imedi /  07 სექტემბერი 2018, 13:06 / სანდო წყარო

თამარ ჩუგოშვილი „სახელმწიფო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განმარტავს

თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხმაურება.

„მთავარი ინტერესი და მთავარი ამოსავალი არის ის, რომ რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული, არ იყოს არასაჭირო და არ მოხდეს აუცილებლობის გარეშე რესურსის ხარჯვა.სამწუხაროდ ამის მაგალითები ჩვენ გვქონდა. ალბათ მხოლოდ ამ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს. რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ პრეზიდენტის დაკნინება ხდება, როცა ეს კანონპროექტი ეხება პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს. მთავრობამ შემოგვთავაზა ეს ცვლილება არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ და ეს ინიციატივა როგორ ფორმას მიიღებს განხილვების პროცესში, ამას დროთა განმავლობაში ვნახავთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღეს საკითხს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა.

გავრცელებული ცნობით, უქმდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, პრეზიდენტს და ასევე, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური დაცვა სავალდებულო წესით უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდებათ.

ამასთან, მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუგრძელდეთ მათ პერსონალური დაცვა ერთი წლის გასვლის შემდეგ. 

კანონპროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა და ის განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ირმა ინაშვილი

18 დეკემბერი 2018, 23:30

საქართველო

ინაშვილი: ვხედავ სამართლიანობის აღდგენის ნიშნებს

მე ვხედავ ნიშნებს, რომ ქვეყანაში შეიძლება დაიწყოს სამართლიანობის აღდენა, - ამის შესახებ გადაცემაში პირისპირ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

ჩარლზ მაიკლი

18 დეკემბერი 2018, 23:22

მსოფლიო

ბელგიის პრემიერმინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა

ჩარლზ მაიკლმა კანონმდებლებთან ლაპარაკისას განმარტა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ ბელგიის მეფეს დღის ბოლომდე ჩააყენებს საქმის კურსში. ბელგიის პრემიერმინისტრმა განცხადება დეპუტატებთან მიმართვისას მას შემდეგ გააკეთა, რაც ნაციონალურ კოალიციაში ყოფილ პარტნიორებთან საერთაშორისო საიმიგრაციო პაქტის ირგვლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ფარავნის უღელტეხილი

18 დეკემბერი 2018, 23:17

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ისევ აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე (კმ94-კმ110) მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

18 დეკემბერი 2018, 22:57

ტაბლოიდი

თეთრი სახლი დონალდ და მელანია ტრამპების საშობაო ფოტოს ავრცელებს

ფოტო საშობაოდ მორთულ Cross Hall-ში 15 დეკემბერს არის გადაღებული. დონალდ და მელანია ტრამპები შობას თეთრ სახლში მეორედ ხვდებიან. დეკემბერში თეთრი სახლი 30 ათასზე მეტ სტუმარს და 100-ზე მეტ მიღებას მასპინძლობს.

კანაფი

18 დეკემბერი 2018, 22:43

მსოფლიო

2020 წელს ახალი ზელანდია რეკრეაციული კანაფის ლეგალიზებას რეფერენდუმზე უყრის კენჭს

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ერთ კვირაში, მას შემდეგ გაჟღერდა რაც კანონმდებლებმა სამედიცინო კანაფს ახალ ზელანდიაში მწვანე შუქი აუნთეს. გასულ წელს ახალ ზელანდიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანაფის ლეგალიზაციის სასარგებლოდ არჩევანი მოსახლეობის ორმა მესამედმა დააფიქსირა.

ია მეტრეველი

18 დეკემბერი 2018, 22:06

საქართველო

ია მეტრეველი: ბუტას უბედურება პოლიტიკურ თემად სააკაშვილმა აქცია

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, დღევანდელ სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის შეფასებებს გამოეხმაურა. ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნებით გამოცხადდა.

დონალდ ტრამპი ერიკ ტრამპი ივანკა ტრამპი უმცროსი დონალდ ტრამპი

18 დეკემბერი 2018, 21:51

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ფონდმა საქმიანობა შეაჩერა

სასამართლოში აშშ-ის პრეზიდენტის ფონდის წინააღმდეგ სარჩელი 2018 წლის ივნისში, ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ბარბარა ანდერვუდმა შეიტანა. პროკურორი დონალდ ტრამპს და მის სამ უფროს შვილს ფონდის ფინანსური რესურსის პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

18 დეკემბერი 2018, 21:30

ტექნოლოგიები

ახალგაზრდა მეცნიერთა ევროპის კონკურსზე საქართველოდან 3 პროექტი მონაწილეობს

სამი პროექტი საქართველოდან ახალგაზრდა მეცნიერთა ევროპის კონკურსის ნომინანტია. კონკურსი, რომელიც ევროგაერთიანების ქვეყნებში ყოველწლიურად იმართება წელს ირლანდიაში ჩატარდა. 50 ქვეყნის 120-მა წარმომადგენელმა კონკურსში 80 პროექტი წარადგინა.

18 დეკემბერი 2018, 21:29

სპორტი

კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებაზე ჩემპიონებმა, სოციალური კამპანია „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლის დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონიც გამართეს. პირველად საქართველოში, ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების ისტორიული ნივთები გაიყიდა.

პაატა ბურჭულაძე

18 დეკემბერი 2018, 21:27

საქართველო

პაატა ბურჭულაძე პუტინის თანდასწრებით სიმღერის მიზეზს განმარტავს

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ის რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით აგორდა, მან 2009 წელს ერთხელ უკვე გაიარა.

პანკისელი მოსწავლეების გამოფენა

18 დეკემბერი 2018, 21:23

კულტურა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში პანკისელი მოსწავლეების გამოფენა გაიმართა

პანკისის ხეობის მოსწავლეებმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამოფენა გამართეს, რომელზეც სტუმრები ადგილობრივ სამზარეულოს, ენას, ჩაცმულობას და ტრადიციული ტანსაცმლის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ ნამუშევრებს გაეცნენ.

ფოთი

18 დეკემბერი 2018, 21:07

ეკონომიკა

ფოთის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით იზრდება

ფოთში 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ნანა ჭანტურიამ წარადგინა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 943 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 2 004 ათასი ლარით მეტია.

ნიკოლა სარკოზი სალომე ზურაბიშვილი

18 დეკემბერი 2018, 20:41

საქართველო

ელისეს სასახლე: ნიკოლა სარკოზი საქართველოში ემანუელ მაკრონს წარმოადგენდა

„ყოფილი ფრანგი დიპლომატის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია კვირას საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ის ნოემბრის ბოლოს აირჩიეს და საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტია. ცერემონიაზე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ განაგრძობს თავისი კავკასიური ქვეყნის პროდასავლურ კურსს“, - ნათქვამია სტატიაში.

პაატა კალანდაძე

18 დეკემბერი 2018, 20:32

საქართველო

პაატა კალანდაძე: ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა

იერუსალიმში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე აცხადებს, რომ ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა ტენდენცია მაინც რჩება. ელჩი გამოსავალს ე.წ. ცირკულარულ მიგრაციაში ხედავს, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

გიორგი ჩოგოვაძე

18 დეკემბერი 2018, 20:25

კულტურა

ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ პუბლიკაციების პრეზენტაცია გამართა

2018 წელს საქართველოს შესახებ პუბლიკაციები ისეთმა ცნობილმა მსოფლიო გამოცემებმა გამოაქვეყნეს, როგორებიც National Geographic-ი, Forbes-ი, The New York Times-ი, The Telegraph-i და Vogue არის. მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა იმოგზაურეს.

სავალუტო ტაბლო რუსეთში

18 დეკემბერი 2018, 20:12

ეკონომიკა

პუტინმა ქუჩის ტაბლოებზე ვალუტის კურსზე ინფორმაციის ჩვენება აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ვალუტის რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელთა თანახმად, ქვეყანაში სავალუტო პუნქტების ტაბლოებზე ვალუტის კურსის შესახებ ინფორმაციის ჩვენება აკრძალა.

უკრაინის საზღვაო ძალები

18 დეკემბერი 2018, 20:07

მსოფლიო

უკრაინის მთავრობამ საზღვაო დოქტრინის ახალი რედაქცია დაამტიკიცა

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, დოკუმენტი გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის საზღვაო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ახალი დოქტრინის მიზანი აზოვისა და შავ ზღვაში უკრაინის პოზიციების გაძლიერებაა. 25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს.

თავდაცვის სამინისტრო

18 დეკემბერი 2018, 19:47

ძალოვნები

თავდაცვის სამინისტრო: რეკრუტი ცრუობს, როცა ამბობს, რომ სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

გიორგი ქობულია

18 დეკემბერი 2018, 19:45

ეკონომიკა

ეკონომიკურ ატაშეებს დესპანები ჩაანაცვლებენ

ეკონომიკური ატაშეების ნაცვლად, ახალი პოზიცია, დესპანი იქნება შემოღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „ელჩების კონფერენცია 2018“-ზე განუცხადა.

ელგუჯა ხოკრიშვილი

18 დეკემბერი 2018, 19:40

საქართველო

საქართველოს ელჩი: გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული. ელჩი ამას ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს.