imedi /  06 სექტემბერი 2018, 16:57 / სანდო წყარო

ინკლუზიური განათლების პედაგოგთა ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში იქნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის სტატუსი მინიჭების საკითხი წარუდგინა.

პედაგოგთა ფუნქციებში შედის როგორც მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება და მასთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ასევე სკოლის ადმინისტრაციისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, ალტერნატიული სასწავლო რესურსების შექმნა-მოძიება.

ცვლილებების შემდეგ, სპეციალური მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება საჯარო სკოლის მასწავლებლის მსგავსად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება და მათი საშუალო ხელფასი 400-500 ლარი იქნება.

მთავრობის დადგენილებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის ასვე იცვლება სკოლების დაფინანსება. კერძოდ, თუ მოსწავლის ხელშეწყობისთვის ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 350 ლარით ფინანსდებოდა, ცვლილებების შემდეგ დაფინანსება 500 ლარი გახდება.

მიმდინარე წლის მაისში პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა თქვა, რომ ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეცპედაგოგებს შესაძლოა პედაგოგის წოდება მიენიჭოთ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ლაშა მალაღურაძე

19 დეკემბერი 2018, 08:33

სპორტი

ქართველი მორაგბე ლაშა მალაღურაძე კარიერას „ვევეა პადმასკოვიეში“ განაგრძობს

მალაღურაძის კარიერა „ყოჩებში“ დაიწყო. შემდეგ კი „კრასნი იარში“ გადასვლამდე საკლუბო კარიერა მან უკრაინულ „კრედო 1963-ში", ფრანგულ „ბეზიეში“, „ვალანსსა“ და „ბანერში“ გაატარა. მორაგბეს „ბორჯღალოსნების“ რიგებში 88 შეხვედრა აქვს ჩატარებული (184 ქულა).

19 დეკემბერი 2018, 08:26

მსოფლიო

ვაშინგტონის შტატს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა

ტორნადომ 10-მდე სახლს სახურავი ახადა. ფესვებიანად ამოგლიჯა ხეები. 20-მდე შემობაში ბუნებრივი გაზის მილები დაზიანდა და აირმა გაჟონა. სიეტლის მსგავსად სიქტიის ზონაში მოექცა სამხრეთ კიტსანის ოლქიც.

19 დეკემბერი 2018, 08:19

ეკონომიკა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებები შედის

ცვლილებების მიზანია საფინანსო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვა და ბაზარზე არსებული საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

19 დეკემბერი 2018, 08:07

კულტურა

ჯორჯ ლუკასი ცნობილ ამერიკელებს შორის ყველაზე მდიდარია

რეიტინგის ლიდერის ქონება 5.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების ათეულში მეორე და მესამე ადგილებს რეჟისორი სტივენ სპილბერგი და ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ინაწილებენ. ამერიკული ჟურნალის ცნობით, ფილმ „შინდლერის სიის“ შემქმნელის ქონება $3.7 მილიარდს, ტელეწამყვანისა კი $2.8 მილიარდს შეადგენს.

გიორგი ჩოგოვაძე

19 დეკემბერი 2018, 08:00

ეკონომიკა

საქართველოს შესახებ საერთაშორისო მედიაში დაბეჭდილი ფოტოებისა და სტატიების გამოფენა მოეწყო

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 2018 წელს მომზადებული სტატიები, რომლებიც მსოფლიოში მაღალრეიტინგულმა გამოცემებმა მოამზადეს. ესენია: National Geographic Conde Nast Traveller, Forbes, NewYork Times, The Telegraph, Liberation, Vogue და ა.შ.

შემთხვევის ადგილი

19 დეკემბერი 2018, 02:25

ძალოვნები

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

თელავში სამი ახალგაზრდა დაჭრეს, მათ შორის თელავის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურის, მამა გენადის შვილი გიორგი გოგილაშვილია, დანარჩენი კი მისი მეგობრები არიან. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

შსს

19 დეკემბერი 2018, 00:36

ძალოვნები

შსს კახეთში 16 დეკემბრის ინციდენტზე 4 პირის დაკავებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პოლიციელზე თავდასხმის გამო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩანგრეული ხიდი გენუაში

19 დეკემბერი 2018, 00:35

მსოფლიო

გენუაში ჩანგრეულ ხიდს ცნობილი იტალიელი არქიტექტორი აღადგენს

ახალი პროექტი იტალიას €200 მილიონამდე დაუჯდება. ოფიციალური პირების განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს 12 თვე დასჭირდება. 51 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ გუნუაში ხიდი 14 აგვისტოს ჩაინგრა, რასაც 43 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისის მერია

19 დეკემბერი 2018, 00:21

საქართველო

მერია: აღმაშენებელზე ხმობადი დაავადებული ფიჭვები მოიჭრა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა საღი ხეები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს, რომლის თანახმადაც ამ ტერიტორიაზე ნამდვილად მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები ჯანსაღი ხეების დაზიანების თავიდან არიდების მიზნით.

მოზამბიკის არმია

19 დეკემბერი 2018, 00:04

მსოფლიო

მოზამბიკის არმიამ ჟურნალისტები დააკავა

სამხედროებმა მედიის წარმომადგენლები მაშინ აიყვანეს, როდესაც პალმის რაიონიდან ჩიტოლოსკენ გადაადგილდებოდნენ. ჟურნალისტებს ადგილობრივი და პროვინციის სამხედრო მეთაურისგან გადაღების ნებართვა ჰქონდათ. დაკავებისას ჯარისკაცებმა მედიის წარმომადგენლებს სამუშაო აღჭურვილობა, მათ შორის კამერები ჩამოართვეს.

მამუკა მდინარაძე

18 დეკემბერი 2018, 23:42

ძალოვნები

მდინარაძე: ველისციხის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 16 დეკემბერს გურჯაანში პოლიციელებზე თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს და ამ დროისთვის ამ ინციდენტის ფარგლებში უკვე 4 პირია დაკავებული. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

ირმა ინაშვილი

18 დეკემბერი 2018, 23:30

საქართველო

ინაშვილი: ვხედავ სამართლიანობის აღდგენის ნიშნებს

მე ვხედავ ნიშნებს, რომ ქვეყანაში შეიძლება დაიწყოს სამართლიანობის აღდენა, - ამის შესახებ გადაცემაში პირისპირ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

ჩარლზ მაიკლი

18 დეკემბერი 2018, 23:22

მსოფლიო

ბელგიის პრემიერმინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

ჩარლზ მაიკლმა კანონმდებლებთან ლაპარაკისას განმარტა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ ბელგიის მეფეს დღის ბოლომდე ჩააყენებს საქმის კურსში. ბელგიის პრემიერმინისტრმა განცხადება დეპუტატებთან მიმართვისას მას შემდეგ გააკეთა, რაც ნაციონალურ კოალიციაში ყოფილ პარტნიორებთან საერთაშორისო საიმიგრაციო პაქტის ირგვლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ფარავნის უღელტეხილი

18 დეკემბერი 2018, 23:17

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ისევ აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე (კმ94-კმ110) მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.

კარვების აღება რუსთაველზე

18 დეკემბერი 2018, 23:02

საქართველო

რუსთაველზე ოპოზიციამ კარვების ნაწილი აიღო

რუსთაველზე ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურმა ჯგუფმა კარვების ნაწილი აიღო. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, აღებულია სამი კარავი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის კარნახით დაგეგმილი და შეუმდგარი აქციისთვის რუსთაველზე 16 დეკემბერს დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე განალაგეს.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

18 დეკემბერი 2018, 22:57

ტაბლოიდი

თეთრი სახლი დონალდ და მელანია ტრამპების საშობაო ფოტოს ავრცელებს

ფოტო საშობაოდ მორთულ Cross Hall-ში 15 დეკემბერს არის გადაღებული. დონალდ და მელანია ტრამპები შობას თეთრ სახლში მეორედ ხვდებიან. დეკემბერში თეთრი სახლი 30 ათასზე მეტ სტუმარს და 100-ზე მეტ მიღებას მასპინძლობს.

კანაფი

18 დეკემბერი 2018, 22:43

მსოფლიო

2020 წელს ახალი ზელანდია რეკრეაციული კანაფის ლეგალიზებას რეფერენდუმზე უყრის კენჭს

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ერთ კვირაში, მას შემდეგ გაჟღერდა რაც კანონმდებლებმა სამედიცინო კანაფს ახალ ზელანდიაში მწვანე შუქი აუნთეს. გასულ წელს ახალ ზელანდიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანაფის ლეგალიზაციის სასარგებლოდ არჩევანი მოსახლეობის ორმა მესამედმა დააფიქსირა.

ია მეტრეველი

18 დეკემბერი 2018, 22:06

საქართველო

ია მეტრეველი: ბუტას უბედურება პოლიტიკურ თემად სააკაშვილმა აქცია

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, დღევანდელ სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის შეფასებებს გამოეხმაურა. ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნებით გამოცხადდა.

დონალდ ტრამპი ერიკ ტრამპი ივანკა ტრამპი უმცროსი დონალდ ტრამპი

18 დეკემბერი 2018, 21:51

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ფონდმა საქმიანობა შეაჩერა

სასამართლოში აშშ-ის პრეზიდენტის ფონდის წინააღმდეგ სარჩელი 2018 წლის ივნისში, ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ბარბარა ანდერვუდმა შეიტანა. პროკურორი დონალდ ტრამპს და მის სამ უფროს შვილს ფონდის ფინანსური რესურსის პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

18 დეკემბერი 2018, 21:30

ტექნოლოგიები

ახალგაზრდა მეცნიერთა ევროპის კონკურსზე საქართველოდან 3 პროექტი მონაწილეობს

სამი პროექტი საქართველოდან ახალგაზრდა მეცნიერთა ევროპის კონკურსის ნომინანტია. კონკურსი, რომელიც ევროგაერთიანების ქვეყნებში ყოველწლიურად იმართება წელს ირლანდიაში ჩატარდა. 50 ქვეყნის 120-მა წარმომადგენელმა კონკურსში 80 პროექტი წარადგინა.