imedi /  26 აგვისტო 2018, 14:06 / სანდო წყარო

ილია მეორე მრევლს: თქვენი ლოცვები მჭირდება

ილია მეორე

ილია მეორე

ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი პერიოდი, როცა უფალი ახლოსაა, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფლის სიახლოვეს და ეს სიახლოვე ასაზრდოვებს მას და ანუგეშებს მას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ინფორმაციას საააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"დღეს მინდა ჩემი განსაცდელის შესახებ გიამბოთ, რომელიც გამოვიარე სასულიერო აკადემიის შემდეგ. მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა: რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი ამ სიახლოვის დროს. აკადემიის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისათვის. საოცარი რამ მოხდა. სახარების დროს მადლი გადმოვიდა. რაღაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როდესაც მე თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან. ვერავის ვხედავდი. ვგრძნობდი სიახლოვეს უფალთან. წირვა ჩატარდა თავიდან ბოლომდე სწორად, მაგრამ ეს სიახლოვე უფალთან იმდენად ტკბილი, ამაღლებული და ტკივილი იყო სულიერი, რომ როდესაც წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი, იმ დროს გამოვედი მდგომარეობიდან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ არ შემეძლო არც ლაპარაკი და არც საჭმლის მიღება. მთელი სხეული განიცდიდა ამ მდგომარეობას. შეიძლება თქვენც გაქვთ ეს, შეიძლება იყოს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ," - განაცხადა პატრიარქმა. 

ამასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ გუშინ, 25 აგვისტოს მას ეპისკოპოსად კურთხევის 25 წელი შეუსრულდა.

"გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა. თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები, რომ არ ყოფილიყო მე ვერ ავიტანდი იმ განსაცდელს, რომელიც მე გამოვიარე," - განაცხადა ილია მეორემ.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2019, 19:59

მსოფლიო

პაკისტანმა ინდოეთის პრემიერმინისტრის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე დაუხურა

პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის თვითმფრინავი საჰაერო სივრცეში არ შეუშვა. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მეჰმუდ კურეშიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქაშმირში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს. ინდოეთის პრემიერმინისტრი გერმანიაში მიემგზავრებოდა და პაკისტანს საჰაერო სივრცის დათმობა სთხოვა.

რძე

18 სექტემბერი 2019, 19:45

ტექნოლოგიები

კვლევა: 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ

მცირე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ, - წერს CNN. კერძოდ, ახალი კვლევებით ხდება ცნობილი, რომ 5 წლამდე ბავშვებისთვის მცენარეული რძე, რომელიც ბრინჯისგან, სოიოსგან, ან სხვა ამგვარი პროდუქტისგან მზადდება, რეკომენდებული არ არის.

18 სექტემბერი 2019, 19:31

მსოფლიო

საუდის არაბეთმა ნავთობტერმინალებზე თავდამსხმელი გამოავლინა

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ნავთობტერმინალებზე თავდასხმის მტკიცებულებები წარმოდგინა. უწყება თავდასხმაში ირანის ჩართულობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ შეტევაზე იემენის მხრიდან მონაწილეობას გამოირიცხავს. მანამდე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა, იემენში მოქმედმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ აიღო.

კიევი, მეტროს ხიდი

18 სექტემბერი 2019, 19:03

მსოფლიო

კიევში კაცი მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრება

კიევში, უცნობი კაცი მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრება. ინფორმაციას უკრაინული მედია ძალოვნებზე დაყრდნობით ავრცელებს. კიევის საპატრულო პოლიციის ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. ხიდზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია. კაცმა იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

მარია შარაპოვა

18 სექტემბერი 2019, 18:50

ტაბლოიდი

შარაპოვა: ჩემი სახლი ამერიკაა

„შეერთებულ შტატებში ჩოგბურთის გამო გადმოვედი და ძალიან მალე შევითვისე აქაური ცხოვრების წესი. მე გავიზარდე რუსეთში და ბავშვობიდან რუსულ კულტურას ვეზიარე, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ბევრი ჩემი ნათესავი რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ ჩემი სახლი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებია“, - აღნიშნა ჩოგბურთელმა.

წყლის ურჩხული

18 სექტემბერი 2019, 18:47

ტაბლოიდი

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია

ჩინური წყლის ურჩხულის ვიდეოსაიდუმლო ამოხსნილია, - წერს Forbes. ცხოველის მაგვარი არსება ჩინეთის ერთ-ერთ მდინარეში დააფიქსირეს და ის თავიდან ლეგენდარულ ლოხ-ნესის ურჩხულადაც მიიჩნიეს. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მეცნიერების ნაწილმა ის წყლის გველადაც აღიქვა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი

18 სექტემბერი 2019, 18:39

ეკონომიკა

საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ჩატარდება

2020 წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა საქართველოში გაიმართება. აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით ესპანეთი ღონისძიებას 2021 წელს უმასპინძლებს.

როჯერ ფედერერი

18 სექტემბერი 2019, 18:37

სპორტი

როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. შვეიცარელის თთქმით, ის 2020 წელს ოლიმპიადაზე და უიმბლდონზე იასპარეზებს, რის შემდეგაც კარიერას დაასრულებს. 38 წლის ჩოგბურთელს 8-ჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი, 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 5-ჯერ ამერიკის ღია პირველობა.

ლედი გაგა

18 სექტემბერი 2019, 18:22

ტაბლოიდი

ლედი გაგამ კოსმეტიკური ბრენდის პრეზენტაცია გამართა

33 წლის ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ სანტა-მონიკაში საკუთარი კოსმეტიკური ხაზის კოლექცია წარადგინა. Haus Laboratories-თან კოლაბორაციით ერთად თვალის პროდუქტებზე იმუშავებენ და გაგა მათ მიერ გადაღებულ რეკლამებში გამოჩნდება.ლედი გაგას, თაყვანისმცემლები ასევე Allure-ის 2019 წლის ოქტომბრის ყდაზე იხილავენ.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2019, 18:21

კულტურა

ზურაბიშვილმა ,,მოსიარულე მკვდრების“ და „ტერმინატორის“ პროდიუსერს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი უცხოელ და ქართველ ქალ კინემატოგრაფებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ,,ტერმინატორის“ და ,,მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი გეილ ენ ჰერდი საერთაშორისო ორგანიზაციის საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

კაცი თავზე რქოვანი წარმონაქმნით

18 სექტემბერი 2019, 18:13

ტაბლოიდი

ინდოეთში ექიმებმა კაცს თავიდან ათსანტიმეტრიანი რქოვანი წარმონაქმნი მოაშორეს

ინდოეთში, ქალაქ საგარში ქირურგებმა 74 წლის კაცს თავზე ამოსული ათსანტიმეტრიანი რქოვანი წარმონაქმნი მოაშორეს. რქოვანი წარმონაქმნი კაცს თავზე დარტყმის შედეგად 5 წლის წინ გაუჩნდა. ამ დროის განმავლობაში, მას ტკივილები სტანჯავდა. ნეიროქირურგებმა რქოვან წარმონაქმნში კერატინი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანის თმები და ფრჩხილები შეიცავს.

რობერტ ობრაიენი

18 სექტემბერი 2019, 17:48

მსოფლიო

ტრამპმა რობერტ ობრაიენი უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რობერტ ობრაიენი დანიშნა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ, რომ რობერტ ობრაიენს, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ვნიშნავ“, - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი.

სელინ დიონი

18 სექტემბერი 2019, 17:47

კულტურა

სელინ დიონმა 3 ახალი სიმღერა გამოუშვა

ცნობილმა კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა 3 ახალი სიმღერა გამოუშვა. ამის შესახებ Just Jared-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, სამივე კომპოზიცია მომღერლის ახალ ალბომში „Courage!“ შედის, რომელიც 15 ნოემბერს გამოვა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს დიონის პირველი ინგლისურენოვანი ალბომი იქნება.

18 სექტემბერი 2019, 17:45

მსოფლიო

მონროვიაში სკოლაში გაჩენილ ხანძარს სულ ცოტა 27 ბავშვი ემსხვერპლა

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ ცოტა 27 ბავშვი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2019, 17:39

მსოფლიო

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოება დაავალა. ამის შესახებ უცხოური მედა ტრამპის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ირანს შორის მორიგ დაპირისპირებას, რომელიც საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე თავდასხმის საკითხმა გამოიწვია.

მალაიზია დაკვამლიანება

18 სექტემბერი 2019, 17:24

მსოფლიო

მალაიზიაში დაკვამლიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა

მალაიზიაში ხანძრების შედეგად დაკვმალიანების გამო 1500-მდე სკოლა დაიხურა. ადგილობრივი დროით 13:00 საათზე 1484 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 შტატში მილიონამდე მოსწავლე სკოლებიდან სახლებში გაუშვეს. ინდონეზიაში ხანძრები ფერმერებმა გააჩინეს. ისინი ამ მეთოდს მიწის გასასუფთავებლად იყენებენ.

შინდისი

18 სექტემბერი 2019, 17:21

კულტურა

„შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება

ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის, „შინდისის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს. ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძეა, ხოლო პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი. ქართველ მაყურებელი, ოსკარზე წარდგენილ ფილმის პრემიერას დიდი ინტერესით ელოდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

18 სექტემბერი 2019, 17:14

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტიდან პოზნანის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრესცენტრი ავრცელებს. ტრადიციულად, პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელი

18 სექტემბერი 2019, 17:10

მსოფლიო

ნეთანიაჰუს პარტიას კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ისრაელის ვადამდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ამის შესახებ ადგილობრივი Haaretz-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, დათვლილია ხმათა 91%. ამ მონაცემებით, „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, მის მთავარ ოპონენტს, პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი 32.

თურქეთი, აფეთქება ქიმიურ ქარხანაში

18 სექტემბერი 2019, 17:03

მსოფლიო

თურქეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

თურქეთში, სტამბოლთან ახლოს მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქებისას, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. ქიმიური ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. ადგილზე 50-მდე მეხანძრე და სპეცტექნიკა მუშაობს.