imedi /  16 მარტი 2017, 13:26 / სანდო წყარო

ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათს მგლები შეესია

ზუგდიდის რაიონი, სოფელი კახათი

ზუგდიდის რაიონი, სოფელი კახათი

ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათს მგლები შეესია. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც მგლებმა რამდენიმე თხა დაგლიჯეს, დაშავდა ერთ-ერთი ადგილობრივის ძაღლიც.

კახათელები ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თავად ამბობენ, კანონის დარღვევა და მგლების დახოცვა თავად მოუწევთ.

ზუგდიდის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ცენტრალური მთავრობისგან შესაბამის ნებართვას ელოდებიან.

"ჩვენ მთავრობისთვის მიწერილი გვაქვს შესაბამისი წერილი, რათა მოგვცეს უფლება მგლების ლიკვიდირების. გარემოს დაცვის ინსპექციის შესაბამისი ნებართვის წერილის შემდეგ, რომელშიც რიცხობრივად იქნება მითითებული, რა რაოდენობის მგლის ლიკვიდაციის უფლება გვაქვს, მონადირეებს განვუახლებთ ხელშეკრულებას და სწორედ მიეცემათ უფლება ამ მტაცებლის განადგურების. კონკრეტულად კახათს რაც ეხება, არავის მოუმართავს, თუმცა თავისთავად, შესაბამისი მომართვის შემდეგ, მათ პრობლემასაც მოვაგვარებთ", - აღნიშნავენ უწყების პრესსამსახურში.

ყველა სიახლე

ავსტრალიური კაჭკაჭი

16 სექტემბერი 2019, 13:32

ტაბლოიდი

ავსტრალიაში კაცი კაჭკაჭის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

ავსტრალიაში კაცი კაჭკაჭის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, - წერს CNN. კერძოდ, 75 წლის კაცს, რომელიც ველოსიპედით მგზავრობდა, გააფთრებული კაჭკაჭი თავს დაესხა. კაცმა წონასწორობა დაკარგა და ღობეს შეეჯახა. შედეგად, მან თავის მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.

ელექტროველოსიპედი

16 სექტემბერი 2019, 13:32

მსოფლიო

პარიზში ელექტრო ველოსიპედის შესაძენად მოქალაქე €500-ს სუბსიდიას მიიღებს

სექტემბრიდან ამოქმედდა პროგრამა Veligo, რომელიც მოქალაქეებს ელექტროველოსიპედების გრძევალდიანი პერიოდით დაქირავების შესაძლებლობას აძლევს. ის თვეში 40 ევრომდე ღირს, რომლის ნახევარიც შესაძლებელია, რომ დამქირავებელმა დაუფაროს დასაქმებულს.

თორნიკე შენგელია ბასკონია

16 სექტემბერი 2019, 13:32

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ბასკეთის თასი მოიგო

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ბასკეთის თასი მფლობელი გახდა. ტურნირი ყოველი სეზონის დაწყებამდე იმართება, მასში ესპანეთის ამ რეგიონის 2 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. „ბასკონიამ“, რომელშიც შენგელიას გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი - ამერიკელი მეტ ჯენინგი თამაშობს, ბილბაოს „რეტაბეტი“ 66:55 დაამარცხა.

ტოჩინოშინი

16 სექტემბერი 2019, 13:21

სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-9 დღეს გაიმარჯვა. ვიდეო

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-9 დღეს მეოთხედ გაიმარჯვა. ლევან გორგაძის მეტოქე კომოსუბი შოთა ენდოს იყო. მან შეხვედრის დაწყებისთანავე აიცილა პირდაპირი შეჯახება და იაპონელს ბრძოლა მოუგო. მას ბალანსი 4:5-თან აქვს და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დარჩენილ 6 შეხვედრაში 4 მოგება ესაჭიროება.

 ნაომი კემპბელი

16 სექტემბერი 2019, 13:03

ტაბლოიდი

ნაომი კემპბელი საქველმოქმედო საღამოზე გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა

სუპერმოდელი ნაომი კემპბელი მის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე Fashion For Relief Charity Party, გამჭვირვალე კაბით მივიდა, რომლის ქვეშაც სავარაუდოდ საცვლები არ ეცვა. მან ღონისძიებიდან ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა. კემპბელს ღონისძიებაზე ფრანგი დიზაინერის ტიერი მიულერის კაბა ეცვა.

გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 13:01

საქართველო

გახარია: არ არის კარგი, როცა ისეთი სტრატეგიული პროექტი, როგორიც ანაკლიაა, პოლიტიკური ჭორაობის საგანი ხდება

ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

დემნა გვასალია

16 სექტემბერი 2019, 12:57

კულტურა

დემნა გვასალია Vetements ტოვებს

ვეტმანი დავიწყე, რადგან მოდა მობეზრებული მქონდა და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მოდა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა, რაც ჩვენ გამოვჩნდით. ვეტმანმა ბევრს გაუღო კარი, ასე რომ, ახლა ვგრძნობ, რომ მე ჩემი მისია შევასრულე. ბალენსიაგაში

ქობულეთი მერია სწავლა

16 სექტემბერი 2019, 12:52

საქართველო

ქობულეთში ბაღებსა და სკოლებს მიღმა დარჩენილი ბავშვები მშობლებმა მერიაში მიიყვანეს

ქობულეთში, ბავშვები რომლებიც საბავშო ბაღსა და სკოლის მიღმა დარჩნენ, მშობლებმა მერიაში მიიყვანეს. მათი განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში ის ბავშვები ვერ მოხვდნენ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ. ბავშვები არც მოსამზადებელ ჯგუფებში დაუშვეს.

ფორსაჟი

16 სექტემბერი 2019, 12:42

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო პანტიანი-მანგლისის გზის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ გზის კმ4-კმ7 მონაკვეთზე მოძრაობა 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება ხოლმე. მოძრაობას შსს-ს რეგიონული ქვედაყანოფები დაარეგულირებენ.

ელექტრონული სიგარეტი

16 სექტემბერი 2019, 12:22

საქართველო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ელექტროსიგარეტებზე რეგულაციების შესაძლო შერბილებას აკრიტიკებს

თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, საკანონმდებლო პროექტი თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმის, ე.წ. ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს (აიქოსის) მიმართ რეგულაციების შერბილებას ან გაუქმებას მოითხოვს.

აშშ ირანი დროშები

16 სექტემბერი 2019, 12:15

მსოფლიო

ტრამპი და როუჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთმანეთს არ შეხვდებიან

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირანის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა არ გაიმართება. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება. გამოცემა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აბას მუსავის კომენტარს ავრცელებს, რომელმაც პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხა.

გია ვოლსკი

16 სექტემბერი 2019, 12:07

საქართველო

უმრავლესობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ „ევროპელების“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

ვოლსკის თქმით, "ევროპული საქართველოს" ლიდერებს შეუძლებელია არ ესმოდეთ, რომ მათი ინიციატივა "რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის არის გამიზნული".

ინდოეთი

16 სექტემბერი 2019, 11:48

მსოფლიო

ინდოეთში ტურისტული ნავის გადაბრუნებას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის შტატ ანდრა-პრადეში ტურისტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც დაღუპა სულ ცოტა 12 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. უბედური შემთხვევა მდინარე გოდა-ვარზე მოხდა. ნავზე 60 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 27 მათგანის გადარჩენა შეძლეს.

ქარიშხალი „უმბერტო“

16 სექტემბერი 2019, 11:46

მსოფლიო

„უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია

შტორმმა „უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია, - წერს Fox News. მისი სიჩქარე საათში უკვე 120 კილომეტრია. შტორმი სავარაუდოდ ბერმუდის კუნძულებს დაატყდება თავს. „უმბერტომ“ ბაჰამის კუნძულებზეც ძლიერი წვიმა გამოიწვია.

16 სექტემბერი 2019, 11:34

საქართველო

მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამების მეგობრებმა მიიყვანეს

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამების მეგობრებმა მიიყვანეს. მამის მეგობრებმა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ირაკლი ვეკუა

16 სექტემბერი 2019, 11:30

სპორტი

ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59-ჯერ აზიდვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

თბილისში მორიგი რეკორდი დამყარდა. სავაჭრო ცენტრ ისთ პოინთში გამართულ ღონისძიებაზე, ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა,

ლარი

16 სექტემბერი 2019, 11:24

ეკონომიკა

საქართველოში საშუალო ხელფასი 76 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა

2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება.

ილია მეორე გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 11:23

საქართველო

ილია მეორემ პრემიერი საპატრიარქოში მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა. ილია მეორემ გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა. პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

გიორგი აბურჯანია

16 სექტემბერი 2019, 11:18

სპორტი

გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა

ქართველის ტვენტე ერედივიზიონის მე-6 ტურში სიტარდში ფორტუნას ესტუმრა მეტოქე დაამარცხა. აბურჯანია მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და 5 წუთში გოლი გაიტანა. ქართველმა ანგარიში 3:0 გახადა. ტვენტემ საბოლოოდ 2:3 მოიგო და მიმდინარე სეზონზე მე-3 გამარჯვება იზეიმა.

ნავთობტერმინალი აფეთება

16 სექტემბერი 2019, 11:11

მსოფლიო

აშშ-მა ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულებები წარადგინა

აშშ-ს დაზვერვამ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულება წარადგინა. ამის შესახებ BBC წერს. ვაშინგტონს მომხდარში ირანის მონაწილეობის დასტურად სატელიტური გამოსახულებები და დაზვერვის თანამშრომლების ანგარიშები მოჰყავს.