imedi /  14 სექტემბერი 2018, 14:30 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილის ოპონენტებმა მის წინააღმდეგ პეტიცია შექმნეს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ამ დროის მონაცემებით, ონლაინ-პეტიციას ხელს 8 ათასზე მეტი ადამიანი აწერს.

პეტიციის ავტორები და ხელმომწერები ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, რითაც ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს აკეთებს.

"მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებდა და ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს. მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი. , - წერია პეტიციის ტექსტში.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის (2004-2005 წლები) სალომე ზურაბიშვილის მთავარ დამსახურებად ბევრი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაში მის წვლილს ასახელებს. ამ მოლაპარაკებებს რუსეთთან სწორედ ზურაბიშვილი აწარმოებდა. ამის მიუხედავად, საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებისთანავე, 2008 წლის აგვისტოს ომზე განცხადების გამო, ზურაბიშვილი პრორუსულ შეხედულებებში დაადანაშაულეს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხოდ მან თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაიწყო. თუმცა, საქართველო წამოეგო რუსულ პროვოკაციას, რამაც კონფლიქტის ახალი ტალღის პროვოცირება გამოიწვია.

სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ბევრ წარმომადგენელს არ მოეწონა. მაგრამ მოგვიანებით მან განმარტა, რომ 2008 წელს რუსეთი მოქმედებდა როგორც აგრესორი, თუმცა მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ მოსკოვს მიზნების განხორციელებაში შეუწყვეს ხელი, რადგან რუსულ პროვოკაციაზე სამხედრო რეაგირება მოახდინეს. ეს კი რუსეთმა გამოიყენა როგორც საბაბი, საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის დასაწყებად.

„ეს იყო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენი სამოქალაქო ვალია ეს გვახსოვდეს“, - დაწერა ზურაბიშვილმა.

ეს განმარტება შეესაბამება "ქართული ოცნების" პოზიციას, რომელიც გულისხმობს, რომ რუსეთი 2008 წლის ომში აგრესორი და ომის ინიციატორი იყო, მაგრამ რომ არა სააკაშვილის მთავრობის ავანტიურისტული მიდგომა, მოსკოვს არაფერი გამოუვიდოდა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო გეგმების შესახებ ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიაში.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ბოთლიყლაპია

19 იანვარი 2019, 21:10

საქართველო

კიკვიძის ბაღში მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვები ბოთლიყლაპია აპარატი დააზიანეს. ვიდეო

გასული წლის დეკემბერში, თბილისში რამდენიმე ადგილზე მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატები დაიდგა. მათგან ერთ-ერთი, კიკვიძის პარკში დღეს უკვე დაზიანებულია.

გრიგოლ ლილუაშვილი

19 იანვარი 2019, 20:57

ძალოვნები

სუსის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა

გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

19 იანვარი 2019, 20:47

ტაბლოიდი

დეპუტატმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მინერალური სასუქი კარბამიდი შეჭამა

დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მინერალური სასუქი ''კარბამიდი'' შეჭამა. ამით ამტკიცებს, რომ პორტში ტერმინალის მშენებლობა უსაფრთხოა.

19 იანვარი 2019, 20:35

საქართველო

სემეკი გაზის აფეთქებაზე: თუ საქმე გვაქვს შეცდომასთან ეს არის ადამიანური შეცდომა

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების შესახებ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მისი თქმით ყაზტრანსგაზის ქმედებაში სისტემური პრობლემა არ გამოვილინდა.

ირაკლი ხმალაძე

19 იანვარი 2019, 20:32

საქართველო

ვიცემერმა დაასახელა ფაქტორები, რომლითაც დიდი დიღმისნაირი ტრაგედიის არიდებაა შესაძლებელი

თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ დიდ დიღომში, აფეთქებისას დაზიანებულ კორპუსზე ლაბორატორიული და ექსპერტული კვლევები დასრულდა. შედეგად დადგინდა, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია.

თხილამური

19 იანვარი 2019, 20:00

სპორტი

ბაკურიანში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა

მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს: ბავშვები I, დაბადების წელი 2005-2006; ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004; მოზრდილები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

რესტორანი

19 იანვარი 2019, 19:52

ტაბლოიდი

ნიუ-იორკში მდიდრულმა რესტორანმა ქალებს ბართან ჯდომა აუკრძალა

ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთმა მდიდრულმა რესტორანმა, "Nello", პროსტიტუციასთან ბრძოლის ფარგლებში, ქალებს ბართან ჯდომა აუკრძალა. ამის შესახებ ღია წერილი ბრიტანელმა კლემენტინა კროუფორდმა გამოაქვეყნა.

19 იანვარი 2019, 19:47

მსოფლიო

თეთრმა სახლმა კონგრესმენებს მივლინებები აუკრძალა

თეთრმა სახლმა აშშ-ს კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენელს აუკრძალა სამთავრობო ავიაციის გამოყენება საზღვარგერეთის მივლინებებისთვის. ასევე, აუკრაძალა მათ საბიუჯეტი სახსრების ხარჯვა.

19 იანვარი 2019, 19:36

მსოფლიო

ამერიკული სამხედრო ხომალდი Donald Cook-ი შავ ზღვაშია

შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი Donald Cook-ი შევიდა. სამხედრო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას ოპერაციებში, რომელიც შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში სტაბილურობის გამტკიცებას ისახავს მიზნად.

19 იანვარი 2019, 19:36

ტაბლოიდი

როგორი უნდა იყოს ქალი 2019 წელს. რჩევები

როგორ დავრჩეთ მუდმივად ქალად და მთავარია, როგორ ქალად? ამ თემას 21-ე საუკუნეში განსაკუთრებული აქტუალურობა შესძინა ქალების აქტივობამ და კერძოდ #MeToo მოძრაობამ, რომელიც ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობას ებრძვის.

აშშ

19 იანვარი 2019, 19:27

მსოფლიო

ნიუ-იორკის სასტუმროები „შათდაუნის“ გამო ამერიკელ მოხელეებს ნომრებს უფასოდ სთავაზობენ

აშშ-ის საჯარაო სამსახურში მომუშავე პირებს, რომლებსაც აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება შეეხოთ, ნიუ-იორკში მდებარე სასტუმროებით უფასოდ ისარგებლებენ. 280 სასტუმრო მათ მისაღებად მზაობას გამოთქვამს.

ტერეზა მეი

19 იანვარი 2019, 19:03

ტაბლოიდი

რა რეაქცია აქვს ტერეზა მეის სამსახურში მისვლისას. კრეატივ კომპანიამ სარეკლამო რგოლი გადაიღო

კრეატივ კომპანია "Studio YES"-მა ორიგინალური ვიდეორგოლი დაამზადა, რომლითაც ახალი თანამშრომლების მოზიდვას ცდილობს. ვიდეოში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი "მონაწილეობს".

ჯორჯ ბუში

19 იანვარი 2019, 18:51

მსოფლიო

ჯორჯ ბუშმა უხელფასოდ მომუშავე დაცვის თანამშრომლებს პიცა მიუტანა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსი) აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერების გამო უხელფასოდ მომუშავე დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პიცა მიუტანა. მას თან მეუღლე, ლორა ბუშიც ახლდა.

ტომი რობინსონი

19 იანვარი 2019, 18:46

ტექნოლოგიები

YouTube-მა ანტიისლამისტური ჯგუფის ყოფილი ლიდერის გვერდზე რეკლამები დაბლოკა

YouTube-ის განმარტებით, რობინსონის გვერდზე რეკლამის შეჩერების მიზეზი ვებგვერდის შინაგანაწესის დარღვევა გახდა. ტომი რობინსონის გვერდს YouTube-ზე 270 ათასი გამომწერი ჰყავს. ანტიისლამისტური ჯგუფის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, რომ თავის გვერდზე სიძულვილის შემცველი ვიდეოები არ გამოუქვეყნებია.

პოლონეთი

19 იანვარი 2019, 18:26

მსოფლიო

გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი დაკრძალეს

ათასობით პოლონელმა ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი, რომელიც გასულ კვირას სასიკვდილოდ დაჭრეს, უკანასკნელ გზაზე გააცილა. ცერემონიას პოლონეთის პრეზიდენტი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაესწრნენ.

Bird Box

19 იანვარი 2019, 18:21

ტექნოლოგიები

Bird Box-ის გამო Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

2018 წლის ბოლოს Netflix-ის გამომწერთა რაოდენობამ 139 მილიონს გადააჭარბა. ბოლო სამ თვეში მაჩვენებელი 8.8 მილიონით გაიზარდა. მხოლოდ Bird Box-ს კინოგაქირავებაში ჩაშვებიდან ოთხ კვირაში 80-მა მილიონმა, Elite-ს კი დროის ამავე პერიოდში 20-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.

19 იანვარი 2019, 18:19

ძალოვნები

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. imedinews-ის ცნობით, ცხედარი თხრილში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ იმ ადგილას მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ჩაიყოლა.

მექსიკა

19 იანვარი 2019, 18:13

მსოფლიო

მექსიკაში გაზსადენზე აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

მექსიკის ცენტრალურ ნაწილში გაზსადენზე მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა ათობით ადამიანი კი დაშავდა. აფეთქება სავარაუდოდ გაზსადენიდან ნავთობის მოპარვის მცდელობისას მოხდა.

ვაქცინაცია

19 იანვარი 2019, 18:09

მსოფლიო

რუმინეთში გრიპის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ ჰქონდა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. გასულ კვირას რუმინეთში რესპირატორული ინფექცია 90 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.

გერმანია

19 იანვარი 2019, 18:04

მსოფლიო

ბერლინის პროკურატურა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით საქმეს სწავლობს

საქმე ეხება მინისტრის მიერ კომპანია Accenture-თან საკონსულტაციო მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებით გაფორმებულ შეთანხმებას და ამის ფარგლებში უფლება-მოსილების შესაძლო გადაჭარბებას.