imedi /  06 აგვისტო 2018, 12:50 / სანდო წყარო

დღეს სალომე ზურაბიშვილი თავის პოლიტიკურ გეგმას გაამხელს

სალოემ ზურაბიშვილი

სალოემ ზურაბიშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებზე სალომე ზურაბიშვილი დღეს 17 საათზე ისაუბრებს. სულ რამდენიმე წუთის წინ, ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ოთახი დატოვა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს გეგმები გაუზიარა. ზურაბიშვილი ამ დრომდე მედიის მიერ დასმულ სხვა არც ერთ კითხვას არ პასუხობს.

66 წლის სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად 2000-იანი წლების დასაწყისში ჩაება. ქართველი ემიგრანტების შთამომავალი და ცნობილი ქართველი მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი პარიზში დაიბადა, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლა და  კარიერის დიდი ნაწილი საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობას მიუძღვნა.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გიორგი მარგველაშვილმა პირველ აგვისტოს დაასახელა. მოქმედმა პრეზიდენტმა ისევ არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც "ქართული ოცნება" დაუჭერს მხარს. საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით უკვე მიმართა.

ოპოზიციურ ერთობას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძეჰყავს. პარტია ევროპულ საქართველოს კი დავით ბაქრაძე.

პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

16 დეკემბერი 2018, 21:50

საქართველო

შს მინისტრმა გურჯაანში დაშავებული პოლიციელები მოინახულა

გურჯაანსა და თელავის მუნიციპალიტეტებში დღეს ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციაზე დაშავებული პოლიციელების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა. ის გურჯაანის საავადმყოფოშია, სადაც 6 პოლიციელი გამოკვლევებზეა გადაყვანილი.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 21:33

საქართველო

რუსთაველის გამზირზე გზა შსს-მ უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემდე საავტომობილო გზაზე მოძრაობა საპატრულო პოლიციამ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე შეზღუდა.

ნინო ლომჯარია

16 დეკემბერი 2018, 21:16

საქართველო

ლომჯარია გახარიას პასუხობს: პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ ომბუდსმენის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებას Facebook-ზე ეხმიანება. როგორც ლომჯარია წერს, პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა.

დაშავებული პოლიციელები

16 დეკემბერი 2018, 21:05

საქართველო

კახეთში ნაციონალების აქციაზე დაშავებული პოლიციელების ნაწილი საავადმყოფოდან გაწერეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტის დაშავებული 9 პოლიციელი, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყვნენ გამოკვლევებზე გადაყვანილი, საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

16 დეკემბერი 2018, 20:51

მსოფლიო

ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ავსტრალიაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი 2 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ამ დროისთვის მსხვერპლისა და ზარალის, ასევე ცუნამის საფრთხის შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.

16 დეკემბერი 2018, 20:49

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტი, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც შავი ბრინჯით თაგვებს კვებავდნენ. აღმოჩნდა, რომ შავი ბრინჯი ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას და ასევე ღვიძლში ლიპიდების დაგროვებას. მეცნიერები ამბობენ, რომ შავი ბრინჯი შეიცავს მეტ ცილას, უჯრედისს და ანტიოქსიდანტებს, ვიდრე თეთრი ბრინჯი.

16 დეკემბერი 2018, 20:45

ტაბლოიდი

ნიუ-ჯერსის შტატში ცირკში გარეული ცხოველების გამოყვანა აკრძალეს

ნიუ-ჯერსი პირველი შტატი გახდა, რომელშიც ცხოველების ცორკში გამოსვლა აკრძალეს. გუბერნატორმა კანონი 36 წლის სპილო ნოუსის მიუძღვნა, რომელსაც აიძულებდნენ ამერიკის შტატებში ცირკთან ერთად ემოგზაურა. ახლა სპილოს თავშესაფარში უვლიან.

აქცია პარლამენტთან

16 დეკემბერი 2018, 20:39

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა მიიტაცოს სახელმწიფო ერთმა ადამიანმა, არავის მისცე უფლება, გამოხატოს თავისი თავი. ეს იყო ჩუმად ჩატარებული ინაუგურაცია იმ 200 ადამიანისთვის, რომლებიც ესწრებოდნენ მას

ბაქტერიები

16 დეკემბერი 2018, 20:21

ტექნოლოგიები

კვლევა: მიწის ქვეშ სიცოცხლე უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მიწის ზემოთ

52 ქვეყნის 1 000-ზე მეტი მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა სახელწოდებით “სიღრმის ნახშირბადის ობსერვატორია”, 10-წლიანი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. მეცნიერთა ჯგუფი პლანეტის 100-მდე პუნქტზე, ზღვის ფსკერზე 2.5 კილომეტრიდან 5 კილომეტრამდე მიწის სიღრმეებს სწავლობდა.

ლევან კორტავა

16 დეკემბერი 2018, 19:59

მსოფლიო

გეგუთის ციხეში ცემის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა

მოსამართლემ კოლონიის ყოფილ უფროსს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა, ორი თანამშრომელი 4550 ლარით დააჯარიმა, ერთი 3100 ლარით, ერთს კი ერთწლიანი პირობითი სასჯელი მისცა. მოკლული პატიმრის მამიდა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.

16 დეკემბერი 2018, 19:57

ტაბლოიდი

კანადელმა ქალმა შეცდომით ამანათით კატა გააგზავნა

ამანათის გაგზავნის დროს ქალმა ვერ შენიშნა, რომ ერთ-ერთ ყუთში კატა ჩახტა და შიგ დაიძინა. კატის გაუჩინარება ქალმა ამანათების გაგზავნის შემდეგ შენიშნა. ძებნა რა თქმა უნდა უშედეგო იყო. ერთი დღის შემდეგ ქალს კურიერმა დაურეკა და უცნაური ამანათის შესახებ ჰკითხა. კატა სატვირთო მანქანის მძღოლმა აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, კატან ქაღალდის ყუთი გახია და გარეთ გამოძვრა.

16 დეკემბერი 2018, 19:55

მსოფლიო

ესპანეთში ცხოველთა უფლებადამცველებმა პროტესტი უცნაური ფორმით გამოხატეს

აქტივისტებმა კატალონიის მოედანზე გაიხადეს, წითელი საღებავები გადაისხეს და ასფალტზე დაწვნენ. ამ ფორმით აქტივისტებმა ცხოველის ბეწვის და ტყავის გამოყენება აკრძალეს. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: რამდენი სიცოცხლეა საჭირო ერთი პალტოს შესაკერად.

აფეთქება იაპონიაში

16 დეკემბერი 2018, 19:49

მსოფლიო

იაპონიაში, რესტორანში აფეთქებისას 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ჩრდილოეთ იაპონიაში, ქალაქ საპოროში მდებარე ერთ-ერთ რესტორნაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აფეთქების შედეგად შენობა თითქმის სრულად დაინგრა.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2018, 19:48

საქართველო

შვედეთის მეფემ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა

შვედეთის მეფემ კარლ მე-16-მ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა. შესაბამისი განცხადება საქართველოში შვედეთის საელჩოს ოფიციალურ Facebook-ზე გამოქვეყნდა.

16 დეკემბერი 2018, 19:31

მსოფლიო

გერმანიაში დაუდგენელმა პირებმა მანქანის ავზიდან 15 000 ლიტრი რძე დაღვარეს

დაუდგენელმა პირებმა ავტოსადგომზე მდგარი რძის გადასაზიდი მანქანის ავზის ონკანები მოუშვეს და ავზიდან 15 ათასი ლიტრი რძე დაღვარეს. სუსხიანი ამინდის გამო დაღვრილი რძე გაიყინა და მოძრაობა შეფერხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ

პოლიცია

16 დეკემბერი 2018, 19:31

ძალოვნები

ნაციონალების აქციაზე დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს

არსებული ინფორმაციით, აქციის გამო მათთან სასწრაფო მანქანა ვერ მიდიოდა, დაშავებული პოლიციელები კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებდნენ.

ირაკლი კობახიძე

16 დეკემბერი 2018, 19:30

საქართველო

ირაკლი კობახიძე ესტონეთს ეწვევა

ირაკლი კობახიძე ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორს, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალულაიდს, პრემიერმინისტრ იური რატას და საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიქსერს შეხვდება. კობახიძე მონაწილეობას მიიღებს სემინარში - „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“.

ნაციონალების აქცია

16 დეკემბერი 2018, 19:20

საქართველო

პარლამენტთან ნაციონალების მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს

ნაციონალების მხარდამჭერების თქმით, ისინი არ აღიარებენ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას. მათ პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის ოთხი კარავიც გაშალეს. აქციის მონაწილეებთან ერთად არიან "ნაციონალების წევრები" ლევან ხაბეიშვილი და ბესო შენგელია.

16 დეკემბერი 2018, 19:19

საქართველო

მამუკა ბახტაძე თურქეთის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

„მამუკა ბახტაძემ თურქეთის ვიცეპრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ორ ქვეყანას შორია არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2018, 19:14

საქართველო

მენაბდე: საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა მას შემდეგ გახდება, რაც პრეზიდენტს ხალხი აღარ აირჩევს

სპეციალისტის თქმით, საქართველო 2024 წლამდე ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკად რჩება - ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება.