imedi /  06 სექტემბერი 2018, 16:40 / სანდო წყარო

ზალკანიანი: პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს

დავით ზალკანიანი

დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან თბილისში რუსული დაფინანსებით მიმდინარე კონფერენციის კონტექსტში რუსულ პროპაგანდაზე ისაუბრა.

„ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისა და სხვა ქვეყნებისთვისაც. მსგავსი სახის ჰიბრიდულ საფრთხეებს ვაწყდებით ყველგან და ძალიან მნიშვნელოვანია გამოიძებნოს ეფექტური საშუალებები. მე ვფიქრობ, პროპაგანდის საწინააღმდეგო ნაბიჯი კონტრპროპაგანდა არ უნდა იყოს, რადგან ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გახლავთ კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის ინიციატიავს, რომ შეიქმნას კანონმდებლობა პროპაგანდის შეზღუდვის მიმართულებით, ზალკალიანის განმარტებით, „აუცილებლად არის მოსაძებნი ეფექტური ფორმები იმისთვის, რომ ის პროპაგანდა და ჰიბრიდული საფრთხეები, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, თავიდან იყოს აცილებული“.

თბილისში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს ვლადიმერ პუტინის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმი. ფორუმის პარალელურად აქტუალური გახდა ქვეყანში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხი. ამ თემას მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა.

ევროპული საქართველოს წევრის, დეპუტატ სერგი კაპანაძის განცხადებით, იმისთვის, რომ რუსული პროპაგანდა შეიზღუდოს, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გატარდეს. ამ ინიციატივას მალევე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი. მისი შეფასებით, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა შექმნის წარმოდგენას, თითქოს მისი გავლენის საშიშროება არსებობს.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2019, 00:37

ვიდეო

Black Eyed Peas-ის კონცერტის დროს ბავშვი სცენაზე ავიდა

17 ივნისი 2019, 00:28

მსოფლიო

ინდოეთში მწვავე ენცეფალიტის სინდრომს 83 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში სავარაუდოდ ენცეფალიტის სინდრომით 83 ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ბავშვია. ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობისგან დაავადებასთან საბრძოლველად შესაბამისი ზომების გატარების დირექტივა მიიღო.

დავით ზალკალიანი

17 ივნისი 2019, 00:20

საქართველო

ზალკალიანი დავით გარეჯზე: კულუარებს მიღმა მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით პროცესების განახლება დაიწყო ხელისუფლებამ, პირველი რაც გაკეთდა იყო ის რომ კომისია სრულად განახლდა. "მნიშვნელოვანია, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე საზოგადოებაში კონსენსუსი გვქონდეს".

ირმა ინაშვილი

16 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

ინაშვილი: ხშირად ლგბტ ჯგუფები ჩაგრავენ უმრავლესობას

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადება შეაფასა. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უმცირესობა, კონკრეტულად კი ლგბტქ ჯუფი ხშირად ჩაგრავს უმრავლესობას. „მიდის შეტევა მართლმადიდებლობის და ეკლესიის წინააღმდეგ“.

კლაუს მედსენი

16 ივნისი 2019, 23:37

მსოფლიო

გერმანიის ქალაქის მერი უცხოელი პირველად გახდა

ბიზნესმენმა 57 პროცენტით დაამარცხა მეტოქე. კოპენჰაგენში დაბადებული კლაუს მედსენი გერმანიაში 1992 წლიდან ცხოვრობდა, რის შემდეგაც როსტოკში დასახლდა, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა არ მიუღია. ამ ქალაქს უცხოელი მერი პირველად ეყოლება.

პრაიდი

16 ივნისი 2019, 23:32

საქართველო

„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

თბილისში, ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით "თბილისი პრაიდი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივნისი 2019, 23:19

სპორტი

პრეზიდენტმა უშუისტებს ჩინეთში მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებს, ჩინეთში გარმართულ ასპარეზობაში ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, ეს ახალგაზრდები ჩვენი მომავალია.

ფეხსაცმელი

16 ივნისი 2019, 23:10

ტაბლოიდი

9 საინტერესო ისტორიული ფაქტი ქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ

საიდან იღებს სათავეს და როგორ ვითარდებოდა ელეგანტური, ზოგჯერ კი მტკივნეული - ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია? BBC Rado 4-მა მოამზადა სტატია, რომელშიც ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორიის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.

16 ივნისი 2019, 22:34

მსოფლიო

ლიონში ფრანგმა ჯარისკაცებმა შეიარაღებულ კაცს ესროლეს

Euronews-ის ცნობით, თავდამსხმელი ფეხშია დაჭრილი. პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძებიება, თუმცა თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა და მისი მოტივი უცნობია. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედია წერს, რომ მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

უამინდობა

16 ივნისი 2019, 22:23

მსოფლიო

ევროპაში უამინდობამ მსხვერპლი გამოიწვია

ევროპის ნაწილში უამინდობამ წყალდიდობა და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. euronews-ის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპაში, ლიონში დაახლოებით ჩოგბურთის ზომის სეტყვამ ავტომობილები დააზიანა. დაიტბორა სამანქანო გზები და დაზიანდა სახლები. უამინდობამ პრობლემები შექმნა პოლონეთშიც.

გლობალური დათბობა

16 ივნისი 2019, 21:59

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო ათასობით ადამიანს სიკვდილი ემუქრება

თუკი გლობალური დათბობა ზოგჯერ შორეულ ან აბსტრაქტულ საფრთხედ გვეჩვენება, ახალი კვლევის მიხედვით, ეს პრობლემა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. კვლევის თანახმად, გარემოში სათბური გაზების გამოყოფის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობას ფატალური შედეგი მოჰყვება.

16 ივნისი 2019, 21:54

ვიდეო

ლევან ვასაძე ლეგიონის შექმნით იმუქრება

16 ივნისი 2019, 21:53

სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის ფინალში კუბის ნაკრები 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 31:21 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ახალგაზრდა ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე იყო.

16 ივნისი 2019, 21:38

ვიდეო

ადა მარშანია: ჩვენს ჯიშზე დგას ეს ქვეყანა

16 ივნისი 2019, 21:36

საქართველო

„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს

ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ამ შინარსის განცხადებით „ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს.

16 ივნისი 2019, 21:36

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი: მე ყველას პრეზიდენტი ვარ

16 ივნისი 2019, 21:34

ვიდეო

ტოჩინოშინი საქართველოშია

16 ივნისი 2019, 21:31

ვიდეო

ილია მეორე: უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე და ტრადიციები

ბენქსი

16 ივნისი 2019, 21:27

კულტურა

ლისაბონში ბენქსის გამოფენა „გენიოსი თუ ვანდალი“ გაიხსნა

პორტუგალიაში, ლისაბონში ბრიტანელი იდუმალი ქუჩის მხატვრის, ბენქსის 70-მდე ნამუშევარი გამოიფინა. ასეთივე გამოფენა გაიმართა მადრიდსა და მოსკოვში, სადაც ნამუშევრებმა 600 000-ზე მეტმა მნახველმა მიიზიდა. გამოფენის სახელწოდებაა "გენიოსი თუ ვანდალი". გამოფენა მოიცავს ვიდეოებს, გრაფიტებს, სკულპტურებსა და ფოტოებს.

ლევან ვასაძე

16 ივნისი 2019, 21:02

საქართველო

ვასაძე ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნას გეგმავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეკრება ლოცვით დაიწყო, რომელიც სასულიერო პირმა წაიკითხა. ვასაძემ თქვა, რომ,დღეს ვერის ბაღში შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის თავიდან აცილებაა. მისივე თქმით, „ყველას ვისაც სურს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია და იგინოს, იფურთხოს, მისი ადგილი მათ გვერდით არ არის“.