imedi /  27 აგვისტო 2018, 10:42 / სანდო წყარო

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი შავი ზღვის უნივერსიტეტზე განცხადებას ავრცელებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფოს მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი ფინანსური დავალიანების დაფარვას მიესალმება. ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა. 

ამავდროულად, ცენტრი ადასტურებს, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებების, მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების და ერთი წლის ვადით სტუდენტთა მიღება შეიზღუდა.

ცენტრი განმარტავს, რომ ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილი არაა, გადაწყვეტილება კანონით დადგენილი სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე ხელახლა გადასინჯოს.

„შესაბამისად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიმართოს სააპელაციო საბჭოს და წარმოადგინოს მყარი არგუმენტები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის, ინსტიტუციური მდგრადობის და სტანდარტებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესახებ, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული სტუდენტთა უფლებები“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნივერსიტეტის რექტორის თქმით კი, თანხის გადახდის შემდეგ ავტორიზაციის ცენტრმა გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს და რვაასამდე აბიტურიენტს შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების საშუალება მისცეს, თუმცა რექტორი ამბობს, რომ ამ თანხის შესახებ სასამართლო დავა გაგრძელდება. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მამუკა ბახტაძესთან შეხვედრასაც ითხოვენ. „მოვუწოდებთ პრემიერს, შეგვხვდეს და მოგვისმინოს. ჩვენ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით თუ რა ხდება შავი ზღვის უნივერსიტეტში. თანხის გადახდის შემდეგ ათასამდე აბიტურიენტს განათლების უფლება უნდა დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს დავიწყებთ", - აცხადებენ სტუდენტები.

განათლების სამინისტროს განცხადებით, უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით. ისინი სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს აირჩევენ.

ყველა სიახლე

ელექტრონული სიგარეტი

16 სექტემბერი 2019, 12:22

საქართველო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ელექტროსიგარეტებზე რეგულაციების შესაძლო შერბილებას აკრიტიკებს

თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, საკანონმდებლო პროექტი თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმის, ე.წ. ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს (აიქოსის) მიმართ რეგულაციების შერბილებას ან გაუქმებას მოითხოვს.

აშშ ირანი დროშები

16 სექტემბერი 2019, 12:15

მსოფლიო

ტრამპი და როუჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთმანეთს არ შეხვდებიან

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირანის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა არ გაიმართება. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება. გამოცემა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აბას მუსავის კომენტარს ავრცელებს, რომელმაც პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხა.

გია ვოლსკი

16 სექტემბერი 2019, 12:07

საქართველო

უმრავლესობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ „ევროპელების“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

ვოლსკის თქმით, "ევროპული საქართველოს" ლიდერებს შეუძლებელია არ ესმოდეთ, რომ მათი ინიციატივა "რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის არის გამიზნული".

ინდოეთი

16 სექტემბერი 2019, 11:48

მსოფლიო

ინდოეთში ტურისტული ნავის გადაბრუნებას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის შტატ ანდრა-პრადეში ტურისტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც დაღუპა სულ ცოტა 12 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. უბედური შემთხვევა მდინარე გოდა-ვარზე მოხდა. ნავზე 60 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 27 მათგანის გადარჩენა შეძლეს.

ქარიშხალი „უმბერტო“

16 სექტემბერი 2019, 11:46

მსოფლიო

„უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია

შტორმმა „უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია, - წერს Fox News. მისი სიჩქარე საათში უკვე 120 კილომეტრია. შტორმი სავარაუდოდ ბერმუდის კუნძულებს დაატყდება თავს. „უმბერტომ“ ბაჰამის კუნძულებზეც ძლიერი წვიმა გამოიწვია.

16 სექტემბერი 2019, 11:34

საქართველო

მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამების მეგობრებმა მიიყვანეს

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამების მეგობრებმა მიიყვანეს. მამის მეგობრებმა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ირაკლი ვეკუა

16 სექტემბერი 2019, 11:30

სპორტი

ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

თბილისში მორიგი რეკორდი დამყარდა. სავაჭრო ცენტრ ისთ პოინთში გამართულ ღონისძიებაზე, ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა,

ლარი

16 სექტემბერი 2019, 11:24

ეკონომიკა

საქართველოში საშუალო ხელფასი 76 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა

2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება.

ილია მეორე გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 11:23

საქართველო

ილია მეორემ პრემიერი საპატრიარქოში მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა. ილია მეორემ გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა. პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

გიორგი აბურჯანია

16 სექტემბერი 2019, 11:18

სპორტი

გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა

ქართველის ტვენტე ერედივიზიონის მე-6 ტურში სიტარდში ფორტუნას ესტუმრა მეტოქე დაამარცხა. აბურჯანია მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და 5 წუთში გოლი გაიტანა. ქართველმა ანგარიში 3:0 გახადა. ტვენტემ საბოლოოდ 2:3 მოიგო და მიმდინარე სეზონზე მე-3 გამარჯვება იზეიმა.

მამუკა ხაზარაძე

16 სექტემბერი 2019, 11:11

საქართველო

ხაზარაძე: გახარია ანაკლიის განვითარების გეგმას მინისტრის რანგში ეწინააღმდეგებოდა

გიორგი გახარია აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ნავთობტერმინალი აფეთება

16 სექტემბერი 2019, 11:11

მსოფლიო

აშშ-მა ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულებები წარადგინა

აშშ-ს დაზვერვამ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულება წარადგინა. ამის შესახებ BBC წერს. ვაშინგტონს მომხდარში ირანის მონაწილეობის დასტურად სატელიტური გამოსახულებები და დაზვერვის თანამშრომლების ანგარიშები მოჰყავს.

David Koma-ს კოლექცია

16 სექტემბერი 2019, 10:59

კულტურა

ლონდონის მოდის კვირეულზე David Koma-ს ჩვენება გაიმართა

David Koma-მ თავის გულშემატკივრებს განსხვავებული კოლექცია წარუდგინა. დიზაინერი აქამდე თუ ქალებისთვის მხოლოდ საღამოს კაბებს ქმნიდა, ამჯერად ყოველდღიური ტანისამოსი გაიტანა პოდიუმზე. პირველი ლუქები ზებრის ტყავისგან იყო შთაგონებული, რაც ეხმიანებოდა აფრიკის თემას. ჩვენებაში ყველაზე თვალშისაცემი ყოველდღიური

მეტროსადგური

16 სექტემბერი 2019, 10:57

ძალოვნები

მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში გუშინ ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელი თეონა ხუნჭუა ადასტურებს. მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტი მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო.

მუსიკა

16 სექტემბერი 2019, 10:26

კულტურა

მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაიწყო

ფესტივალში ქართველი მუსიკოსების გარდა მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები იტალიიდან, ლატვიიდან, და ისრაელიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ქართველ მსმენელ შეხვდებიან. ფესტივალი უკვე 27-ედ იმართება.

შიშველი

16 სექტემბერი 2019, 10:23

ტაბლოიდი

არგენტინელი ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში შემთხვევით თითქმის გააშიშვლეს

არგენტინელი ტელეწამყვანი სოლ პერესი სატელევიზიო ეთერში შემთხვევით თითქმის შიშველი აღმოჩნდა. პირდაპირი ეთერის დროს დიზაინერი ფაბიან მედინა ფლორესი პერესისთვის კაბის შესწორებას შეეცადა, რა დროსაც წამყვანს ფეხები და ქვედა საცვალი გამოუჩნდა.

ჯამბაზი

16 სექტემბერი 2019, 10:21

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში კაცი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეხვედრაზე ჯამბაზთან ერთად მივიდა

ახალ ზელანდიაში კაცმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეხვედრისთვის ჯამბაზი დაიქირავა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფირმის სპეციალისტმა ჯოშ ტომპსონმა მიიღო წერილი, რომლითაც ხელმძღვანელობამ აცნობა, რომ ფირმაში ჯოშის მომავლის განხილვას აპირებდნენ.

სკოლა

16 სექტემბერი 2019, 10:14

საქართველო

დარჩელში რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა

დარჩელში „მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლაში სამასამდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 31 პირველკლასელია. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი დაესწრნენ.

კლიმატის ცვლილება

16 სექტემბერი 2019, 10:03

ტექნოლოგიები

მეცნიერთა ნაწილს კლიმატის ცვლილების სწრაფი ტემპი აშინებს

რამდენად მისაღებია კლიმატის ცვლილებაზე ემოციური და შემაშინებელი სიტყვებით საუბარი. ამას მეცნიერებისა და საქმის სპეციალისტების ნაწილი არ ეთანხმება. ნაწილი მეცნიერების აზრით, საზოგადოებაში შიშის გაჩენა პარალიზებას გამოიწვევს, ასევე ახალგაზრდებში მენტალური პრობლემების წინაპირობა გახდება.

ბაღები

16 სექტემბერი 2019, 09:38

საქართველო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

დღეიდან მუშაობას განაახლა 175 ბაგა-ბაღმა, სადაც უკვე რეგისტრირებულია 60 667 ბავშვი. სააღმზრდელო პროცესი მასშტაბური გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობის გამო რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყება დედაქალაქის 5 ბაღში. ესენია: 12-ე, 144-ე, 126-ე, 200-ე და მე-4 ბაღები.