imedi /  26 აგვისტო 2018, 20:41 / სანდო წყარო

ბაშარ ასადი ოკუპირებულ ცხინვალს მხარდაჭერას უცხადებს

ბაშარ ასადი

ბაშარ ასადი

ე.წ. დამოუკიდებლობის 10 წლისთავი ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო მთავრობას სირიის პრეზიდენტმაც მიულოცა. ბაშარ ასადის მიმართვა სირიის ელჩმა რუსეთში, რიად ჰადადმა ცხინვალში ვიზიტისას წაიკითხა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

„ჩვენ გვსურს, სამხრეთ ოსეთმა პოზიცია გაიმყაროს საერთაშორისო დონეზე, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში სამართლიანობის დამკვიდრებაში. სამხრეთ ოსეთმა თავი წარმოაჩინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ საკუთარ მტრებთან ბრძოლით და მაგალითი გახდა მათთვის, ვისაც თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი სურს,“- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტებმა ერთმანეთს ე.წ. დამოუკიდებლობის წლისთავი მიულოცეს. ამასთან, ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცხინვალში 26 აგვისტოს დაგეგმილ „სადღესასწაულო“ ღონისძიებებზე დასასწრებად არ ჩავიდა. 

დღეს ოფიციალურმა თბილისმა განცხადება გაავრცელა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციას მოუწევს, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. 

22 ივლისს ოკუპირებულმა ცხინვალმა სირიასთან „დიპლომატიური“ ურთიერთობა დაამყარა. 29 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ყველა სიახლე

იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი 2019, 08:05

საქართველო

16 სექტემბერს იოჰანეს ჰანი საქართველოს ესტუმრება

ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანი საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდება. დღის განმავლობაში იოჰანეს ჰანი და გიორგი გახარია მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

სალომე ზურაბიშვილი

16 სექტემბერი 2019, 07:59

საქართველო

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დანიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კოპენჰაგენში საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრება.

სწავლა

16 სექტემბერი 2019, 07:54

საქართველო

დღეიდან საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

დღეიდან, 16 სექტემბრიდან საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

ელექტრონული სიგარეტი

16 სექტემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

რამდენად პოპულარულია ელექტროსიგარეტები. სტატისტიკა

ბაზრის კვლევის ჯგუფის Euromonitor-ის მონაცემებით, ზრდასრული ადამიანების რიცხვი, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტებს მოიხმარენ, 2021 წლისთვის 55 მილიონს მიაღწევს. ამის პარალელურად ასევე იზრდება ელექტრონული სიგარეტის ბაზარიც, რომელიც 19.3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

სირია-თურქეთი

16 სექტემბერი 2019, 00:37

მსოფლიო

სირიაში თურქეთის საზღვართან აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ალ-რაის საავადმყოფოსთან ავტომობილის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მომხდარი შემთხვევისას 15 ადამიანი დაშავდა. იტყობინება Reuters-ი საავადმყოფოს ინფორმაციაზე დაყრდნობით. თურქული მედიის ცნობით კი, სასაზღვრო ზოლთან „ტერორისტულ თავდასხმას“ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ტორონტო

16 სექტემბერი 2019, 00:02

კულტურა

ფილმმა „ბოცვერი ჯოჯო“ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო

მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებული სატირა 10 წლის ბიჭზეა, რომელიც ჰიტლერიუგენდში დაკისრებულ დავალებებს თავს ვერ ართმევს. იმისთვის, რომ პრობლემებს გაუმკლავდეს, ბიჭი წარმოსახვით მეგობარს იჩენს, რომელიც მისთვის ადოლფ ჰიტლერია.

ალჟირი

15 სექტემბერი 2019, 23:56

მსოფლიო

ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო თარიღი გამოაცხადეს

ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო თარიღი გახდა ცნობილი. ალჟირის დედაქალაქში ივნისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ქვეყნის ექსპრეზიდენტთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკოსის მთავრობიდან მოშორებას მოითხოვდნენ.

გაბრიელ სალოსის ქუჩა

15 სექტემბერი 2019, 23:55

ძალოვნები

თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

15 სექტემბერი 2019, 23:40

მსოფლიო

Die Welt: ერდოღანის მთავრობამ სხვადასხვა ქვეყნიდან 31 ადამიანი გაიტაცა

გატაცებების შესახებ ძირითადად ცნობებს შვეიცარიის განათლების, ტრენინგის და ინტეგრაციის ფონდი იუწყება. ფონდის ინფორმაციით, თურქეთის სპეცსამსახურებმა ადამიანები გაიტაცეს ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის: მალაიზია, პაკისტანი, კოსოვო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, გაბონი და მიანმარი.

ტუნისი

15 სექტემბერი 2019, 23:24

მსოფლიო

პრესსპიკერი: ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატი ციხიდან იბრძოლებს

ტუნისის პრეზიდენტობის კანდიდატის, მედიამაგნატის პრესპიკერის ინფორმაციით, ნაბილ კაური მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. მიმდინარე წლის აგვისტოში გადასახადების დამალვის გამო დააპატიმრეს მედიამაგნატი ნაბილ კარუი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე კენჭს საკნიდან იყრის.

წითელი ჯვარი

15 სექტემბერი 2019, 23:09

მსოფლიო

თალიბანმა წითელი ჯვარი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუშვა

როგორც "თალიბანის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია წითელი ჯვრის თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ახლა "თალიბანი" იზრუნებს.ისლამისტებმა წითელ ჯვარსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობა აპრილში აუკრძალა.

ისლამოფობია

15 სექტემბერი 2019, 22:40

მსოფლიო

მუსლიმი და ებრაელი სულიერი ლიდერები იტალიაში სამიტზე შეიკრიბნენ

იმამები და რაბები ევროპის 15 ქვეყნიდან ერთობლივ სამიტს მართავენ. პროექტი უნიკალურია, რომელიც მიზნად ისახავს სასულიერო პირების მიერ არსებულ პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობას, რათა სამომავლოდ უფრო მტკიცე პოზიცია დააფიქსირონ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათზე გავლენას ახდენს.

15 სექტემბერი 2019, 22:30

მსოფლიო

ნანტში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე შეტაკება მოხდა

ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ ნანსში 700 დემონსტრანტი შეიკრიბა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ თანამდებობის დატოვება მოითხოვა. აქციის 500-მა მონაწილემ პარიზში, 400-მა კი ლიონში მიმართა ანალოგიურ პროტესტს.

ბრეტ კავანო დონალდ ტრამპი

15 სექტემბერი 2019, 22:12

მსოფლიო

ტრამპმა რობერტ კავანო ახალი სექსუალური ხასიათის ბრალდებებისგან დაიცვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანო მის წინააღმდეგ გაჟღერებული სექსუალური ხასიათის ახალი ბრალდებებისგან დაიცვა და მედია ინფორმაციის დამახინჯებაში, დემოკრატები კი "რადიკალურ მემარცხენეობაში" დაადანაშაულა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

მეტრო

15 სექტემბერი 2019, 21:55

ძალოვნები

მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა

მეტროს სადგურ „სამგორში“ დღეს ახალგაზრდა კაცი „სამგორში“ მატარებლის ლიანდაგებზე ჩავარდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კაცი კონტაქტური იყო, როდესაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურს საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

რესტორანი

15 სექტემბერი 2019, 21:42

ტექნოლოგიები

კვლევა: სულ უფრო მეტ ადამიანს სურს რესტორანში მარტო სიარული

კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცების 72% რესტორანში მარტო დადის, ქალების შემთხვევაში კი პროცენტული მაჩვენებელი 57%-ია. ორივე სქესის რესპონდენტების 45%-მა კაფეში მარტო იშვიათად ჭამს, ყოველი მეხუთე კი რეგულარულად. კვლევა გერმანიაში ჩატარდა.

მადრიდის რეალი

15 სექტემბერი 2019, 21:40

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ ქალთა საფეხბურთო კლუბი შექმნა

კლუბის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „რეალს“ ქალთა საფეხბურთო გუნდი უკვე მომავალ სეზონზე წარმოადგენს. მიმდინარე წლის დასაწყისში მადრიდის რეალმა ქალთა კლუბ Tacon-თან €500,000-იანი გარიგება დაამტკიცა. ახლა კი ის კლუბის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა. ესპანეთის ჩემპიონატში ქალთა 16 გუნდი მონაწილეობს. „რეალი“ 1902 წელს დაარსდა.

გაფიცვა

15 სექტემბერი 2019, 21:13

ეკონომიკა

აშშ-ში General Motors-ის 50 000 თანამშრომელი გაიფიცა

გაფიცვა მას შემდეგ დაანონსდა, რაც კომპანიამ პროფკავშირებთან მოლაპარაკებებში ხელფასებსა და პირობების გაუმჯობესებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. როგორც BBC წერს, კომპანიას თანამშრომელთა ორდღიანი გაფიცვა 300 მილიონი დოლარი დაუჯდება. ჯამში 50000-მდე ადამიანი გაიფიცება.

მიწის თხილი

15 სექტემბერი 2019, 20:46

ტექნოლოგიები

აშშ-ში არაქისისგან გამოწვეულ ალერგიაზე სამკურნალო პრეპარატი შექმნეს

აშშ-ში ალერგიით 50 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება, მათგან სამ მილიონზე მეტ ამერიკელს მიწის თხილზე აქვს ალერგია, მედიკამენტი სახელწოდებით Palforzia მიზნად ისახავს 4-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში მიწის თხილზე ალერგიული რეაქციებისა და მასთან დაკავშირებული მძიმე გამოვლინებების შემცირებას.

მანუჩარ შერვაშიძე

15 სექტემბერი 2019, 20:15

კულტურა

BIAFF-ზე კინოში შეტანილი წვლილისთვის მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე დაჯილდოვდა

ბათუმი საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს BIAFF-ს მასპინძლობს. დღეს კინოში შეტანილი წვლილისთვის ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდნენ. ჯილდოები გადაეცათ მსახიობ მანუჩარ შერვაშიძეს, ფრანგ მსახიობს დენის ლავანის, ამერიკელ სცენარისტს და რეჟისორს პოლ შრედერს.