Imedi /  10 სექტემბერი 2018, 15:48 / სანდო წყარო

თალაკვაძე ოპოზიციურ კანდიდატებს საკუთარ კამპანიაზე ზრუნვას ურჩევს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ "შავი პიარის აგორების ნაცვლად, საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია". ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე მმართველი პარტიის მიერ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომზე ცალსახაა, რომ აგრესორი არის რუსეთი.

"ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია. სალომე ზურაბიშვილს საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაში აქვს განსაკუთრებული დამსახურება. ჩვენი და სალომე ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომზე ცალსახაა – აგრესორი არის რუსეთი. საქართველო გააგრძელებს განვითარებას და წინსვლას. ჩვენ გვაქვს ბევრი საქმე შემოდგომაზე, მათ შორის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის წევრმა მინიშნება გააკეთა გრიგოლ ვაშაძის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში გაგზავნილ წერილზე, რომელშიც კულტურის მაშინდელი მინისტრი მოსკოვს კულტურის სფეროში თანამშრომლობას სთავაზობდა და აგვისტოს ომის დღეებში პარლამენტის იმდროინდელი სპიკერის დავით ბაქრაძის მიმართვაზე, რომელმაც მოსახლეობას ყველა შესაძლო ინსტრუმენტით ინდივიდუალური თავდაცვისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა დღეს ოპოზიციამ გააკრიტიკა. ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ერთობის „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ნიკა მაჭუტაძემ თქვა, რომ ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინის კანდიდატია და ის საქართველოს პრეზიდენტი ვერ უნდა გახდეს. „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის თქმით კი ხელისუფლებამ ისეთ კანდიდატს დაუჭირა მხარი, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ საქართველო აგრესორია.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მეზღვაური

21 იანვარი 2019, 00:47

საქართველო

ლიბიაში გაუჩინარებული მეზღვაურის ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

დავით რაზმაძის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მეზღვაური დაპატიმრებული იყოს. მეზღვაური ხომალდიდან 7 იანვარს გაუჩინარდა, ოჯახს მომხდარი ერთი კვირის შემდეგ აცნობენ.

ზუგდიდი

21 იანვარი 2019, 00:31

საქართველო

ზუგდიდის მერიამ ქალაქის ნაწილში გარემოვაჭრეების დახლები აიღო

რუსთაველის ქუჩაზე, გულუას ბაღთან მომუშავე გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ გარევაჭრობა მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა და ოჯახები ლუკმა პურის გარეშე რჩებიან. კედიას ქუჩის მცხოვრებლები კი ვაჭრობის აკრძალვით კმაყოფილები არიან.

21 იანვარი 2019, 00:22

კულტურა

დასავლეთში ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმები დასახელდა

პორტალ IMDB-ზე დაყრდნობით დასავლეთში რამდენიმე საბჭოთა ფილმი განსაკუთრებით პოპულარულია, მათ შორის ექვსი რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკის ეკუთვნის. სიის სათავეში ტარკოვსკის ფილმი „სტალკერი“ მოხვდა.

ვაკის პარკი

21 იანვარი 2019, 00:16

საქართველო

კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესაჩერებლად მერიის ბერკეტები დაასახელა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 21 იანვარს ის ინვესტორებს ხვდება, რომლებსაც ვაკის პარკში სასტუმროს აშენება სურთ. "მიუხედავად მათი არაკეთილსინდისიერი განცხადებებისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ ქალაქის ინტერესებიდან გამოვიდეთ".

21 იანვარი 2019, 00:11

საქართველო

საქართველოს პრემიერმინისტრი ლიეტუვას ეწვია

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა.

ლევან სურგულაძე

20 იანვარი 2019, 23:55

საქართველო

საპენსიო სააგენტოს დირექტორი: ბაზაში უკვე 10 ათასზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ იმედი LIVE-ის ეთერში რეფორმის სისტემურ მუშაობას ილაპარაკა. მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა რაც ამ მომენტში დგას, ეს არის მოსახლეობის ინფორმირებულება.

კახა კალაძე

20 იანვარი 2019, 23:48

ეკონომიკა

კახა კალაძე „ყაზტრანსგაზზე“: ჩემი შემოსავლები არასდროს დამიმალავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედი LIVE"-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ უარყო კომპანია "ყაზტრანსგაზის" მიმართ მისი ბიზნესინტერესების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და სპეკულაციები.

კახა კალაძე

20 იანვარი 2019, 23:24

საქართველო

კალაძე: თუ არსებობს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ კითხვები, მათ პასუხი უნდა გასცენ

კახა კალაძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში კონკრეტული რეფორმები და ნაბიჯები გადაიდგა. მისი თქმით,"დღეს სასამართლო თავისუფალია ისე, როგორც არასდროს, თუმცა გვინდა უფრო უკეთესი".

კახა კალაძე

20 იანვარი 2019, 23:10

საქართველო

კალაძე ნაციონალურ მოძრაობაზე: მათ სხვა ენა არ ესმით

„მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია. რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვიალდ ეს ასე არ არის, თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედი-LIVE-ის ეთერში.

კახა კალაძე

20 იანვარი 2019, 23:08

საქართველო

კახა კალაძე: ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით ხედვას მალე წარვადგენთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას ხედვას, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხების მოგვარება.

ყაჩაღობა

20 იანვარი 2019, 22:59

ძალოვნები

ბათუმში ერთ დღეში სამი მაღაზიის დაყაჩაღებისთვის 21 წლის ბიჭი დააკავეს

დაკავებულმა ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გამოსტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით კი მან ქალაქში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.

20 იანვარი 2019, 22:41

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ხვალ ბრიუსელში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21 იანვარს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.

გრიპის ვირუსი

20 იანვარი 2019, 22:34

საქართველო

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 22 იანვარს შემოვა

ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მწარმოებელი კომპანიისაგან ვაქცინის 7 000 დოზას მიიღებს, მათი უფასოდ მიღება კი მოქალაქეებს 23 იანვრიდან შეეძლებათ. ვაქცინა საქართველოში, 22 იანვარს დღის მეორე ნახევარში შემოვა.

ლონდონი

20 იანვარი 2019, 22:13

მსოფლიო

ლონდონდერიში სასამართლოსთან მანქანის აფეთქების საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს

პოლიციის ცნობით, თავდასხმა შესაძლოა დისიდენტური ჯგუფის "New IRA"-ს მიერ იყოს ორგანიზებული. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელებმა მანქანა პიცის კურიერს იარაღის მუქარით წაართვეს. აფეთქებისას არავინ დაშავებულა.

20 იანვარი 2019, 22:02

საქართველო

ვინ უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე. ვიდეო

2012 წელს, რეფორმის მორიგ ეტაპზე, ხელისუფლების ღია განაცხადი სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მისი დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნას გულისხმობდა. თუმცა, კანონშემოქმედებით საქმიანობას სხვადასხვა ეტაპზე სასამართლო ხელისუფლების გარკვეული წრის წინაარმდეგობა და პოლიტიკური უთანხმოებაც ახლდა.

ციხე „ტეგელი“

20 იანვარი 2019, 21:53

მსოფლიო

რამდენიმე პატიმრის გაქცევის შემდეგ ბერლინის ციხემ კონტროლი გაამკაცრა

ბერლინის ციხე „ტეგელმა“ სპეცილური თანამედროვე მოწყობილობა მიიღო, რომელიც თავიდან აიცილებს რეზონანსულ გაქცევებს, რომელიც 2018 წელის დასაწყისში მოხდა. საქმე ეხება ადამიანის გულისცემის აღმრიცხველ ტექნოლოიას. ამის შესახებ გამოცემა DW ბერლინის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინდია გოგოჭური

20 იანვარი 2019, 21:51

საქართველო

რა აკავშირებს მინდია გოგოჭურს ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმესთან. ვიდეო

იმედის კვირის" ინფორმაციით, ზურაბ კუჭავა, რომელსაც გამოძიების ცნობით, გიორგი ადუაშვილმა ესროლა, ექსპრეზიდენტის სიძესთან მინდია გოგოჭურსა და მის სამეგობროსთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრია.

ტონი მენდესი

20 იანვარი 2019, 21:49

მსოფლიო

ფილმ „Argo“-ს მთავარი ინსპირაცია, CIA-ს აგენტი ტონი მენდესი გარდაიცვალა

CIA-ში მუშაობის დროს მისი მთავარი საქმიანობა შენიღბვა, დოკუმენტების გაყალბება და სამაშველო ოპერაციები იყო. ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა 1979-81 წლებში არსებული მძევლების კრიზისის პერიოდში.

საპატრიარქო

20 იანვარი 2019, 21:36

საქართველო

რომელი სასულიერო პირები გამოირჩევიან პოლიტიკური განცხადებებით

სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში სულ უფრო ხშირად ერთვებია. სახელწიფო საქმეებში ჩარევის სურვილს მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირები პირდაპირ ამბიონიდან გამოთქვამენ. მათ შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

მოწამლვა

20 იანვარი 2019, 21:27

საქართველო

რუსთვავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, ასევე სოკარ-ჯორჯია გაზის წარმომადგენლები და პოლიცია.10 წლამდე ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.