Imedi /  05 სექტემბერი 2018, 15:46 / სანდო წყარო

საია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას სასამართლოს გზით აპირებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

როგორც საიაში განაცხადეს, 2 აგვისტოს სამეურვეო საბჭომ მხარი დაუჭირა სესხის აღების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძ მოთხოვნას, რომელიც ტექნიკური გადაიარაღებისათვის და აღჭურვილობისთვის იყო საჭირო.

საიას ცნობით, საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე. საიამ ამ წლის 20 აგვისტოს საზოგადოებრივს იმ დოკუმენტის გამოსათხოვად მიმართა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი თანხის რაოდენობის საჭიროება.

ამ წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე საიამ 4 სექტემბერს მაუწყებლისგან უარი მიიღო. მიზეზად სახელდება, რომ ეს არის გეგმა და არა ოფიციალური დოკუმენტი. ამ ინფორმაციის გამოსათხოვად საიამ ამჯერად საქალაქო სასამართლოს მიმართა. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე გაიცა სესხის თანხმობა და რაში დაიხარჯება თანხა.

საიას მოთხოვნას საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმიანება. მაუწყებლის ცნობით, ნებისმიერი განცხადება მაუწყებელში არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ, უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

თამარ ედილაშვილი

20 ნოემბერი 2018, 20:14

კულტურა

საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე მე-13 ნომრად გამოვა

საბავშვო ევროვიზიის ქართველმა მონაწილე თამარ ედილაშვილმა Minsk-Arena-ს 15 000-კაციან დარბაზში პირველი რეპეტიცია გაიარა. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ტრანსგენდერების მკვლელობები

20 ნოემბერი 2018, 20:10

მსოფლიო

კვლევა: მსოფლიოში ბოლო 10 წელში 2 982 ტრანსგენდერი მოკლეს

კვლევის მიხედვით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან, 2018 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ტრანსფობიურ ნიადაგზე 369 მკვლელობა მოხდა. ამავე მონაცემების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2008 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე, ტრანსგენდერების მკვლელობის 2 982 რეგისტრირებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი

20 ნოემბერი 2018, 19:45

საქართველო

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოაცხადა

კონკურსი სულ სამ ეტაპიანია და გამარჯვებულს 2019 წლის გაზაფხულზე დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. საუკეთესო ინოვაციური გამოგონების გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება. ასევე განსაკუთრებული ჯილდოები გადაეცემა სამ ფინალისტს.

20 ნოემბერი 2018, 19:37

მსოფლიო

აშშ-ის სასამართლომ მიგრანტებისთვის თავშესაფრის არმინიჭებაზე ტრამპის ბრძანება დაბლოკა

9 ნოემბერს დონალ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვას აჩერებს. დოკუმენტის მიხედვით, მათ, ვინც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს, შტატებში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება.

ჩქაროსნული მაგისტრალი

20 ნოემბერი 2018, 19:22

ეკონომიკა

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

მეგან მარკლი

20 ნოემბერი 2018, 19:13

ტაბლოიდი

ელისაბედ II მეგან მარკლის ჩაცმის სტილით უკმაყოფილოა

დედოფალმა მარკლის უკვე უთხრა, რომ თავი შეეკავებინა ჰოლივუდური ჩაცმის სტილისგან და პრინცესის სტატუსის შესაბამისას შეემოსა. ელიზაბედ II-ის უკმაყოფილება შეეხება ჩაცმის სტილს, ქსოვილის ფერებს, ასევე უცხოელი დიზაინერების სამოსის ტარებას.

ანატოლი ბიბილოვი

20 ნოემბერი 2018, 19:12

საქართველო

ანატოლი ბიბილოვი: უკრაინამ საქართველოს მსგავსად სახელმწიფო ტერორის გზა აირჩია

ბიბილოვი ამბობს, რომ მას სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების ახლადარჩეულ მეთაურებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ. ბიბილოვის თქმით, მან თანამშრომლობაზე შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პირველ მეთაურთან, ალექსანდრ ზახარჩენკოსთან მოაწერა

ბელგია თავდასხმა

20 ნოემბერი 2018, 19:01

მსოფლიო

ბრიუსელის ცენტრში კაცმა „ალაჰ აკბარის“ დაძახების შემდეგ პოლიციელი დაჭრა

ბელგიაში, ბრიუსელში პოლიციელს სამზარეულოს ორი დანით შეიარაღებული პირი დაესხა თავს და კისრის არეში რამდენჯერმე დაჭრა. თვითმხილველების თქმით, თავდასხმამდე მან რამდენჯერმე დაიძახა ფრაზა „ალაჰ აკბარ“. თავდამსხმელი პოლიციელის ორმა კოლეგამ დაჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სალომე ზურაბიშვილი :„ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს

20 ნოემბერი 2018, 18:57

არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილი: ნაციონალური მოძრაობა იყენებს ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს

დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პრეზიდენტობის კანდიდატი მის მიმართ წინასაარჩევნოდ დაწყებულ საწინააღმდეგო კამპანიას ეხმიანება.

ავარია

20 ნოემბერი 2018, 18:43

ძალოვნები

დააკავეს მძღოლი, რომელმაც ავტოავარიის კვალის დასაფარად მანქანა ნაწილებად დაშალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ნოემბერს, ხელვაჩაურში მომხდარი ავტოავარიის მონაწილე მძღოლი დააკავა. უწყების ცნობით, დამნაშავე მძღოლმა კვალის დაფარვის მიზნით, ავტომობილი ნაწილებად დაშალა.

ნიკოლა გრუევსკი

20 ნოემბერი 2018, 18:43

მსოფლიო

უნგრეთმა მაკედონიის ექს პრემიერმინისტრს თავშესაფარი მისცა

მანამდე მაკედონიის პოლიციამ ყოფილი პრემიერის დაპატიმრების ორდერი გასცა. ის უნგრეთში 12 ნოემბერს გაიქცა, სადაც თავშესაფარი მოითხოვა. მაკედონიაში გრუევსკის კორუფციაში ბრალდების გამო მინიმუმ 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ფილის ჯონსი და ირენ კრამპი

20 ნოემბერი 2018, 18:35

ტაბლოიდი

102 წლის ტყუპმა დებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო ახსნეს

ერთ-ერთმა უხუცესმა ტყუპმა წელს 102 წლის იუბილე იზეიმა. ფილის ჯონსი და ირენ კრამპი ვუსტერშირის საგრაფოში ცხოვრობენ. ფილისი უფროს დად ითვლება, რადგან 25 წლით ადრე დაიბადა. დები თავს ენერგიულად გრძნობენ და გამოიყურებიან, როგორც 60 წლისები.

მთავარი პროკურატურა

20 ნოემბერი 2018, 18:34

ძალოვნები

ეკა გიგაურს, ირმა პავლიაშვილსა და მიშა ბენიძეს პროკურატურაში ხვალ გამოკითხავენ

პროკურატურის ინფორმაციით, „მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“.

რეიტინგი ეკონომიკა

20 ნოემბერი 2018, 18:33

ეკონომიკა

საქართველო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის წარმატებულ მოდელად დასახელდა

OECD-მა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ გაწეული რეკომენდაციები განსაკუთრებით წარმატებით შესრულებულად შეაფასა.

20 ნოემბერი 2018, 18:28

მსოფლიო

2017 წელს ნაღმებს 7239 ადამიანი ემსხვერპლა

როგორც დოკუმენტში წერია, მსხვერპლის რიცხვი ბოლო წლებში იზრდება. მაგალითისთვის, 2015 წელს დაახლოებით 1700 ადამიანი დაიღუპა, 2016 წელს კი 2100.

ავღანეთი აფეთქება

20 ნოემბერი 2018, 18:25

მსოფლიო

ქაბულში ქორწინების სასახლესთან აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში ქორწინების სასახლესთან ახლოს მომხდარ აფეთქებას სულ ცოტა 40 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებისას ათობით ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ქართული კინოს რეტროსპექტივა

20 ნოემბერი 2018, 18:24

კულტურა

ვაშინგტონსა და ჩიკაგოში თანამედროვე ქართული ფილმების რეტროსპექტივა დასრულდა

ჩიკაგოში ქართული კინოჩვენება აღმოსავლეთ ევროპისა და პოლონური ფილმის ფესტივალის ფარგლებში 9–12 ნოემბერს გაიმართა. 13–16 ნოემბერს კი, ქართული ფილმები მაყურებელმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოსა და ვაშინგტონის სამ წამყვან უნივერსიტეტში — ჯორჯთაუნის, ჯორჯ ვაშინგტონისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებში ნახა.

სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა

20 ნოემბერი 2018, 18:20

არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში ჩავიდა.

გაზიფიცირება

20 ნოემბერი 2018, 18:20

ეკონომიკა

ქობულეთის სოფელ გვარას და ქვედა კონდიდის გაზიფიცირება დასრულდა

სოფელ გვარაში გაზიფიცირების დაქსელვის პროექტის სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში გაკეთდა 23 კმ სიგრძის გაზსადენი. პროექტისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. ქსელში სოფელ გვარაში მცხოვრები 316 და სოფელ ქვედა კონდიდში მცხოვრები 135 აბონენტი ჩაერთო.

20 ნოემბერი 2018, 18:20

კულტურა

„ჩინურ ოსკარზე“ გამარჯვებულს ტაივანის დამოუკიდებლობის მოწოდებისთვის პრიზი ჩამოართვეს

„ჩინურ ოსკარად“ წოდებულ დაჯილდოებაზე, ოქროს ცხენის (Golden Horse) მფლობელ რეჟისორს, ფუ იუეს ტიტული მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც სიტყვით გამოსვლისას ტაივანის დამოუკიდებლობაზე დაიწყო საუბარი და თქვა, რომ იმედი აქვს, ტაივანს მალე დამოუკიდებელ ქვეყნად იხილავს.