imedi /  12 სექტემბერი 2018, 09:33 / სანდო წყარო

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია წარადგინეს

აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"რეზოლუციის სპონსორია კონგრესმენი ფრანცის რუნი (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 6 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.

რეზოლუცია საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა,"- წერია განცხადებაში.

რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინენტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას.

რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე.

"რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა," – ნათქვამია რეზოლუციაში.

5 სექტემბერს აშშ-მა სირიაც შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეზღუდვები უწესდება.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მიმდინარე წლის 29 მაისს აღიარა.

ყველა სიახლე

დასაქმება

24 აპრილი 2019, 12:14

საქართველო

მერია გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციას იწყებს

„ისწავლე და დასაქმდი“- მერია გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერიის თქმით, რეგისტრაცია დღეს დაიწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, სასწავლო კურსი კი 3 თვეს გრძელდება. მისივე თქმით, შარშან 1000 ადამიანი გადაამზადეს და მათი 80% დასაქმებულია.

24 აპრილი 2019, 12:13

საქართველო

კახა კალაძე: ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეფერხებული მოძრაობის პრობლემა მოგვარდება

ქალაქის მერის თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე მეტროს შახტთან დაკავირებული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორია რკინის ჯებირებითაა შემოღობილი, რაც ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას ხელს უშლის.

პატრიცია ჰილი და ფრენკ ჰილი

24 აპრილი 2019, 12:07

ტაბლოიდი

აშშ-ში 69 წლის ქალმა მეუღლე პორნოარხის ყურების გამო მოკლა

აშშ-ის არკანზასის შტატში 69 წლის ქალს ასამართლებენ, რომელმაც 65 წლის მეუღლე პორნოარხის ყურების გამო მოკლა. საქმის მასალების მიხედვით, წყვილს სატელიტური ტელევიზიის ყურებისთვის გაზრდილი გადასახადი მოუვიდა, რამაც პატრიციას გაღიზიანება გამოიწვია. როდესაც მან ქვითარი შეისწავლა, აღმოჩნდა, რომ ფრენკმა კვლავ ჩართო პორნოარხი, რომელიც მანამდე პატრიციამ გაათიშინა.

კალაძე

24 აპრილი 2019, 11:58

საქართველო

კახა კალაძე მოადგილეებისა და ვიცემერის ხელფასების ზრდას უარყოფს

„როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობებს ვხედავ, ვალდებული ვარ, განმარტებები და შედარებები გავაკეთო. წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მოსახლეობამ ინფორმაცია უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს კიდეც ცხრილი, 2013 წელს რამდენი იყო მერის მოადგილეების ხელფასები და დღეს რამდენია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

24 აპრილი 2019, 11:55

საქართველო

ბათუმის ბულვარი შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლებს შეიძენს

სსიპ "ბათუმის ბულვარის" მიერ გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ადაპტირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის 5 საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლს შეიძენენ.

კახი კალაძე

24 აპრილი 2019, 11:46

საქართველო

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

თბილისის მერის კახი კალაძის გადაწყვეტილებით, 1500 მძღოლს, რომლებმაც დადგენილ ვადაში ვაუჩერები ვერ აიღეს, ეს ვადა 15 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდებათ. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შრი-ლანკა

24 აპრილი 2019, 11:38

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების საქმეზე 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიის საქმეზე 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარემ განცხადა. ლაკშმან კირიელას თქმით, დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა 100-მდე გაიზარდოს. ბოლო მონაცემებით, თავადასხმებს 359 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 39 უცხოეთის მოქალაქეა.

24 აპრილი 2019, 10:59

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭომ სექსუალური ძალადობის საკითხზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ სამხედრო კონფლიქტების დროს სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის შესახებ გერმანიის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. დოკუმენტს მხარი 13-მა ქვეყანამ დაუჭირა, რუსეთმა და ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

ტარიელ ონიანი

24 აპრილი 2019, 10:33

მსოფლიო

ესპანეთმა რუსეთისგან ტარიელ ონიანის ექსტრადირება მოითხოვა

ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რუსეთს ტარიელ ონიანის გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა. როგორც Deutsche Welle-სთვის გახდა ცნობილი, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ონიანი კრიმინალური სამყაროს ცნობილი მოღვაწეა, რომელსაც „კანონიერი ქურდის“, „ტაროს“ სახელით იცნობენ.

24 აპრილი 2019, 10:30

ეკონომიკა

საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოყვანაზე მოლაპარაკებაა

„ვფიქრობთ, რომ მალე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერმინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრის შემდეგ.

მამუკა მდინარაძე

24 აპრილი 2019, 10:18

საქართველო

პარლამენტი კამპანიაში „აჩუქე წიგნი“ ჩაერთო

ამავე ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, №4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მდინარაძე 192-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და საჩუქრად წიგნები გადასცა. დეპუტატი ბავშვებს განათლებისა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ვლადიმირ გროისმანი

24 აპრილი 2019, 10:05

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი საპარლამენტო არჩევნებში ახალი პოლიტიკური ძალებით ჩაერთვება

უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმირ გროისმანი აცხადებს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიით არ აპირებს მონაწილეობას. "ცხადია, ეს იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს კარგი რეპუტაციით, ადამიანებს“, - განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

მეიტრიპალა სირისინა

24 აპრილი 2019, 09:43

მსოფლიო

შრი-ლანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ დაგეგმილ ტერაქტებზე ინფორმაცია არავინ მიაწოდა

შრი-ლანკაზე განხორციელებული ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. შრი-ლანკის მთავრობამ განაცხადა, რომ ტაძრების აფეთქების მოტივი ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას უკავშირდება.

ივანკა ტრამპი და  ჯარედ კუშნერი

24 აპრილი 2019, 09:35

მსოფლიო

ტრამპის სიძე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის წარდგენას რამადანის შემდეგ აპირებს

როგორც კუშნერმა განაცხადა, გეგმა ითვალისწინებს მყარ ბიზნესგეგმას პალეტსინელებისთვის და უსაფრთხოების გარანტიებს ისრაელისთვის, მაგრამ ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა. ვაშინგტონის ადმინისტრაცია პალესტინელების უკმაყოფილებას იწვევს თავისი რამდენიმე ნაბიჯით.

აშშ-მექსიკა-კანადის ლიდერები

24 აპრილი 2019, 09:18

ეკონომიკა

გაირკვა რა სარგებელს მოუტანს ამერიკას აშშ-მექსიკა-კანადის ახალი შეთანხმება

როგორც ირკვევა ლაპარაკია 68.2 მილიარდ დოლარსა და 176,000 სამუშაო ადგილზე. კვლევა, რომელშიც ეს რიცხვებია აღნიშნული, საერთაშორისო ვაჭრობის კომისიამ გამოაქვეყნა. სარგებელს, ცხადია შეთანხმების სხვა წევრებიც მიიღებენ - კანადიდან ამერიკის ექსპორტი 4.8%-ით გაიზრდება, მექსიკიდან კი - 3.8%-ით.

იგორ კოკოშკოვი

24 აპრილი 2019, 09:10

სპორტი

იგორ კოკოშკოვი NBA-ის კლუბ „ფინიქსის“ მთავარი მწვრთნელი აღარაა

კლუბს კოკოშკოვი 1 წლის განმავლობაში წვრთნიდა. თუმცა, სეზონი „ფინიქს სანსმა“ წარუმატებლად დაასრულა. იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში 2008-დან 2015 წლამდე მუშაობდა. კოკოშკოვთან ერთად საქართველოს ნაკრებმა 3 ევრობასკეტზე ითამაშა.

ადელი და საიმონ კონეკი

24 აპრილი 2019, 08:59

ტაბლოიდი

მომღერალი ადელი ქმარს ეყრება

განქორწინების მიზეზი უცნობია. ადელისა და საიმონ კონეკის რომანის შესახებ ცნობილი 2011 წელს გახდა. 2012 წელს ქვეყანას მათი ვაჟი ანჯელო შეეძინათ. თუმცა, წყვილი ოფიციალურად 2017 წელს დაქორწინდა. წყვილი განქორწინების შემდეგ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებასა და შვილზე ერთობლივ ზრუნვას აპირებს.

ლევან ჯიბღაშვილი

24 აპრილი 2019, 08:45

საქართველო

„გირჩი“: რაც დასაშვებია ჯიბღაშვილის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გავრცელდეს სხვა ადამიანებზეც

პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს.

პინკი

24 აპრილი 2019, 08:37

კულტურა

პინკმა ახალი სიმღერა გამოუშვა

სიმღერა სახელწოდებით Hurts 2B Human ხალიდთან დუეტია, ამერიკელი მომღერლის მომავალ, ამავე სახელწოდების მერვე სტუდიურ ალბომში შედის, რომელიც 26 აპრილს გამოვა. პინკის წინა ალბომი Beautiful Trauma, რომელიც ,,გრემიზე” წარადგინეს, 2017 წელს გამოვიდა.

ლევან ჯიბღაშვილი

24 აპრილი 2019, 08:14

ძალოვნები

ლევან ჯიბღაშვილი: კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ

"დროებით ვარ გარეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მედიას, რომ იყოს ობიქტური, რადგან არასწორმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს დღეს ჩემი ბედი და ხვალ ნებისმიერი ადამიანის ბედი, რომელიც ჩემს ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც არავის ვუსურვებ“, - აღნიშნა ლევან ჯიბღაშვილმა.