Imedi /  05 სექტემბერი 2018, 16:30 / სანდო წყარო

მოქალაქის ჭაში ჩავარდნის გამო, თბილისის მერიას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

თბილისის მერია

თბილისის მერია

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოქალაქისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ინფორმაციას საია ავრცელებს.

2014 წლის 1 ივლისს მოსარჩელე ღამის საათებში 5-6 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა ქ. თბილისში არსებულ ერთ-ერთ საკანალიზაციო ჭაში (წყალარინში), სადაც 18 საათი გაატარა.

მოქალაქის ჭაში ჩავარდნა გამოიწვია ჭის თავსახურის დაზიანებამ. საფრთხის არსებობის შესახებ ჭასთან არ იყო განთავსებული რაიმე ტიპის აღნიშვნა, რაც დაზარალებულს აფიქრებინებდა საფრთხის შესახებ. შემთხვევის შედეგად მოქალაქეს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა და გრძელვადიანი სამედიცინო მკურნალობა.

მერიისა და თბილსერვისის მტკიცებით, მოსარჩელე არ მოძრაობდა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ჭა იყო დახურული, ასევე არ მიმდინარეობდა ჭის რემონტი ან რეაბილიტაცია, შესაბამისად, ჭასთან არ ყოფილა გამაფრთხილებელი ნიშნების საჭიროება. ამასთან, ქ. თბილისში არის 30 000-მდე ჭა და მათი ყოველდღიური კონტროლი შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოსთვის.

"სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების არგუმენტები და მიიჩნია, რომ არსებობდა მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები. კერძოდ, ქ. თბილისში განთავსებული სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა პატრონობაზე (ექსპლუატაციაზე) მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ატარებს ტენდერს და გამარჯვებულ კომპანიასთან დებს ხელშეკრულებას. 2014 წლიდან შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა-პატრონობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებს. 2015 წელსაც იგივე სამუშაოებს ასრულებდა აღნიშნული კომპანია", - წერია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საიას ცნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

სასამართლოს მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზიანი, რომელიც გამოხატულია მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედება კი, გამოხატულია მოპასუხე მხარეების უმოქმედობაში. კერძოდ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ვალდებულებას წარმოადგენდა ზემოთ აღნიშნული ჭის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სანიაღვრე ჭების შეკეთება, ახალი ჭის მოწმობა, დაზიანებული კოლექტორის შეკეთება, სანიაღვრე სისტემის შესაბამის გამართულ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში მოყვანა ან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას წარმოადგენდა განეხორციელებინა ტექნიკური კონტროლი ან/და შეემოწმებინა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაწეული მომსახურეობა, რაც არაჯეროვნად შესრულდა მოპასუხეების მხრიდან.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გიგი უგულავა

19 ნოემბერი 2018, 12:58

არჩევნები 2018

უგულავამ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელებს „სუსისგან გაფუჭებულები“ უწოდა

პარტიული აქტივის წასვლას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა. უგულავას განცხადებით, ეს ადამიანები "სუსიგან გაფუჭებული და შეშინებულები არიან".

ხორცი

19 ნოემბერი 2018, 12:53

ეკონომიკა

საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2 პროცენტით აღემატება. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით შემცირდა და 923.0 ათასი სული შეადგინა.

კადრი ფილმიდან

19 ნოემბერი 2018, 12:51

კულტურა

რუსთავის ციხეში გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ბირ დუინოს“ კინოფესტივალის გამარჯვებულია

„დაწესებულება #16“ ქართული დოკუმენტალისტიკის ისტორიაში პირველი ფილმია, რომელიც ციხეში გადაიღეს. ორი წლის განმავლობაში ავტორი თითქმის ყოველდღიურად „ცხოვრობდა“ სასჯელაღსრულების დაწესებულების ბენეფიციარებთან. გადაღების დროს ზოგი გათავისუფლდა, ზოგი დღემდე იხდის სასჯელს.

19 ნოემბერი 2018, 12:48

ძალოვნები

ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც კანადის ყალბი ვიზები ჰქონდათ. საიმიგრაციო ბიუროს განცხადებით ქართველები აბუ დაბიდან მანილაში 11 ნოემბერს ჩავიდნენ. ი

19 ნოემბერი 2018, 12:47

სპორტი

რომელ ქალაქებში და სად იქნება შესაძლებელი დიდ ეკრანზე საქართველო-ყაზახეთის მატჩის ყურება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით, ქვეყნის ოთხ სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2018 წლის ბოლო ოფიციალური მატჩის ღია ჩვენება გაიმართება. საქართველო-ყაზახეთის მატჩის საფეხბურთო გარემოში ნახვის მსურველებსბათუმის დრამატულ თეატრთან არსებული სივრცე უმასპინძლებს.

19 ნოემბერი 2018, 12:44

არჩევნები 2018

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 10-მდე უბნის კომისიის წევრმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის 67- ე საარჩევნო ოლქის 10-მდე უბნის კომისიის წევრმა დატოვა თანამდებობა. მათ შორის ორი უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა, ორი მოადგილე და დანარჩენი კომისიის რიგითი წევრები არიან.

 სინგჰ საჯანი

19 ნოემბერი 2018, 12:39

მსოფლიო

კანადაში საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საფრთხეზე საუბრობენ

„ჩვენ სერიოზულად მივუდექით ამ საკითხს და თავდაცვით პოლიტიკაში შესაბამისი ცვლილებები შევიტანეთ. ჩვენ უნდა განვუმარტოთ მოქალაქეებს ყალბი ახალი ამბების გავლენა. არავის სურს მოტყუვდეს. ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, საერთაშორისო ნორმების დარღვევით მოქმედებს და ჩვენ მათი სამიზნე ვხდებით“, – განაცხადა საჯანმა

მორის ყვითელაშვილი

19 ნოემბერი 2018, 12:39

სპორტი

მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა

ყვითელაშვილის მიერ შესრულებული ტექნიკური ელემენტები ყველაზე მაღალი ტექნიკური ქულით შეფასდა. ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში მორის ყვითელაშვილის მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი პირველი ისტორიული შედეგია, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა აჩვენა ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც გრან -პრის ეტაპია.

გრიგოლ ვაშაძე ჭარბვალიანობა

19 ნოემბერი 2018, 12:37

საქართველო

ვაშაძე: თუ გვინდა მამუკა ბახტაძის ინიციატივა შესრულდეს, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ უნდა გაიმარჯვოს

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ მოსახლეობას სურს, პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივა შესრულდეს, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ უნდა გაიმარჯვოს.

19 ნოემბერი 2018, 12:32

ტექნოლოგიები

კვლევა: პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა შესაძლოა დედათქვენის ბრალი იყოს

თუ თქვენს პირად ცხოვრებაში ბევრი პარტნიორი ჩნდება და ვერაფრით პოულობთ თქვენს მეორე ნახევარს, სავარაუდოდ ეს დედათქვენის ბრალია, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა ნაშრომს სამეცნიერო პორტალი Plos One-ი ავრცელებს.

ბიბილოვი დონეცკში ჩავიდა

19 ნოემბერი 2018, 12:31

მსოფლიო

ბიბილოვი დონეცკში ჩავიდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პრეზიდენტი დონეცკში ჩავიდა.გავრცელებული ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, დენის პუშილინის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება.

გურული დღიურები

19 ნოემბერი 2018, 12:27

კულტურა

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ უკრაინულად გამოცემულ 5 საუკეთესო წიგნს შორისაა

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ უკრაინულად გამოცემულ 5 საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა. „გურული დღიურები“ უკრაინულად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ითარგმნა. წიგნი გამომცემლობა Charitable Found The Literary Initiatives Foundation-მა გამოსცა. „გურული დღიურები“ უკრაინულად რაულ ჩილაჩავამ თარგმნა.

ცემენტის ხარისხი

19 ნოემბერი 2018, 12:14

ეკონომიკა

საქართველოში შეფუთული ცემენტის 36 სახეობიდან ევროპული სტანდარტი მხოლოდ 13-მა დააკმაყოფილა

საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის მორიგი, რიგით მეხუთე ტესტირება ჩატარდა. შედეგების მიხედვით, შეფუთული ცემენტის 36 სახეობიდან ევროპული სტანდარტი მხოლოდ 13-მა დააკმაყოფილა.

ემანუელ მაკრონი

19 ნოემბერი 2018, 12:09

მსოფლიო

საფრანგეთში მაკრონის რეიტინგი დაეცა

საფრანგეთის რეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი 25%-ით შემცირდა. ექსპერტები ამას ქვეყანაში გამართულ მასშტაბურ დემონსტრაციებს უკავშირებენ. საფრანგეთში საწვავის გადასახადის დაწესებასა და საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით 17 ნოემბრიდან საპროტესტო აქციები იმართება.

ირაკლი კობახიძე

19 ნოემბერი 2018, 12:09

საქართველო

ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების სოციალური ინიციატივები ჩამოთვალა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ გაიზარდა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 2.5-ჯერ გაიზარდა სოციალური დახმარების ბიუჯეტიც.

ვალების განულება

19 ნოემბერი 2018, 11:58

ეკონომიკა

ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება.

19 ნოემბერი 2018, 11:53

მსოფლიო

ფინელები ტრამპის დაუმსახურებელი ქათინაურით გაკვირვებულნი არიან

ფინეთი გაკვირვებულია იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ფინეთის მოსახლეობა ტყეებში ფოთლებისა და სარეველების მოფოცხვისთვის შეაქო. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მას უამბო, რომ ფინელები დიდ დროს ატარებენ ტყეებში და ასუფთავებენ მას.

პატრიარქის ნათლული კიდევ 700-ზე მეტი ჩვილი გახდა

19 ნოემბერი 2018, 11:52

საქართველო

პატრიარქის ნათლული კიდევ 700-ზე მეტი ჩვილი გახდა

პატრიარქის ნათლული კიდევ 700-ზე მეტი ჩვილი გახდა. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცათ. ტრადიციული ცერემონია სამებაში 56-ედ ჩატარდა.

სუსი

19 ნოემბერი 2018, 11:49

ძალოვნები

ქრთამის აღების ფაქტზე სუსის თანამშრომელი და ადვოკატი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავეს სუსის თანამშრომელი და ადვოკატი. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ბელტრან ლეივა

19 ნოემბერი 2018, 11:40

მსოფლიო

ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ბელტრან ლეივა გარდაიცვალა

მექსიკელი ნარკობარონი, ბელტრან ლეივა გულის შეტევით გარდაიცვალა. ლეივა 2016 წლიდან ალტიპლანოს ციხეში იხდიდა სასჯელს. მკერდის არეში ძლიერი ტკივილის გამო, ის ქალაქ ტოლუკას საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.