imedi /  06 სექტემბერი 2018, 16:30 / სანდო წყარო

69 საჯარო სკოლას უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფენ

საქართველოს 69 საჯარო სკოლა, რომელთაგან 50 რეგიონებში მდებარეობს, უკაბელო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი. ეს ინიციატივა მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება, ვინაიდან ინტერნეტიზაცია სამთავრობო პროგრამისა და განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილია.

„სასწავლო პროცესში უკაბელო ინტერნეტზე წვდომა, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სწორედ გაციფრულება და ინტერნეტიზაცია იქნება ჩვენი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც რაც შეიძლება ჩქარი ტემპებით უნდა დავასრულოთ“,- განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მკვლელობა

17 დეკემბერი 2018, 11:33

ძალოვნები

მარნეულში დააკავეს კაცი, რომელმაც მოკლული მამიდის ცხედარი სარდაფში გადამალა

შსს-მ მარნეულში მამიდის მკვლელობისთვის 1986 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

17 დეკემბერი 2018, 11:32

ეკონომიკა

ქართველ ფერმერებს ბელარუსები კონსულტაციებს გაუწევენ

შეხვედრაზე მხარეებმა ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

დავით კირკიტაძე

17 დეკემბერი 2018, 11:22

ძალოვნები

შსს დავით კირკიტაძეს პოლიციელის მიმართ ძალადობის ფაქტს ედავება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. უკავშირებოდა თუ არა მათი მობილიზება გუშინდელ აქციას გუნდში ამას ვერ ამბობენ, თუმცა ადგილზე რჩებიან.

17 დეკემბერი 2018, 11:07

მსოფლიო

საფრანგეთში 300-მდე მიგრანტმა Comédie-Française-ის თეატრში შეჭრა სცადა

მიგრანტებმა, უმეტეს წილად აფრიკელებმა, ორჯერ სცადეს თეატრში შეჭრა, სადაც ამ დროს მიმდინარეობდა სპექტაკლი „ლუკრეცია ბორჯია“, თუმცა ისინი დაცვის სამსახურის წევრება გააჩერეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კონგრესი

17 დეკემბერი 2018, 11:04

საქართველო

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

რაგბი

17 დეკემბერი 2018, 10:47

სპორტი

12 იანვარს „ლოკომოტივი“ თბილისში „ფიამე ოროს“ დაუპირისპირდება

საქართველოს ჩემპიონმა ევროტურნირი სწორედ „კალვიზანოსთან“ თბილისში გამართული შეხვედრით დაიწყო - ოქტომბერში, ავჭალის სტადიონზე სტუმრებმა მოიგეს - 17:6. 15 დეკემბერს კი „ლოკომოტივმა“ იტალიაში აიღო რევანში - 20:13 და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. „კალვიზანო“ ათი ქულით ლიდერობს.

17 დეკემბერი 2018, 10:47

მსოფლიო

სინგაპურელ გეი წყვილს სუროგაციით გაჩენილი ბავშვის შვილად აყვანის უფლება მიეცა

სინგაპურში ჰომოსექსუალმა სასამართლო პროცესი მოიგო, რომელიც მას საშუალება მისცემს იშვილოს ბავშვი, რომელიც კაცმა სუროგაციის დახმარებით გააჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ციპი ჰოტოველი

17 დეკემბერი 2018, 10:22

საქართველო

ისრაელი: ვისურვებდით, საქართველოს საელჩო იერუსალიმში გადასულიყო

ვისურვებდით, საქართველოს საელჩო იერუსალიმში გადასულიყო, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ჰოტოველიმ განაცხადა. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ თქვა, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების იერუსალიმში გადატანის საკითხი ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პოლიცია

17 დეკემბერი 2018, 10:20

ძალოვნები

ფოთში თონეში აფეთქება მოხდა

„კაცს სახისა და ზედა კიდურების მიდამოებში პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა. მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია ჰოსპიტალში“, - განუცხადა ჟურნალისტებს სასწრაფოს მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.

17 დეკემბერი 2018, 10:17

კულტურა

ეგვიპტეში უმაღლესი ქურუმის 4 400 წლის სამარხი იპოვეს. ფოტოკოლაჟი

15 დეკემბერს ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გიზაში, პირამიდების კომპლექსში,„განსაკუთრებულად კარგად შენახული“ სამარხი იპოვეს, რომ ძვ.წ. მესამე ათასწლეულში მოღვაწე უმაღლეს ქურუმს ეკუთვნოდა.

აქცია

17 დეკემბერი 2018, 09:54

ეკონომიკა

საბერძნეთში საპენსიო რეფორმით მიყენებული ზარალი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა

პენსიონერების განმარტებით, მათი შემოსავალი საკმაოდ მცირეა და არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში არაა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საბერძნეთში უმუშევრობის დონე საგრძნობლად გაიზარდა, ბოლო 9 წლის განმავლობაში კი ოჯახების შემოსავალი 40 პროცენტით შემცირდა.

კოლინ კროლი

17 დეკემბერი 2018, 09:44

ტექნოლოგიები

Vine-ისა და HQ Trivia-ს შემქმნელი კოლინ კროლი გარდაიცვალა

პოლიციას კროლის მოძებნა მისმა მეგობარმა გოგომ სთხოვა. სიკვდილის მიზეზი ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა, პოლიციის პირველადი ვერსიით, ეს ნარკოტიკების ზედოზირებამ გამოიწვია.

აქცია

17 დეკემბერი 2018, 09:37

მსოფლიო

ბარსელონაში ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

აქტივისტების თქმით, განსაკუთრებულ პროტესტს მოდის ინდუსტრიაში მიღებული ის წესები იწვევს, რომელთა თანახმადაც სხვადასხვა სახის პროდუქტის შესაქმენლად ცხოველთა ტყავი გამოიყენება. სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, დემონსტრანტებმა პროტესტის ორიგინალურ ხერხს მიმართეს და პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ, შიშველ სხეულზე კი სიმბოლურად წითელი სითხე გადაისხეს.

Brexit

17 დეკემბერი 2018, 09:31

მსოფლიო

მედია: ბრიტანელი პარლამენტარები ტერეზა მეისგან მალულად ახალ რეფერენდუმს გეგმავენ

სტატიაში აღნიშნულია, რომ დევიდ ლიდინგტონისა და ჰევინ ბარველის აზრით, Brexit-თან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის ჩატარება შესაძლოა ჩიხში შესული ვითარებიდან ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი იყოს.

სალომე ზურაბიშვილი

17 დეკემბერი 2018, 09:20

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მსოფლიო მედია წერს

„საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტის ფონზე წარიმართა“- ამ სათაურით სტატიას Washington Post-ი აქვეყნებს და წერს, რომ ახალმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე გააკეთა. DW კი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა.

სალომე ზურაბიშვილი

17 დეკემბერი 2018, 09:12

საქართველო

თურქეთის ვიცეპრეზიდენტი საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს წარმატებებს უსურვებს

თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, ფუატ ოქტაი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ეხმაურება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენი ქვეყნის სახელით დავესწარით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციას. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს,”- წერს ვიცეპრეზიდენტი.

ქეით მიდლტონი

17 დეკემბერი 2018, 08:57

ტაბლოიდი

მედია: ქეით მიდლტონს დედოფალი ელისაბედ მეორე პრინც უილიამის შესაფერისად არ მიიჩნევდა

"დედოფალი, მიუხედავად მისი ასაკისა, სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე წევრია და რძლად იმ ადამიანის მიღება, რომელსაც სამსახური არ აქვს, მისთვის მიუღებელი იყო", - წერს ავტორი. ქეითი უილიამთან ერთად პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობდა და თან მომავალი ჰერცოგინია მამის კომპანიის აქციების მფლობელი იყო.

მანქანები

17 დეკემბერი 2018, 08:42

ეკონომიკა

Toyota ტექნიკური ხარვეზების გამო აშშ-დან ავტომობილებს გაიწვევს

ლაპარაკია სულ 65,000 მანქანაზე მათ შორისაა: 2003-05 Toyota Corolla, 2002-05 Toyota Sequoia, 2003-05 Toyota Tundra და 2002-05 Lexus SC. ავტომწარმოებელი იღებს ვალდებულებას, გამოასწორს ყველა ხარვეზი.

რაგბი

17 დეკემბერი 2018, 08:34

სპორტი

„მონპელიე“ „ტულონის“ დაპირისპირებისას ორი ლელო ქართველებმა დადეს

„მონპელიეს“შემადგენლობაში მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე ასპარეზობენ, მამუკა გორგოძე კი „ტულონშია.“ „მონპელიემ“ „ტულონს“ 34-13 სძლია. ტულონელთა ერთადერთი ლელო მამუკა გორგოძის ანგარიშზეა. მან თავი 55-ე წუთზე, ჩვეულ სტილში გამოიჩინა. შეხვედრის ბოლო ლელო კი ლევან ჩილაჩავამ დადო.

17 დეკემბერი 2018, 08:24

კულტურა

„მის სამყარო 2018“ ფილიპინელი კატრიონა გრეი გახდა

24 წლის კატრიონა გრეი ტელეწამყვანია. ის ავსტრალიაში დაიბადა, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ მანილაში გადავიდა საცხოვრებლად. კატრიონა გრეი ერთ-ერთ საბრძოლო ხელოვნებაში შავ ქამარსაც ფლობს. ასევე ჯაზმომღერალია.