imedi /  10 აგვისტო 2018, 12:29 / სანდო წყარო

ხაჯიმბა პუტინს და მედვედევს სოხუმში ეპატიჟება

რაულ ხაჯიმბა

რაულ ხაჯიმბა

აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი ე.წ. „დამოუკიდებლობის აღიარების“ მე-10 წლისთავზე სოხუმში რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს ეპატიჟება. ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ გამოცემა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ უკვე გავუგზავნეთ მოწვევა ვლადიმერ პუტინს, დიმიტრი მედვედევს და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, ასევე, რუსეთის ფედერაციის იმ სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად გვეხმარებოდნენ საომარი მოქმედებების დროს და გვიწევდნენ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.

მანამდე რუსეთის ლიდერები, პარლამენტის წევრები, პატრიარქი კირილი და იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც დეფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარეს, ე.წ. „აღიარების“ მე-10 წლისთავის აღსანიშნავად ოკუპირებული ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა მიიწვია.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

კანაფის ფესტივალი

19 ოქტომბერი 2018, 20:11

ძალოვნები

შსს „გირჩის“ მიერ დააანონსებულ კანაფის ფესტივალთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

19 ოქტომბერი 2018, 20:01

მსოფლიო

უგანდაში აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიდი გახსნეს

აღმოსავლეთ უგანდაში, ქალაქ ჯინჯაში გახსნეს 525-მეტრიანი ხიდი, რომელიც აფრიკაში სიგრძით მე-5 ადგილზეა. ხიდი თეთრ ნილოსს კვეთს. პროექტის განხორციელება $112 მილიონი დაჯდა. ხიდის მშენებლობის 80% იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) დააფინანსა.

ჯამალ ჰაშაღი

19 ოქტომბერი 2018, 19:53

მსოფლიო

ჰაშაღის საქმეზე Twitter-მა საუდის არაბეთის მთავრობის მხარდამჭერი ბოტები დაბლოკა

გამოცემის ინფორმაციით, თითოეულ ტვიტს არაბულენოვანი ჰეშთეგი ახლდა თან, რომელიც ასე ითარგმნება: #ჩვენ_ყველა_ვენდობით_მოჰამედ_ბინ_სალმანს. ბოლო პერიოდში Twitter-მა ყალბ ამბებთან ბრძოლის მიზნით უამრავი ექაუნთი დაბლოკა, როს გამოც მიკრობლოგმა მთლიანობაში 7.7 მილიონი მომხმარებელი დაკარგა.

19 ოქტომბერი 2018, 19:49

ვიდეო

გლდანის მე-8 დაწესებულებაში, მირზა სუბელიანი, გამომძიებლების კითხვებს პასუხობს

ჰაკათონი

19 ოქტომბერი 2018, 19:49

ტექნოლოგიები

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ჰაკათონი ,,ჰაკატური“ დაიწყო

კონკურსტანტები შექმნიან გუნდებს და მოამზადებენ დავალების შესაბამის სადემონსტრაციო ვიდეოებს. ჰაკატურის საორგანიზაციო ჯგუფი სამ საუკეთესო პროექტს გამოარჩევს, თითოეულ მათგანს ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცემა.

19 ოქტომბერი 2018, 19:45

ვიდეო

დონალდ ტრამპი: "ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, როგორც ჩანს მკვდარია

19 ოქტომბერი 2018, 19:40

ვიდეო

საწვავის ხარისხის კონტროლი

ვიჯაიადაშამი

19 ოქტომბერი 2018, 19:40

მსოფლიო

ინდოეთში ფესტივალისას ათობით ადამიანს მატარებელმა გადაუარა

ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ ამრიტსარში ყოველწლიური ფესტივალისას, ვიჯაიადაშამის დროს, ხალხმრავლობის დროს ფესტივალზე დამსწრეთა ნაწილი მატარებლის ლიანდაგზე აღმოჩნდა, რა დროსაც მათ მატარებელმა გადაუარა. დაღუპულია 50-მდე ადამიანი.

19 ოქტომბერი 2018, 19:35

ვიდეო

ლარი გამყარდა

პოლიცია

19 ოქტომბერი 2018, 19:32

მსოფლიო

რუსეთში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აფეთქების შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. დაიწვა რამდენიმე ავტომანქანა. ქარხანაში სავარაუდოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა. 2 ადგილზე დაიღუპა, 2 კი ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ლიბანის საელჩო

19 ოქტომბერი 2018, 19:13

საქართველო

თბილისში ლიბანის საკონსულო გაიხსნება

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის 1993 წლის 1 აპრილს დამყარდა. ლიბანში საქართველოს ელჩის რეზიდენცია იორდანიის დედაქალაქ ამანშია. საქართველოში ლიბანის ელჩის რეზიდენცია კი, სომხეთის დედაქალაქ ერევანში მდებარეობს.

Russia Today

19 ოქტომბერი 2018, 19:12

მსოფლიო

აშშ-ის დიდ ქალაქებში Russia Today-ს მაუწყებლობა შეუწყვიტეს

აშშ-ში სამაუწყებლო ქსელებმა, Spectrum-მა და Comcast Chicago-მ რუსული სატელევიზიო არხის, Russia Today-ს მაუწყებლობა დაფარვის ზონებში გააუქმეს. ქსელების დაფარვის ზონა მოიცავს ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა ნიუ-იორკი, სან-დიეგო, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ ჯერსის შტატს.

19 ოქტომბერი 2018, 19:11

ვიდეო

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გლდანის მე-8 დაწესებულებაში, მირზა სუბელიანს დღეს გამოკითხავენ

19 ოქტომბერი 2018, 19:03

ვიდეო

ხულოში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

პაატა ბურჭულაძე

19 ოქტომბერი 2018, 19:01

საქართველო

პაატა ბურჭულაძე: ფონდი „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს იწყებს

„ერთი წელია, ფონდი თავის საქმეს ვეღარ აკეთებს და სოციალურად დაუცველი ოჯახები ვეღარ იღებენ იმ დახმარებას, რომელსაც ფონდი ყოველწლიურად გასცემდა. მე დღეს საქართველოს მთავრობას თხოვნის წერილით მივმართავ, დაეხმარეთ იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირთ, სანამ „იავნანა“ სრულფასოვნად დაიწყებდეს მუშაობას“, - თქვა დღეს პაატა ბურჭულაძემ.

რუსეთის პატრიარქი

19 ოქტომბერი 2018, 18:56

მსოფლიო

რუსეთის პატრიარქი გაჯეტების წინააღმდეგია

„წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ჩვენი წინაპრები სიამოვნების მიღებაზე რომ ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი და არა გმირობაზე. გმირობა წინააღმდეგობაში მოდის სიამოვნების მიღებასთან“, - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა მოსკოვში მე-8 საეკლესიო კრებაზე გამოსვლისას.

პოლიცია

19 ოქტომბერი 2018, 18:56

ძალოვნები

გორში კაცმა ცოლს საჭმლის არმომზადების გამო სცემა

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52-წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, ბრალი პროკურატურამ წაუყენა. პროკურორის განცხადებით, მკაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა - თავში და ბეჭებში. სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

ეუთო

19 ოქტომბერი 2018, 18:48

საქართველო

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის დისკუსიების 45-ე რაუნდი განიხილეს

როგორც საქართველოს განცხადებაში აღინიშნა, გასულ რაუნდზე ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე.

19 ოქტომბერი 2018, 18:48

ეკონომიკა

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

თბილისის არქიტექტურის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 1 282 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 338. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაცემული ახალი ნებართვიდან 74% ინდივიდუალურ (კერძო) სახლების მშენებლობაზე გაიცა.

სმარტფონი

19 ოქტომბერი 2018, 18:45

ტექნოლოგიები

მედია: Google-ის აპლიკაციების პაკეტი სმარტფონების მწარმოებლებისთვის $40 ეღირება

Android მოწყობილობების მწარმოებლები ვალდებულები იქნებიან თითოეულ სმარტფონზე $40 გადაიხადონ. გადასახადი სავარაუდოდ ქვეყნასა და გაჯეტზე იქნება დამოკიდებული. გადაწყვეტილება 2019 წლის 1 თებერვლიდან გააქტიურებულ Android მოწყობილობებს შეეხება.