imedi /  17 აგვისტო 2018, 09:44 / სანდო წყარო

დღეს თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება

17 აგვისტოს თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნება, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების გაფორმების პროცესი უნდა დააჩქაროს. 

ამასთანავე, ოფიციალური სტრუქტურის გახსნის შემდეგ შემცირდება თაღლითობის რისკები, როდესაც გარკვეული პირები დიდი თანხის სანაცვლოდ ვიზის მსურველებს საკონსულო მომსახურებას სთავაზობენ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურეს. უწყების განმარტებით, ის კერძო კომპანიაა და მათთან არანაირი კავშირი არა აქვთ.

დღეს კი თბილისში, რიგები იყო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან, სადაც რუსეთში გამგზავრების მსურველები კონსულთან შესვლას და პასპორტში რუსეთის ვიზის ჩარტყმას ელოდებიან. მოქალაქეების, თქმით, ისინი დღეს დაიბარეს. 

13 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ სიტუაცია გაუარესებულია. ამის შესახებ კარასინმა რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან, ივ როსიესთან შეხვედრისას ილაპარაკა.

კარასინის თქმით, საქართველოში გაზრდილია რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა, რითაც ადგილობრივი კრიმინალური ელემენტები სარგებლობენ და გამდიდრებას ცდილობენ.

ყველა სიახლე

ჯანდაცვის სამინისტრო

19 თებერვალი 2019, 20:30

საქართველო

სოციალურ მუშაკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო

სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსგან მათი სამსახურის სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ. ამის შესახებ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა საძაგლიშვილმა თქვა. მისი თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებს ამ თემაზე უკვე შეხვდნენ და შედეგების შესახებ ცნობილი 21 დღეში იქნება.

19 თებერვალი 2019, 20:16

საქართველო

ანალიტიკოსები ზურაბიშვილის და მაკრონის შეხვედრას აფასებენ

ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრას და მაკრონის მთავარ გზავნილებს თბილისში მმართველი გუნდის წევრები და ანალიტიკოსები აფასებენ. უმრავლესობა ამბობს, რომ ეს იყო მკაფიო გზავნილები და ხაზს უსვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმჯობესდება.

Lacoste

19 თებერვალი 2019, 20:15

კულტურა

Lacoste-მ ლეგენდარული ნიანგის ლოგო შეცვალა

მაისურები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდა, ამასთან საინტერესო ფაქტია ის, რომ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რაოდენობით მოხდა მაისურების დაბეჭდვა. მაგალითად, ცნობილია, რომ მსოფლიოში მხოლოდ 350 სუმატრის ვეფხვია შემორჩენილი, მაისურებიც ვეფხვის ლოგოთი სწორედ 350 შეიკერა.

19 თებერვალი 2019, 20:04

ძალოვნები

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში საეჭვო ავტომობილი ფიგურირებს

თბილისის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეში საეჭვო ვერცხლისფერი „ფოლკსვაგენი“ ფიგურირებს. ეს მანქანა სამართალდამცველებმა გარეკამერების ჩანაწერების გაშიფვრის დროს აღმოაჩინეს.

19 თებერვალი 2019, 20:00

საქართველო

იუსტიციის საბჭო: მოსამართლეთა შერჩევის პროცესს არ ვაჭიანურებთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა,ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს უპასუხეს. „ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ყოვლად უსაფუძვლოა“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გაავრცელეს.

ნიკო ფიროსმანი

19 თებერვალი 2019, 19:50

კულტურა

არლიში ნიკო ფიროსმანის და ვან გოგის ნახატები ერთ სივრცეში გამოიფინება

განათლების სამინისტროს ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოიფინება. გამოფენა პროექტის - Vincent van Gogh: Speed & Aplomb-ის სახელწოდებით გაიმართება.

შემთხვევის ადგილი

19 თებერვალი 2019, 19:40

ძალოვნები

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გაგა კირკიტაძე აცხადებს, რომ ძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, სახის არეში მიყენებული ერთი ჭრილობით მოკლულია 1969 წელს დაბადებული კაცი.

19 თებერვალი 2019, 19:20

საქართველო

სამტრედიაში გაზის აფეთქების შედეგად სახლი დაინგრა

უბედური შემთხვევის შედეგად 68 წლის კაცი დაშავდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა. ადგილობრივების განცხადებით, ნგრევის და აფეთქების ხმა 1 კმ-ს რადიუსში გავრცელდა.

თბილისის გენგეგმა

19 თებერვალი 2019, 19:19

ეკონომიკა

საკრებულო დედაქალაქის გენგეგმას ჩასასწორებლად მერიას უბრუნებს

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიას თბილისის მუნიციპალური განვითარების გენგეგმის პროექტი ცვლილებებისთვის დაუბრუნა. გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, რეგიონული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

19 თებერვალი 2019, 19:04

კულტურა

კარლ ლაგერფილდს ვირჯინია ვიარდი შეცვლის

ფრანგული მოდის სახლის "Chanel"-ის სტუდიური დირექტორი ვირჯინია ვიარდი კარლ ლაგერფილდს შეცვლის. მსოფლიო მოდის ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ, ის ბრენდის მთავარი დიზაინერი გახდება.

ზვიად კუპრავა

19 თებერვალი 2019, 19:03

ძალოვნები

ზვიად კუპრავას ძალადობაზე ბრალი წაუყენეს

უფლებადამცველ ზვიად კუპრავას სამართალდამცველებმა ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ის ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. imedinews-ს კი განუცხადა, რომ ბრალის შესახებ მას გამომძიებელმა ტელეფონით აცნობა.

კარლ ჰარცელი

19 თებერვალი 2019, 18:58

ეკონომიკა

კარლ ჰარცელი: ევროკავშირისთვის „თიბისი ბანკის“ საქმე ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირისთვის „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ელჩის თქმით, ქვეყნის სისტემური ბანკია. მისი თქმით, არის საკითხები, რომლებიც სერიოზულად უნდა იყოს გათვალისწინებული.

Wolfgat

19 თებერვალი 2019, 18:48

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკული რესტორანი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

BBC-ის ინფორმაციით რესტორანი Wolfgat , რომლის ექვს თანამშრომელს ფორმალური განათლება არ აქვთ, 2016 წელს, მეთევზეების პატარა სოფელ პატერნოსტერში ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე გაიხსნა. რესტორნის შეფ-მზარეული, დაწესებულებას ადგილზე მოპოვებული პროდუქტით ამარაგებს.

სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი 2019, 18:45

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა UNESCO-ს საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქართული მხარის ინიციატივაა, რომ UNESCO-მ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეოობის ნუსხაში შეიტანოს. ქართული მხარე კიდევ ერთი ინიციატივით, რომ UNESCO-მ მეორე კატეგორიის ცენტრი შექმნას.

19 თებერვალი 2019, 18:35

ეკონომიკა

2018 წელს ელექტრომობილებმა 167 558 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს

2017-2018 წლებში ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ ჯამში, 217,651 კილოვატი შეადგინა. გასულ წელს ელექტრომობილების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 167,558 კილოვატი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით, 117,465 კილოვატით მეტია.

საჯარო სკოლა

19 თებერვალი 2019, 18:21

საქართველო

რომელ სოფლებში დაიწყება წელს სკოლების მშენებლობა

2019 წელს, საქართველოს მასშტაბით, 21 მუნიციპალიტეტში 29 ახალი საჯარო სკოლა აშენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 11 საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტი გარდამავალია.

19 თებერვალი 2019, 18:20

საქართველო

საქართველოში ქარი 20 თებერვლიდან ჩადგება

„20-21 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

19 თებერვალი 2019, 18:16

მსოფლიო

ინდონეზიაში 2004 წლის ცუნამის შედეგად დაღუპულთა მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

გამოცემის ინფორმაციით სამარხს აჩეხის პროვინციაში, კუნძულ სუმატრას ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიაკვლიეს. დაღუპულებს იმ მიწაზე მიაგნეს სადაც საავადმყოფოს აშენება იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით ადგილზე შესაძლოა კიდევ რამდენიმე ასეული ცხედარი იყო.

19 თებერვალი 2019, 18:09

ტაბლოიდი

სავარაუდოდ ერთადერთი შავბუმბულიანი საიმპერატორო პინგვინი იპოვეს

დოკუმენტური სერიალის Dynasties-ის ავტორებმა, რომლებიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესახებ სერიებს იღებენ, მთლიანად შავი ბუმბულით დაფარული საიმპერატორო პინგვინის შესახებ გადაიღეს. გადაცემის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ ვიდეოს გმირის მსგავსი სახეობა დედამიწაზე მეტი აღარ არსებობს.

19 თებერვალი 2019, 18:05

ეკონომიკა

თურქეთის ფოსტა ამანათებს დრონით დაარიგებს

თურქეთი საპილოტე პროექტს იწყებს, რომელის ფარგლებშიც,კლიენტებს ამანათებს დრონის მეშვეობით მიაწვდის. უპილოტო საფრენი საშუალება ამანათებს ცენტრიდან მოშორებულ რეგიონში ჩაიტანს.