imedi /  13 აგვისტო 2018, 19:02 / სანდო წყარო

გარემოს დაცვის სამინისტრო: აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა

გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა, მავნებელი კი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფიქსირდება. 

„მოსახლეობის და ფერმერების ის ნაწილი, რომელიც ჩართული იყო როგორც მავნებელთან, ასევე, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და რომელმაც გაითავისა, რომ შედეგის მისაღწევად, მათი აქტიურობა გადამწყვეტია, წელს თხილის გაცილებით უკეთესი მოსავალი აქვს“-ნათქვამია სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ ფაროსანის წინააღმდეგ ჩატარებული ქიმიური წამლობის პარალელურად, მოსახლეობა უნდა ახდენდეს თხილის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას, რათა არ ჩამოყალიბდეს თხილის გულის სიდამპლე და მიიღოს ხარისხიანი მოსავალი. 

„დეზინფორმაციის გავრცელება ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების არაეფექტიანობის შესახებ, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ მავნებლის წინააღმდეგ საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებას; ხშირ შემთხვევაში, წინასაარჩევნო, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა მოსახლეობაში გააჩინოს აბსოლუტურად უსაფუძვლო უნდობლობა და საფრთხე შეექმნას წამლობის პროცესს, რაც სავალალო შედეგის მომტანი იქნება.

ასევე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მილიონობით ლარს ხარჯავს წამლობის ღონისძიებებში, გონივრულ აზრსაა მოკლებული ფერმერების გარკვეული ჯგუფის მიერ კომპენსაციასთან დაკავშირებული განცხადებები. 

აღსანიშნავია, რომ მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებისთვის, წელს 2017 წელთან შედარებით, მობილიზებულია 10-ჯერ მეტი სპეციალიზებული ტექნიკა (150 ერთეული) გამოყოფილია გაზრდილი საბიუჯეტო რესურსი. 

დღეის მდომარეობით, სახელმწიფოს მიერ დამუშავებულია 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი. თერმული ნისლის გამოყენებით შეწამლულია, დაახლოებით, 407 ათასი ჰექტარი სოფლების ტერიტორია, ცივი შესხურების ტექნოლოგიით - 37 ათას ჰექტრამდე ფართობი, სატრაქტორე აგრეგატით - 19 ათასამდე ჰექტარი, დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით- 4488 ჰექტარი. მავნებლის სასოფლო სამეურნეო კულტურებზე გადასვლის თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრებზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები“-ნათქვამია სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივი

19 სექტემბერი 2018, 16:56

ვიდეო

”ძლიერები არ ძალადობენ“ - გურამ კაშია სოციალური კამპანიას შეუერთდა

ტერეზა მეი

19 სექტემბერი 2018, 16:45

მსოფლიო

ტერეზა მეი ევროკავშირის მოთხოვნებს მიუღებელს უწოდებს

სტატიაში ტერეზა მეი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონა მხოლოდ პროდუქტებზე უნდა გავრცელდეს და არა მომსახურებაზე. ევროკავშირში კი ამტკიცებენ, რომ ამ ინიციატივის მთავარი მიზანია გაერთიანებულ სამეფოში მომსახურების დამოუკიდებელი სექტორი შეიქმნას, რაც კონკურენციას ძირს უთხრის.

19 სექტემბერი 2018, 16:45

ვიდეო

სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით მურთაზ კიკორიამ პარლამენტს უკვე მიმართა

ეროვნული ბანკი

19 სექტემბერი 2018, 16:37

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მეორე ინტერვენციაა. 14 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა 5 000 000 დოლარი შეისყიდა.

19 სექტემბერი 2018, 16:36

ვიდეო

პროკურატურამ, საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ნავაზ შარიფი

19 სექტემბერი 2018, 16:33

მსოფლიო

პაკისტანის ყოფილი პრემიერი ციხიდან გაათავისუფლეს

პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერიმინისტრი, ნავაზ შარიფი პატიმრობის მისჯიდან 2 თვის შემდეგ, გაათავისუფლეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ყოფილ პრემიერთან ერთად, მისი ქალიშვილი, მარიამიც გაათავისუფლეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ ივლისში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

19 სექტემბერი 2018, 16:30

ვიდეო

შს მინისტრის მოადგილე აცხდებს, რომ უწყება კანაფის კულტივაცია ექსპორტზე, ეფექტურ კონტროლს განახორციელებს

19 სექტემბერი 2018, 16:28

ეკონომიკა

ავტოტრანსპორტით ხორბლის გადაზიდვის შეზღუდვა წლის ბოლომდე გადავადდა

ფინანსთა სამინისტროში ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრაზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.

19 სექტემბერი 2018, 16:27

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს კონკორდატის დარღვევაში ადანაშაულებს, რასაც შეფასებები მოჰყვა

19 სექტემბერი 2018, 16:18

ტაბლოიდი

ავსტრალიელმა ქალმა ქმრის ღალატის გამო შური სახლის გაყიდვით იძია

ერთხელ კაცს დივანზე ჩაეძინა, ლეპტოპი კი ჩართული დარჩა. სწორედ ამ დროს მას შეტყობინება სხვა ქალისგან მიუვიდა. მიმოწერიდან ქალმა გაიგო, რომ მისი ქმარი კანადაში სხვა ქალთან ცხოვრობს და დაქორწინებასაც გეგმავენ.

მაჭახელას ხეობა

19 სექტემბერი 2018, 16:17

კულტურა

საქართველოში პირველი ეთნოსოფელი მაჭახელას ხეობაში მოეწყობა

პროექტის განხორციელებამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მაჭახელას ხეობის განვითარების გეგმის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. კონცეფციის შესყიდვის ღირებულება 385 ათასი ლარია.

19 სექტემბერი 2018, 16:15

ვიდეო

კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლებმა და სასულიერო პირებმა იურიდიულ კომიტეტზე იმსჯელეს

რაბათის ციხე

19 სექტემბერი 2018, 16:08

საქართველო

ახალციხის ციხეზე 22 275-ლარიანი ასწყობი სცენა მოეწყობა

სცენის შეძენის ინიციატივა მერიას ორი წლის წინ ჰქონდა. რადგან გადაუხურავი სცენის გამო, წვიმიან ამინდებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების გადადება უწევდათ.ამისთვის დირექტორი ქალაქის ბიუჯეტში 80 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვდა, თუმცა მაშინდელმა საკრებულომ ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

19 სექტემბერი 2018, 16:03

მსოფლიო

აშშ პოლონეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავს

აშშ-ის უვიზოდ მოგზაურობის პროგრამაში პოლონეთის დამატების შემთხვევაში, პოლონეთის მოქალაქეებს აშშ-ის ტურისტული და საქმიანი ვიზიტით ჩასვლისას, ვიზა არ დასჭირდებათ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ ასევე განიხილავს პოლონეთში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების საკითხსაც.

19 სექტემბერი 2018, 16:03

საქართველო

ცნობილია, რატომ გაუვიდა შარშან ვადა C ჰეპატიტის სამკურნალო წამლების ნაწილს

ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის თანახმად, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს აღრიცხული აქვს 26 236 866 ლარის ვადაგასული მედიკამენტები.

მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი

19 სექტემბერი 2018, 15:53

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა ტონჩანის სარაკეტო პოლიგონს ხურავს

ლიდერების შეხვედრის დროს კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სეულს ეწვევა. თუ ვიზიტი ნამდვილად შედგება, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი იქნება, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქს ეწვევა.

19 სექტემბერი 2018, 15:53

ვიდეო

გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

მოსწავლე, რომელიც ქუთაისის სკოლაში
ჩაგვრის მსხვერპლი გახდა

19 სექტემბერი 2018, 15:51

საქართველო

ქუთაისის მე-2 სკოლაში მასწავლებელმა ბიჭი გრძელი თმის გამო დაჩაგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომლის ჩაგვრის ფაქტსაც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი სწავლობს, სკოლაში გრძელი თმის გამო დაჩაგრეს. ამის შესახებ Facebook-ზე მისი დედა წერს. ბიჭის დედის თქმით, მასწავლებელმა მისი შვილის გრძელი თმის გამო, ბავშვის "გენდერი“ ეჭვქვეშ დააყენა.

19 სექტემბერი 2018, 15:39

ვიდეო

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაათვალიერეს

19 სექტემბერი 2018, 15:34

საქართველო

იურიდიულმა კომიტეტმა კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კანაფის შესახებ კანონპროექტის ერთი ნაწილის განხილვა, რომელი კულტივაცია-ექსპორტს ეხება, გაურკვეველი დროით გადაიდო. კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია