Imedi /  17 სექტემბერი 2018, 13:55 / სანდო წყარო

კომუნიკაციების ეროვნული კომისია „სამართლიან არჩევნებს“ განცხადებით პასუხობს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) მიერ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედურ ანგარიშს ვრცელი განცხადებით ეხმიანება. ამ ანგარიშის შესახებ რამდენიმე დღის წინ კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ბრიფინგზე ილაპარაკა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანახმად, "სამართლიანი არჩევნების" შუალედური ანგარიშში კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული შეფასებები არაკვალიფიციურია: "არასწორადაა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, გაკეთებულია არასწორი სამართლებრივი შეფასებები და, შესაბამისად, კომისიის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება".

კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გადაცემის გამო "რუსთავი 2"-ის დაჯარიმების მიზეზებს. კომისია განცხადებაში ასევე წერს, რომ "სამართლიან არჩევნებს" თავის ანგარიშსა და განცხადებაში ურთერთგამომრიცხავი გარემოებები აქვს დასახელებული.

13 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მაუწყებლების საქმიანობის შეზღუდვაში დაადანაშაულა. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ანგარიშში მოყვანილი ცრუ ფაქტები დაასახელა და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) ანგარიშიდან მათი ამოღება მოსთხოვა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

 იანის ადეტოკუნბო

27 ივნისი 2019, 00:01

სპორტი

NBA-ის საუკეთესო კალათბურთელი ცნობილია

NBA-ის (ნაციონალური საკალთბურთო ასოციაცია) სეზონის საუეთესო კალათბურთელად იანის ადეტოკუნბო დასახელდა. „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდი საშუალოდ საკალათბურთო მატჩში 28 ქულას აგროვებს. მისი გუნდი კი NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში საუკეთესო გახდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

თიკო ქობულაშვილი

26 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სპიკერებმა ახალი გეგმა გააცნეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 27 ივნისს ისევ 19:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მსველობას მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მოაწყობენ მსვლელობას. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების სპიკერებმა თქვეს.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

26 ივნისი 2019, 23:31

საქართველო

ხორვატი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივანია

ხორვატი პოლიტიკოსი ამ თანამდებობაზე ტორბიორნ იაგლანდს ჩაანაცვლებს. ნორვეგიელ ლიდერს უფლებამოსილების ვადა 2019 წლის ოქტომბერში ეწურება. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პოსტს 2024 წლამდე დაიკავებს. ბურიჩი ხორვატიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია.

ნათია თურნავა

26 ივნისი 2019, 23:27

ეკონომიკა

თურნავა: ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ დაემუქრება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი და გრძლვადიან პერსპექტივაში ლარს საფრთხე არ ემუქრება. ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

26 ივნისი 2019, 22:49

საქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ინდუსტრიულმა ჰოლდინგი Aigroup -მა ცენტრალურ მოედანზე ოფიციალური პრეზენტაცია გამართა,რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.

26 ივნისი 2019, 22:23

საქართველო

ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ „თმის ღერი არ ჩამოუვარდება“.

გივი მაჭარაშვილი

26 ივნისი 2019, 22:09

სპორტი

მინსკის ევროპულ თამაშებზე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედლი მოიპოვა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი გივი მაჭარშვილმა მოუტანა

აქცია რუსთაველზე

26 ივნისი 2019, 21:52

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ამის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქვე გამოაცხადეს სიტყვით გამომსვლელებმა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა ადამიანი გათავისუფლებულია. .მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მიაწოდა.

26 ივნისი 2019, 21:41

მსოფლიო

საფრანგეთის პროკურატურამ ნოტრ-დამის ხანძარში კრიმინალური კვალი ვერ იპოვა

საფრანგეთის პროკურატურა აცხადებს, რომ პარიზის ნოტრ-დამის ხანძარში, კრიმინალური კვალი არ არის, - წერს BBC-ი. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ აქვთ მიზეზი ივარაუდონ, რომ სისხლის სამართლის დანაშული მოხდა.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 21:27

საქართველო

მელია: იმედია, ზეგ აქ ვიქნები და გახარია პარლამენტში შესვლას ვერ გაბედავს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებიშ შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდება. მანამდე ის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ ოპოზიციური პარტიის აქციაზე გავიდა, რომელიც მის მხარდასაჭერად გაიმართა.

გიორგი კონდახაშვილი

26 ივნისი 2019, 21:12

საქართველო

მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატს საქმის მასალები გადასცეს. გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, საქმეში არის რამდენიმე მოწმე, რომელიც ვერ ადასტურებს ნიკა მელიას ბრალეულობას. პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.

რომან კაკულია

26 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

კაკულია: კენჭისყრაზე დაფიქსირებული პოზიცია გუნდისთვის თუ პრობლემური იქნება, უხერხულობას არ შევქმნი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა რომან კაკულიამ განმარტა თუ რატომ ჰქონდა კენჭისყრაზე გუნდისგან განსხვავებული პოზიცია. ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შესაჩერებლად გამართულ კენჭისყრაში მან მონაწილეობა არ მიიღო.

ნინო ლომჯარია

26 ივნისი 2019, 20:47

საქართველო

ლომჯარია: მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის

სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენებას მიზანშეწონილად არ თვლის. შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე განათავსა. „უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა“.

26 ივნისი 2019, 20:47

მსოფლიო

ვენის ცენტრში აფეთქების შედეგად ორ შენობაში სართულები ჩამოინგრა

ავსტრიაში, ვენის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად ორ შენობაში რამდენიმე სართული ჩამოინგრა, ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, არის ეჭვი რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების ადგილას სამართალდამცველები, მეხანძრეები და სამედიცინო ბრიგადები იმყოფებიან.

26 ივნისი 2019, 20:42

მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა

უკრაინელი კანონმდებლები დებატებზე კოლეგებს მოუწოდებდნენ, გაეთვალისწინებინათ უკრაინაში არსებული ვითარება, დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმის ანექსია, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა, თუმცა ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა.

26 ივნისი 2019, 20:20

საქართველო

აშშ-ის საელჩო: ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის

აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. ამ შინაარსის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 20:02

საქართველო

მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა წევრმა ხმა არ მისცა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა დეპუტატმა ხმა არ მისცა. imedinews-ის ინფორმაციით, ესენი არიან რომან კაკულია და მარიამ ჯაში. კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიირო, ხოლო ჯაშმა განაცხადა, რომ თავი შეიკავა და რეგისტრაცია არ გაიარა.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 19:32

საქართველო

მელია: შევალ ივანიშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ პოლიტიკოსმა პირველი კომენტარი დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუძლია ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დააკავოს.

ლაშა პაპაშვილი

26 ივნისი 2019, 19:28

ეკონომიკა

პაპაშვილი: საქართველოს ბიზნეს ასოციაციას პარლამენტში წარმომადგენელი ეყოლება

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ (BIA) პირველი ვიცეპრეზიდენტის ლაშა პაპაშვილის განცხადებით 2019 წლის სექტემბრიდან ორგანიზაციას პარლამენტში წარმომადგენელი ეყოლება. „ასოციაციის იურიდიული სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს საპარლამენტო კომიტეტებთან და ბიზნესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების საქმის კურსში ვიქნებით“ - განუცხადა პაპაშვილმა imedinews-ს.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 19:18

საქართველო

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა

საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუძლია ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დააკავოს.