Imedi /  11 სექტემბერი 2018, 15:17 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებაზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

კომუნიკაციების ეროვნული
კომისია

კომუნიკაციების ეროვნული
კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მაუწყებლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლებისა და საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ორი საკითხის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებული ინტერესი:
•    აქვს თუ არა უფლება მაუწყებელს ეთერში განათავსოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არარეგისტრირებული კანდიდატის რეკლამა; 
•    უნდა გადაამოწმოს თუ არა მაუწყებელმა დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის სანდოობა და შედეგების ობიექტურობა. 

როგორც კომისიის განცხადებიდან ირკვევა, ამ საკითხებზე კომისიამ ყველა დაინტერესებულ მედია ორგანიზაციას და პოლიტიკური პარტიას, მათ მიერ კომისიაში შემოსულ წერილებზე უპასუხა.

"მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გვინდა განვუმარტოთ მხარეებს, წინასაარჩევნო პერიოდში მათი კანონისმიერი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. 

პირველი საკითხი მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ეხება, რომლის მიმართაც მაუწყებლებსა და პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ხოლო კანონი ცალსახად განსაზღვრავს მაუწყებლების ვალდებულებებს და პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების უფლებებს.  

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლები განსაზღვრავენ მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებს და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის წესებს, რომელთა მიზანია პოლიტიკური პარტიის გავლენისგან მაუწყებლის დაცვისა და ამასთანავე, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა. 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, პოლიტური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. ამავე კანონის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით, ასევე, საარჩევნო სუბიექტი არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი. 
აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდში ვალდებულია განათავსოს იმ  საარჩევნო სუბიექტის უფასო/ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კიდევ ერთი თემა საარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების საკითხს ეხება. აღნიშნული საკითხი კომისიამ დღის წესრიგში 2016 წელს დააყენა, როდესაც 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგის დროს გამოიკვეთა ხარვეზები.   კერძოდ,  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მისი გამოქვეყნების მიმართ მოთხოვნებს, რომელთა დაცვა ეკისრება მაუწყებლებს და სხვა ელექტრონულ და ბეჭდვით მედიას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა, რომ მაუწყებლები არ იცავდნენ აღნიშნულ მოთხოვნებს, კანონის განსხვავებულად ინტერპრეტაციისა და აღქმის გამო. 

მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.
გამომდინარე იქედან, რომ კანონი ცალსახად ანიჭებს მაუწყებელს უფლებამოსილებას, მის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე, პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მიანიჭოს, მაუწყებელი ვალდებულია დაკვეთილი კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობის და შედეგების ობიექტურობის გადამოწმება მოახდინოს.  

ამავე კანონის 51-ე მუხლის  მე-11 ბ) ქვეპუნქტის მიხედვით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ  და  მიზნად არ უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კომისია აღნიშნულ საკითხს დღის წესრიგში 2016 წლიდან აყენებს და მას შემდეგ ყოველი არჩევნების წინ უგზავნის წერილს მაუწყებლებს. მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნული წერილი მაუწყებლებს  2018 წლის 8 აგვისტოს დაეგზავნათ. გაუგებარი მიზეზების გამო, აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებები 8 სექტემბერს გამოითქვა, მაშინ, როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჯერ კიდევ ორი წლის წინ საუბრობდა და კონსულტაციებსა და შეხვედრებს მართავდა, როგორც მაუწყებლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან", - წერია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში. 

29 აგვისტოდან საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო. 

ყველა სიახლე

ყავის დალევა

22 აპრილი 2019, 13:49

ტექნოლოგიები

დასახელდა რამდენი ჭიქა ყავაა სასარგებლო

საშუალოდ ერთი ჭიქა ყავა 95-165 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, ამასთან სპეციალისტების თქმით, შედეგის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ერთ კილოგრამზე 3-6 მილიგრამი კოფეინის მიღება, მაგალითად თუ ადამიანი არის 60 კგ, მას შეუძლია მიიღოს 180-დან 240 მილიგრამმდე.

22 აპრილი 2019, 13:40

საქართველო

ზურაბიშვილი ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

პრეზიდენტი უკრაინასთან ურთიერთობების გარღმავებას ელის. „ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას, უკრაინელ ხალხს კი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვულოცავ. ველი ახალ პრეზიდენტთან მუშაობას და ორმხივი ურთიერთობების გაღრმავებას“, - დაწერა Twitter-ზე პრეზიდენტმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი

22 აპრილი 2019, 13:39

მსოფლიო

აშშ თავის მოქალაქეებს შრი-ლანკაზე მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

"ტერორისტული ჯგუფები განაგრძობენ თავდასხმების მომზადებას.სამიზნე შეიძლება გახდეს ტურისტული ადგილები, სატრანსპორტო კვანძები, მაღაზიები, ადგილობრივი ხელისუფლების შენობები, სასტუმროები, კლუბები, რესტორნები, სამლოცველოები და პარკები“, - წერია განცხადებაში.

ჯონ ლენონი

22 აპრილი 2019, 13:33

ტაბლოიდი

ჯონ ლენონის ფორტეპიანო აუქციონზე გაიყიდა

ლოტი 575 ათას დოლარად გაიყიდა. მუსიკალური ინტრუმენტი კომპანია Gotta Have Rock and Roll -მა გაყიდა. კომპანიის მტკიცებით, ფორტეპიანო ჯონ ლენონმა 1966 წელს იყიდა და მისი გამოყენებით ბევრი თავისი ჰიტი დაწერა. ჯონ უინსტონ ონო ლენონი ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი იყო.

Nissan

22 აპრილი 2019, 13:27

მსოფლიო

კომპანია Nissan-ის ყოფილ დირექტორს ახალი ბრალი წაუყენეს

ტოკიოს პროკურატურის განცხადებით, გონი თაღლითურ სქემას იყენებდა და Nissan-ის ფულს ომანში რეგისტრირებულ კომპანიას ურიცხავდა, რომელიც მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობდა, საბანკო ანგარიშს კი თავად გონი აკონტროლებდა. 2015 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში კარლოს გონმა ჯამში 15 მილიონი დოლარი გადარიცხა აშშ-ში.

22 აპრილი 2019, 13:20

ტაბლოიდი

კონგოს პარკში გორილები კამერის წინ პოზირებენ

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გორილების ნაციონალურ პარკში რეინჯერმა ორ გორილასთან ერთად სელფი გადაიღო. ფოტოზე ჩანს, რომ ცხოველებმა ფოტოსთვის სპეციალური პოზა შეარჩიეს. ამის შესახებ BBC წერს.

22 აპრილი 2019, 13:20

მსოფლიო

შრი-ლანკაში აფეთქებისას დანიელ მილიარდერს სამი შვილი დაეღუპა

შრი-ლანკაში აფეთქებებისას დაღუპულთა შორის დანიის უმდიდრესი ადამიანის შვილებიც არიან. ტერორისტულ თავდასხმას ანდერს ჰოლჩის სამი შვილი ემსხვერპლა. მილიონერის 4 შვილი შრი-ლანკაში სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ჩავიდა.

კახა კუჭავა

22 აპრილი 2019, 13:11

საქართველო

კუჭავა: გასარკვევია სრულფასოვანია თუ არა ჰესის მშენებლობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის საკითხში ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანო ჩართული არ იყო, მაგრამ მომხდარის შემდეგ კომიტეტი ამ თემით აუცილებლად დაინტერესდება.

სოფო კილაძე

22 აპრილი 2019, 12:55

საქართველო

სამადაშვილი სოფო კილაძეს: თქვენ დღეს ფსკერზე დახვედით

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუსის ყოველწლიური ანგარიში მოსმენაა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ სოფო კილაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პანკისის ხეობა

22 აპრილი 2019, 12:50

საქართველო

ლილუაშვილი პანკისის მოვლენებზე: პოლიციელზე აღმართული ხელი სახელმწიფოზე აღმართული ხელია

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავენ. როგორც დეპუტატებთან სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, პანკისში დამატებითი ძალები მას შემდეგ შევიდნენ, რაც იქ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს პრობლემები შეექმნათ.

გრიგოლ ლილუაშვილი

22 აპრილი 2019, 12:46

საქართველო

სუსი: ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების ფაქტები შემცირდა

"მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად მოსახვედრად იყოს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით საქართველო არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფსს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას განსაკუთრებული აქტივობების შესახებ, სუსი განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

22 აპრილი 2019, 12:46

მსოფლიო

დღეს დედამიწის დღეა 🌍

დღეს დედამიწის დღეა. ესაა ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ის პირველად 1970 წელს აღნიშნეს, დღესდღეობით კი მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად 193-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.

ვულკანი

22 აპრილი 2019, 12:40

მსოფლიო

ბალიზე ვულკანი „აუგუნგი“ ამოიფრქვა

ხელისუფლებამ ვულკანის სიახლოვეს არსებული ტერიტორიებიდან ევაკუაცია მოახდინა და მოქალაქეები და ტურისტები გაიყვანა. ვულკანმა ამოფრქვევისას ჰაერში ფერფლი 2 კილომეტრის სიმაღლემდე გატყორცნა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ამინდი

22 აპრილი 2019, 12:19

საქართველო

როდის გამოიდარებს საქართველოში

თბილისში 22 აპრილს ცივი, წვიმიანი და ნისლიანი ამინდი იქნება. 23-24 აპრილს შესაძლოა მცირე დროით იწვიმოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 25-28 აპრილის უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

კანიე უესტი

22 აპრილი 2019, 12:14

ტაბლოიდი

კანიე უესტმა სააღდგომო წირვა ჩაატარა

მუსიკალურ ფესტივალზე Coachella რეპერმა კანიე უესტმა სააღდგომო წირვა ჩაატარა და ახალი სიმღერა Water წარადგინა. მუსიკოსმა 25 კომპოზიცია შეასრულა და თითოეული მათგანი საგალობლის სტილში იყო დაწერილი. რეპერთან ერთად იმღერეს Ty Dolla $ign, Chance The Rapper, Ant Clemons და DMX-მა.

ევროპული საქართველო

22 აპრილი 2019, 12:13

საქართველო

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევას ითხოვს

"ევროპული საქართველო" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი წევრის, ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გაწვევას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. "ევროპელების" თქმით, გზირიშვილი, ხარებავა და ქადაგიძე მათზე დაკისრებულ მოვალეობას შესაბამისად არ ასრულებენ.

22 აპრილი 2019, 12:10

საქართველო

პანკისში მშენებარე ჰესის დირექტორი გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არასამთავრობოებს აკისრებს

კომპანიის დირექტორი გუშინ, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკისრებს. მისივე თქმით, გუშინ პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებას არ ჰქონდა ადგილი. „რაც შეეხება ეკოლოგიურ პრობლემებს - „ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ დაახლოებით 30 მოსახლეს გამოცდება და იქ ამთავრებს თავის საქმიანობას“.

ბათუმის საკრებულო

22 აპრილი 2019, 11:57

საქართველო

ბათუმში ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს და ისევ აიპებში დასაქმებულთა სიებს ითხოვს

ნაციონალური მოძრაობისი წევრები ისევ მოითხოვენ მერიის აიპებში დასაქმებულთა სიების გაცემა. ჯელალ ქიქავას თქმით, ამ სამსახურებში დასაქმებული არიან საკრებულოს დეპუტატების ნათესავები, მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი პატარიძეა. ბრალდებებს პასუხობს ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი პატარიძე.

მაროკო

22 აპრილი 2019, 11:44

მსოფლიო

მაროკოში აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

მაროკოს დედაქალაქ რაბატში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებისგან უმუშევრობისა და კორუფციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 42 დემონსტრანტის გათავისუფლებას მოითხოვენ. ხელისუფლება დაკავებულებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს.

22 აპრილი 2019, 11:40

ტაბლოიდი

მოსკოვში ლენინის ძეგლზე დაამონტაჟეს ბანერი „ექვემდებარება დემონტაჟს“

ლენინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, პროექტის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ „გაათავისუფლონ ქვეყანა სახელმწიფო ტერორის წარმომადგენლების ძეგლებისგან“. „ლენინის, სტალინის, ძერჟინსკის და კიროვის ძეგლები, ეს სახელმწიფო ძალადობის ძეგლებია“, - ამბობენ პროექტის წევრები.