imedi /  27 აგვისტო 2018, 19:53 / სანდო წყარო

საია განმარტავს, რატომ არ გააფორმეს არასამთავრობოებმა ცესკოსთან მემორანდუმი

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს არასამთავრობოებსა და ცესკოს შორის მემორანდუმი უნდა გაფორმებულიყო, თუმცა დაგეგმილი ხელმოწერა არ შედგა. როგორც საიას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ჯერ კიდევ არსებობს შეუთანხმებელი საკითხები, რომლის ირგვლივაც მნიშვნელოვანია მსჯელობის გაგრძელება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოსთან, მემორანდუმის გაფორმებაზე უარს იტყვიან, თუ მათ მიერ ინიცირებული პირობები არ შესრულდება.

განცხადების თანახმად, მემორანდუმზე შეთანხმება და მისი ხელმოწერა ქმნის არასწორ წარმოდგენას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიციები თანხვედრაშია და წინასაარჩევნო კამპანიასთან და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული გარკვეული ჩანაწერები ერთნაირად ესმით, რაც ასე არ არის.

“მაგალითად, საკმაოდ პრობლემურია საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო დავების განხილვის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაცია ვიწროდ განმარტავს კანონს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს უკანასკნელი რიგ საკითხებთან მიმართებით შეგნებულად არიდებს თავს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებას.

მათი თქმით, მიმდინარე წელს, მემორანდუმის ტექსტზე მუშაობისას, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა სოციალურ ქსელებში აგიტაციაზე ჩანაწერის დამატება მოითხოვეს, რათა აღმოფხვრილიყო სოციალური მედიის მეშვეობით კანონდარღვევების შესაძლებლობა. არასამთავრობოების ინფორმაციით, ეს უკანასკნელი ცესკომ არ გაიზიარა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ცესკო ვერ ახერხებს თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირებას და კანონის სათანადო განმარტებას.

“ამას ემატება ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ ცესკოს თავმჯდომარემ გამოიჩინა უპატივცემულო დამოკიდებულება სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიმართ და მან საიას კვლევას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემაზე „არასერიოზული“ და „არაპროფესიონალური“ უწოდა“,- ვკითხულობთ წერილში.

მათივე განცხადებით, გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ფიქსირდება აგრესიული და მტრულ დამოკიდებულება არასამთავრობოების დამკვირვებლებისადმი, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის სულისკვეთების საწინააღმდეგოა.

როგორც განცხადებაში წერია, იმისათვის, რომ მემორანდუმმა დაიბრუნოს თავისი მნიშვნელობა და გაგრძელდეს მასზე მუშაობა, ცესკოს მხრიდან საჭიროა შესაბამისი ნების გამოვლენა, რომ სოციალურ ქსელებში აგიტაციასთან დაკავშირებით მოხდეს კანონის პროგრესული განმარტება; საარჩევნო დავების განხილვა წარიმართოს სრულყოფილად და ობიექტურად; საარჩევნო ადმინისტრაციამ პატივი სცეს ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და აიღოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფს მათი საქმიანობისთვის სათანადო პირობების შექმნა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია რაც ხორციელდება. მემორანდუმის ხელმოწერის ფასილიტაციას „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ (IFES) უზრუნველყოფს.

საიას შეფასებით, საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით იმ პირებს ირჩევენ, რომლებიც წინა არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციებში პარტიებმა წარადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე მიუთითებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საიას განცხადებას „არასერიოზული“ და „არაპროფესიონალური“ უწოდა.

საიაში მიიჩნევენ, რომ თამარ ჟვანიამ დაარღვია „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი.“

ყველა სიახლე

ბოლივია ევო მორალესი

21 ოქტომბერი 2019, 08:40

მსოფლიო

ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნებში ევო მორალესი ლიდერობს

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. გამარჯვებისთვის საკმარისია ხმების 40%-ის მიღებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში უახლოეს მდევარს კანდიდატი სულ მცირე 10%-ით უსწრებდეს.

პარლამენტი

21 ოქტომბერი 2019, 08:24

საქართველო

პარლამენტში დღეს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა განახლდება. დეპუტატების კითხვებს ლევან მიქაბერიძე უპასუხებს. დეპუტატების კითხვები ძირითადად მოსამართლის საქმიანობას და სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას შეეხება.

კანადა არჩევნები

21 ოქტომბერი 2019, 08:13

მსოფლიო

კანადაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

კანადაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ქვეყნის მოსახლეობა ქვედა პალატის 338 დეპუტატს აირჩევს, გამარჯვებული პარტიის ლიდერი კი კანადის პრემიერმინისტრი გახდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში 21 პარტია და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.

ჯოკერი

21 ოქტომბერი 2019, 00:52

კულტურა

ჯარედ ლეტოს ჯოკერის ახალი როლის შესრულება თავად სურდა

ჯარედ ლეტო, რომელიც "თვითკვლელთა რაზმში" ჯოკერის როლს თამაშობს, რეჟისორ ტოდ ფილიპსის მიერ ახალი ჯოკერის შესახებ ფილმის გადაღებების ჩაშლას ცდილობდა. ჯარედ ლეტო იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც ჯოკერის როლი ხოაკინ ფენიქს შესთავაზეს.

ჩრდილოეთ მაკედონია

21 ოქტომბერი 2019, 00:42

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერი 2020 წლის აპრილში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, ამის წინაპირობა კი ევროკავშირის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვა გახდა. ვადამდელი არჩევნები 2020 წლის 12 აპრილს გაიმართება.

ლიბრა

21 ოქტომბერი 2019, 00:22

ეკონომიკა

Facebook-ი აცხადებს რომ ლიბრა მხოლოდ ერთმა კომპანიამ არ უნდა გააკონტროლოს

Facebook-ის კრიტპოვალუტის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მარკუსი მსოფლიოს მაღალჩინოსნების დამშვიდებას ცდილობს, რომლებიც სოციალური ქსელის კრიტპოვალუტასთან, ლიბრასთან დაკავშირებით შეშფოთებას და გარკვეულ შიშს გამოთქვამენ.

დემონსტრაცია სანტიაგოში

21 ოქტომბერი 2019, 00:20

მსოფლიო

ჩილეში პოლიციამ თითქმის 1 500 დემონსტრანტი დააკავა

აქციები ჩილეში მას შემდეგ იმართება, რაც ერთი კვირის წინ ხელისუფლებამ მეტროთი მგზავრობის საფასურის 800-დან 830 პესომდე გაზრდა დააანონსა. ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ დედაქალაქ სანტიაგოსა და ჩაკაბუკოს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

Abominable

21 ოქტომბერი 2019, 00:02

კულტურა

მალაიზიამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო რუკის გამო ანიმაციური მულტფილმი დაბლოკა

მალაიზიის ხელისუფლებამ გააპროტესტა მულტფილმში არსებული ის სცენა, რომელშიც სამხრეთ ჩინეთის ზღვის რუკაა ნაჩვენები. რუკაზე დატანილია ზღვის ზოლის ის მონაკვეთიც, რომელიც ჩინეთს, მალაიზიას, ტაივანს, ვიეტნამს, ფილიპინებსა და ბრუნეის შორის კამათის საგანია.

აშშ სამხედრო ბაზა

20 ოქტომბერი 2019, 23:34

მსოფლიო

აშშ-ში სამხედრო ბაზაზე წვრთნების დროს სულ ცოტა 3 ჯარისკაცი დაიღუპა

შემთხვევა ჯორჯიის შტატში მოხდა, როცა ჯარისკაცები სამხედრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. 3 მათგანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ 3 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დახმარება

20 ოქტომბერი 2019, 23:34

მსოფლიო

კვლევა: რომელია ყველაზე გულუხვი ერი

ანალიზი საქველმოქმედო ფონდმა Charities Aid Foundation-მა ჩაატარა. 10-წლიანი კვლევის განმავლობაში 126 ქვეყანაში 1.3 მილიონამდე ადამიანი გამოკითხეს. კითხვები შეეხებოდა თუ რა თანხას ხარჯავენ საქველმოქმედო მიზნებისთვის, რამდენად ხშირად ეხმარებიან გასაჭირში მყოფ უცნობებს და რამდენად არიან ჩართულები მოხალისეობრივ საქმიანობაში.

მარსი

20 ოქტომბერი 2019, 22:59

ტექნოლოგიები

NASA-ს ყოფილი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მარსზე სიცოცხლე 40 წლის წინ აღმოაჩინეს

მეცნიერის თქმით, სიცოცხლე წითელ პლანეტაზე მისია „ვიკინგმა“ აღმოაჩინა, რომლის ფარგლებშიც მარსზე ორი კოსმოსური აპარატი - „ვიკინგი 1“ და „ვიკინგი 2“ ჩაფრინდა. მათი მთავარი ამოცანა სიცოცხლის მიკრობული ფორმების აღმოჩენა იყო. ამისთვის აპარატებმა წითელ პლანეტაზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს.

20 ოქტომბერი 2019, 22:47

ტექნოლოგიები

კვლევა: ის ვინც ბევრს ფიქრობს ადრე კვდება

ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ გონებრივი აქტივობა დადებითად მოქმედებდა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. თუმცა ახალმა კვლევამ, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, საპირისპირო შედეგი აჩვენა. ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, სიცოცხლის ხანგრძლივობა უმცირდება.

მარკ ესპერი

20 ოქტომბერი 2019, 22:05

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი „თალიბანთან“ მოლაპარაკებების განახლებას შეეცდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთს ეწვია. ესპერი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ განის და ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება. ამასთან, დიპლომატი მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას შეეცდება.

ილია წულაია

20 ოქტომბერი 2019, 22:05

საქართველო

ილია წულაია: „არქი ჯგუფმა“ „პროგრეს ბანკის“ სესხი სრულად გადაიხადა

ილია წულაია „იმედის კვირასთან“ აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკიდან“ აღებული სესხი, თავისი პროცენტით, მან სწორედ „თიბისი ბანკში“ დაფარა, მას შემდეგ რაც „პროგრეს ბანკის“ აქტივები „თიბისიში“ გადავიდა. წულაიამ გაასაჯაროვა ყველა ამ გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი.

ნიგერია ნაწამები ბავშვები

20 ოქტომბერი 2019, 21:39

მსოფლიო

ნიგერიაში კიდევ ერთი სკოლიდან ნაწამები მოსწავლეები გაათავისუფლეს

ნიგერიის ჩრდილოეთით ისლამურ სკოლა-ინტერნატებში მილიონობით ბავშვი სწავლობს. ქვეყნის მოსახლეობა მთავრობას ამ სასწავლო დაწესებულებებზე უფრო მკაცრი კონტროლის დამყარებისკენ მოუწოდებს. ერთი თვის განმავლობაში პოლიციამ ისლამური სკოლებიდან 1 000 მოსწავლეზე მეტი გაათავისუფლა.

მარგალიტი

20 ოქტომბერი 2019, 21:26

კულტურა

მსოფლიოს უძველესი მარგალიტი აბუ-დაბიში იპოვეს

აბუ-დაბის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს განცხადებით, ნატურალური მარგალიტი მარავას კუნძულზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ფენები, სადაც მარგალიტი იპოვეს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 5800-5600 წლით თარიღდება, ნეოლითის პერიოდით.

ელექტროსკუტერი

20 ოქტომბერი 2019, 21:04

მსოფლიო

საფრანგეთში ელექტროსკუტერით ავარიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში ელექტროსკუტერით ავარიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ბორდოში მოხდა. ავტომობილი ელექტროსკუტერით მოძრავ 25 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ბიჭთან ერთად ელექტროსკუტერით 18 წლის გოგოც გადაადგილდებოდა.

ბილ მიურეი

20 ოქტომბერი 2019, 20:53

კულტურა

ბილ მიურეის რომის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს

69 წლის მიურეის ჯილდო კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. საზეიმო ღონისძიებას მსახიობები ფრენსის მაკდორმანდი და ედვარდ ნორტონი და რეჟისორი უეს ანდერსონი დაესწრნენ. მიურეის კარიერა 1976 წელს დაიწყო. ის „ემის“, „ოქროს გლობუსის“ და „BAFTA“-ს ლაურეატია.

სირია

20 ოქტომბერი 2019, 20:40

მსოფლიო

ქურთები სირიის სასაზღვრო ქალაქს ტოვებენ

ქალაქ რას ალ აიანის ოფიციალურმა პირებმა Associated Press-ს ანონიმურად განუცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ფარგლებში, ადგილობრივი მცხოვრებლები და ქურთი სამხედროები ტერიტორიას ბადრაგის თანხლებით ტოვებენ. მათთვის უცნობია, რამდენად დასრულდება ევაკუაცია კვირას.

ძიუდო

20 ოქტომბერი 2019, 20:15

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაიკავა

მაროკოში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. ჯამში ქართველებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.