 2020 წელს. „რუსეთი, რა თქმა უნდა, ფოკუსირებული იქნება აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კახა კალაძე

17 თებერვალი 2020, 15:42

საქართველო

კახა კალაძე მარგველაშვილზე: არ მგონია, პოლიტიკურ პლასტელინს სხვადასხვა პარტიასთან პოლიტიკური მიკედლების რამე პრობლემა ჰქონდეს

არ მგონია, პოლიტიკურ პლასტელინს სხვადასხვა პარტიასთან პოლიტიკური მიკედლების რამე პრობლემა ჰქონდეს, მათ შორის, სააკაშვილთანაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 15:29

საქართველო

ირაკლი შოთაძე: თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან

თუ ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი, ძალიან მწარედ ცდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე გენერალური პროკურორის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა. პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებზე საუბრის დაწყებამდე, ირაკლი შოთაძე ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებებს გამოეხმაურა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით პერფორმანსი განმართეს.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2020, 15:13

საქართველო

მამუკა მდინარაძე: სახის დაკარგვის დღევანდელი მაგალითი განსაკუთრებული იყო

სახის დაკარგვის კონკრეტული მაგალითი ბევრი გვქონია, მაგარამ ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო, - ასე შეაფასა დღეს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატთა პერფორმანსი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 14:52

საქართველო

ირაკლი შოთაძე: კომიტეტთან იმ მიმართულებებსა და ხედვაზე ვაპირებ საუბარს, რაც პროკურატურის განვითარებისა და რეფორმირების გზაზე გამაჩნია

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ საკანონმდებლო ორგანოში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2020, 14:50

საქართველო

მამუკა მდინარაძე: მადლობა დამოუკიდებელ დეპუტატებს, რომ ამ ცირკში მონაწილეობა არ მიიღეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დამოუკიდებელ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის მიერ მოწყობილ პერფორმანსში მონაწილეობა არ მიიღეს.

გია ვოლსკი

17 თებერვალი 2020, 14:35

საქართველო

გია ვოლსკი: ნაცმოძრაობის პერფორმანსი ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რადგან იმ ძალას წამოადგენენ, რომელმაც ბევრი ადამიანი გააუბედურა

„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება, დემოკრატიის ერთადერთი მაძებარები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”, - განაცხადა ვოლსკიმ.

სოსო რობაქიძე

17 თებერვალი 2020, 14:28

საქართველო

სოსო რობაქიძე: ერთი მუჭა ნაცები რომ შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ, არ მახსოვს მათ ადეიშვილისა და მერაბიშვილის ძალადობა გაეპროტესტებინათ

შოთაძე ჩემთის არ არის ადეიშვილი. ერთი მუჭა ნაცები რომ მის კანდიდატურას აპროტესტებენ, არ მახსოვს, ამ ხალხს ის ძალადობა გაეპროტესტებინათ, რასაც ადეიშვილი და მერაბიშვილი აკეთებდნენ, - ამის შესახებ, სოსო რობაქიძემ ჟურნალსიტებს პარლამენტში, შოთაძის მოსმენის დაწყებამდე განუცხადა.

17 თებერვალი 2020, 14:13

საქართველო

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პერფორმანსი მოაწყვეს

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მათ საქციელს უპასუხისმგებლო უწოდა. ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, კერძოდ, ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ სხდომაზე დამსწრე დეპუტატებს ფლაერები დაურიგეს. ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

17 თებერვალი 2020, 14:12

ძალოვნები

ხონში ჩაისუბნის სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია

ხონში, ჩაისუბნის სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. ცეცხლი სასწავლო პროცესის დროს გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

რევაზ ჩარკვიანი

17 თებერვალი 2020, 14:06

საქართველო

ახალგაზრდობის სააგენტო მილიონი ლარის საგრანტო კონკურსს აცხადებს

„ახალგაზრდული სფეროს რეფორმის ფარგლებში, დღეს გაიმართა ახალგაზრდობის სააგენტოს „მილიონიანი ფონდის“ პრეზენტაცია. წელს საპილოტე წელია და ჩვენი პრიორიტეტი არის რეგიონები, კონკრეტულად კი, რეგიონალური ახალგაზრდული ორგანიზაციები, შესაბამისად, საგრანტო კონკურსიც ცხადდება რეგიონალური მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ისე რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. მათ უნდა შემოიტანონ გრძელვადიანი, მდგრადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები. ერთჯერად და მოკლევადიან პროექტებზე გრანტი წელს არ გაიცემა,“- აღნიშნა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა.

ინდოეთი ჯარი ქალები

17 თებერვალი 2020, 13:58

მსოფლიო

ინდოეთში ქალი სამხედროები მაღალი თანამდებობების დაკავებას შეძლებენ

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალებს შეიარაღებულ ძალებში მაღალი თანამდებობების დაკავების უფლება მიეცათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NDTV ავრცელებს.

შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

17 თებერვალი 2020, 13:54

საქართველო

ომბუდსმენის ინფორმაციით, „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემებია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. ნინო ლომჯარიამ დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე დაათვალიერა, სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს გაესაუბრა.