imedi /  07 სექტემბერი 2018, 17:36 / სანდო წყარო

სარკოზი: რუსეთთან ლაპარაკი რთულია, მაგრამ თბილისი და კიევი მას უნდა დაელაპარაკონ

ნიკოლა სარკოზი და
ვლადიმერ პუტინი

ნიკოლა სარკოზი და
ვლადიმერ პუტინი

ევროპის რეგიონი VII შავი ზღვის სამიტზე, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებს ურჩია უფრო მეტად დამოუკიდებლები იყვნენ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეთ. ამის შესახებ Front News-ი წერს.

„საკუთარ თავს იმის თქმის უფლებას მივცემ, რასაც თქვენ არავინ გეტყვით. მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყოთ დამოკიდებულნი. ვერავინ დაგეხმარებათ. მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ორი ამერიკული კრეისერი იყო საქართველოში, მაგრამ ქვეყანას ვერაფრით დაეხმარნენ. მხოლოდ მე შევძელი მოლაპარაკებებით შედეგის მიღწევა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რუსეთის მთავრობის პირველ პირთან საუბარი შესაძლებელია, ვინაიდან ის ამტკიცებს, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულა.

მეზობლებს არ ვირჩევთ, რომ მათთან კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს. მაგალითისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობების შესახებ შემიძლია გიამბოთ, როცა გერმანია ოკუპანტი იყო. დღეს კი გერმანიასთან თბილი კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს. აუცილებელია, რომ თქვენ დაელაპარაკოთ რუსეთს. მათთან ლაპარაკი რთულია, მაგრამ შესაძლებელია“, - განაცხადა სარკოზიმ.

ამასთან, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სამიტზე უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილიც თავისებურად ახსნა. მისი თქმით, ამ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობა თავდაცვისის სჭირდებათ, რადგან თავს დაუცველად გრძნობენ.

„ევროპა თქვენ ვერ მიგიღებთ თავის დიდი ოჯახში, რადგან თავად ევროპას აქვს დღესდღეობით პრობლემები და ის არ გეგმავს ახალი წევრების მიღებას... რაც შეეხება კავშირს, მე გირჩევდით, თქვენ შექმნათ შავი ზღვის აუზის კავშირი და გაძლიეროთ იგი და გახადოთ სამაგალითო, რადგან სხვა დანარჩენ კავშირებში (ნატო, ევროკავშირი) თქვენი გაწევრიანება ყოველთვის გამოიწვევს რუსეთის მხრიდან აგრესიას“, - განმარტა სარკოზიმ.

2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც ევროკავშირის მაშინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში ჩამოვიდა, რუსეთის ავიაცია ჯერ ისევ ბომბავდა საქართველოს ტერიტორიებს. სარკოზი თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა და თან რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებული გეგმა ჩამოიტანა, რომელსაც,ოფიციალური ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, საქართველომ - 15 აგვისტოს, ხოლო რუსეთმა 16 აგვისტოს მოაწერა ხელი. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ცნობილია 12 აგვისტოს ხელშეკრულების სახელით.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

რაგბი

17 დეკემბერი 2018, 10:47

სპორტი

12 იანვარს „ლოკომოტივი“ თბილისში „ფიამე ოროს“ დაუპირისპირდება

საქართველოს ჩემპიონმა ევროტურნირი სწორედ „კალვიზანოსთან“ თბილისში გამართული შეხვედრით დაიწყო - ოქტომბერში, ავჭალის სტადიონზე სტუმრებმა მოიგეს - 17:6. 15 დეკემბერს კი „ლოკომოტივმა“ იტალიაში აიღო რევანში - 20:13 და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. „კალვიზანო“ ათი ქულით ლიდერობს.

17 დეკემბერი 2018, 10:47

მსოფლიო

სინგაპურელ გეი წყვილს სუროგაციით გაჩენილი ბავშვის შვილად აყვანის უფლება მიეცა

სინგაპურში ჰომოსექსუალმა სასამართლო პროცესი მოიგო, რომელიც მას საშუალება მისცემს იშვილოს ბავშვი, რომელიც კაცმა სუროგაციის დახმარებით გააჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ციპი ჰოტოველი

17 დეკემბერი 2018, 10:22

საქართველო

ისრაელი: ვისურვებდით, საქართველოს საელჩო იერუსალიმში გადასულიყო

ვისურვებდით, საქართველოს საელჩო იერუსალიმში გადასულიყო, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ციპი ჰოტოველიმ განაცხადა. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ თქვა, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების იერუსალიმში გადატანის საკითხი ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პოლიცია

17 დეკემბერი 2018, 10:20

ძალოვნები

ფოთში თონეში აფეთქება მოხდა

„კაცს სახისა და ზედა კიდურების მიდამოებში პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა. მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია ჰოსპიტალში“, - განუცხადა ჟურნალისტებს სასწრაფოს მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.

17 დეკემბერი 2018, 10:17

კულტურა

ეგვიპტეში უმაღლესი ქურუმის 4 400 წლის სამარხი იპოვეს. ფოტოკოლაჟი

15 დეკემბერს ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გიზაში, პირამიდების კომპლექსში,„განსაკუთრებულად კარგად შენახული“ სამარხი იპოვეს, რომ ძვ.წ. მესამე ათასწლეულში მოღვაწე უმაღლეს ქურუმს ეკუთვნოდა.

აქცია

17 დეკემბერი 2018, 09:54

ეკონომიკა

საბერძნეთში საპენსიო რეფორმით მიყენებული ზარალი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა

პენსიონერების განმარტებით, მათი შემოსავალი საკმაოდ მცირეა და არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში არაა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საბერძნეთში უმუშევრობის დონე საგრძნობლად გაიზარდა, ბოლო 9 წლის განმავლობაში კი ოჯახების შემოსავალი 40 პროცენტით შემცირდა.

კოლინ კროლი

17 დეკემბერი 2018, 09:44

ტექნოლოგიები

Vine-ისა და HQ Trivia-ს შემქმნელი კოლინ კროლი გარდაიცვალა

პოლიციას კროლის მოძებნა მისმა მეგობარმა გოგომ სთხოვა. სიკვდილის მიზეზი ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა, პოლიციის პირველადი ვერსიით, ეს ნარკოტიკების ზედოზირებამ გამოიწვია.

აქცია

17 დეკემბერი 2018, 09:37

მსოფლიო

ბარსელონაში ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

აქტივისტების თქმით, განსაკუთრებულ პროტესტს მოდის ინდუსტრიაში მიღებული ის წესები იწვევს, რომელთა თანახმადაც სხვადასხვა სახის პროდუქტის შესაქმენლად ცხოველთა ტყავი გამოიყენება. სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, დემონსტრანტებმა პროტესტის ორიგინალურ ხერხს მიმართეს და პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ, შიშველ სხეულზე კი სიმბოლურად წითელი სითხე გადაისხეს.

Brexit

17 დეკემბერი 2018, 09:31

მსოფლიო

მედია: ბრიტანელი პარლამენტარები ტერეზა მეისგან მალულად ახალ რეფერენდუმს გეგმავენ

სტატიაში აღნიშნულია, რომ დევიდ ლიდინგტონისა და ჰევინ ბარველის აზრით, Brexit-თან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის ჩატარება შესაძლოა ჩიხში შესული ვითარებიდან ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი იყოს.

სალომე ზურაბიშვილი

17 დეკემბერი 2018, 09:20

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მსოფლიო მედია წერს

„საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტის ფონზე წარიმართა“- ამ სათაურით სტატიას Washington Post-ი აქვეყნებს და წერს, რომ ახალმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე გააკეთა. DW კი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა.

სალომე ზურაბიშვილი

17 დეკემბერი 2018, 09:12

საქართველო

თურქეთის ვიცეპრეზიდენტი საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს წარმატებებს უსურვებს

თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, ფუატ ოქტაი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ეხმაურება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენი ქვეყნის სახელით დავესწარით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციას. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს,”- წერს ვიცეპრეზიდენტი.

ქეით მიდლტონი

17 დეკემბერი 2018, 08:57

ტაბლოიდი

მედია: ქეით მიდლტონს დედოფალი ელისაბედ მეორე პრინც უილიამის შესაფერისად არ მიიჩნევდა

"დედოფალი, მიუხედავად მისი ასაკისა, სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე წევრია და რძლად იმ ადამიანის მიღება, რომელსაც სამსახური არ აქვს, მისთვის მიუღებელი იყო", - წერს ავტორი. ქეითი უილიამთან ერთად პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობდა და თან მომავალი ჰერცოგინია მამის კომპანიის აქციების მფლობელი იყო.

მანქანები

17 დეკემბერი 2018, 08:42

ეკონომიკა

Toyota ტექნიკური ხარვეზების გამო აშშ-დან ავტომობილებს გაიწვევს

ლაპარაკია სულ 65,000 მანქანაზე მათ შორისაა: 2003-05 Toyota Corolla, 2002-05 Toyota Sequoia, 2003-05 Toyota Tundra და 2002-05 Lexus SC. ავტომწარმოებელი იღებს ვალდებულებას, გამოასწორს ყველა ხარვეზი.

რაგბი

17 დეკემბერი 2018, 08:34

სპორტი

„მონპელიე“ „ტულონის“ დაპირისპირებისას ორი ლელო ქართველებმა დადეს

„მონპელიეს“შემადგენლობაში მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე ასპარეზობენ, მამუკა გორგოძე კი „ტულონშია.“ „მონპელიემ“ „ტულონს“ 34-13 სძლია. ტულონელთა ერთადერთი ლელო მამუკა გორგოძის ანგარიშზეა. მან თავი 55-ე წუთზე, ჩვეულ სტილში გამოიჩინა. შეხვედრის ბოლო ლელო კი ლევან ჩილაჩავამ დადო.

17 დეკემბერი 2018, 08:24

კულტურა

„მის სამყარო 2018“ ფილიპინელი კატრიონა გრეი გახდა

24 წლის კატრიონა გრეი ტელეწამყვანია. ის ავსტრალიაში დაიბადა, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ მანილაში გადავიდა საცხოვრებლად. კატრიონა გრეი ერთ-ერთ საბრძოლო ხელოვნებაში შავ ქამარსაც ფლობს. ასევე ჯაზმომღერალია.

დიდმოწამე ბარბარეს ხატი

17 დეკემბერი 2018, 08:20

საქართველო

დღეს ბარბარობაა

მოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოჰკვეთა.

აქცია

17 დეკემბერი 2018, 08:15

მსოფლიო

ბუდაპეშტში შრომის კანონმდებლობის რეფორმა ისევ გააპროტესტეს

ადგილობრივების უკმაყოფილებას შრომის კანონმდებლობის რეფორმა იწვევს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დასაქმებულთა უფლებები მნიშვნელოვნად შემცირდება . აქტივისტები რეფორმას მონობის დაკანონებად აფასებენ და აცხადებენ, რომ მთავრობის ქმედებები ყოველგვარ საზღვარს სცდება.

17 დეკემბერი 2018, 08:09

მსოფლიო

აშშ-ის მთავრობამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს

დემოკრატ კონგრესმენებსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოებას ამერიკის სამხრეთ საზღვარზე, მექსიკასთან კედლის აშენების დეტალები იწვევს. თეთრი სახლის ლიდერი კედლის მშენებლობის სამუშაოებისთვის 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რასაც დემოკრატი კანონმდებლები კატეგორიულად არ ეთანმხებიან და აცხადებენ, რომ პროექტზე მუშაობისას მხოლოდ მილიარდ 300 მილიონი დოლარის გამოყოფაა დასაშვები.

დროშები

17 დეკემბერი 2018, 08:00

მსოფლიო

საუდის არაბეთი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაზე აშშ-ის სენატის რეზოლუციას გმობს

საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობაა. ერ რიადში აცხადებენ, რომ ასეთი შინაარსის დოკუმენტები საუდის არაბეთის სამეფოს რეგიონულ და საერთაშორისო იმიჯს ლახავს.

კონსტიტუცია

17 დეკემბერი 2018, 01:04

საქართველო

კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რა ცვლილებებს გულისხმობს ახალი კონსტიტუცია. ვიდეო

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე 16 დეკემბერს ამოქმედებულ ახალ კონსტიტუციაში ყველაზე მნიშვნელოვნად სახელმწიფო ინსტიტუტების ურთიერთობის კონსტიტუციის საფუძველზე შეცვლას ასახელებს.