imedi /  15 სექტემბერი 2018, 19:10 / სანდო წყარო

როგორ გაიცემა სახელმწიფო კომპენსაცია ყოფილ პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე

მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას ოჯახის მარჩენალდაკარგულ წევრებს შორის. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით მარჩენალის გარდაცვალების გამო ოჯახისთვის განსაზღვრული სხვა სარგებლის მიღების უფლება, - ამის შესახებ ინფორმაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განმარტებული.

სოციალური მომსახურების სააგენტო სახელმწიფო კომპანსაციის გაცემის წესს განმარტავს პირებისთვის, რომლებსაც ეკავათ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები.

უწყების ცნობით, მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია: განცხადება; უწყების წარდგინება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გარდაცვალების მოწმობა; მშობლებზე - გარდაცვლილის დაბადების მოწმობა; მეუღლეზე - ქორწინების მოწმობა; შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ კომპენსაცია გაიცემა დოკუმენტაციისა და განცხადებების გაცნობის დღიდან არაუგვიანეს 15 დღეში.

„კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს"- აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

სააგენტო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რა შემთხვევაში ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის ყოფილ წევრებს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე

21 ნოემბერი 2018, 01:24

საქართველო

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ვებპორტალი მოემსახურება

დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სპეციალური ვებპორტალის შექმნას გულისხმობს. დიასპორული ვებპორტალის მეშვეობით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო სერვისებს მიიღებენ.

21 ნოემბერი 2018, 01:05

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა ცრუ ინფორმაციების წინააღმდეგ კანონი მიიღო

დოკუმენტზე მსჯელობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. დოკუმენტის ავტორების აზრით, კანონი ხელს შეუშლის სხვა სახელმწიფოებს ცრუ ინფორმაციების გავრცელების გზით ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. კანონპროექტის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ემანუელ მაკრონის პარტია „წინ რესპუბლიკა“.

შერემეტოვო

21 ნოემბერი 2018, 00:59

მსოფლიო

შერემეტოვოს აეროპორტში თვითმფრინავი კაცს დაეჯახა

შემთხვევა ასაფრენ ბილიკზე მოხდა. მორაობისას ეკიპაჟმა ავიადისპეტჩეტრებს შეატყობინა, რომ უცხო ნივთს დაეჯა, ამასთან განგაშის სიგნალი ამოქმედდა, რის გამოც თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა.

კიმ ჩონ იანი

21 ნოემბერი 2018, 00:25

მსოფლიო

თეთრმა სახლმა ინტერპოლის ხელმძღვანელის პოსტზე მხარი სამხრეთკორეელ კანდიდატს დაუჭირა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ინტერპოლის ხელმძღვანელის პოსტზე თეთრი სახლი მხარს სამხერთკორეელ კანდიდატს, კიმ ჩონ იანს დაუჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადა

21 ნოემბერი 2018, 00:18

ტაბლოიდი

ნიუ-იორკში მარტოობის მოყვარულებისთვის რესტორანი გაიხსნა

აქ მაგიდები ისეა განთავსებული, რომ სტუმრები სხვებისგან მაქსიმალურად იზოლირებულები იყვნენ. კერძის შეკვეთა კი სპეციალური ფორმის შევსებითაა შესაძლებელია, რათა მომსახურე პერსონალთან ზედმეტი კონტაქტი არ დამყარდეს.

20 ნოემბერი 2018, 23:58

ტექნოლოგიები

საერთაშორისო კოსმოსური სადგური 20 წლისაა

საერთაშორისო კოსმოსური სადგური ეს უმსხვილესი ვარსკვლავური ლაბორატორიაა. 2 ათეული წლის განმავლობაში უნიკალურ პირობებში ათასობით სამეცნიერო ექსპერიმენტი და თასობით ექსპედიცია ჩატარდა.

Manuel Antonio Beach-ი

20 ნოემბერი 2018, 23:42

ტექნოლოგიები

12 საუკეთესო უცნობი სანაპირო დასახელდა

გამოცემა New York Post-მა სამოგზაურო ინდუსტრიის ექსპერტის, ლოტი გროსის მიერ დასახელებული იმ საუკეთესო სანაპიროების რეიტინგი შეადგინა, რომლებსაც ტურისტებს უმალავენ.

20 ნოემბერი 2018, 23:33

ტაბლოიდი

ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით ორი ინდაური შეიწყალა

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ ორივე შეწყალებული ინდაური კენჭისყრით 50 ინდაურში აარჩიეს. შეწყალებულებს ვირჯინიაში, ფერმაში გაუშვებენ, სადაც ფრინველები სიცოცხლის ბოლომდე დარჩებიან. მადლიერების დღეს აშშ-ში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ.

საბრინა ლეიტესი

20 ნოემბერი 2018, 23:07

ტაბლოიდი

ბრაზილიელმა ქალმა მძარცველს სცემა და პატიება ათხოვნინა

22 წლის საბრინა ლეიტესი საკუთარი სახლის ეზოში იდგა, როცა მასთან მოტოციკლი გაჩერდა, 2 ბოროტმოქმედით. მათ მობილური ტელეფონი მოითხოვეს. გოგო 4 წელი ჯიუ-ჯიზუზე დადიოდა. მან გადაწყვიტა მძარცველებისთვის ჭკუა ესწავლებინა

ნადეჟდა სავჩენკო

20 ნოემბერი 2018, 23:00

მსოფლიო

სააპელაციო სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში დატოვა

კიევის სააპელაციო სასამართლომ სავჩენკოს ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ოქტომბერში კიევის რაიონულმა სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს წინასწარი პატიმრობის ვადა 30 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივა. სავჩენკო პატიმრობაში 2018 წლის 22 მარტიდან არის.

ბიძინა ივანიშვილი

20 ნოემბერი 2018, 22:49

არჩევნები 2018

ივანიშვილი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არალეგიტიმურია

მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. „რაც ჩვენ მოვედით, საქართველოში არჩევნების გაყალბების მცდელობას არ ყოფილა. მე პირადად ნათქვამი მაქვს: ხელს მოვაჭრი ვინმემ გაბედოს და თავში გაივლოს, რომ ყუთში სხვის ბარათის ჩაგდებას გაიფიქრებს"- განაცხადა ივანიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილი

20 ნოემბერი 2018, 22:41

არჩევნები 2018

ბიძინა ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილის სახით „ოცნებამ“ რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი შეარჩია

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს.

ემანუელ მაკრონი

20 ნოემბერი 2018, 22:36

მსოფლიო

მაკრონის პარტიის შემოწირულობებზე გამოძიება დაიწყო

პარიზის პროკურატურამ საფრანგეთის პრეზიდენტის პარტიის - „წინ რესპუბლიკა“-ს შემოწირულობების გარშემო წინასწარი გამოძიება დაიწყო, ვინაიდან მათი წარმომავლობა არ დასტურდება.

20 ნოემბერი 2018, 22:36

არჩევნები 2018

ივანიშვილი: მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს

„მე მესმის ხმები, რომ ივანიშვილი ცდილობს ნაცები დაიყენოს წინ და იოლია გამრჯვება. ღმერთმა დამიფაროს ასეთი მცდელობისგან. უნდა იყოს უკეთესსა და კარგს შორის არჩევანი"- განაცხადა ივანიშვილმა.

20 ნოემბერი 2018, 22:28

ტაბლოიდი

ჩინეთში ბანკის თანამშრომლებს უფროსის ნებართვის გარეშე დაფეხმძიმება აუკრძალეს

კომპანიის წესის მიხედვით, თუკი დაორსულების შემთხვევაში ქალს მუშაობის გაგრძელება სურს, მან ორსულობა უნდა შეწყვიტოს. ერთ-ერთმა ქალმა ადგილობრივ პროფკავშირს მიმართა და თქვა, რომ მან ორსულობა არ შეწყვიტა, ამისთვის კი ხელმძღვანელობამ ფინანსურად დასაჯა. ქალმა პროფკავშირებს სხვა მსგავსი შემთხვევების შესახებაც მოუყვა.

ბიძინა ივანიშვილი

20 ნოემბერი 2018, 22:27

არჩევნები 2018

ივანიშვილი: 5 წელი დასჭირდა იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ხელწერა ეცნო

„თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რა დონზე ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას ფესვები გადგმული, რა დონზე ჰყავდათ ევროპელები და ამერიკელები მოტყუებული, რომ საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება გვაქს"- განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი

20 ნოემბერი 2018, 22:24

არჩევნები 2018

ივანიშვილი: პარტიას ჩემთვის არანაირი ფასეულობა არ აქვს, გარდა ხალხზე ზრუნვისა

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ "ერთად ვართ გაჭირვებულები, პრობლემებს ერთად ვებრძვით და დაქირავებული ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს, რომ ხალხს თავისი ყოფა შეუმსუბუქდეს".

ბიძინა ივანიშვილი ჭარბვალიანობა

20 ნოემბერი 2018, 22:20

ეკონომიკა

ივანიშვილი: ჭარბვალიანობის პრობლემაზე გაზაფხულიდან ვლაპარაკობთ, ის არჩევნებს არ უკავშირდება

აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა წინასაარჩევნო დაპირებად არ უნდა ჩაითვალოს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება იმის კარგი მაგალითია, რომ "თუ ცდილობ, შეიძლება გამოვიდეს კიდეც".

ბიძინა ივანიშვილი

20 ნოემბერი 2018, 22:15

არჩევნები 2018

ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კარგსა და უკეთესს შორის არჩევანი

„საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კარგსა და უკეთეს შორის არჩევანი და ესეც უნდა მოხდეს. ეს უნდა მოახეხრხოს საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა. ის ფაქტი, რომ დღეს ქართულ ოცნებას არ ჰქონდა კონსტრუქციული ოპონირება, მივიღეთ ეს შედეგი"- განაცახდა ბიძინა ივანიშვილმა.

დონალდ ტრამპი და
მუჰამედ ბინ სალმანი

20 ნოემბერი 2018, 22:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ-ი საუდის არაბეთის საიმედო პარტნიორად რჩება

„ჩვენ საუდის არაბეთთან ურთიერთობას ვინარჩუნებთ. ისინი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში ირანის წინააღმდეგ. აშშ აპირებს დარჩეს საუდის არაბეთის საიმედო პარტნიორად ჩვენი ქვეყნების, ისაელის და რეგიონში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინტერესების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.