Imedi /  10 სექტემბერი 2018, 19:19 / სანდო წყარო

ჯანდაცვის მინისტრმა ორი დაშავებული მოზარდი მოინახულა

ინგოროყვას კლინიკა

ინგოროყვას კლინიკა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამგორის რაიონში დაშავებული სამი მოზარდიდან ორი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს, მოინახულა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს. რაც შეეხება მესამე მოზარდს, დავით სერგეენკოს თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა "შედარებით მძიმეა". 

„ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. ერთის მდგომარეობა საშუალოა, საშუალოსა და მძიმეს შორის. პირველადი კვლევით, რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩეს.

მეორე პაციენტთან უფრო მეტი დაზიანებაა, ახლა გადის დამატებით კვლევას. მასთან ოპერაციით ჩარევა იქნება საჭირო, თუმცა საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქირურგიული ოპერაციის შედეგად ამ დაზიანების მართვა შეიძლება.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, მისი მდგომარეობა დანარჩენებთან შედარებით უფრო მძიმეა და მას უახლოეს წუთებში ვნახავ. პირველ პაციენტთან არის მრავლობითი ზედაპირული დაბეჟილობები, მეორე პაციენტთან არის ხერხემლის დაზიანება. მესამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა რადგან ურგენტულად დასჭირდა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ექიმების თქმით, ერთ-ერთ მოზარდს საავადმყოფოში მიყვანისას გულის მუშაობა შეუჩერდა, თუმცა რეანიმაციული ღონისძიებების გატარების შედეგად, გულის მუშაობა აღდგა, თუმცა, რომ ჯერ დაუდგენელია, გულის გაჩერების პერიოდში რამდენად მძიმე დაზიანებები მიიღო ტვინმა.

სამი მოზარდი სამგორის რაიონში სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, დაშავდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

საქალაქო სასამართლო

18 იანვარი 2019, 16:00

ძალოვნები

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა. სახელმწიფო ბრალდება კონსტანტინე ჯორბენაძეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გიორგი ადუაშვილს კი, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას.

18 იანვარი 2019, 15:41

საქართველო

აქტიური პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება

სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

18 იანვარი 2019, 15:39

საქართველო

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გრიპის ვირუსის შესახებ ცოდნის ასამაღლებლად აქტივობა მოაწყვეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების,ცნობიერების დონის ამაღლებისა და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაციის მიზნით მოაწყვეს აქტივობა -“იცოდე მეტი გრიპის შესახებ“.

მანქანები

18 იანვარი 2019, 15:31

ეკონომიკა

ზუგდიდში მძღოლებს ტექდათვალიერებისთვის რიგში დგომა უწევთ

საქართველოში პირველი იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შსს-ის მომსახურების სააგენტოებთან ასობით მანქანის რიგი დგას. საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის ტექნიკური ინსპექტირების 26 ცენტრი ფუნქციონირებს.

მამუკა ბახტაძე

18 იანვარი 2019, 15:31

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე: ეს ინდივიდუალური აქციონერის გამოწვევაა

„იმ მოსაზრებას, რომ კითხვების დასმამ ფინანსურ სტაბილურობაზე შესაძლოა იმოქმედოს, მე ვერ დავეთანხმები“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკის“ გახმაურებულ საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის მადლიერია „თიბისი ბანკის“, რადგან საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობისაკენ სხვა კომპანიებსაც უბიძგა.

18 იანვარი 2019, 15:31

მსოფლიო

ავსტრალიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა

შაბათის შემდეგ, ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რაც კლავს ეკოსისტებას და გარეულ ცხოველებს. მომატებულია ასევე ტყის ხანძრების რაოდენობა.

მილსადენი

18 იანვარი 2019, 15:18

ეკონომიკა

ბახტაძე: „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არ გამართულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სომხეთისათვის გაზის მისაწოდებლად „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხს გამოეხმაურა. ბახტაძე აცხადებს, რომ საქართველო სატრანზიტო ფუნქციაზე უარს არ იტყვის.

გაზი

18 იანვარი 2019, 15:08

საქართველო

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გეთიას ქუჩის ხანძარზე განცხადებას ავრცელებს

"წყალგამაცხელებელი დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. აფეთქება არ დასტურდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საკუთარ ფართებში დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს,"- წერია განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე

18 იანვარი 2019, 15:03

საქართველო

2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამდენი სახდელისგან თავისუფლდება

როგორც პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, შესაბამისი დადგენილება მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილება. მისი ინფორმაციით, მთლიანობაში საუბარია მოქალაქეების 22 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე.

მამუკა ბახტაძე

18 იანვარი 2019, 15:00

საქართველო

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მარტივდება

"თვითონაც დარწმუნდებიან, რომ პროცესი არის ძალიან გამარტივებული და ხელმისაწვდომი. ეს ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, ყველა ჩვენმა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვრით, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლით“, - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე

18 იანვარი 2019, 14:50

საქართველო

მამუკა ბახტაძე დავოსში ჩავა

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება როგორც პოლიტიკურ, ისე ბიზნეს-ლიდერებთან. რამდენიმე ძალიან მსხვილ კომპანიასთან გარკვეული მოლაპარაკებები უკვე გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ დავოსში ამ შეხვედრების შედეგად ეროვნულ ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას მოვახერხებთ“, - აღნიშნა მან.

ილჰამ ალიევი

18 იანვარი 2019, 14:49

მსოფლიო

ილჰამ ალიევი მაღალჩინოსნებს სამსახურის ავტომანქანებს ჩამოართმევს

აზერბაიჯანში მიმდინარე სახელისუფლებიო რეფორმების ფონზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მაღალჩინოსნებისათვის სამსახურის ავტომანქანების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიღო და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. სამ თვეში მინისტრთა კაბინეტმა შესაბამისი სია უნდა წარადგინოს.

18 იანვარი 2019, 14:38

ძალოვნები

დიღომში აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ამ დროისთვის დაკავებულია 2 პირი.

ლევან კობიაშვილი

18 იანვარი 2019, 14:33

სპორტი

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა

"როგორც ჩემი, ისე საერთო ინტერესია, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ პოზიტიურად და შევქმნათ საუკეთესო მომავალი. ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ამხელა მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს პასუხისმგებლობა სრულად გააზრებული მაქვს“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ამირან გამყრელიძე

18 იანვარი 2019, 14:31

საქართველო

გამყრელიძე: ორსულებისთვის წითელას აცრის გაკეთება არ შეიძლება

თუ ადამიანი გეგმავს ორსულობას, თუ აცრილი არ არის, აუცილებელია, ორსულობამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე მაინც გაიკეთოს წითელას საწინააღმდეგო აცრა. გრიპზე პირიქით ვამბობთ ხოლმე, რომ ორსულები არის რისკ-ჯგუფი და მათ გრიპის საწინააღმდეგო აცრა უნდა გაიკეთონ ორსულობის პერიოდში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

18 იანვარი 2019, 14:30

მსოფლიო

ხელფასების რაოდენობით მადრიდის „რეალი“ ლიდერობს

მადრიდის „რეალმა“ 2018 წელს ყველაზე მეტი დახარჯა ხელფასებზე ევროპულ საფეხბურთო კლუბებს შორის. „სამეფო კლუბის“ ხარჯი წინა წელთან შედარებით 32 პროცენტით გაიზარდა და სარეკორდო 406 მილიონი ევრო შეადგინა.

მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი 2019, 14:29

საქართველო

მინისტრი: სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება

"ეს წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, სკოლებში ვივლით, ვნახავთ, პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მუჰამედ ალი

18 იანვარი 2019, 14:21

მსოფლიო

აშშ-ში აეროპორტს მუჰამედ ალის სახელი დაარქვეს

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 2016 წელს 74 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. ლუისვილი მისი მშობლიური ქალაქი იყო.

მამუკა ბახტაძე

18 იანვარი 2019, 14:10

საქართველო

ბახტაძე: დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე ორი პირი დააკავეს

საქართველს პრემიერმინისტრამ მამუკა ბახტაძემ დიდ დოღომში მოხმდარი აფეთქების საქმეზე ბრიფინგზსე ილაპარაკა. როგორც მან თქვა მოხდარის გამო 2 პირია დაკავებული. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ემანუელ მაკრონი

18 იანვარი 2019, 14:07

მსოფლიო

მაკრონი პარაშუტით გადახტომას აპირებს

ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ პარაშუტით გადახტება. საფრანგეთის პრეზიდენტი მე-11 სადესანტო ბრიგადას სტუმრობდა. სადაც ბრიგადის მეთაურმა მასთან საუბრისას აღნიშნულ თემაზე იხუმრა, თუმცა მაკრონმა უპასუხა რომ ამას ოდესმე გააკეთებს.