imedi /  26 აგვისტო 2018, 08:39 / სანდო წყარო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზებს მიმართავს

სოხუმი

სოხუმი

მივმართავთ აფხაზ თანამოძმეებს, კარგად დაუკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს, ეს აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, რომელიც ნაკლებად ემსახურება აფხაზთა ინტერესებს, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებაში წერია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

განცხადებას კი უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

ამასთან, აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შეახსენებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ სთავაზობს ყველა იმ სიკეთით სარგებლობას, რაც მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ აღმსარებლობისა.

„26 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის მიერ „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარებას „ზეიმობს“. განვლილი 10 წელი ნათლად აჩვენებს ოკუპირებული აფხაზეთის რეალურ ყოფას: არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, მყიფე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჩამოშლილი ეკონომიკა, გაზრდილი კრიმინოგენური საფრთხეები, ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდობა, უიმედო მოხუცები და პენსიონერები, იმედგაცრუებული საზოგადოება, რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეწირული ათასობით ადამიანის ბედი, განდევნილი ქართველების შემდეგ, საკუთარი სახლებიდან დევნილებად ქცეულნი და აფხაზეთიდან საერთოდ გადახვეწილი აფხაზები. ურა-პატრიოტიზმის განცდა არასახარბიელო რეალობის და კიდევ უფრო გაურკვეველი მომავლის ფონზე აშკარად გაუგებარია. ეს არის საზეიმო? ეს ხომ ჩვენი საერთო ტრაგედიაა.

რუსეთმა, 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებით, ფსევდო დამოუკიდებლობის მანტიით სამხედრო პლაცდარმი გაიკეთა რეგიონში.

დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ახალგაზრდების აღზრდის საქმეში. თვით აფხაზი თანამემამულეები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდობა ეთნორადიკალიზმის გავლენით იზრდება. ცრუ იდეალებით და სიძულვილის რიტორიკით აღზრდილ თაობას ძალიან გაუჭირდება თვითდამკვიდრება, მით უმეტეს, რომ ისტორიულად არის დადასტურებული – ეთნორადიკალიზმით ვერცერთი საზოგადოება ვითარდება და ტოლერანტობა არის პროგრესული კაცობრიობისთვის დამახასიათებელი.

ამიტომ, კარგად უნდა გაიაზრონ ის, თუ როგორ პირობებში უწევთ არსებობა და იცოდნენ, რომ საქართველო მათ გვერდით არის“, – აცხადებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი 2008 წლის 26 აგვისტოს ცნო დამოუკიდებლად.

ყველა სიახლე

ანტისამთავრობო აქცია ნიკარაგუაში

22 სექტემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

ნიკარაგუაში საპროტესტო აქცია ცრემლმდენი გაზითა და ხმოვან-მანათობელი ხელყუმბარებით დაშალეს

მოსახლეობა ქუჩებში მოზარდის მეტ რომეროს მკვლელობის გასაპროტესტებლად გამოვიდა, რომელიც გასული წლის მარტში საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლეს. ისინი ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

22 სექტემბერი 2019, 09:00

მსოფლიო

ინდოეთში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს. მასთან ერთად 24 წლის ქალმა ჯანმრთელი ბიჭიც გააჩინა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ქალს სამი ბავშვი უნდა გაეჩინა, თუმცა რაღაც ეტაპზე ორი ნაყოფი გაერთიანდა.

დოპინგი

22 სექტემბერი 2019, 08:36

სპორტი

რუსეთი შესაძლოა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან

გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, რუსეთს ბოლო 18 თვის განმავლობაში მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის (WADA) გადაცემული მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე დოპინგის სისტემატური გამოყენების დამალვას ცდილობდა.

გაერო

22 სექტემბერი 2019, 08:14

მსოფლიო

გაეროში ჰუსიტების სამშვიდობო ინიციატივას მიესალმებიან

იემენის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი მარტინ გრიფიტსი მიესალმება დაჯგუფება „ანსარ ალას“ წინადადებას საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ანალოგიურ ნაბიჯს საუდის არაბეთიც გადადგამს.

ბარონ ჰილტონი

22 სექტემბერი 2019, 00:25

მსოფლიო

ბარონ ჰილტონი 91 წლისა გარდაიცვალა

ბარონ ჰილტონი 91 წლისა გარდაიცვალა, - წერს CNN. სასტუმროების ქსელს ამ ეტაპზე ბარონის შვილი, სტივენ ჰილტონი ხელმძღვანელობს. 2007 წელს ცნობილი გახდა, რომ ბარონ ჰილტონმა საკუთარი ქონების 97% - დაახლოებით $1.2 მილიარდი, საქველმოქმედო ფონდს შესწირა.

მოჰამად შარიფ პანაჰანდე

22 სექტემბერი 2019, 00:06

მსოფლიო

სომალელმა მეკობრეებმა 4 წლის წინ დაკავებული ირანელი მეზღვაური გაათავისუფლეს

სომალელმა მეკობრეებმა გაათავისუფლებს ირანელი მეზღვაური, რომელიც 4 წლის წინ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „მძევალთა მხარდამჭერი გაერთიანების“ (HSP) ინფორმაციით, მოჰამად შარიფ პანაჰანდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.

სანდრო ბაზაძე

21 სექტემბერი 2019, 22:58

სპორტი

სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა. მოფარიკავემ ბრიტანელი ჯეიმს ჰონეიბონი ანგარიშით 15:8 დაამარცხა. ბაზაძე 19 აპრილს ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

წაქცეული ხეები

21 სექტემბერი 2019, 22:38

საქართველო

თბილისში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და შენობების სახურავები დააზიანა

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 21:00 საათისთვის შევიდა 270 შეტყობინება, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლის და სახურავების დაზიანების შესახებ.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2019, 22:27

მსოფლიო

მედია: ტრამპმა ზელენსკის ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების გაგრძელება სთხოვა

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. დემოკრატები ვარაუდობენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

ქეთევან ციხელაშვილი

21 სექტემბერი 2019, 22:08

საქართველო

ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი სრულ იზოლაციაშია

ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება. „გამშვები-პუნქტი“ 4 დღით ჩაიკეტა.

„დისნეილენდი“

21 სექტემბერი 2019, 21:47

მსოფლიო

ცნობილია ღირშესანიშნაობები, რომლებსაც 2019 წელს Google-ით ყველაზე ხშირად ეძებდნენ

Google-მა დაასახელა ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც 2019 წელს ყველაზე ხშირად ეძებდნენ. გამოცემა Globehunters-ის ინფორმაციით, პირველ ათეულში სამი „დისნეილენდი“ მოხვდა. პირველ ადგილზე კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმის, მეორეზე პარიზის, მესამეზე კი ფლორიდის ქალაქ ორლანდოს „დისნეილენდი“ აღმოჩნდა.

„ზონა 51“

21 სექტემბერი 2019, 21:27

მსოფლიო

„ზონა 51“-ის სიახლოვეს პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა

ნევადის უდაბნოში მდებარე „ზონა 51“-ის სიახლოვეს პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, - წერს Reuters. საქმე ეხება სოციალურ ქსელში დაგეგმილ ღონისძიებას, რომლის მიხედვითაც მსურველები „ზონა 51“-ში უნდა შეჭრილიყვნენ. მონაწილეობის სურვილი მრავალმა გამოთქვა.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2019, 20:55

საქართველო

თალაკვაძემ თქვა, თუ ვინ შეიძლება დაისაჯოს სკანდალური შეწყალებების საქმეზე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ კონკრეტული სამართლებრივი პრეტენზიების გაჩენას ძალიან მაღალი სტანდარტი სჭირდება. ამის შესახებ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განაცხადა.

ოქტობერფესტი

21 სექტემბერი 2019, 20:08

კულტურა

მიუნხენში ლუდის ფესტივალი „ოქტობერფესტი“ დაიწყო

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ლუდის 186-ე ფესტივალი ოქტობერფესტი დაიწყო. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული მიუნხენის მერმა დიტერ რაიტერმა და ბავარიის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრმა მარკუს ზედერმა გახსნეს.

ფესტივალი

21 სექტემბერი 2019, 19:46

კულტურა

თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ცნობილი მევიოლინის, კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნა, რომლის დირიჟორიც არიელ ცუკერმანი იყო. ფესტივალზე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები წარდგებიან.

უშგული

21 სექტემბერი 2019, 19:37

კულტურა

უშგულში უკანონო მშენებლობების გამო შესაძლოა ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ

უშგულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული უკანონო თანამედროვე მშენებლობები მნიშვნელოვნად ხელყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსა და სივრცით-გეგმარებით ავთენტურობას, რამაც შეიძლება ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება გამოიწვიოს, - ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „ICOMOS საქართველო“ ავრცელებს.

თსუ

21 სექტემბერი 2019, 19:26

საქართველო

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის ნაწილს არ ეთანხმება

თსუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აუდიტმა უნივერსიტეტის 2014-2017 წლების ანგარიშში მოყვანილი ფაქტების ნაწილი არასწორად შეაფასა. კერძოდ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, დასკვნაში არასწორი ინტერპრეტაციებიც არის.

გენო პეტრიაშვილი

21 სექტემბერი 2019, 18:49

სპორტი

გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონია

მძიმეწონოსანი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა. ეს გენო პეტრიაშვილისთვის მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულია.

ალექსანდრე გაბიშევი

21 სექტემბერი 2019, 18:48

ტაბლოიდი

ფსიქიატრიულიდან გაუშვეს შამანი, რომელიც პუტინის „განდევნას“ გეგმავდა

იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინის კრემლიდან „განსადევნად“ ფეხით მიდიოდა ფსიქიატრიულიდან გაუშვეს. მან ექიმებს გამოკვლევაზე უარი უთხრა. ინფორმაციას meduza ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ბარათების“ კორდინატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითმფრინავის გატაცება

21 სექტემბერი 2019, 18:31

მსოფლიო

საბერძნეთის პოლიციამ თვითმფრინავის გამტაცებელი 34 წლის შემდეგ დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ 1985 წელს Trans World Airlines-ის თვითმფრინავის გატაცებისთვის ძებნილი 65 წლის ლიბანელი დააკავა. ბოროტმოქმედი 19 სექტემბერს მიკონოსის კუნძულზე დააკავეს. მას ბრალი 1985-1987 წლებში სამგზავრო თვითმფრინავების გატაცებაში ედება. მოსამართლემ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა, ამჟამად მისი გერმანიაში ექსტრადირება მზადდება.