imedi /  13 სექტემბერი 2018, 22:20 / სანდო წყარო

გიორგი ტატუნაშვილი შვილის წამებაში ბრალდებულების ინტერპოლით ძებნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

გიორგი ტატუნაშვილი

გიორგი ტატუნაშვილი

ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებული პირების ინტერპოლით ძებნის დაწყებას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ. არჩილ ტატუნაშვილის მამა დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის წითელი ცირკულარით ძებნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობს.

გიორგი ტატუნაშვილის თქმით, მას ეჭვი ეპარება ბრალდებულებმა ოკუპირებული ტერიტორია დატოვონ, თუმცა მისივე თქმით, მათი სასამართლოსა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გასცემს პასუხს.

ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მიერ 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე ქართული მხარის მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული.

„ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში ხსენებული პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში, საქართველოს მხარის მიერ გატარებული იქნება ყველა აუცილებელი ღონისძიება მათი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მათ წარსადგენად“, - წერია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 აგვისტოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათია“  ევროპულ სასამართლოში სარჩელ - „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. სასამართლოში მთავარ მტკიცებულას წარმოადგენს ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, რომელშიც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.

სამხარაულის ბიურომ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზებზე ექსპერტიზის მანამდე უცნობი დეტალები 10 აგვისტოს გაასაჯაროვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად 14 ივნისს წაუყენა. 15 ივნისს კი დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დანაშაული სასჯელის სახით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს ქვეყანაში პოლიტიკური რეაგირებაც მოჰყვა. 2017 წლის 5 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას დაიღუპა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას გაურკვევლ დაიღუპა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გურამ თუშიშვილი

16 დეკემბერი 2018, 15:22

სპორტი

გურამ თუშიშვილმა გუანჯოუს მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა

ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე, მონღოლი ოტგანბაატარ ლხაგვასურენი, ფინალურ ორთაბრძოლაზე არ გამოცხადდა და ქართველს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა, თუშიშვილმა კი გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა.

ირაკლი კობახიძე

16 დეკემბერი 2018, 15:03

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ეს ნაცმოძრაობის მარტივი პროვოკაციაა, რომელსაც შსს სათანადოდ პასუხობს

შსს-მ ნაცმოძრაობას თელავში ჩასვლა შემოვლითი გზით შესთავაზა, რასაც დამატებით დაახლოებით 20 წუთი სჭირდებოდა, თუმცა მათ პოლიციასთან დაპირისპირებას ორი საათი მოანდომეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თელავში განაცხადა.

ინაუგურაცია

16 დეკემბერი 2018, 15:00

საქართველო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია. LIVE

თელავში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი რეგიონში პირველად ქალი გახდება. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება.

გრიგოლ ვაშაძე

16 დეკემბერი 2018, 14:55

საქართველო

ვაშაძე: ჩვენ დავამხობთ ამ ხელისუფლებას

არ ვიცი, მოვასწრებთ თუ არა თელავამდე ფეხით ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ დავამხობთ, კანონიერი გზით, ამას ნამდვილად მოვასწრებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძე თელავში ჩასვლამდე განაცხადა.

მამუკა ბახტაძე

16 დეკემბერი 2018, 14:40

საქართველო

მამუკა ბახტაძე: ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანს შემოიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში

"ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე. საპარლამენტო დემოკრატიაზე რომელიც არის კიდევ ერთხელ გადადგმული ძალიან პრინციპული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ თელავში.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 14:31

საქართველო

ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ვიდეო

ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს.

დავით დარჩიაშვილი

16 დეკემბერი 2018, 14:27

საქართველო

დარჩიაშვილი: ევროპული საქართველო ინაუგურაციას არ დაესწრება

ის ახლა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად არის, რომელთაც არ აძლევენ საშუალებას თელავისკენ გადაადგილდნენ. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს საპროტესტო მუხტი და ამის გამოხატვა სხვადასხვაგვარად ხდება.

ვითარება ველისციხეში

16 დეკემბერი 2018, 14:16

საქართველო

მმართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობას ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ინაუგურაციას ნაცვლდ იმისა, რომ შუბლი მიედოთ პოლიციელებისთვის.

ნინო ლომჯარია

16 დეკემბერი 2018, 14:11

საქართველო

ომბუდსმენი შსს-ს თელავის მიმართულებით მომიტინგეთა გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"- წერია განცხადებაში.

16 დეკემბერი 2018, 14:05

ძალოვნები

შსს: კახეთში მომხდარი ინციდენტების სამართლებრივი შეფასება მოხდება

თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. ამის შესახებ უწყების მაღალჩინოსანმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

ნაციონალების აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიულები არიან

ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს.

16 დეკემბერი 2018, 13:54

საქართველო

ნიკოლა სარკოზი საქართველოშია

ცოტა ხნის წინ თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ჩამოფრინდა. ის აეროპორტიდან პირდაპირ თელავში გაემართება, სადაც პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება.

თელავი

16 დეკემბერი 2018, 13:53

ძალოვნები

შსს: ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმრები თელავამდე გომბორის გზით შეუფერხებლად ჩავლენ

„ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმრები თელავამდე შეუფერხებლად ჩავლენ, - ამის შესახებშინაგან საქმეთა სამინისტროშიაცხადებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, ყველა ადამიანი, ვისაც ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრები მოსაწვევი აქვს, გომბორის გზით შეუფერხებლად შეძლებს თელავამდე ჩასვლას.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 13:50

საქართველო

გურჯაანში აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა

გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 13:35

საქართველო

თელავში ნაციონალებმა ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებს გზა გადაუკეტეს

თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ სტუმრების მარშრუტი შეცვალა და ისინი ალტერნატიული გზით გაიყვანა.პარალელურად, დაძაბული ვითარებაა ​გურჯაანში, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

ნიკა მელია

16 დეკემბერი 2018, 13:17

საქართველო

ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დაუპირისპირდა

სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს. შედეგად, ავტობუსის მინა ჩაიმსხვრა.

ვითარება კახეთში

16 დეკემბერი 2018, 13:04

საქართველო

ნაციონალურმა მოძრობამ კახეთში პროვოკაციის მოწყობა სცადა

ნაციონალურმა მოძრაობამ კახეთში პროვოკაცია სცადა. გურჯაანში აქციის მონაწილეებსა პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა მათ წინასწარ გამოცხადებული ალტერნატიული გზისა და ტრანსპორტისკენ მიუთითეს.

ელისაბედ მეორე

16 დეკემბერი 2018, 13:00

საქართველო

ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს: მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია

"მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია და ჩემი საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავ ურთიერთობათა გაგრძელებას,"- წერს დედოფალი. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს.

ჰეროინი

16 დეკემბერი 2018, 12:45

ძალოვნები

შსს-მ ფონიჭალაში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ვითარება კახეთის გზაზე

16 დეკემბერი 2018, 12:33

საქართველო

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს

კახეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე გადაადგილება გართულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარ იყო ცნობილი კახეთის გზაზე მანქანებით გადაადგილებისას შეზღუდვების შესახებ. უწყების ცნობით, ფეხით გადაადგილება ახლაც შესაძლებელია.